უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანებას მოითხოვს

უკრაინის ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიის გაერთიანებას მოითხოვს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი (კიევის პატრიარქატი) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს (მოსკოვის პატრიარქატს) გაერთიანების მოწოდებით მიმართავს, - ამის შესახებ სააგენტო "უნნ" იუწყება.

"ახლა, უკრაინელი ხალხისთვის ამ ისტორიულ მომენტში, ისე, როგორც არასდროს თვალნათელია, რამდენად აუცილებელია გადაილახოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფის პრობლემა, რომელიც უკვე 20 წელია გრძელდება და ჩამოყალიბდეს ერთი მთლიანი უკრაინის ეკლესია. არსებული დაყოფა მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოების დაყოფასთანაც. უნდა ჩამოვიშოროთ ადრინდელი წყენა და დავა. აუცილებელია დიალოგის დაუყოვნებელი დაწყება ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად. დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიო პატრიარქი და სხვა ადგილობრივი ეკლესიები სიამოვნებით მიიღებენ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას საეკლესიო დაყოფის მოგვარების შესახებ და უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობასაც აღიარებენ", - ნათქვამია მიმართვაში.

მომზადებულია unn.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა