მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპოქალური მოვლენები TIME-ის ფურცლებიდან სულ სხვაგვარად ჩანს...
ეპოქალური მოვლენები TIME-ის ფურცლებიდან სულ სხვაგვარად ჩანს...

XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ანა­ლი­ზი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი პერ­სო­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც შექ­მ­ნეს უახ­ლე­სი ის­ტო­რია, გმი­რე­ბი­სა და ან­ტიგ­მი­რე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბი, პლა­კა­ტე­ბი და ფო­ტო­მა­სა­ლა - ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, რაც კი TIME-ს არ­სე­ბო­ბის 90 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უქ­მ­ნია, 16 წიგ­ნ­შია თავ­მოყ­რი­ლი.

TIME-ის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა 1923 წელს გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი ჟურ­ნა­ლი სულ უფ­რო იხ­ვე­ჭდა პო­პუ­ლა­რო­ბას. TIME-ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნებს და უნი­კა­ლურ მა­სა­ლას ქმნიდ­ნენ, რო­მელ­მაც აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა არც ათე­უ­ლო­ბით წლის შემ­დეგ და­კარ­გა და ახ­ლაც ისე­თი­ვე ინ­ტე­რე­სით იკი­თხე­ბა. უნი­კა­ლუ­რი, დღეს უკ­ვე სა­არ­ქი­ვო ექ­ს­პო­ნა­ტად ქცე­უ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც, რო­მე­ლიც სხვა­დ­ას­ხ­ვა დროს TIME-ის ფურ­ც­ლებ­ზე და­ი­ბეჭ­და,­ პერ­სო­ნებს, გმი­რებს, მოწ­მე­ებ­სა და მსხვე­რპლს - მათ, ვინც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ას ქმნი­და და ვინც თა­ვად შექ­მ­ნა ის სა­უ­კუ­ნე, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ტი­რა­ჟი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის წიგ­ნე­ბად ქცე­უ­ლი კრე­ბუ­ლი სულ სხვა პრო­ფი­ლით წარ­მო­ა­ჩენს. აქ წა­ი­კი­თხავთ ინ­ტერ­ვი­უს ადოლფ ჰიტ­ლერ­თან, მა­ჰათ­მა გან­დი­სა და ალ კა­პო­ნეს­თან, "ცხელ კვალ­ზე" მი­ა­დევ­ნებთ თვალს ომი­სა და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ მკვლე­ლო­ბე­ბის ქრო­ნი­კას, მო­დას, კულ­ტუ­რას, ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას... ეს ჭეშ­მა­რი­ტი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ამე­რი­კუ­ლი პრე­საა, ყო­ველ­გ­ვა­რი აკ­რ­ძალ­ვის გა­რე­შე, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და იც­ნობ­დეთ.

TIME-ის უნი­კა­ლუ­რი კრე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნი დი­დი ომი­დან დიდ დეპ­რე­სი­ამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ომის ის­ტო­რია და ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი TIME-ის ფურ­ც­ლებ­ზე სულ სხვაგ­ვა­რად ჩანს.

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ევ­რო­პა­ში უიმე­დო­ბამ და­ი­სად­გუ­რა. არა­ვინ იცო­და, რა ბე­დი ეწე­ო­დათ მო­წი­ნა­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს. შე­იქ­მ­ნა ურ­თი­ერ­თ­ს­ტ­რა­ტე­გი­ულ შე­თან­ხ­მე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა და ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე, გერ­მა­ნი­ამ, ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რეთ­მა და იტა­ლი­ამ "სამ­თა კავ­ში­რი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს. 1891 წელს, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თიც შე­კავ­შირ­დნენ, ხო­ლო ბის­მარ­კის პო­ლიტი­კი­დან წას­ვ­ლით, საფ­რან­გე­თის იზო­ლა­ცია დას­რულ­და. ერ­თი წლის შემ­დეგ ხე­ლი მო­ე­წე­რა საფ­რან­გეთ-რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, იმ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს გერ­მა­ნია და­ეს­ხ­მო­და თავს; 1904 წლის 8 აპ­რილს ინ­გ­ლის-საფ­რან­გეთს შო­რის შე­თან­ხ­მე­ბამ გერ­მა­ნი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­სუს­ტა. ამ რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მა­ში იტა­ლია სა­გან­გე­ბო ყუ­რა­დღე­ბას იპყ­რობ­და. "სამ­თა კავ­შირ­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ეს ქვე­ყა­ნა ფა­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და საფ­რან­გეთ­თან და რუ­სეთ­თან. 1907 წელს რუ­სეთ-ბრი­ტა­ნე­თის კავ­შირ­მა ხე­ლი შე­უწყო "ან­ტან­ტის" მე­ო­რე ბლო­კის შექ­მ­ნას, რო­მელ­შიც დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ.

კრი­ზი­სი ოკე­ა­ნის გაღ­მა ქვეყ­ნებ­ში

ვილ­ჰელმ II-ის მო­თხოვ­ნით 1890 წელს გა­დად­გა გერ­მა­ნი­ის კან­ც­ლე­რი ოტო ბის­მარ­კი. ამ პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბო­და; გერ­მა­ნი­ამ სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვა "მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კით", ანუ იმ ახა­ლი ექ­ს­პან­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კით, რაც მის ჰე­გე­მო­ნი­ურ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მო­ას­წა­ვებ­და. შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­იწყო რუ­სეთ-იაპო­ნი­ის ომი (1904-1905). ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რუ­სე­თის მარ­ცხი ევ­რო­პის დაკ­ნი­ნე­ბას ნიშ­ნავ­და. იაპო­ნია კი სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და; მან უკ­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი დამ­პყ­რობ­ლუ­რი მიზ­ნე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­დე­საც 1894-1895 წლებ­ში წარ­მო­ე­ბულ ომ­ში ჩი­ნე­თი და­ა­მარ­ცხა და ამით და­ამ­ტ­კი­ცა, რომ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ძლი­ერ, არა­და­სავ­ლურ სამ­ხედ­რო ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­და.

მა­რო­კოს სა­კითხ­მა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. 1900 წლი­დან საფ­რან­გე­თი აცხა­დებ­და მა­რო­კო­ზე პრო­ტექ­ტო­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ას. ამ სა­კითხ­ში თა­ნა­მო­აზ­რის ძი­ე­ბის მიზ­ნით, საფ­რან­გეთ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­იწყო იტა­ლი­ას­თან, რო­მე­ლიც მას­თან ალი­ან­ს­ში შე­ვი­და, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, მო­ითხო­ვა მის­თ­ვის მხა­რი და­ე­ჭი­რათ, რა­თა თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ლი­ბან­ზე. თა­ვის მხრივ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და საფ­რან­გეთს კო­ლო­ნი­ურ მის­წ­რა­ფე­ბებ­ში, იმ პი­რო­ბით, რომ იგი აღი­ა­რებ­და ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ტი­კურ სტა­ტუსს ეგ­ვიპ­ტე­ში, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ინ­გ­ლი­სი თა­ვი­სი ფლო­ტის თა­ვი­სუ­ფალ მი­მოს­ვ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტი­სა და სუ­ე­ცის არ­ხის გავ­ლით. გერ­მა­ნი­ას გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ექ­მ­ნა; მას სულ უფ­რო უძ­ნელ­დე­ბო­და ოკე­ა­ნის გაღ­მა ქვეყ­ნე­ბის დაპყ­რო­ბა, რად­გან საფ­რან­გე­თი და დი­დი ბრი­ტა­ნე­თი უშ­ლიდ­ნენ ამა­ში ხელს. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, 1905 წელს ვილ­ჰელმ II ტან­ჟერ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა და მა­რო­კოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, რა­თა ამ გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა საფ­რან­გე­თის ექ­ს­პან­სია ამ ქვე­ყა­ნა­ზე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ალ­ხე­სი­რას­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც, ტან­ჟე­რის კრი­ზი­სის გა­და­საწყ­ვე­ტად, გერ­მა­ნი­ის მო­თხოვ­ნით მო­ეწყო, გერ­მა­ნია სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დათ­მო­ბა­ზე წა­სუ­ლი­ყო. ამით 1906 წელს დას­რულ­და ე.წ. "მა­რო­კოს პირ­ვე­ლი კრი­ზი­სი" და მას­ზე მფარ­ვე­ლო­ბა საფ­რან­გეთს ერ­გო. ხუ­თი წლის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­მა მა­რო­კოს სულ­თ­ნის დახ­მა­რე­ბით ფეს­ში ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მო­იწ­ვია ამ­ბო­ხე­ბა და რე­გი­ონ­ში მყო­ფი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა მო­ითხო­ვა, საფ­რან­გეთს ბრი­ტა­ნეთ­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი და გერ­მა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ მო­თხოვ­ნას დას­თან­ხ­მებო­და. სა­ნაც­ვ­ლოდ საფ­რან­გე­თის­გან, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, კონ­გოს ნა­წი­ლი მი­ი­ღო. ამით დას­რულ­და "მა­რო­კოს მე­ო­რე კრი­ზი­სი".

ომის ქარ­ცე­ცხ­ლ­ში გახ­ვე­უ­ლი ევ­რო­პა ის ად­გი­ლი აღარ იყო, სა­დაც შტე­ფან ცვა­ი­გი ცხოვ­რე­ბასა და მოღ­ვა­წე­ო­ბას შეძ­ლებ­და. ამას იგი დი­დი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით აღ­ნიშ­ნავ­და: "სრულ სი­ცა­რი­ე­ლეს ვგრძნობ, არ ვი­ცი, რო­მე­ლი გზით უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა სი­ა­რუ­ლი". შემ­დეგ კი სრუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბით ამ­ბობს: "უ­სამ­შობ­ლოო ადა­მი­ა­ნი თა­ვისუ­ფა­ლია. ის, ვინც, არა­ვის შე­ეკ­ვ­რე­ბა და არა­ვის ემო­ნება, თა­ვი­სუ­ფა­ლია თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი არ­სით", - აღ­ნიშ­ნავ­და იგი სიკ­ვ­დი­ლის წინ და­წე­რილ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში "ფეს­ვებს მოწყ­ვე­ტი­ლი". "უ­საფ­რ­თხო ოქ­როს სა­უ­კუ­ნი­სა" და ავ­ს­ტ­რი­ის მო­ნარ­ქი­ის პირ­მ­შო ცვა­ი­გი, თვალს ადევ­ნებ­და, რო­გორ ძლი­ერ­დე­ბო­და იტა­ლი­ა­ში ფა­შიზ­მი, გერ­მა­ნი­ა­ში - ნა­ციზ­მი, ხო­ლო რუ­სეთ­ში - ბოლ­შე­ვიზ­მი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჭი­რი მის­თ­ვის ნა­ციზ­მი იყო. ცვა­ი­გი ამ­ბობ­და: "სწო­რედ მან მო­წამ­ლა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა. თა­ვად გავ­ხ­დი იმის მომსწ­რე, რო­გორ გა­და­იქ­ცა ჰუმა­ნუ­რო­ბა ვე­ლუ­რო­ბად, რომ­ლის მსგავ­სიც, ჯერ არა­ვის უნა­ხავს; ეს იყო წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, ან­ტი­ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ში რომ იღებ­და სა­თა­ვეს". თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე შტე­ფან ცვა­იგ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ წე­რი­ლი და­ტო­ვეს, რო­მელ­შიც იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს უკი­დუ­რე­სი ნა­ბი­ჯი სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დად­გეს.

ცვა­ი­გის დრო­ინ­დე­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ვე­ნა "წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ის სამ­ყა­რო იყო, რო­მელ­შიც ცხოვ­რე­ბა მშვი­დად და წყნა­რად მი­ე­დი­ნე­ბო­და. ეს იყო სამ­ყა­რო სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე, რო­მელ­საც ჯერ არ გა­ნე­ცა­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ტე­ლე­ფო­ნე­ბის, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის და რა­დი­ოს გავ­ლე­ნა, სა­დაც ცხოვ­რე­ბა სხვა რიტ­მ­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და, ხო­ლო დროს და სივ­რ­ცეს სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა ჰქონ­და". ერთ დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვალა: "1914 წლის 28 ივ­ნისს სა­რა­ე­ვო­ში გას­რო­ლის ხმა გა­ის­მა და ძვე­ლი სამ­ყა­რო ხუ­ხუ­ლა­სა­ვით და­ინ­გ­რა. დამ­თავ­რ­და იმ სიმ­შ­ვი­დის და სა­ღი აზ­რის ეპო­ქა, რო­მე­ლიც ასე მშობ­ლი­უ­რი იყო ჩვენ­თ­ვის". 60 წლის ასაკ­ში, შტე­ფან ცვა­იგ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლელო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და, რო­გორც თა­ვად თქვა, ეს უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო "ახ­ლა, რო­ცა ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი კულ­ტუ­რა გარ­და­იც­ვა­ლა და ევ­რო­პამ, ჩე­მი სუ­ლი­ე­რე­ბის კე­რამ, სა­კუ­თა­რი თა­ვი გა­ა­ნად­გუ­რა".

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ეპოქალური მოვლენები TIME-ის ფურცლებიდან სულ სხვაგვარად ჩანს...

ეპოქალური მოვლენები TIME-ის ფურცლებიდან სულ სხვაგვარად ჩანს...

XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ანა­ლი­ზი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი პერ­სო­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც შექ­მ­ნეს უახ­ლე­სი ის­ტო­რია, გმი­რე­ბი­სა და ან­ტიგ­მი­რე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბი, პლა­კა­ტე­ბი და ფო­ტო­მა­სა­ლა - ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, რაც კი TIME-ს არ­სე­ბო­ბის 90 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უქ­მ­ნია, 16 წიგ­ნ­შია თავ­მოყ­რი­ლი.

TIME-ის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა 1923 წელს გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი ჟურ­ნა­ლი სულ უფ­რო იხ­ვე­ჭდა პო­პუ­ლა­რო­ბას. TIME-ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნებს და უნი­კა­ლურ მა­სა­ლას ქმნიდ­ნენ, რო­მელ­მაც აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა არც ათე­უ­ლო­ბით წლის შემ­დეგ და­კარ­გა და ახ­ლაც ისე­თი­ვე ინ­ტე­რე­სით იკითხე­ბა. უნი­კა­ლუ­რი, დღეს უკ­ვე სა­არ­ქი­ვო ექ­ს­პო­ნა­ტად ქცე­უ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც, რო­მე­ლიც სხვა­დ­ას­ხ­ვა დროს TIME-ის ფურ­ც­ლებ­ზე და­ი­ბეჭ­და,­ პერ­სო­ნებს, გმი­რებს, მოწ­მე­ებ­სა და მსხვე­რპლს - მათ, ვინც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ას ქმნი­და და ვინც თა­ვად შექ­მ­ნა ის სა­უ­კუ­ნე, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ტი­რა­ჟი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის წიგ­ნე­ბად ქცე­უ­ლი კრე­ბუ­ლი სულ სხვა პრო­ფი­ლით წარ­მო­ა­ჩენს. აქ წა­ი­კითხავთ ინ­ტერ­ვი­უს ადოლფ ჰიტ­ლერ­თან, მა­ჰათ­მა გან­დი­სა და ალ კა­პო­ნეს­თან, "ცხელ კვალ­ზე" მი­ა­დევ­ნებთ თვალს ომი­სა და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ მკვლე­ლო­ბე­ბის ქრო­ნი­კას, მო­დას, კულ­ტუ­რას, ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას... ეს ჭეშ­მა­რი­ტი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ამე­რი­კუ­ლი პრე­საა, ყო­ველ­გ­ვა­რი აკ­რ­ძალ­ვის გა­რე­შე, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და იც­ნობ­დეთ.

TIME-ის უნი­კა­ლუ­რი კრე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნი დი­დი ომი­დან დიდ დეპ­რე­სი­ამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ომის ის­ტო­რია და ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი TIME-ის ფურ­ც­ლებ­ზე სულ სხვაგ­ვა­რად ჩანს.

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ევ­რო­პა­ში უიმე­დო­ბამ და­ი­სად­გუ­რა. არა­ვინ იცო­და, რა ბე­დი ეწე­ო­დათ მო­წი­ნა­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს. შე­იქ­მ­ნა ურ­თი­ერ­თ­ს­ტ­რა­ტე­გი­ულ შე­თან­ხ­მე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა და ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბამ­დე, გერ­მა­ნი­ამ, ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რეთ­მა და იტა­ლი­ამ "სამ­თა კავ­ში­რი" ჩამოაყალიბეს. 1891 წელს, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თიც შეკავშირდნენ, ხო­ლო ბის­მარ­კის პო­ლიტი­კი­დან წას­ვ­ლით, საფ­რან­გე­თის იზო­ლა­ცია დას­რულ­და. ერ­თი წლის შემ­დეგ ხე­ლი მო­ე­წე­რა საფ­რან­გეთ-რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, იმ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს გერ­მა­ნია და­ეს­ხ­მო­და თავს; 1904 წლის 8 აპ­რილს ინ­გ­ლის-საფ­რან­გეთს შო­რის შე­თან­ხ­მე­ბამ გერ­მა­ნი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­სუს­ტა. ამ რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მა­ში იტა­ლია სა­გან­გე­ბო ყუ­რადღე­ბას იპყ­რობ­და. "სამ­თა კავ­შირ­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ეს ქვე­ყა­ნა ფა­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და საფ­რან­გეთ­თან და რუ­სეთ­თან. 1907 წელს რუ­სეთ-ბრი­ტა­ნე­თის კავ­შირ­მა ხე­ლი შე­უწყო "ან­ტან­ტის" მე­ო­რე ბლო­კის შექ­მ­ნას, რო­მელ­შიც დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ.

კრი­ზი­სი ოკე­ა­ნის გაღ­მა ქვეყ­ნებ­ში

ვილ­ჰელმ II-ის მოთხოვ­ნით 1890 წელს გა­დად­გა გერ­მა­ნი­ის კან­ც­ლე­რი ოტო ბის­მარ­კი. ამ პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბო­და; გერ­მა­ნი­ამ სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვა "მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კით", ანუ იმ ახა­ლი ექ­ს­პან­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კით, რაც მის ჰე­გე­მო­ნი­ურ სა­ხელმწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მო­ას­წა­ვებ­და. შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­იწყო რუ­სეთ-იაპო­ნი­ის ომი (1904-1905). ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რუ­სე­თის მარ­ცხი ევ­რო­პის დაკ­ნი­ნე­ბას ნიშ­ნავ­და. იაპო­ნია კი სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და; მან უკ­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი დამ­პყ­რობ­ლუ­რი მიზ­ნე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­დე­საც 1894-1895 წლებ­ში წარ­მო­ე­ბულ ომ­ში ჩი­ნე­თი და­ა­მარ­ცხა და ამით და­ამ­ტ­კი­ცა, რომ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ძლი­ერ, არა­და­სავ­ლურ სამ­ხედ­რო ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­და.

მა­რო­კოს სა­კითხ­მა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. 1900 წლი­დან საფ­რან­გე­თი აცხა­დებ­და მა­რო­კო­ზე პრო­ტექ­ტო­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ას. ამ სა­კითხ­ში თა­ნა­მო­აზ­რის ძი­ე­ბის მიზ­ნით, საფ­რან­გეთ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­იწყო იტა­ლი­ას­თან, რო­მე­ლიც მას­თან ალი­ან­ს­ში შე­ვი­და, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, მო­ითხო­ვა მის­თ­ვის მხა­რი და­ე­ჭი­რათ, რა­თა თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ლი­ბან­ზე. თა­ვის მხრივ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და საფ­რან­გეთს კო­ლო­ნი­ურ მის­წ­რა­ფე­ბებ­ში, იმ პი­რო­ბით, რომ იგი აღი­ა­რებ­და ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ტი­კურ სტა­ტუსს ეგ­ვიპ­ტე­ში, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ინ­გ­ლი­სი თა­ვი­სი ფლო­ტის თა­ვი­სუ­ფალ მი­მოს­ვ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტი­სა და სუ­ე­ცის არ­ხის გავ­ლით. გერ­მა­ნი­ას გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ექ­მ­ნა; მას სულ უფ­რო უძ­ნელ­დე­ბო­და ოკე­ა­ნის გაღ­მა ქვეყ­ნე­ბის დაპყ­რო­ბა, რად­გან საფ­რან­გე­თი და დი­დი ბრი­ტა­ნე­თი უშ­ლიდ­ნენ ამა­ში ხელს. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, 1905 წელს ვილ­ჰელმ II ტან­ჟერ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა და მა­რო­კოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, რა­თა ამ გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა საფ­რან­გე­თის ექ­ს­პან­სია ამ ქვე­ყა­ნა­ზე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ალ­ხე­სი­რას­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც, ტან­ჟე­რის კრი­ზი­სის გა­და­საწყ­ვე­ტად, გერ­მა­ნი­ის მოთხოვ­ნით მო­ეწყო, გერ­მა­ნია სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დათ­მო­ბა­ზე წა­სუ­ლი­ყო. ამით 1906 წელს დას­რულ­და ე.წ. "მა­რო­კოს პირ­ვე­ლი კრი­ზი­სი" და მას­ზე მფარ­ვე­ლო­ბა საფ­რან­გეთს ერ­გო. ხუ­თი წლის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­მა მა­რო­კოს სულ­თ­ნის დახ­მა­რე­ბით ფეს­ში ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მო­იწ­ვია ამ­ბო­ხე­ბა და რე­გი­ონ­ში მყო­ფი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა მო­ითხო­ვა, საფ­რან­გეთს ბრი­ტა­ნეთ­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი და გერ­მა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ მოთხოვ­ნას დას­თან­ხ­მებო­და. სა­ნაც­ვ­ლოდ საფ­რან­გე­თის­გან, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, კონ­გოს ნა­წი­ლი მი­ი­ღო. ამით დას­რულ­და "მა­რო­კოს მე­ო­რე კრიზისი".

ომის ქარცეცხ­ლ­ში გახ­ვე­უ­ლი ევ­რო­პა ის ად­გი­ლი აღარ იყო, სა­დაც შტე­ფან ცვა­ი­გი ცხოვ­რე­ბასა და მოღ­ვა­წეობას შეძ­ლებ­და. ამას იგი დი­დი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით აღ­ნიშნავ­და: "სრულ სი­ცა­რი­ე­ლეს ვგრძნობ, არ ვი­ცი, რო­მე­ლი გზით უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა სი­ა­რუ­ლი". შემ­დეგ კი სრუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბით ამ­ბობს: "უ­სამ­შობ­ლოო ადა­მი­ა­ნი თა­ვისუ­ფა­ლია. ის, ვინც, არა­ვის შე­ეკ­ვ­რე­ბა და არა­ვის ემო­ნება, თა­ვი­სუ­ფა­ლია თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი არ­სით", - აღნიშნავდა იგი სიკ­ვ­დი­ლის წინ და­წე­რილ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში "ფეს­ვებს მოწყ­ვე­ტი­ლი". "უ­საფ­რ­თხო ოქ­როს სა­უ­კუ­ნი­სა" და ავ­ს­ტ­რი­ის მონარ­ქი­ის პირ­მ­შო ცვა­ი­გი, თვალს ადევ­ნებ­და, რო­გორ ძლი­ერ­დე­ბო­და იტა­ლი­ა­ში ფა­შიზ­მი, გერ­მა­ნი­ა­ში - ნა­ციზ­მი, ხო­ლო რუ­სეთ­ში - ბოლ­შე­ვიზ­მი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჭი­რი მის­თ­ვის ნა­ციზ­მი იყო. ცვა­ი­გი ამ­ბობ­და: "სწო­რედ მან მო­წამ­ლა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი კულტუ­რა. თა­ვად გავ­ხ­დი იმის მომსწ­რე, რო­გორ გა­და­იქ­ცა ჰუმა­ნუ­რო­ბა ვე­ლუ­რო­ბად, რომ­ლის მსგავ­სიც, ჯერ არავის უნა­ხავს; ეს იყო წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, ან­ტი­ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ში რომ იღებ­და სა­თა­ვეს". თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე შტე­ფან ცვა­იგ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ წე­რი­ლი და­ტო­ვეს, რო­მელ­შიც იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს უკი­დუ­რე­სი ნა­ბი­ჯი სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დად­გეს.

ცვა­ი­გის დრო­ინ­დე­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ვე­ნა "წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ის სამ­ყა­რო იყო, რო­მელ­შიც ცხოვ­რე­ბა მშვი­დად და წყნა­რად მი­ე­დი­ნე­ბო­და. ეს იყო სამ­ყა­რო სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე, რო­მელ­საც ჯერ არ გა­ნე­ცა­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ტე­ლე­ფო­ნე­ბის, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის და რა­დი­ოს გავ­ლე­ნა, სა­დაც ცხოვ­რე­ბა სხვა რიტ­მ­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და, ხო­ლო დროს და სივ­რ­ცეს სულ სხვა განზო­მი­ლე­ბა ჰქონ­და". ერთ დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვალა: "1914 წლის 28 ივ­ნისს სა­რა­ე­ვო­ში გას­რო­ლის ხმა გა­ის­მა და ძვე­ლი სამ­ყა­რო ხუ­ხუ­ლა­სა­ვით და­ინ­გ­რა. დამთავ­რ­და იმ სიმ­შ­ვი­დის და სა­ღი აზ­რის ეპო­ქა, რო­მელიც ასე მშობ­ლი­უ­რი იყო ჩვენ­თ­ვის". 60 წლის ასაკ­ში, შტე­ფან ცვა­იგ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლელო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და, რო­გორც თა­ვად თქვა, ეს უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო "ახ­ლა, რო­ცა ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი კულ­ტუ­რა გარ­და­იც­ვა­ლა და ევ­რო­პამ, ჩე­მი სუ­ლი­ე­რების კე­რამ, სა­კუ­თა­რი თა­ვი გა­ა­ნად­გუ­რა".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს