იაპონია ხანდაზმული ადამიანების დასაქმების მხრივ მსოფლიო ლიდერი გახდა

იაპონია ხანდაზმული ადამიანების დასაქმების მხრივ მსოფლიო ლიდერი გახდა

იაპონია ხანდაზმული ადამიანების დასაქმების მხრივ, მსოფლიო ლიდერია. იაპონიაში დასაქმებულთა 10%-ზე მეტი 65 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ამას შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს. შედარებისთვის: დასავლეთის ქვეყნებში დასაქმებულ ასაკოვან ადამიანთა წილი 1-დან 5%-მდე შეადგენს.

დასაქმებული მხცოვანი იაპონელების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში აღდგენით სამუშაოებზე მუშაობენ, რომელიც 2011 წელს დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალდა. გარდა ამისა, მოსახლეობის ეს ჯგუფი სამუშაო ადგილებზე განაცხადს აქტიურად აკეთებს. ვაკანსიები იაპონიაში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებისთვის ბრძოლაში ტოკიოს გამარჯვების შემდეგ გაჩნდა.

უფრო და უფრო მეტი დამსაქმებელი უარს ამბობს უწინდელ პრაქტიკაზე, როდესაც საკუთარ თანამშრომლებს 65 წლის შესრულების შემდეგ პანსიაზე გასვლას აიძულებდა.

ერის დაბერება იაპონიის მთავარი დემოგრაფიული პრობლემაა და შესაძლოა, უახლოეს მომავალში მისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვიოს. შარშან იგი 244 000-ით შემცირდა - ეს ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია მთელი ომის შემდგომი პერიოდის მანძილზე.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა