ქუთაისში 12 წლის გოგონას ეძებენ

ქუთაისში 12 წლის გოგონას ეძებენ

ქუთაისში 12 წლის მარიამ სულაბერიძეს ეძებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მარიამ სულაბერიძის დედამ ეთერ გვენეტაძემ აცნობა. როგორც ეთერ გვენეტაძემ განაცხადა, გოგონამ სახლი 4 დღის წინ დატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

"სახლიდან დილით გასულა. მეზობელს უთქვამს სად მიდიხარო და არაფერი უპასუხია", - განაცხადა გოგონას დედამ.

როგორც დაკარგულის დედა ამბობს, მარიამს შეყვარებული ჰყავდა, რომელსაც სმს-ებს წერდა და ამის გამო ტელეფონი ჩამოართვა. მისივე თქმით, გაბრაზებული გოგონა, სავარაუდოდ, ამის გამო წავიდა სახლიდან.

გოგონას დედის განცხადებით, გოგონამ გუშინ დარეკა და განაცხადა, რომ ცოცხალია, თუმცა არ ამბობს როდის დაბრუნდება სახლში.

საქმეს სამართალდამცავები იძიებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია