საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებს
ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე შე­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი და მისი მო­ად­გი­ლე აკა­კი ლო­დია, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დო­მენ­ტი სი­ჭი­ნა­ვა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­კო­მის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს 21 წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ალექ­სან­დრე ჩი­ვა­ძე, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­პა­ტიო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მურ­თაზ ხურ­ცი­ლა­ვა, ასე­ვე სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: რო­მან ფი­ფია, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი, ილია კო­კა­ია. კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა მოწ­ვე­ულ იქ­ნენ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 13 თე­ბერ­ვლის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი. კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თის სა­მო­მავ­ლო აღორ­ძი­ნე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ვებს.

კო­მი­სი­ის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბია: ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის ხუ­თწ­ლი­ა­ნი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა; კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვის ხელ­შე­წყო­ბა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით; ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა; მა­სობ­რი­ვი ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა; კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­თა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის; უე­ფას სუ­პერ თასი 2015-ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია და 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სა­მარ­თი უე­ფას 19 წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის გა­მარ­თვის ხელ­შე­წყო­ბა და კო­ორ­დი­ნა­ცია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებს

ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას უხელმძღვანელებს

საქართველოში ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს.

კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე აკაკი ლოდია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა, ასევე საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები: რომან ფიფია, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ილია კოკაია. კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება 13 თებერვლის მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. კომისია საქართველოში ფეხბურთის სამომავლო აღორძინებისთვის გამიზნული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს.

კომისიის ძირითადი ამოცანებია: ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავება; კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით; ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა; მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; უეფას სუპერ თასი 2015-ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია და 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია