ადამიანებს ხანდახან ისე გაიტაცებთ ხოლმე სექსუალური ვნებები, ვერც კი ამჩნევენ, როგორ გაიხეხეს მუხლები ან დაეჭიმათ ზურგი. ზოგიერთი ''იღბლიანი'' მიჯნური კი სექსის შემდეგ საოპერაციო მაგიდაზეც კი ხვდება. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, სექსის დროს მიღებული ტრავმები საკმაოდ ხშირია და ყველაზე გავრცელებული ტრავმების ერთგვარი რეიტინგიც შეადგინეს.
• გახეხილი მუხლები - ხშირად, წყვილი საწოლამდე ვერ აღწევს და პირდაპირ ხალიჩაზე ან იატაკზე მიეცემა ვნებას. სპონტანური სექსი, რასაკვირველია, გზნებით სავსეა, მაგრამ არც ის უნდა დაავიწყდეთ ამ დროს, რომ განსაკუთრებით ხალიჩას ხაოიანი ზედაპირი აქვს და ვნების მომენტში მას სხეულის ნაზი ნაწილები ეხახუნება. ხახუნის ძალის შედეგად, ენერგია გამოიყოფა და დამწვრობებიც კი ჩნდება ამ დროს.
• დაჭიმული ზურგი, წელი, იდაყვი, კოჭი - კარგია, როცა წყვილი სექსის დროს მრავალფეროვნებისკენ მიიწევს. თუმცა კამასუტრას ყველა პოზის შესრულებას ფიზიკური მომზადება სჭირდება და საკმაოდ საშიშიც არის. თუ მაინცდამაინც გინდათ ამგვარი ექსპერიმენტები, კვირაში რამდენჯერმე ფიტნესი არ გაწყენდათ, რომ მერე უსიამოვნო ტრავმები აიცილოთ თავიდან.
• დუნდულების ტკივილი - თუ სექსის დროს მეტისმეტად ინტენსიურად მოძრაობთ, შეიძლება, გარკვეული ადგილები იტკინოთ კიდეც. თურმე, სექსის დროს ტკივილი იმდენად არ იგრძნობა. სწორედ ამის გამო, ისე შეიძლება დაიბეჟო ან დაილურჯო თუნდაც დუნდულები, რომ ვერ მიხვდე.
• მიკრონაპრალები - ისეც ხდება, რომ პარტნიორი იმდენად აქტიურია, ქალი საშოში პატარა, თუმცა საკმაოდ მტკივნეულ ნაპრალებს ვერ აიცილებს თავიდან. მიზეზი ხანდახან ისიც არის, რომ ქალის გენიტალიების ზომა არ ემთხვევა მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომას. ამიტომაც, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, დიდი ზომები სულაც არ არის ყოველთვის კარგი, მით უმეტეს, თუ ქალი მინიატიურულია. მსგავსი ტრავმები ხშირია ასევე პარტნიორის გამოუცდელობის გამო.