სვეტიცხოველში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად ხალხის ნაკადი არ წყდება. მამა გაბრიელის ნაწილები ჩაბრძანებულია ხის ლუსკუმაში, რომელსაც შუშის სახურავი აქვს. მომლოცველებს შესაძლებლობა აქვთ, წმინდა ნეშტი დაინახონ.
წმინდანს მთლიანად შავი მანტია აქვს გადაფარებული, გულზე კი ოლარი და საბუხრეები აწყვია.
სვეტიცხოველთან წესრიგს სამხედრო პირები იცავენ. მცხეთის ქუჩებში გადასადგილებლადაც ყველა შეზღუდვა მოხსნილია.
წმინდა ნაწილების გამობრძანება და სამებაში გადასვენების პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.