პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი ბანკი "ასავალ-დასავალს" ახალი სარჩელით უპასუხებს
თიბისი ბანკი "ასავალ-დასავალს" ახალი სარჩელით უპასუხებს

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, 21 თე­ბერ­ვალს "თი­ბი­სი ბან­კმა" სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" და ჟურ­ნა­ლისტ დიტო ჩუ­ბი­ნი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, ამა­ვე გა­ზე­თის რამ­დე­ნი­მე ნო­მერ­ში ბან­კი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცრუ და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სტა­ტი­ე­ბის გამო.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის უარ­ყო­ფას და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ხით 160,000 ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბას, რო­მე­ლიც ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ვი­სუ­ფა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მეს მოხ­მარ­დე­ბა.

ამა­ვე დღეს ბან­კმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა ამის თა­ო­ბა­ზე, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბან­კის და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვი­სას, მო­ი­თხოვს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი გა­ზე­თის დღის ტი­რა­ჟის სრულ ამო­ნა­გებს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი" მა­ინც აგ­რძე­ლებს მი­ზან­მი­მარ­თულ, ბინ­ძურ ცი­ლის­წა­მე­ბას "თი­ბი­სი ბან­კის" და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამას დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "სტა­ტი­ე­ბი" მოწ­მობს, სა­დაც მოყ­ვა­ნი­ლი "ფაქ­ტე­ბი" და ვერ­სი­ე­ბი ყო­ველ­გვარ ფან­ტა­ზი­ას სცილ­დე­ბა და აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ბოდ­ვის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს. უფრო მე­ტიც, "თი­ბი­სი ბან­კი" არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­ზე­თის ეს ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია გაგ­რძელ­დეს და კი­დევ უფრო დიდ აბ­სურდში გა­და­ი­ზარ­დოს, ვი­ნა­ი­დან აშ­კა­რაა, რომ "ასა­ვალ-და­სა­ვალს" სრუ­ლი­ად და­კარ­გუ­ლი აქვს რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და სჯე­რა, რაც უფრო მეტ სიც­რუ­ეს და ცი­ლის­წა­მე­ბას გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, მით უფრო და­არ­წმუ­ნებს ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თარ "სი­მარ­თლე­ში". ამ საქ­მი­ა­ნო­ბას თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან კავ­ში­რი არ აქვს.

თი­ბი­სი ბან­კი არ აპი­რებს "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" თი­თო­ე­ულ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას. უბ­რა­ლოდ გვსურს შე­ვახ­სე­ნოთ ამ გა­ზეთს, რომ ყო­ველ ახალ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე ბან­კი ახალ სარ­ჩელს შე­ი­ტანს მის წი­ნა­აღ­მდეგ და ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბას მო­ი­თხოვს. ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია კა­ნო­ნით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა და­ვიც­ვათ თავი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის­გან და ამ უფ­ლე­ბას ჩვენ სრუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თიბისი ბანკი "ასავალ-დასავალს" ახალი სარჩელით უპასუხებს

თიბისი ბანკი "ასავალ-დასავალს" ახალი სარჩელით უპასუხებს

როგორც უკვე ცნობილია, 21 თებერვალს "თიბისი ბანკმა" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, გაზეთ "ასავალ-დასავალის" და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, ამავე გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული ცრუ და შეურაცხმყოფელი სტატიების გამო.

მოსარჩელეები მოითხოვენ "ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160,000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებით, თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების საქმეს მოხმარდება.

ამავე დღეს ბანკმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა ამის თაობაზე, სადაც აღნიშნავდა, რომ ბანკის და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებისმიერი შემთხვევისას, მოითხოვს ამ ინფორმაციის გამავრცელებელი გაზეთის დღის ტირაჟის სრულ ამონაგებს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

მიუხედავად ამისა, გაზეთი "ასავალ-დასავალი" მაინც აგრძელებს მიზანმიმართულ, ბინძურ ცილისწამებას "თიბისი ბანკის" და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ამას დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული "სტატიები" მოწმობს, სადაც მოყვანილი "ფაქტები" და ვერსიები ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება და აკვიატებული ბოდვის ელემენტებს შეიცავს. უფრო მეტიც, "თიბისი ბანკი" არ გამორიცხავს, რომ გაზეთის ეს ბინძური კამპანია გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდ აბსურდში გადაიზარდოს, ვინაიდან აშკარაა, რომ "ასავალ-დასავალს" სრულიად დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება და სჯერა, რაც უფრო მეტ სიცრუეს და ცილისწამებას გამოაქვეყნებს, მით უფრო დაარწმუნებს ადამიანებს საკუთარ "სიმართლეში". ამ საქმიანობას თავისუფალ ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს.

თიბისი ბანკი არ აპირებს "ასავალ-დასავალის" თითოეულ ცილისწამებაზე პასუხის გაცემას. უბრალოდ გვსურს შევახსენოთ ამ გაზეთს, რომ ყოველ ახალ ცილისწამებაზე ბანკი ახალ სარჩელს შეიტანს მის წინააღმდეგ და ახალი ფინანსური სანქციების დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ გაგვაჩნია კანონით მონიჭებული უფლება დავიცვათ თავი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანიისგან და ამ უფლებას ჩვენ სრულად გამოვიყენებთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი