ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას შეუერთდა. ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერს და ქართული დელეგაციის წევრებს მიესალმა და ხელი ჩამოართვა.

პრემიერთან ერთად ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ასევე აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.

აშშ-ის მხრიდან კი - პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა