პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევოლუციაზე შეყვარებული თვითდასაქმებული მომღერალი
რევოლუციაზე შეყვარებული თვითდასაქმებული მომღერალი

ვი­საც მეტ­რო­სად­გურ "ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში გა­უვ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევ­და ჟღალ­თმი­ან ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კოსს, რო­მე­ლიც გი­ტა­რა­ზე ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად უკ­რავს და მღე­რის. რო­გორც 35 წლის დი­მიტ­რი ცე­ცხლა­ძე ამ­ბობს, - მის­თვის ქუ­ჩის მუ­სი­კო­სო­ბა სამ­სა­ხუ­რი­ვით არის. ის ოჯახს ამ საქ­მით არ­ჩენს. თუმ­ცა, დიდი გეგ­მე­ბიც აქვს; მალე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ის არა მარ­ტო კარ­გი მუ­სი­კო­სია, არა­მედ სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რეც აღ­მოჩ­ნდა.

- დი­მიტ­რი, რო­გორ გახ­დი ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი?

- წარ­მო­შო­ბით ოზურ­გე­თი­დან ვარ. გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა 12 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე. თავ­და­პირ­ვე­ლად კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბულ ათწლედ­ში, კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რის გან­ხრით ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ კი სა­კომ­პო­ზი­ტო­რო კურ­სი გა­ვი­ა­რე. ან­დერგრა­უნ­დის მუ­სი­კა ამ ეტაპ­ზე უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თვის, ვიდ­რე ესტრა­და­ზე დგო­მა. თან, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში მუ­შა­ო­ბა ოჯა­ხის რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სახ­ლში მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი მყავს.

- დღე­ში რამ­დე­ნი სა­ა­თი მუ­შა­ობ იმის­თვის, რომ ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად საკ­მა­რი­სი თან­ხა მო­აგ­რო­ვო? შენს მსმე­ნე­ლებ­ზე რას იტყვი?

- უკვე 4 წე­ლია, ამ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ვმუ­შა­ობ. დღე­ში 8-9 სა­ა­თი ვუკ­რავ და ვმღე­რი. რე­პერ­ტუ­არ­ში რა თქმა უნდა, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა მაქვს. "ბითლზე­ბის", "რე­დი­ო­ჰე­დის", "პინკ ფლო­ი­დის", "დორ­სის", "რო­ლინგ სტო­უნ­სის" და ბობ დი­ლა­ნის რე­პერ­ტუ­არს ვას­რუ­ლებ. დღე­ში 20-25 ლარი მიგ­როვ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მსმე­ნე­ლებს: მათ შო­რის უცხო­ე­ლე­ბიც არი­ან. ისი­ნი ცოტა ხნით ჩერ­დე­ბი­ან. და­ე­ლო­დე­ბი­ან, რო­დის და­ვას­რუ­ლებ სიმ­ღე­რას, მერე ტაშს და­მიკ­რა­ვენ და თუ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ცო­ტა­ო­დენ ფულ­საც ტო­ვე­ბენ.

- აბე­ზა­რი გამ­ვლე­ლე­ბი ხელს ხომ არ გიშ­ლი­ან?

- ამ ბოლო დროს "ვა­რავ­სკოი" (ქურ­დუ­ლი) სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მთხო­ვენ, მაგ­რამ ასე­თებს არ ვმღე­რი. რა ვქნა, ჩემი პრინ­ცი­პე­ბი მაქვს და ასეთ რა­ღა­ცებ­ზე ვერ "გავპ­რას­ტი­ტუტკდე­ბი".

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა. ასე­ვე, უხ­ვა­დაა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბი. ასეთ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ გიც­დია?

- ვა­ღი­ა­რებ, რომ და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და ორ-სამ­ჯერ მი­ვი­ღე მსგავს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­ვი­ა­რე რამ­დე­ნი­მე ტური და საქ­მე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩა­წე­რე­ბამ­დე რომ მი­ვი­და, პრო­დი­უ­სე­რებ­მა მომ­თხო­ვეს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­მე­ხა­ტა. სი­ყალ­ბე და ცრუ ემო­ცი­ე­ბი მა­ღი­ზი­ა­ნებს. ასე რომ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, სა­კუ­თარ თავ­თან არ ვიქ­ნე­ბო­დი მარ­თა­ლი. რა ვქნა, ვერ ვი­თა­მა­შე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სის როლი. ამი­ტო­მაც, გვერ­დზე გავ­დე­ქი. ეს ჩემი აზ­რით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პროს­ტი­ტუ­ცია იქ­ნე­ბო­და. ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა, დღეს არ ბრწყი­ნავ­დეს, მაგ­რამ მისი დროც მოვა, ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად აღი­ა­რე­ბენ. თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა და მით უფრო, ხე­ლო­ვან­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი სახე არ უნდა და­კარ­გოს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლო­ვანს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ აღი­ა­რე­ბენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კო­სად ვის მი­იჩ­ნევ?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არი­ან ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბი, მაგ­რამ არ ჩა­ნან. დღეს უგე­მოვ­ნო მუ­სი­კის ბუ­მია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კომ­პო­ზი­ტორ­მა დღე­ში 7-8 კომ­პო­ზი­ცია შექ­მნას? ასეთ­მა "ზა­კა­ზებ­მა" და­ღუ­პა ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა და სა­ვა­ლა­ლო დღე­ში ვართ. მე პა­ტივს ვცემ უფ­რო­სი თა­ო­ბის მუ­სი­კო­სებ­სა და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს. აი, ვინც ტე­ლე­ეკ­რან­ზე ხში­რად ჩანს, მათი არ მჯე­რა. ასეთ­მა პო­პუ­ლის­ტო­ბამ და ეკ­რან­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ჩე­ნამ მათ ავ­ტო­რი­ტეტს საფრ­თხე შე­უქ­მნა, ამით გა­ი­უ­ფა­სუ­რეს თავი; პო­პუ­ლის­ტო­ბენ და უგე­მოვ­ნო მუ­სი­კას ას­ხა­მენ ხოტ­ბას.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 8-9 სა­ათს ქუ­ჩა­ში ატა­რებ, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას მა­ინც ახერ­ხებ...

- აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კურ სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე. უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი მა­სა­ლა და­მიგ­როვ­და. ჩემი შექ­მნი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი გაგ­ზავ­ნი­ლი მაქვს ავ­სტრი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კონ­კურ­სე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ სა­კუ­თარ თავს?

- პოსტმო­დერ­ნის­ტი და მე­ამ­ბო­ხე ვარ! ძა­ლი­ან მიყ­ვარს რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი ანუ რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მოხ­დე­ნა სა­კუ­თარ თავ­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქარ­თველ­მა ერმა მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თარ თავ­ში ტრან­სფორ­მა­ცია, რათა დავძლი­ოთ ის კლი­შე­ე­ბი და მან­კი­ე­რე­ბე­ბი, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­ვიგ­როვ­და. ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაკ­ლია და ეს ჩვე­ნი ერის­თვის დიდი უბე­დუ­რე­ბაა. ში­ნა­გა­ნი და სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი ევ­რო­პამ და ამე­რი­კამ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მოც­და­ათი­ან წლებ­ში გა­ი­ა­რა და და­ლაგ­და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი. ვფიქ­რობ, ასე­თი რამ ჩვენ­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რას ნიშ­ნავს ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რე­ვო­ლუ­ცია შენ­თვის?

- ამის ახ­სნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, ადა­მი­ა­ნი ამას თა­ვად მიხ­ვდეს და ეს რე­ვო­ლუ­ცია და­მო­უ­კი­დებ­ლად, ყო­ველ­გვა­რი მი­თი­თე­ბის გა­რე­შე გა­ნი­ცა­დოს ანუ უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­აქ­ცი­ოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. რე­ა­ლუ­რად კი, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა ხდე­ბა? ვი­ტან­ჯე­ბით კომ­პლექ­სე­ბით. ბევ­რს ვფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რას იტყვის სხვა და ამის გამო ვერ და არ ვართ არ­ჩე­ვა­ნის გამ­კე­თებ­ლე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ ნა­ბიჯს ვერ ვდგამთ. მოვა დრო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რე­ვო­ლუ­ცია აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა.

- და ეს ნა­ბი­ჯი რო­გორ უნდა გა­და­იდ­გას?

- თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი უნდა გაბ­რაზ­დეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და იმ სო­ცი­უმ­ზე, სა­დაც უწევს ცხოვ­რე­ბა. უნდა გაბ­რაზ­დნენ სა­კუ­თარ თავ­ზე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ი­წყონ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ვი­მე­ო­რებ, - არა სხვი­სი მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბით, არა­მედ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. ერთი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ნათ­ქვამს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: "თუ ხე­დავ შენი ფან­ჯრი­დან ნა­გავს, მა­შინ ჩადი და და­ა­ლა­გე ქუჩა. რო­გორც ჩანს, სხვი­სი ფან­ჯრი­დან ეს ნა­გა­ვი არ მო­ჩანს". ალ­ბათ და­მე­თან­ხე­ბით, ნა­გა­ვი ნაგ­ვის ურ­ნა­ში უნდა იყოს.

- მა­ინც რო­დის აპი­რებ, შენ­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ მზის სხი­ვი იხი­ლოს და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი­დან ამოხ­ვი­დე?

- რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე ბა­რებ­ში და­მეკ­რა, მაგ­რამ ეს მა­ინც არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლია. ქუ­ჩა­ში სა­არ­სე­ბო ფულს ვშო­უ­ლობ, სახ­ლში, პი­ა­ნი­ნოს­თან კი თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კურ კომ­პო­ზი­ცი­ებს ვქმნი. მუ­ზას იცი, რას შე­ვა­და­რებ? ხის ნა­ჭერს, რომ­ლის­გა­ნაც ან კოვ­ზი უნდა გა­მო­თა­ლო, ან ჩუ­ქურ­თმა გა­ა­კე­თო. მირ­ჩევ­ნია, მუ­ზის­გან ჩუ­ქურ­თმა შევ­ქმნა და ეს გე­მოვ­ნე­ბი­ან­მა მსმე­ნელ­მა შე­ა­ფა­სოს. ამას კი დროს სჭირ­დე­ბა. ხომ იცი, ნა­უც­ბა­თე­ვი არა­ფე­რი ვარ­გა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რევოლუციაზე შეყვარებული თვითდასაქმებული მომღერალი

რევოლუციაზე შეყვარებული თვითდასაქმებული მომღერალი

ვისაც მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიწისქვეშა გადასასვლელში გაუვლია, აუცილებლად შეამჩნევდა ჟღალთმიან ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელიც გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს და მღერის. როგორც 35 წლის დიმიტრი ცეცხლაძე ამბობს, - მისთვის ქუჩის მუსიკოსობა სამსახურივით არის. ის ოჯახს ამ საქმით არჩენს. თუმცა, დიდი გეგმებიც აქვს; მალე საერთაშორისო კონკურსებში აპირებს მონაწილეობას. ის არა მარტო კარგი მუსიკოსია, არამედ საინტერესო მოსაუბრეც აღმოჩნდა.

- დიმიტრი, როგორ გახდი ქუჩის მუსიკოსი?

- წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ. გიტარაზე დაკვრა 12 წლის ასაკიდან დავიწყე. თავდაპირველად კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში, კლასიკური გიტარის განხრით ვსწავლობდი, შემდეგ კი საკომპოზიტორო კურსი გავიარე. ანდერგრაუნდის მუსიკა ამ ეტაპზე უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე ესტრადაზე დგომა. თან, მიწისქვეშა გადასასვლელში მუშაობა ოჯახის რჩენის საშუალებას იძლევა. სახლში მეუღლე და ერთი შვილი მყავს.

- დღეში რამდენი საათი მუშაობ იმისთვის, რომ ოჯახის სარჩენად საკმარისი თანხა მოაგროვო? შენს მსმენელებზე რას იტყვი?

- უკვე 4 წელია, ამ მიწისქვეშა გადასასვლელში ვმუშაობ. დღეში 8-9 საათი ვუკრავ და ვმღერი. რეპერტუარში რა თქმა უნდა, გემოვნებიანი მუსიკა მაქვს. "ბითლზების", "რედიოჰედის", "პინკ ფლოიდის", "დორსის", "როლინგ სტოუნსის" და ბობ დილანის რეპერტუარს ვასრულებ. დღეში 20-25 ლარი მიგროვდება. რაც შეეხება მსმენელებს: მათ შორის უცხოელებიც არიან. ისინი ცოტა ხნით ჩერდებიან. დაელოდებიან, როდის დავასრულებ სიმღერას, მერე ტაშს დამიკრავენ და თუ საშუალება აქვთ, ცოტაოდენ ფულსაც ტოვებენ.

- აბეზარი გამვლელები ხელს ხომ არ გიშლიან?

- ამ ბოლო დროს "ვარავსკოი" (ქურდული) სიმღერების შესრულებას მთხოვენ, მაგრამ ასეთებს არ ვმღერი. რა ვქნა, ჩემი პრინციპები მაქვს და ასეთ რაღაცებზე ვერ "გავპრასტიტუტკდები".

- საქართველოში უამრავი მუსიკალური კონკურსი ტარდება. ასევე, უხვადაა სატელევიზიო შოუები. ასეთ პროექტებში მონაწილეობა არ გიცდია?

- ვაღიარებ, რომ დავუშვი შეცდომა და ორ-სამჯერ მივიღე მსგავს სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობა. გავიარე რამდენიმე ტური და საქმე სატელევიზიო ჩაწერებამდე რომ მივიდა, პროდიუსერებმა მომთხოვეს, რომ გამარჯვების აღსანიშნავად, ტელეკამერების წინ საკუთარი ემოციები გამომეხატა. სიყალბე და ცრუ ემოციები მაღიზიანებს. ასე რომ მოვქცეულიყავი, საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი. რა ვქნა, ვერ ვითამაშე გამარჯვებული მუსიკოსის როლი. ამიტომაც, გვერდზე გავდექი. ეს ჩემი აზრით, შემოქმედებითი პროსტიტუცია იქნებოდა. ჭეშმარიტი ხელოვანი შეიძლება, დღეს არ ბრწყინავდეს, მაგრამ მისი დროც მოვა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აღიარებენ. თითოეულმა ადამიანმა და მით უფრო, ხელოვანმა ინდივიდუალობა და საკუთარი სახე არ უნდა დაკარგოს. სამწუხაროდ, საქართველოში ხელოვანს სიკვდილის შემდეგ აღიარებენ.

- საქართველოში გემოვნებიან მუსიკოსად ვის მიიჩნევ?

- საბედნიეროდ, არიან ნიჭიერი მუსიკოსები, მაგრამ არ ჩანან. დღეს უგემოვნო მუსიკის ბუმია. როგორ შეიძლება, კომპოზიტორმა დღეში 7-8 კომპოზიცია შექმნას? ასეთმა "ზაკაზებმა" დაღუპა ქართული ხელოვნება და სავალალო დღეში ვართ. მე პატივს ვცემ უფროსი თაობის მუსიკოსებსა და ხელოვნებათმცოდნეებს. აი, ვინც ტელეეკრანზე ხშირად ჩანს, მათი არ მჯერა. ასეთმა პოპულისტობამ და ეკრანზე ყოველდღიურად გამოჩენამ მათ ავტორიტეტს საფრთხე შეუქმნა, ამით გაიუფასურეს თავი; პოპულისტობენ და უგემოვნო მუსიკას ასხამენ ხოტბას.

- მიუხედავად იმისა, რომ 8-9 საათს ქუჩაში ატარებ, საკუთარი თავის რეალიზაციას მაინც ახერხებ...

- აქტიურად ვმუშაობ თანამედროვე კლასიკურ საფორტეპიანო ნაწარმოებებზე. უკვე სერიოზული მასალა დამიგროვდა. ჩემი შექმნილი კომპოზიციები გაგზავნილი მაქვს ავსტრიასა და საფრანგეთში, სადაც საერთაშორისო საფორტეპიანო ნაწარმოებების კონკურსები გაიმართება.

- როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?

- პოსტმოდერნისტი და მეამბოხე ვარ! ძალიან მიყვარს რევოლუციები ანუ რევოლუციების მოხდენა საკუთარ თავში. აუცილებელია, ქართველმა ერმა მოახდინოს საკუთარ თავში ტრან­სფორმაცია, რათა დავძლიოთ ის კლიშეები და მანკიერებები, რაც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. შინაგანი თავისუფლება გვაკლია და ეს ჩვენი ერისთვის დიდი უბედურებაა. შინაგანი და სექსუალური რევოლუციები ევროპამ და ამერიკამ გასული საუკუნის სამოცდა­ათიან წლებში გაიარა და დალაგდა მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი. ვფიქრობ, ასეთი რამ ჩვენთვისაც აუცილებელია.

- რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება და რევოლუცია შენთვის?

- ამის ახსნა ძალიან მარტივია, მაგრამ უმჯობესია, ადამიანი ამას თავად მიხვდეს და ეს რევოლუცია დამოუკიდებლად, ყოველგვარი მითითების გარეშე განიცადოს ანუ უნდა იყოს თავისუფალი და ეს თავისუფლება მოაქციოს კანონმდებლობის ფარგლებში. რეალურად კი, ჩვენს საზოგადოებაში რა ხდება? ვიტანჯებით კომპლექსებით. ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვის სხვა და ამის გამო ვერ და არ ვართ არჩევანის გამკეთებლები, თავისუფლებისკენ ნაბიჯს ვერ ვდგამთ. მოვა დრო და საქართველოში ასეთი რევოლუცია აუცილებლად მოხდება.

- და ეს ნაბიჯი როგორ უნდა გადაიდგას?

- თითოეული ჩვენგანი უნდა გაბრაზდეს არსებულ ვითარებაზე და იმ სოციუმზე, სადაც უწევს ცხოვრება. უნდა გაბრაზდნენ საკუთარ თავზე და ინდივიდუალურად დაიწყონ თავისუფალი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჩამოყალიბება. ვიმეორებ, - არა სხვისი მიმბაძველობით, არამედ ინდივიდუალურად. ერთი ჭკვიანი ადამიანის გამონათქვამს მოვიშველიებ: "თუ ხედავ შენი ფანჯრიდან ნაგავს, მაშინ ჩადი და დაალაგე ქუჩა. როგორც ჩანს, სხვისი ფანჯრიდან ეს ნაგავი არ მოჩანს". ალბათ დამეთანხებით, ნაგავი ნაგვის ურნაში უნდა იყოს.

- მაინც როდის აპირებ, შენმა შემოქმედებამ მზის სხივი იხილოს და მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოხვიდე?

- რამდენჯერმე ვცადე ბარებში დამეკრა, მაგრამ ეს მაინც არასტაბილური შემოსავალია. ქუჩაში საარსებო ფულს ვშოულობ, სახლში, პიანინოსთან კი თანამედროვე კლასიკურ კომპოზიციებს ვქმნი. მუზას იცი, რას შევადარებ? ხის ნაჭერს, რომლისგანაც ან კოვზი უნდა გამოთალო, ან ჩუქურთმა გააკეთო. მირჩევნია, მუზისგან ჩუქურთმა შევქმნა და ეს გემოვნებიანმა მსმენელმა შეაფასოს. ამას კი დროს სჭირდება. ხომ იცი, ნაუცბათევი არაფერი ვარგა.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება