პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს გაგრძელდა ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრა და როგორ ეხმაურება უცხოური მედია პრემიერის ვიზიტს აშშ-ში
რამდენ ხანს გაგრძელდა ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრა და როგორ ეხმაურება უცხოური მედია პრემიერის ვიზიტს აშშ-ში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტსა და ვიცე-პრე­ზი­დენტს შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას უცხო­უ­რი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Hill წერს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი ესა­უბ­რა და მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ წარ­მა­ტე­ბულ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლით გზით გა­და­ბა­რე­ბას.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მოლ­დო­ვას პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შეხ­ვდე­ბა.

"მაგ­რამ, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ნა­ბი­ჯე­ბი არ იყო გა­მიზ­ნუ­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრო­ვი­ცი­რე­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სის შემ­დეგ. ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვის და უკ­რა­ი­ნის მი­მართ არ არის "ნუ­ლო­ვა­ნი ჯა­მის თა­მა­ში" რუ­სეთ­თან", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის კო­მენ­ტარს.

რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Wall StreeT Journal წერს, უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი დრა­მის ფონ­ზე, ბა­რაკ ობა­მა ქარ­თველ ლი­დერს შეხ­ვდა, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა გა­ნი­ხი­ლეს სა­კი­თხე­ბი, თუ რო­გორც უნდა გა­ა­ფარ­თო­ვოს ორმა ქვე­ყა­ნამ სა­ვაჭ­რო კავ­ში­რე­ბი.

"ობა­მას შეხ­ვედ­რა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და აშშ-ის შე­ხე­დუ­ლე­ბის ხაზ­გას­მას სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­მე­ლიც მა­გა­ლი­თია ერთ დროს საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის, რო­მელ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­და­ბი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რებს. ობა­მას შეხ­ვედ­რა ამის ხაზ­გას­მა იყო", - ნათ­ქვა­მია The Wall StreeT Journal-ის სტა­ტი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რამდენ ხანს გაგრძელდა ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრა და როგორ ეხმაურება უცხოური მედია პრემიერის ვიზიტს აშშ-ში

რამდენ ხანს გაგრძელდა ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრა და როგორ ეხმაურება უცხოური მედია პრემიერის ვიზიტს აშშ-ში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას უცხოური მედია ეხმაურება.

როგორც ამერიკული გამოცემა The Hill წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერს დაახლოებით 20 წუთი ესაუბრა და მიესალმა საქართველოში ხელისუფლების პირველ წარმატებულ, დემოკრატიულით გზით გადაბარებას.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მომდევნო ორშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

"მაგრამ, როგორც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობენ, ეს ნაბიჯები არ იყო გამიზნული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პროვიცირებისთვის, უკრაინაში არსებული ქაოსის შემდეგ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიმართ არ არის "ნულოვანი ჯამის თამაში" რუსეთთან", - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის კომენტარს.

როგორც ამერიკული გამოცემა The Wall StreeT Journal წერს, უკრაინაში არსებული დრამის ფონზე, ბარაკ ობამა ქართველ ლიდერს შეხვდა, აშშ-ის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა განიხილეს საკითხები, თუ როგორც უნდა გააფართოვოს ორმა ქვეყანამ სავაჭრო კავშირები.

"ობამას შეხვედრა ემსახურებოდა აშშ-ის შეხედულების ხაზგასმას საქართველოზე, რომელიც მაგალითია ერთ დროს საბჭოთა რესპუბლიკის, რომელმაც ხელისუფლების წარმატებული, დემოკრატიული გადაბირება განახორციელა და დასავლეთთან ურთიერთობას ამყარებს. ობამას შეხვედრა ამის ხაზგასმა იყო", - ნათქვამია The Wall StreeT Journal-ის სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა