მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ ქმარი სახლიდან გამაგდებდა...''
''ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ ქმარი სახლიდან გამაგდებდა...''

თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილს "რუს­თა­ვი 2"-ში "კო­მე­დი შოუს" ჩა­წე­რის დღეს ვეს­ტუმ­რეთ. ფო­ტო­სე­სია ვასო ფხა­კა­ძის კო­მენ­ტა­რე­ბი­სა და ხუმ­რო­ბე­ბის ფონ­ზე გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც თა­თი­ას ტუ­ჩე­ბის "და­ბურცვას" სთხოვ­და. ამის შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ოთა­ხის დათ­მო­ბა ქუ­თა­ი­სელ და­თო­ი­ეს, იმა­ვე თე­მუ­კა პა­ტა­რი­ძეს ვთხო­ვეთ, თუმ­ცა მიშა ან­დღუ­ლა­ძემ იქაც მოგ­ვაგ­ნო და სამ­ჯერ მა­ინც შე­მოგ­ვეჭ­რა იმის თხოვ­ნით, რომ ინ­ტერ­ვიუ მალე დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა და თა­თია ჩა­წე­რა­ზე "გაგ­ვეშ­ვა"... ასეთ ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მსა­ხი­ობს ამ ეტაპ­ზე მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ გმირ­ზე, ნო­და­რის დე­და­ზე ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც შვილს მა­რა­დი­უ­ლად სთხოვს ჭა­მას და თან ხე­ლის დარ­ტყმა­საც არ ერი­დე­ბა.

- სა­ერ­თოდ, პერ­სო­ნა­ჟებ­ზე ჩვენ თვი­თონ ვფიქ­რობთ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ნო­და­რის დე­დის გმი­რი ჩემი მო­ფიქ­რე­ბუ­ლია. გე­ტყვი, სა­ი­დან მო­მი­ვი­და იდეა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მან­ქა­ნა და­ვამ­ტვრიე, დიდი ხა­ნია, მეტ­რო­ში არ ჩავ­სულ­ვარ და იმ დღეს გა­დავ­წყვი­ტე მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბა, ორ­ჯერ გავ­ყე­ვი და გა­მოვ­ყე­ვი, ხალ­ხს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი.

მახ­სოვს, სტუ­დენ­ტო­ბი­სას გვა­ვა­ლებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბას, რად­გან ეს ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ტი­პა­ჟე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის. მრავ­ლად ნა­ხავთ ისეთ ქალს, რო­გორ­საც მე ვა­სა­ხი­ე­რებ, ასე­ვე იქ შეხ­ვდე­ბით ქა­ლებს ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქალი 40 წლის ზე­ვით სა­კუ­თარ თავს ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს, უფრო შვი­ლის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ან რა­ი­მე ტრავ­მა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი და ამის თავი და ნერ­ვე­ბი არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის 60% ისე­თი სა­ხით და­დის, რო­გო­რი­თაც ჩემი გმი­რი ფისო, ნო­და­რის დედა, თუმ­ცა მის შემ­თხვე­ვა­ში ტრავ­მის მი­ზე­ზი ქმა­რია, რის გა­მოც შვილს ჩაგ­რავს. ზო­გა­დად, ვცდი­ლობ, ისეთ ად­გი­ლებ­ში ვი­ა­რო, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის შეს­წავ­ლა, ამის­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა თუნ­დაც ქორ­წი­ლი. უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვარ დაკ­ვირ­ვე­ბით, სენი მჭირს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მე და ჩემი მე­უღ­ლე კა­ფე­ში ვმსხდარ­ვართ და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ყუ­რე­ბია, რო­გორ კა­მა­თობ­დნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი.

- ნო­და­რის დე­დას ფისო რა­ტომ და­არ­ქვით?

- არ ვიცი - რა­ტომ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ფისო არ არის.

- რაც შე­ე­ხე­ბა ნო­და­რის დე­დის გა­რეგ­ნო­ბას, ჩაც­მუ­ლო­ბას, ამა­ზე ვინ ზრუ­ნავს?

- მე. გრი­მი­დან და­წყე­ბუ­ლი, ჩაც­მუ­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ჩემი მო­ფიქ­რე­ბუ­ლია. ამ ქალს ჩაც­მის არა­ნა­ი­რი სტი­ლი არ აქვს და ამა­ში გარ­დე­რო­ბიც "უწყობს" ხელს. ქუ­თა­ის­ში, ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე ცეკ­ვის ჩუს­ტე­ბით გა­ვე­დი, ანუ რაც მოხ­ვდა ხელ­ში ფი­სოს, ის ამო­იც­ვა და კონ­ცერ­ტზე გა­ვარ­და. სხვა­თა შო­რის ნო­და­რის გა­რეგ­ნო­ბა­ზეც მე ვიზ­რუ­ნე, გა­ვიყ­ვა­ნე ოთახ­ში და ისე­თი და­ვაბ­რუ­ნე უკან, რო­გორ­საც ეკ­რან­ზე ხე­დავთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფრა­ზას – "ჭამე, ნო­და­რი", წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი არ იყო, სკეტ­ჩის ჩა­წე­რის დროს მო­მა­ფიქ­რდა. ეს ქალი აწყო­ბი­ლია იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ზე, არა­ვინ იცის, რო­დის რა გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს და რო­დის რას მო­ი­მოქ­მე­დებს, მათ შო­რის არც ჩვენ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა. რაც უფრო და­ხუნძლუ­ლია სკეტ­ჩი იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბით, უფრო კარ­გი გა­მო­დის. ჩა­წე­რის დროს არა­ვინ ელო­და, თუ ვინ­მეს ჩა­ვარ­ტყამ­დი და დღემ­დე არც ერთი მსა­ხი­ო­ბი არაა და­ზღვე­უ­ლი, რომ მას არ მოხ­ვდე­ბა ჩემი ხელი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ ქმარი სახლიდან გამაგდებდა...''

''ჩემი გმირების მსგავსი რომ ვიყო, ალბათ ქმარი სახლიდან გამაგდებდა...''

თათია სულუაშვილს ''რუსთავი 2''-ში ''კომედი შოუს'' ჩაწერის დღეს ვესტუმრეთ. ფოტოსესია ვასო ფხაკაძის კომენტარებისა და ხუმრობების ფონზე გაიმართა, რომელიც თათიას ტუჩების ''დაბურცვას'' სთხოვდა. ამის შემდეგ ინტერვიუს ჩასაწერად ოთახის დათმობა ქუთაისელ დათოიეს, იმავე თემუკა პატარიძეს ვთხოვეთ, თუმცა მიშა ანდღულაძემ იქაც მოგვაგნო და სამჯერ მაინც შემოგვეჭრა იმის თხოვნით, რომ ინტერვიუ მალე დაგვესრულებინა და თათია ჩაწერაზე ''გაგვეშვა''... ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მსახიობს ამ ეტაპზე მის მიერ განსახიერებულ ყველაზე პოპულარულ გმირზე, ნოდარის დედაზე ვესაუბრეთ, რომელიც შვილს მარადიულად სთხოვს ჭამას და თან ხელის დარტყმასაც არ ერიდება.

- საერთოდ, პერსონაჟებზე ჩვენ თვითონ ვფიქრობთ და ამ შემთხვევაშიც ნოდარის დედის გმირი ჩემი მოფიქრებულია. გეტყვი, საიდან მომივიდა იდეა. რამდენიმე თვის წინ მანქანა დავამტვრიე, დიდი ხანია, მეტროში არ ჩავსულვარ და იმ დღეს გადავწყვიტე მეტროთი მგზავრობა, ორჯერ გავყევი და გამოვყევი, ხალხს ვაკვირდებოდი.

მახსოვს, სტუდენტობისას გვავალებდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, რადგან ეს ძალიან კარგი საშუალებაა ტიპაჟების აღმოსაჩენად და ზოგადად, ადამიანებზე დაკვირვებისთვის. მრავლად ნახავთ ისეთ ქალს, როგორსაც მე ვასახიერებ, ასევე იქ შეხვდებით ქალებს ყოფითი პრობლემებით დამძიმებული და განადგურებული სახეებით. ჩვენს ქვეყანაში ქალი 40 წლის ზევით საკუთარ თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, უფრო შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, ან რაიმე ტრავმა აქვს გადატანილი და ამის თავი და ნერვები არ აქვს, შესაბამისად, საზოგადოების 60% ისეთი სახით დადის, როგორითაც ჩემი გმირი ფისო, ნოდარის დედა, თუმცა მის შემთხვევაში ტრავმის მიზეზი ქმარია, რის გამოც შვილს ჩაგრავს. ზოგადად, ვცდილობ, ისეთ ადგილებში ვიარო, სადაც შეიძლება ადამიანის შესწავლა, ამისთვის კარგი საშუალებაა თუნდაც ქორწილი. უკვე დაავადებული ვარ დაკვირვებით, სენი მჭირს. ყოფილა შემთხვევა, მე და ჩემი მეუღლე კაფეში ვმსხდარვართ და ნახევარი საათის განმავლობაში მიყურებია, როგორ კამათობდნენ შეყვარებულები.

- ნოდარის დედას ფისო რატომ დაარქვით?

- არ ვიცი - რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ფისო არ არის.

- რაც შეეხება ნოდარის დედის გარეგნობას, ჩაცმულობას, ამაზე ვინ ზრუნავს?

- მე. გრიმიდან დაწყებული, ჩაცმულობით დამთავრებული - ჩემი მოფიქრებულია. ამ ქალს ჩაცმის არანაირი სტილი არ აქვს და ამაში გარდერობიც ''უწყობს'' ხელს. ქუთაისში, ერთ-ერთ კონცერტზე ცეკვის ჩუსტებით გავედი, ანუ რაც მოხვდა ხელში ფისოს, ის ამოიცვა და კონცერტზე გავარდა. სხვათა შორის ნოდარის გარეგნობაზეც მე ვიზრუნე, გავიყვანე ოთახში და ისეთი დავაბრუნე უკან, როგორსაც ეკრანზე ხედავთ. რაც შეეხება ფრაზას – ''ჭამე, ნოდარი'', წინასწარ დაგეგმილი არ იყო, სკეტჩის ჩაწერის დროს მომაფიქრდა. ეს ქალი აწყობილია იმპროვიზაციაზე, არავინ იცის, როდის რა გააღიზიანებს და როდის რას მოიმოქმედებს, მათ შორის არც ჩვენმა მსახიობებმა. რაც უფრო დახუნძლულია სკეტჩი იმპროვიზაციებით, უფრო კარგი გამოდის. ჩაწერის დროს არავინ ელოდა, თუ ვინმეს ჩავარტყამდი და დღემდე არც ერთი მსახიობი არაა დაზღვეული, რომ მას არ მოხვდება ჩემი ხელი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება