პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15-ლარიანი ხელფასი პედაგოგებს, 60-ლარიანი - სანიტრებს: ხელფასების მინიმალური ქვედა ზღვარი საქართველოში
15-ლარიანი ხელფასი პედაგოგებს, 60-ლარიანი - სანიტრებს: ხელფასების მინიმალური ქვედა ზღვარი საქართველოში

გურ­ჯა­ან­ში მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თვე­ში მხო­ლოდ 15 ლარს იღებს, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ნიტ­რე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში 60-70 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დამ­საქ­მე­ბე­ლი და­საქ­მე­ბულს სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე და­ბალ ხელ­ფასს უხ­დის. ეს იმის ბრა­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ცნე­ბა არ არ­სე­ბობს.

"ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში დამ­საქ­მე­ბელს არ აქვს უფ­ლე­ბა და­საქ­მე­ბულს იმა­ზე ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი შეს­თა­ვა­ზოს, რაც კა­ნო­ნი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, დამ­ქი­რა­ვე­ბელს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა. ასე რომ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის შე­მო­ღე­ბა მოხ­დეს", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ცნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლის თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 15, 50, 70 ან სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის (150 ლარი) ტო­ლია.

ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ცნე­ბა არ არ­სე­ბობს, ამ დროს კი ის ყვე­ლა მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში არის. მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი უკვე წლე­ბია მოქ­მე­დებს უკ­რა­ი­ნა­სა და ბე­ლო­რუ­სი­ა­შიც, ამ უკა­ნას­კნელ­ში კი ბოლო ათწლე­ულ­ში ინფლა­ცი­ი­სა თუ სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გამო, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ინ­დექ­სა­ცია რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ყვე­ლა მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა­სა და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი და­ახ­ლო­ე­ბით 150 ლა­რი­დან იწყე­ბა და 300 ლა­რამ­დე ადის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ცნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლის თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 15, 50, 70 ან სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის (150 ლარი) ტო­ლია. და­ხა­ლო­ე­ბით 70 ლა­რამ­დე ხელ­ფასს იღე­ბენ სა­ნიტ­რე­ბი. გურ­ჯა­ა­ნის სა­მუ­სი­კო სკო­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში კი პე­და­გო­გე­ბის ნა­წილს სულ რა­ღაც 15-ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი აქვთ.

წინა კვი­რას გურ­ჯა­ა­ნელ­მა პე­და­გო­გებ­მა ამის გამო ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვეს. რო­გორც პე­და­გო­გებ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გა­ნუ­ცხა­დეს, მათი ხელ­ფა­სი 150-დან 125 ლა­რამ­დეა. კა­ხეთ­ში გურ­ჯა­ა­ნი ერ­თა­დერ­თი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, სა­დაც სა­მუ­სი­კო სკო­ლებ­ში ასე­თი და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაა.

მათი თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან სუბ­სი­დი­ის სა­ხით წე­ლი­წად­ში 60 000 ლა­რით ფი­ნანსდე­ბი­ან, რის გა­მოც ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდა ვერ ხერ­ხდე­ბა.

"გა­ნაკ­ვე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თე­ლავ­ში და ლა­გო­დეხ­ში 300 და 200 ლა­რია. ჩვენ­თან კი – 102 ლარი. ბოლო ათი წე­ლია ასე ვი­ტან­ჯე­ბით. ზოგი მას­წავ­ლე­ბე­ლი თვე­ში 15 ლარს იღებს. პენ­სი­ის ტოლი ხელ­ფა­სიც არ გვაქვს. წე­ლი­წად­ში 60 000 ლარს გვი­რი­ცხავს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, თით­ქმის ამ­დე­ნი­ვე თან­ხას სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან ვი­ღებთ, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სია", - გა­ნუ­ცხა­დეს პე­და­გო­გებ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს.

გარ­და ამი­სა, საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხელ­ფა­სი აქვთ სა­ნიტ­რებ­საც. რო­გორც თბი­ლის­ში მოქ­მედ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მათი ხელ­ფა­სი თვე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 60-70 ლა­რია.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ცნე­ბის არარ­სე­ბო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ნო­დარ კა­პა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის შე­მო­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ის ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს.

"მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის და­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. ამის შემ­დეგ ერთი თვეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვროს. იმი­სათ­ვის, რომ დად­გინ­დეს მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ზღვა­რი, სა­ჭი­როა, სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი. როცა ამ­ბო­ბენ, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის ტოლი უნდა იყოს, არას­წო­რია, რად­გან სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი არის ერთი ადა­მი­ა­ნის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი კი სულ სხვა რა­მაა.

სა­ჭი­როა გან­მარ­ტე­ბა რა არის მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი, არის თუ არა ამის­თვის სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, რა შე­დეგს მოგ­ვი­ტანს ასე­თი ცნე­ბის შე­მო­ღე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლას კი, და­მერ­წმუ­ნეთ, ერთ თვე­ზე მეტი არ დას­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ კა­პა­ნა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნი ლა­რით უნდა გა­ნი­სა­ზღვროს მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა, კა­პა­ნა­ძის თქმით, ამის გან­სა­ზღვრა დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ჭი­როა, ემ­პი­რი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა და დას­კვნე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­დის ერთ და­საქ­მე­ბულ­ზე.

"მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა არ­სე­ბობ­დეს და ეს უნდა იყოს კა­ნო­ნი. დამ­საქ­მე­ბელ­მა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ­ზე ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა და­საქ­მე­ბულს არ უნდა და­უ­ნიშ­ნოს. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში დამ­საქ­მე­ბელს არ აქვს უფ­ლე­ბა და­საქ­მე­ბულს იმა­ზე ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი შეს­თა­ვა­ზოს, რაც ამ კა­ნო­ნი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, დამ­ქი­რა­ვე­ბელს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა. ასე რომ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ცნე­ბის შე­მო­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - ამ­ბობს კა­პა­ნა­ძე.

ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში სოსო არჩვა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იმის გამო, რომ ჩვენ­თან მი­წო­დე­ბა მო­თხოვ­ნას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა, დამ­საქ­მე­ბე­ლიც და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბულს და­ბალ ხელ­ფასს უნიშ­ნავს.

"აქ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კი­დევ ერთი მო­მენ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­წო­დე­ბა­ში სი­ჭარ­ბეა, არის ისე­თი პრო­ფე­სი­ე­ბი, სა­დაც მო­თხოვ­ნა ბევ­რად მა­ღა­ლია და ამის გამო, უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ხდე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ორი უკი­დუ­რე­სო­ბა: პირ­ვე­ლი - მა­სობ­რი­ვი მი­წო­დე­ბა და­ბა­ლი მო­თხოვ­ნის პი­რო­ბებ­ში, მე­ო­რე – მო­თხოვ­ნა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლო­ბის მქო­ნე მუ­შა­ხელ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვენ არ გვყავს, ან უკე­თე­სი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო გა­ვიდ­ნენ ქვეყ­ნი­დან", - აცხა­დებს არჩვა­ძე.

მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი­ო­დე თვის წინ სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კონ­სალ­ტინ­გურ­მა ჯგუფ­მა "კონ­ვერ­გექსმა" (კვლე­ვა­ში მოყ­ვა­ნი­ლია 2013 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი). აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ავ­სტრა­ლი­ა­შია და ის სა­ათ­ში 16,88 დო­ლარს, და­ახ­ლო­ე­ბით, 27,8 ლარს შე­ად­გენს. სიის მე­ო­რე ად­გილ­ზეა საფ­რან­გე­თი – 12,09 დო­ლა­რი სა­ათ­ში, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 21,2 ლარი, მე­სა­მე­ზე კი ახა­ლი ზე­ლან­დია - 11,18 დო­ლა­რით, და­ახ­ლო­ე­ბით, 18,4 ლარი.

ია­პო­ნი­ა­ში სა­ა­თობ­რი­ვი შრო­მის მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 8,17 აშშ დო­ლა­რია (13,4 ლარი), აშშ-ში - 7,25 (11,9 ლარი), ხოლო ჰონგ-კონ­გში - 3,87 დო­ლა­რი (6,3 ლარი).

მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სით გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თი ჩა­მორ­ჩე­ბა ბრა­ზი­ლი­ას (1,98 აშშ დო­ლა­რი), ამას­თან ჯობ­ნის ჩი­ნეთს (80 ცენ­ტი) და სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ინ­დო­ე­თის მაჩ­ვე­ნე­ბელს (28 ცენ­ტი). რუ­სეთ­ში სა­ა­თობ­რი­ვი მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი 97 ცენტს, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1,6 ლარს შე­ად­გენს.

აღ­ნიშ­ნულ რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლო არ მოხ­ვდა, რად­გან ჩვენ­თან არა­თუ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბის და­ან­გა­რი­შე­ბა, არა­მედ არც მი­ნი­მა­ლუ­რიხ ხელ­ფა­სის ცნე­ბა არ არ­სე­ბობს.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

15-ლარიანი ხელფასი პედაგოგებს, 60-ლარიანი - სანიტრებს: ხელფასების მინიმალური ქვედა ზღვარი საქართველოში

15-ლარიანი ხელფასი პედაგოგებს, 60-ლარიანი - სანიტრებს: ხელფასების მინიმალური ქვედა ზღვარი საქართველოში

გურჯაანში მუსიკალური სკოლის პედაგოგების გარკვეული ნაწილი თვეში მხოლოდ 15 ლარს იღებს, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სანიტრების ყოველთვიური ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში 60-70 ლარს არ აღემატება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს უხდის. ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება არ არსებობს.

"ევროპასა და ამერიკაში დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს იმაზე ნაკლები ხელფასი შესთავაზოს, რაც კანონითაა განსაზღვრული, სხვა შემთხვევაში, დამქირავებელს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ასე რომ, სამართლიანობის თვალსაზრისით, აუცილებელია, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღება მოხდეს", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე.

საქართველოში კი მინიმალური ხელფასის ცნების არარსებობის გამო, არის შემთხვევები, როდესაც დაქირავებით დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 15, 50, 70 ან საარსებო მინიმუმის (150 ლარი) ტოლია.

ასე რომ, ჯერჯერობით, საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება არ არსებობს, ამ დროს კი ის ყველა მეზობელ ქვეყანაში არის. მინიმალური ხელფასი უკვე წლებია მოქმედებს უკრაინასა და ბელორუსიაშიც, ამ უკანასკნელში კი ბოლო ათწლეულში ინფლაციისა თუ სხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო, მინიმალური ხელფასის ინდექსაცია რამდენჯერმე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინასა და ბელორუსიაში, მინიმალური ხელფასი დაახლოებით 150 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის.

საქართველოში კი მინიმალური ხელფასის ცნების არარსებობის გამო, არის შემთხვევები, როდესაც დაქირავებით დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 15, 50, 70 ან საარსებო მინიმუმის (150 ლარი) ტოლია. დახალოებით 70 ლარამდე ხელფასს იღებენ სანიტრები. გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში კი პედაგოგების ნაწილს სულ რაღაც 15-ლარიანი ხელფასი აქვთ.

წინა კვირას გურჯაანელმა პედაგოგებმა ამის გამო ხელფასის მომატება მოითხოვეს. როგორც პედაგოგებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მათი ხელფასი 150-დან 125 ლარამდეა. კახეთში გურჯაანი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც სამუსიკო სკოლებში ასეთი დაბალი ანაზღაურებაა.

მათი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით წელიწადში 60 000 ლარით ფინანსდებიან, რის გამოც ხელფასების გაზრდა ვერ ხერხდება.

"განაკვეთის ღირებულება თელავში და ლაგოდეხში 300 და 200 ლარია. ჩვენთან კი – 102 ლარი. ბოლო ათი წელია ასე ვიტანჯებით. ზოგი მასწავლებელი თვეში 15 ლარს იღებს. პენსიის ტოლი ხელფასიც არ გვაქვს. წელიწადში 60 000 ლარს გვირიცხავს მუნიციპალიტეტი, თითქმის ამდენივე თანხას საკუთარი შემოსავლებიდან ვიღებთ, მაგრამ არასაკმარისია", - განუცხადეს პედაგოგებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გარდა ამისა, საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვთ სანიტრებსაც. როგორც თბილისში მოქმედ საავადმყოფოებში დასაქმებულები ამბობენ, მათი ხელფასი თვეში, დაახლოებით, 60-70 ლარია.

ამ ყველაფრის მიზეზად სპეციალისტები მინიმალური ხელფასის ცნების არარსებობას ასახელებენ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის შემოღება აუცილებელია, რადგან ის ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს.

"მინიმალური ხელფასის დასადგენად აუცილებელია მუშაობის დაწყება. ამის შემდეგ ერთი თვეც საკმარისი იქნება, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს. იმისათვის, რომ დადგინდეს მინიმალური ხელფასის ზღვარი, საჭიროა, სიღრმისეული ანალიზი. როცა ამბობენ, რომ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმის ტოლი უნდა იყოს, არასწორია, რადგან საარსებო მინიმუმი არის ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი, მინიმალური ხელფასი კი სულ სხვა რამაა.

საჭიროა განმარტება რა არის მინიმალური ხელფასი, არის თუ არა ამისთვის საბიუჯეტო სახსრები და საბოლოოდ, რა შედეგს მოგვიტანს ასეთი ცნების შემოღება. ამ ყველაფრის შესწავლას კი, დამერწმუნეთ, ერთ თვეზე მეტი არ დასჭირდება", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ლარით უნდა განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ოდენობა, კაპანაძის თქმით, ამის განსაზღვრა დეტალური ანალიზის გარეშე შეუძლებელია. საჭიროა, ემპირიული დაკვირვება და დასკვნები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ადამიანი მოდის ერთ დასაქმებულზე.

"მინიმალური ხელფასი აუცილებლად უნდა არსებობდეს და ეს უნდა იყოს კანონი. დამსაქმებელმა კანონით განსაზღვრულზე ნაკლები ანაზღაურება დასაქმებულს არ უნდა დაუნიშნოს. ევროპასა და ამერიკაში დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს იმაზე ნაკლები ხელფასი შესთავაზოს, რაც ამ კანონითაა განსაზღვრული. სხვა შემთხვევაში, დამქირავებელს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ასე რომ, სამართლიანობის თვალსაზრისით მინიმალური ხელფასის ცნების შემოღება აუცილებელია", - ამბობს კაპანაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში ხელფასის ოდენობა მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ ჩვენთან მიწოდება მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება, დამსაქმებელიც დაქირავებით დასაქმებულს დაბალ ხელფასს უნიშნავს.

"აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებაში სიჭარბეა, არის ისეთი პროფესიები, სადაც მოთხოვნა ბევრად მაღალია და ამის გამო, უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა ხდება აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენ ორი უკიდურესობა: პირველი - მასობრივი მიწოდება დაბალი მოთხოვნის პირობებში, მეორე – მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სპეციალობის მქონე მუშახელზე, რომლებიც ჩვენ არ გვყავს, ან უკეთესი ანაზღაურების გამო გავიდნენ ქვეყნიდან", - აცხადებს არჩვაძე.

მინიმალური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით ორიოდე თვის წინ სპეციალური კვლევა გამოაქვეყნა კონსალტინგურმა ჯგუფმა "კონვერგექსმა" (კვლევაში მოყვანილია 2013 წლის მონაცემები). აღნიშნული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ანაზღაურება ავსტრალიაშია და ის საათში 16,88 დოლარს, დაახლოებით, 27,8 ლარს შეადგენს. სიის მეორე ადგილზეა საფრანგეთი – 12,09 დოლარი საათში, ანუ დაახლოებით 21,2 ლარი, მესამეზე კი ახალი ზელანდია - 11,18 დოლარით, დაახლოებით, 18,4 ლარი.

იაპონიაში საათობრივი შრომის მინიმალური ანაზღაურება 8,17 აშშ დოლარია (13,4 ლარი), აშშ-ში - 7,25 (11,9 ლარი), ხოლო ჰონგ-კონგში - 3,87 დოლარი (6,3 ლარი).

მინიმალური ხელფასით განვითარებად ქვეყნებში რუსეთი ჩამორჩება ბრაზილიას (1,98 აშშ დოლარი), ამასთან ჯობნის ჩინეთს (80 ცენტი) და სამჯერ აღემატება ინდოეთის მაჩვენებელს (28 ცენტი). რუსეთში საათობრივი მინიმალური ხელფასი 97 ცენტს, ანუ დაახლოებით 1,6 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო არ მოხვდა, რადგან ჩვენთან არათუ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაანგარიშება, არამედ არც მინიმალურიხ ხელფასის ცნება არ არსებობს.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"