არაერთი ქართველი ხელოვანი საზღვარგარეთ დიდი წარმატებით საქმიანობს, ჩვენს ქვეყანაში კი მათი სახელები და გვარები ცოტა ადამიანმა თუ იცის. ერთ-ერთი მათგანი რუსეთში უკვე საკმაოდ წარმატებული მომღერალი და მსახიობი - თამთა ლანოა (ჯამალაშვილი), რომელიც აქამდე სოლო კარიერით იყო ცნობილი, ცოტა ხნის წინ კი კომპოზიტორ პიოტრ მალანოვთან ერთად დუეტი ჩამოაყალიბა.
- ჩვენს დუეტს "თამაშის წესები" ჰქვია. სულ ახლახან, სიმღერაზე - "ცეკვები" ვიდეორგოლი გადავიღეთ და თებერვლის ბოლოს ამ კლიპის პრეზენტაცია გვექნება. ვიმედოვნებთ, რომ "ცეკვების" პრემიერა რუსულ "მუზიკ ბოქსში" შედგება და სიმღერას რუსული რადიოებიც "დაატრიალებენ".
- სიმღერის ავტორი ვინ არის?
- ჩემი პარტნიორი პიოტრ მალანოვი.
- რატომ გადაწყვიტე, რომ დუეტის წევრი გამხდარიყავი?
- "მუზიკ ბოქსში" მუშაობს ცნობილი პროდიუსერი ალექსანდრე, რომელიც პიოტრთან მეგობრობს. ალექსანდრეს პეტიას ერთ-ერთი სიმღერა ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, ამაზე პროექტი გაეკეთებინა. ამასობაში ის მეც გავიცანი და დახმარება შევთავაზე. ვიფიქრე, რომ ამ სიმღერას ქალის ხმაც მოუხდებოდა. მერე კიდევ რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ. ჩვენმა პროდიუსერმა, ალექსანდრემ კი გადაწყვიტა, რომ მათ შორის საუკეთესო "ცეკვები" იყო და მასზე კლიპი გადავიღეთ. კლიპზე მუშაობა რომ დასრულდება, ჩვენი დუეტი ოფიციალურად წარდგება მაყურებლის წინაშე. ახლა მსმენელი ჯერ კიდევ, როგორც სოლო მომღერალს, ისე მიცნობს.
- როგორც ვიცი, არაერთ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდი და რამდენიმე მათგანში გაიმარჯვე კიდეც...
- მართალია. ვარ "რუსეთის ოქროს ხმა", "არტ ტრანზიტის" გამარჯვებული. ასევე, სტოკჰოლმის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი, მაგრამ ფესტივალებში მონაწილეობა მომღერალს პოპულარულს ვერ გახდის. კონკურსს მოიგებ, მიიღებ პრიზს და ყველაფერი მთავრდება.
- საქართველოში კონკურსის გამარჯვებულს კი არა, მონაწილეებსაც სხვადასხვა კონკურსზე გზავნიან, კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებშიც იწვევენ.
- საქართველოში გამართულ კონკურსებში მონაწილეობას მეც სიამოვნებით მივიღებდი, მაგრამ ამისთვის თავისუფალი დრო უნდა მქონდეს, მე კი გასტროლებზე მიწევს სიარული, ვოკალის პედაგოგიც ვარ და არაერთი მოსწავლე მყავს.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, რუსულ შოუბიზნესში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. შენ ეს როგორ შეძელი?
- მართალია, აქაურ შოუბიზნესში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. ჩვენი პროდიუსერი ჩემს სიმღერებს "მიუზიკ ბოქსზე" უშვებს, სხვადასხვა რადიოშიც "ტრიალებს". ასევე, რამდენიმე სერიალის საუნდტრეკი ჩემ მიერ შესრულებული სიმღერაა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ საუნდტრეკებს ჩემთვის პოპულარობა არ მოუტანია. აქ მთავარია, შენი სიმღერა "მიუზიკ ბოქსზე" ტრიალებდეს და ხალხი აუცილებლად გაგიცნობს.
- პეტიას შენამდე რომელიმე ქართველ მომღერალთან უმუშავია?
- როგორ არა! მაგალითად, ირაკლი ფირცხალავს დაუწერა რამდენიმე სიმღერა.
- შენ თუ გაქვს ურთიერთობა რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებთან?
- სამწუხაროდ, არა. მხოლოდ კატია ნადარეიშვილს ვიცნობ.
- კატიას საქართველოში არ ვიცნობთ. მასზე რას გვეტყვი?
- ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ჯაზის მომღერალია. მას აქ ყველა იცნობს და პატივს სცემს.
- როგორც ვიცი, კარიერის დასაწყისში შენც ჯაზს ამჯობინებდი...
- ახლა ვფიქრობ, რომ ხალხს ესტრადის მომღერალი უფრო მეტად უყვარს.
- თამთა, სერიალები ახსენე. ვიცი, რომ სერიალების გარდა, ფილმებშიც მონაწილეობ. ამდენ საქმეს როგორ უთავსებ ერთმანეთს?
- პროფესიით მსახიობი არ ვარ, ეს ჩემი ჰობია. როცა კონცერტები არ მაქვს, გადასაღებ მოედანზე მუშაობას მხოლოდ ამ შემთხვევაში ვთანხმდები. ჩემი პროფესია სიმღერაა, ყველაზე კარგად ეს საქმე გამომდის. რაც შეეხება მსახიობობას - პროფესიონალიზმით ვერ დავიკვეხნი, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს.
- მიუხედავად ამისა, მაინც არაერთ სერიალში თამაშობ. მათ შორის ყველაზე პოპულარული "დედინაცვალი" იყო.
- ჩვენი ოჯახის მეგობარმა მითხრა, რომ ახალგაზრდული სერიალისთვის მსახიობებს ეძებდნენ და კასტინგზე მისვლა მირჩია. ვიფიქრე, - ესეც ხომ შოუბიზნესია-მეთქი და ამ სფეროში საკუთარი ძალის მოსინჯვა გადავწყვიტე. მართალია, კასტინგმა კარგად ჩაიარა, მაგრამ როლზე არ დამამტკიცეს, რადგან იმ სერიალში 13-14 წლის ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სჭირდებოდათ. მითხრეს: ამ ასაკის ბავშვს არ ჰგავხარო და მირჩიეს, უფრო სერიოზული სერიალის - "დედინაცვლის" კასტინგში მიმეღო მონაწილეობა. ასეც მოვიქეცი. კასტინგმა იქაც წარმატებით ჩაიარა და როლზეც დამამტკიცეს. "დედინაცვალში" ახალგაზრდებისთვის საკმაოდ აქტუალური, საინტერესო პრობლემებია წამოჭრილი. სიუჟეტიც ბანალური არ არის. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ უარყოფით გმირს ვასახიერებდი. მას ბარბი ერქვა. შურიანი და ანგარებიანი გოგონა მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის. სიმართლე გითხრათ, ამ როლის მორგება ძალიან გამიჭირდა. იმ პერიოდში ჯერ კიდევ მუსიკალურ კოლეჯში ვსწავლობდი, თან - გადაღებების დაწყება ჩემს გამოცდებს დაემთხვა, მაგრამ მაინც მოვახერხე და სამსახიობო ხელოვნებისა და მეტყველების კულტურის რამდენიმე გაკვეთილი გავიარე. ამ სერიალში ჩემ გარდა, ყველა პროფესიონალი მონაწილეობდა და თამაშში ისინიც დამეხმარნენ. სწორედ ეს იყო ის პირველი სერიალი, სადაც საუნდტრეკად ჩემივე სიმღერები "დაადეს". მოკლედ, ეს ჩემთვის საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და მას შემდეგ არაერთ სერიალში გადამიღეს.
- ახლა კონცერტები გაქვს თუ გადაღებებზე დადიხარ?
- სწორედ ახლა დავამთავრეთ სერიალის - "ექიმების საქმე" გადაღება.
- მხატვრულ ფილმებში არ მონაწილეობ?
- 5 წლის წინ გადამიღეს ფილმში - "ცეცხლი, წყალი და ბრილიანტი", სადაც მთავარი როლი შევასრულე. განვასახიერე ბორტგამცილებელი, რომელიც ბრილიანტს მოიპარავს და თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტება. საკმაოდ საინტერესო სიუჟეტია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფილმი ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა და არ ვიცი, საერთოდ გამოვა თუ არა.
- სამშობლოში ჩამოსვლას თუ ახერხებ?
- თბილისში ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები: ბებიები და ბაბუები ცხოვრობენ. ვცდილობ, მათ წელიწადში ერთხელ მაინც ვესტუმრო და მივეფერო, რასაც ჯერჯერობით, ვახერხებ.
- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებ თვალყურს?
- საერთოდ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი. მოსკოვში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც მხოლოდ ხანდახან ვადევნებ თვალყურს. თუმცა, ჩემი სამშობლოსთვის გული შემტკივა. მინდა, საქართველოში ყველაფერი კარგად იყოს.
- თამთა, რა ასაკის მოსწავლეები გყავს?
- უკვე სამი წელია, მოსწავლეებს ვოკალს ვასწავლი. რუსეთის სახელმწიფო საესტრადო-ჯაზური ხელოვნების მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. მერე მაგისტრატურაშიც ვისწავლე და დისერტაციაც დავიცავი. რაც შეეხება მოსწავლეებს, ჩემთან როგორც ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, ასევე ზრდასრული ადამიანებიც დადიან. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს.
- საქართველოში ნაკლებად გიცნობენ. აქ კონცერტის გამართვაზე არ გიფიქრია?
- ჯერ არავის მივუწვევივარ. თუ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები. ჩემს რეპერტუარში როგორც რუსული, ასევე ინგლისური სიმღერებიც არის. ვფიქრობ, ქართულ სიმღერებსაც აუცილებლად ჩავწერ.
ნათია ჟივიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)