სოფელ ნატბეურთან ავარიულად დაზიანებული მაგისტრალური მილის გამო, დღეს, თბილისის გარკვეულ დასახლებებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების აღსადგენად, დილიდან, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ავარიულადაა დაზიანებული მაგისტრალური მილის სოფელ ნატბეურთან გამავალი მონაკვეთი.
სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 25 თებერვლის 11:00 საათიდან 26 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის, მინდელის და ჯიქიას ქუჩებს, ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რაიონებს
ზემო ვაკეს, ჩოლოყაშვილის გამზირს და მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბაგებს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს; ზემო ვერეს, მთაწმინდასა და სოლოლაკს; კრწანისის რაიონში - გორგასლის ქუჩის ნაწილს, ჟ. კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, თუმანიანის, აბესაძის, ახოსპირელისა და მათ მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანას, კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს, ასევე, ზაჰესისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 26 თებერვლის დილის 06:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოსაძიებლად, შეუძლიათ მიმართონ კომპანიის ოფიციალურ ფეიბუქის გვერდს - Georgian Water and Power - GWP LTD, Official, რომელიც ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის მუდმივად განახლებად ვებგვერდზე - www.georgianwater.com - "mTavari gverdidan" "გადაუდებელი სამუშაოების" ჩანართზე გადასვლით.