პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი, რომ გამოსხივების ზეგავლენა შევამციროთ
როგორ გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი, რომ გამოსხივების ზეგავლენა შევამციროთ

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის ზე­გავ­ლე­ნა შე­ის­წავ­ლა. კვლე­ვის მი­ზანს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­მოს­ხი­ვე­ბუ­ლი ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ენერ­გი­ის მავ­ნე გავ­ლე­ნის და და­საშ­ვე­ბი ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა წარ­მო­ად­გენ­და. ასე­ვე, ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან თავ­დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

გთა­ვა­ზობთ gncc-ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ვი­ცხოვ­როთ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან ერ­თად ისე, რომ მან არ და­ა­ზი­ა­ნოს და საფრ­თხე არ შე­უქ­მნას ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის SAR-ის სი­დი­დე?

SAR (Specific Absorption Rate) - ენერ­გი­ის შთან­თქმის ფარ­დო­ბი­თი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტია. მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით (გა­მოს­ხი­ვე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რე, ეკ­რა­ნი­რე­ბა და სხვა). ამა­ვე დროს, SAR-ის სი­დი­დე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის თავ­თან მო­ბი­ლუ­რი აპა­რა­ტის ძი­რი­თა­დი გა­მომ­სხი­ვე­ბე­ლი ან­ტე­ნის სი­ახ­ლო­ვე­ზე. ან­ტე­ნის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე, ანუ ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, ან­ტე­ნის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის კორ­პუს­ში.

რო­გორ უნდა გვე­ჭი­როს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი?

სა­უბ­რი­სას ტე­ლე­ფო­ნი უნდა გვე­ჭი­როს ისე, რომ ან­ტე­ნა ხე­ლით არ დავ­ფა­როთ. ხე­ლით არ უნდა დავ­ფა­როთ კორ­პუ­სის (გან­სა­კუთ­რე­ბით ზედა, იშ­ვი­ა­თად, ქვე­და) მე­სა­მედ­ზე მეტი.

შე­ერ­თე­ბის დამ­ყა­რე­ბის მო­მენ­ტში GSM ტე­ლე­ფო­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ მუ­შა­ო­ბენ დიდ სიმ­ძლავ­რე­ზე, ამი­ტომ თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­მა­ვა­ლი ზა­რის შემ­თხვე­ვა­ში, ყურ­მი­ლი ყურ­თან უნდა მი­ი­ტა­ნოთ ნომ­რის აკ­რე­ფი­დან რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ (კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის მო­მენ­ტი ტე­ლე­ფო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ად­გი­ნოთ დისპლე­ის ინ­დი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით).

რო­მე­ლი ად­გი­ლია ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ტე­ლე­ფო­ნის სა­ტა­რებ­ლად?

ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ვა­ტა­როთ ბარ­ძა­ყის გარე მხა­რე­ზე, მუხლს ზე­მოთ.

რო­დის უფრო მე­ტია მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მიერ გა­მოს­ხი­ვე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რე – სა­უბ­რის დროს თუ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მი­სას (SMS)?

GSM ტექ­ნო­ლო­გი­ით სარ­გებ­ლო­ბი­სას მო­ნა­ცე­მე­ბის გა­და­ცე­მის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის (SMS) რე­ჟიმ­ში ზე­მა­ღა­ლი სიხ­ში­რის გა­მოს­ხი­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, SMS-ის გაგ­ზავ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც წესი გა­და­ცე­მის ხან­გრძლი­ვო­ბის სიმ­ცი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ზე­გავ­ლე­ნაც მცი­რეა.

არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ლა­პა­რა­კი მან­ქა­ნის სა­ლო­ნი­დან, ვი­ნა­ი­დან მან­ქა­ნი­დან სა­უბ­რი­სას მან­ქა­ნის კორ­პუ­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს სა­ბა­ზო სად­გუ­რი­დან მო­სულ ელექტრო­მაგ­ნი­ტურ სიმ­ძლავ­რეს, რაც ზრდის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მიერ გა­მოს­ხი­ვე­ბის სიმ­ძლავ­რეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

როგორ გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი, რომ გამოსხივების ზეგავლენა შევამციროთ

როგორ გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი, რომ გამოსხივების ზეგავლენა შევამციროთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა შეისწავლა. კვლევის მიზანს მობილური ტელეფონის გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ენერგიის მავნე გავლენის და დასაშვები ნორმების შესახებ საზოგადოებისთვის რჩევების მიცემა წარმოადგენდა. ასევე, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან თავდაცვის ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

გთავაზობთ gncc-ის რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ მობილურ ტელეფონთან ერთად ისე, რომ მან არ დააზიანოს და საფრთხე არ შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

რაზეა დამოკიდებული მობილური ტელეფონის SAR-ის სიდიდე?

SAR (Specific Absorption Rate) - ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტია. მისი მნიშვნელობა განისაზღვრება მობილური ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლებით (გამოსხივებული სიმძლავრე, ეკრანირება და სხვა). ამავე დროს, SAR-ის სიდიდე დამოკიდებულია ადამიანის თავთან მობილური აპარატის ძირითადი გამომსხივებელი ანტენის სიახლოვეზე. ანტენის კონსტრუქციაზე, ანუ ტელეფონით საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ანტენის განთავსების ადგილი მობილური ტელეფონის კორპუსში.

როგორ უნდა გვეჭიროს მობილური ტელეფონი?

საუბრისას ტელეფონი უნდა გვეჭიროს ისე, რომ ანტენა ხელით არ დავფაროთ. ხელით არ უნდა დავფაროთ კორპუსის (განსაკუთრებით ზედა, იშვიათად, ქვედა) მესამედზე მეტი.

შეერთების დამყარების მომენტში GSM ტელეფონები ჩვეულებრივ მუშაობენ დიდ სიმძლავრეზე, ამიტომ თქვენი ტელეფონიდან გამომავალი ზარის შემთხვევაში,   ყურმილი ყურთან უნდა მიიტანოთ ნომრის აკრეფიდან რამდენიმე წამის შემდეგ (კავშირის დამყარების მომენტი ტელეფონების უმეტესობაზე შეიძლება დაადგინოთ დისპლეის ინდიკაციის მიხედვით).

რომელი ადგილია ყველაზე უსაფრთხო ტელეფონის სატარებლად?

ყველაზე უსაფრთხოა მობილური ტელეფონი ვატაროთ ბარძაყის გარე მხარეზე, მუხლს ზემოთ.

როდის უფრო მეტია მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული სიმძლავრე – საუბრის დროს თუ მონაცემების გადაცემისას (SMS)?

GSM ტექნოლოგიით სარგებლობისას მონაცემების გადაცემის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) რეჟიმში ზემაღალი სიხშირის გამოსხივების ინტენსივობა იზრდება. თუმცა, SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში, როგორც წესი გადაცემის ხანგრძლივობის სიმცირიდან გამომდინარე ზეგავლენაც მცირეა.

არ არის მიზანშეწონილი ლაპარაკი მანქანის სალონიდან, ვინაიდან მანქანიდან საუბრისას მანქანის კორპუსი მნიშვნელოვნად ამცირებს საბაზო სადგურიდან მოსულ ელექტრომაგნიტურ სიმძლავრეს, რაც ზრდის მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივების სიმძლავრეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია