Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვერცხის ფორმის ახალი საბაგირო თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)
კვერცხის ფორმის ახალი საბაგირო თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნის" წინ ახა­ლი სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. და­ახ­ლო­ე­ბით ათ თვე­ში ამ გზამ ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რამ­დე უნდა მიგ­ვიყ­ვა­ნოს. მრა­ვა­ლი უც­ნა­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის კვალ­დაკ­ვალ, თბი­ლი­სის ცენ­ტრში ეს გი­გან­ტუ­რი კვერ­ცხის ფორ­მის სა­ბა­გი­რო სად­გუ­რიც და­იმ­კვიდ­რებს ად­გილს. რო­გორც ად­გილ­ზე მი­სულს მუ­შებ­მა გან­მი­მარ­ტეს, მშე­ნებ­ლო­ბა იან­ვარ­ში და­ი­წყო.

"ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­მუ­შა­ოდ ცოტა რთუ­ლი გა­მოდ­გა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ირ­გვლივ მრა­ვა­ლი ნა­გე­ბო­ბაა და ასე­ვე აქვე არის ფოს­ტაც, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბიც საკ­მა­ოდ მრავ­ლა­დაა, რაც მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­მუ­შა­ო­ებს არ­თუ­ლებს", - ამ­ბობს პრო­ექ­ტის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლე­ვან გა­ბულ­და­ნი.

სა­ბა­გი­რო სის­ტე­მე­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვის­თვის "ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა" 5 456 616 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტენ­დე­რი და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვის წინ გა­მო­ა­ცხა­და. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად თბი­ლი­სის მე­რი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ სა­ბა­გი­რო გზის მშე­ნებ­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 10 თვე­ში უნდა დას­რულ­დეს.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე 2013 წლის 18 დე­კემ­ბერს გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "შპს კავ­კას გრო­უფ პრო­ჯექტთან", რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას და­ე­ვა­ლა. თბი­ლი­სის სა­ბა­გი­რო გზა ქვე­და და ზედა სად­გუ­რე­ბის­გან შედ­გე­ბა. პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბუ­ლი იქნა ექ­სპერტთა დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ქვე­და სად­გუ­რის გან­თავ­სე­ბა მოხ­და ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე. ვი­ნა­ი­დან ძვე­ლი ქვე­და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი არამ­დგრა­დი სად­გუ­რის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე არის საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლი და არ იძ­ლე­ო­და სა­შუ­ა­ლე­ბას, შე­იქ­მნას შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ხალ­ხის ნა­კა­დის მა­სი­უ­რი მი­ღე­ბის­თვის.

ასე­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბის მონ­ტა­ჟი, დე­მონ­ტა­ჟი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, რად­გან მი­სას­ვლე­ლი ად­გი­ლი, სა­დაც პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სარ­ბე­ნი ბო­ძე­ბი უნდა გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო, წარ­მო­ად­გენ­და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას. გარ­და ამი­სა, ძვე­ლი ქვე­და სად­გუ­რის ნა­გე­ბო­ბა კარ­გავ­და თა­ვის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, თვი­თონ სა­ბა­გი­რო ქვე­და და ზედა სად­გუ­რი­სა­გან შედ­გე­ბა, სა­ბა­გი­რო გზის სიგ­რძე 1022 მეტრს შე­ად­გენს. აღ­ნიშ­ნულ მან­ძილ­ზე 5 საყ­რდე­ნი ბო­ძის მონ­ტა­ჟია და­გეგ­მი­ლი, გზა ასე­ვე 21 სამ­გზავ­რო გონ­დო­ლის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც 8 პერ­სო­ნა­ზეა გათ­ვლი­ლი. მისი სიჩ­ქა­რე 5 მეტრ წამი გახ­ლავთ, მგზავ­რო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა კი 4,5 წუთი იქ­ნე­ბა. გონ­დო­ლებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი 25 წა­მია, რაც მგზავ­რთა რი­გებს გა­მო­რი­ცხავს. ამ გზას სა­ბა­გი­რო გზე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მსოფ­ლიო ლი­დე­რი ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია და­ა­მონ­ტა­ჟებს, რო­მელ­საც სა­ბა­გი­რო გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

მშე­ნებ­ლო­ბა იან­ვარ­ში და­ი­წყო და მის დას­რუ­ლე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 10 თვეა სა­ჭი­რო", - აცხა­დებს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ბუ­ლაშ­ვი­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მაკა ქო­ბა­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კვერცხის ფორმის ახალი საბაგირო თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

კვერცხის ფორმის ახალი საბაგირო თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

ვარდების მოედანზე, სასტუმრო "რედისონის" წინ ახალი საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყო. დაახლოებით ათ თვეში ამ გზამ ფუნიკულიორამდე უნდა მიგვიყვანოს. მრავალი უცნაური არქიტექტურული ნაგებობის კვალდაკვალ, თბილისის ცენტრში ეს გიგანტური კვერცხის ფორმის საბაგირო სადგურიც დაიმკვიდრებს ადგილს. როგორც ადგილზე მისულს მუშებმა განმიმარტეს, მშენებლობა იანვარში დაიწყო.

"ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოდ ცოტა რთული გამოდგა. გამომდინარე იქიდან, რომ ირგვლივ მრავალი ნაგებობაა და ასევე აქვე არის ფოსტაც, მიწისქვეშა კომუნიკაციებიც საკმაოდ მრავლადაა, რაც მეტ-ნაკლებად სამუშაოებს ართულებს", - ამბობს პროექტის პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი ლევან გაბულდანი.

საბაგირო სისტემების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა" 5 456 616 ლარის ღირებულების ტენდერი დაახლოებით 2 თვის წინ გამოაცხადა. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თბილისის მერიას დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ საბაგირო გზის მშენებლობა დაახლოებით 10 თვეში უნდა დასრულდეს.

"ჩატარებული ტენდერის საფუძველზე 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება "შპს კავკას გროუფ პროჯექტთან", რომლის თანახმადაც, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება აღნიშნულ კომპანიას დაევალა. თბილისის საბაგირო გზა ქვედა და ზედა სადგურებისგან შედგება. პროექტის განხილვისას გათვალიწინებული იქნა ექსპერტთა დასკვნა, რომლის თანახმადაც ქვედა სადგურის განთავსება მოხდა ვარდების მოედანზე. ვინაიდან ძველი ქვედა კონსტრუქციული არამდგრადი სადგურის გარშემო არსებული სივრცე არის საკმაოდ შეზღუდული და არ იძლეოდა საშუალებას, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხალხის ნაკადის მასიური მიღებისთვის.

ასევე შეუძლებელი ხდებოდა საყრდენი ბოძების მონტაჟი, დემონტაჟი და ექსპლუატაცია, რადგან მისასვლელი ადგილი, სადაც პირველი და მეორე სარბენი ბოძები უნდა განთავსებულიყო, წარმოადგენდა კერძო საკუთრებას. გარდა ამისა, ძველი ქვედა სადგურის ნაგებობა კარგავდა თავის არქიტექტურულ მნიშვნელობასაც.

როგორც მოგახსენეთ, თვითონ საბაგირო ქვედა და ზედა სადგურისაგან შედგება, საბაგირო გზის სიგრძე 1022 მეტრს შეადგენს. აღნიშნულ მანძილზე 5 საყრდენი ბოძის მონტაჟია დაგეგმილი, გზა ასევე 21 სამგზავრო გონდოლისგან შედგება, რომელიც 8 პერსონაზეა გათვლილი. მისი სიჩქარე 5 მეტრ წამი გახლავთ, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 4,5 წუთი იქნება. გონდოლებს შორის ინტერვალი 25 წამია, რაც მგზავრთა რიგებს გამორიცხავს. ამ გზას საბაგირო გზების ტექნოლოგიებში მსოფლიო ლიდერი ავსტრიული კომპანია დაამონტაჟებს, რომელსაც საბაგირო გზების მშენებლობაში უდიდესი გამოცდილება აქვს.

მშენებლობა იანვარში დაიწყო და მის დასრულებისთვის დაახლოებით 10 თვეა საჭირო", - აცხადებს ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის მოადგილე შალვა ბულაშვილი.

ნახეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მაკა ქობალია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია