მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე წმინდანი არ ვარ, მაგრამ ამ სოდომში კიდევ ეკლესიის კრიტიკა დამღუპველია" - იუნა შაფათავა
"მე წმინდანი არ ვარ, მაგრამ ამ სოდომში კიდევ ეკლესიის კრიტიკა დამღუპველია" - იუნა შაფათავა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იუნა შა­ფა­თა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეკ­ლე­სი­ის სა­ჯა­როდ კრი­ტი­კას და წმინ­და­ნე­ბის და­ცინ­ვას აპ­რო­ტეს­ტებს.

"არ არ­სე­ბობს ნა­ტან­ჯი ხალ­ხის­თვის უფრო ძლი­ე­რი გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ვიდ­რე რწმე­ნა. ნუ ამოხ­ტით შარ­ვლე­ბი­დან და ბოლო პის­კის ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი­დან ეკ­ლე­სი­ის და წმინ­და­ნე­ბის და­ცინ­ვით. ღა­ტა­კი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­მე­ტე­ბულ უპატ­რო­ნო ბავ­შვს წმინ­და­ნის საფ­ლავ­ზეც და­აწ­ვენს და ეშ­მაკ­საც მიჰ­ყი­დის სულს, მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის, სა­ნამ თქვენ მას­ზე და მორ­წმუ­ნე­ებ­ზე თით­გაშ­ვე­რი­ლი გან­ცხრო­მა­ში ხორ­ხო­ცებთ... ეკ­ლე­სია პა­ტი­ობს მკვლელ­საც, ქურ­დსაც, მე­ძავ­საც და მლიქ­ვნელ ფა­რი­სევ­ლებ­საც... სირ­ცხვი­ლი არ არის, გწამ­დეს ბრმად, მი­თუ­მე­ტეს რო­დე­საც სხვა არა­ფე­რი გა­ბა­დია და რწმე­ნა გგვრის შვე­ბას და იმედს და იყო ღა­ტა­კი და სუფ­თა - ქმე­დე­ბებ­ში და გო­ნე­ბით... სირ­ცხვი­ლია, იყო ღა­ტა­კი სუ­ლით და და­კარ­გუ­ლი გყავ­დეს ღმერ­თი, რად­გან სი­კე­თეა ღმერ­თი და რწმე­ნა - გზა ხვა­ლინ­დე­ლი დღის­კენ. მი­თუ­მე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ მე­გუ­ლე­ბა არა­ვინ - ნა­ძი­რა­ლებს არ ვგუ­ლის­ხმობ - ვი­საც ერთხელ მა­ინც სვე­ტი­ცხო­ველ­ში და მცხე­თა­ში, არ უთ­ქვამს მად­ლო­ბა, ღმერ­თის­თვის, რწმე­ნის­თვის, უსას­რუ­ლო პა­ტი­ვის­ცე­მით და მო­წი­წე­ბით და მად­ლი­ე­რე­ბით. ამა­ო­ე­ბაა ეს ცხოვ­რე­ბა, უსას­რუ­ლოა სი­ნა­ნუ­ლი გან­ვლი­ლი გზის. რა­საც დავ­თე­სავთ, ის დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. არა­ვინ დარ­ჩე­ბა უპა­სუ­ხო, არც კე­თი­ლი საქ­მე იკარ­გე­ბა და არც ბო­რო­ტი. მად­ლი­ე­რი ვარ, რომ არ ვარ ბრმა და უმა­დუ­რი, ღმერ­თის მფარ­ვე­ლო­ბას სულ ვგრძნობ და სულ თან ვა­ტა­რებ, რწმე­ნას, გულ­ში. თქვენც იგი­ვეს გი­სურ­ვებთ. მე არ მრცხვე­ნია - მე მწამს! ფა­ნა­ტი­კუ­რად და უპი­რო­ბოდ. ბრა­ლი იმი­სი, ვინც მო­წყვე­ტი­ლია უკი­დე­გა­ნო ცას...

მე წმინ­და­ნი არ ვარ, მაგ­რამ ამ სო­დომ­ში კი­დევ ეკ­ლე­სი­ის კრი­ტი­კა დამ­ღუპ­ვე­ლია... ერ­თა­დერთ ნუ­გეშს არ­თმე­ვენ ხალ­ხს.

თუ ვინ­მეს რა­მის გა­მო­ხატ­ვა უნდა ეკ­ლე­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში - მი­ვი­დეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში. ვინ ან რო­დის გა­მო­აგ­დეს? ეკ­ლე­სია სა­მი­ნის­ტრო და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა არ არის, ის ყვე­ლას მოთ­მი­ნე­ბით უს­მენს და ეხ­მა­რე­ბა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად!!!", - წერს შა­ფა­თა­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ინგა გრი­გო­ლია - არ მეს­მის ასე­თი და­ცინ­ვა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც თა­ვის­მა რწმე­ნამ მი­იყ­ვა­ნა მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"მე წმინდანი არ ვარ, მაგრამ ამ სოდომში კიდევ ეკლესიის კრიტიკა დამღუპველია" - იუნა შაფათავა

"მე წმინდანი არ ვარ, მაგრამ ამ სოდომში კიდევ ეკლესიის კრიტიკა დამღუპველია" - იუნა შაფათავა

ტელეწამყვანი იუნა შაფათავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეკლესიის საჯაროდ კრიტიკას და წმინდანების დაცინვას აპროტესტებს.

"არ არსებობს ნატანჯი ხალხისთვის უფრო ძლიერი გამაყუჩებელი, ვიდრე რწმენა. ნუ ამოხტით შარვლებიდან და ბოლო პისკის ქვედაბოლოებიდან ეკლესიის და წმინდანების დაცინვით. ღატაკი სასიკვდილოდ გამეტებულ უპატრონო ბავშვს წმინდანის საფლავზეც დააწვენს და ეშმაკსაც მიჰყიდის სულს, მისი გადარჩენისთვის, სანამ თქვენ მასზე და მორწმუნეებზე თითგაშვერილი განცხრომაში ხორხოცებთ... ეკლესია პატიობს მკვლელსაც, ქურდსაც, მეძავსაც და მლიქვნელ ფარისევლებსაც... სირცხვილი არ არის, გწამდეს ბრმად, მითუმეტეს როდესაც სხვა არაფერი გაბადია და რწმენა გგვრის შვებას და იმედს და იყო ღატაკი და სუფთა -  ქმედებებში და გონებით... სირცხვილია, იყო ღატაკი სულით და დაკარგული გყავდეს ღმერთი, რადგან სიკეთეა ღმერთი და რწმენა - გზა ხვალინდელი დღისკენ. მითუმეტეს საქართველოში, არ მეგულება არავინ - ნაძირალებს არ ვგულისხმობ - ვისაც ერთხელ მაინც სვეტიცხოველში და მცხეთაში, არ უთქვამს მადლობა, ღმერთისთვის, რწმენისთვის, უსასრულო პატივისცემით და მოწიწებით და მადლიერებით. ამაოებაა ეს ცხოვრება, უსასრულოა სინანული განვლილი გზის. რასაც დავთესავთ, ის დაგვიბრუნდება. არავინ დარჩება უპასუხო, არც კეთილი საქმე იკარგება და არც ბოროტი. მადლიერი ვარ, რომ არ ვარ ბრმა და უმადური, ღმერთის მფარველობას სულ ვგრძნობ და სულ თან ვატარებ, რწმენას, გულში. თქვენც იგივეს გისურვებთ. მე არ მრცხვენია - მე მწამს! ფანატიკურად და უპირობოდ. ბრალი იმისი, ვინც მოწყვეტილია უკიდეგანო ცას...

მე წმინდანი არ ვარ, მაგრამ ამ სოდომში კიდევ ეკლესიის კრიტიკა დამღუპველია... ერთადერთ ნუგეშს ართმევენ ხალხს.

თუ ვინმეს რამის გამოხატვა უნდა ეკლესიასთან მიმართებაში - მივიდეს საპატრიარქოში. ვინ ან როდის გამოაგდეს? ეკლესია სამინისტრო და სახელმწიფო სტრუქტურა არ არის, ის ყველას მოთმინებით უსმენს და ეხმარება შეძლებისდაგვარად!!!", - წერს შაფათავა.

იხილეთ ასევე: ინგა გრიგოლია - არ მესმის ასეთი დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა მამა გაბრიელის საფლავზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს