საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდიკო ტატიშვილი კონკურენტებზე, ასტროლოგიასა და გამხელილ სიყვარულზე - ვინ არის მომღერლის პარტნიორი
ნოდიკო ტატიშვილი კონკურენტებზე, ასტროლოგიასა და გამხელილ სიყვარულზე - ვინ არის მომღერლის პარტნიორი

"ის ვერ იტანს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნას, რის გა­მოც ხში­რად კონ­ფლიქ­ტშია ზემ­დგო­მებ­თან. უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს - ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი. ეზი­ზღე­ბა ჩარ­ჩო­ე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი, აკ­რძალ­ვე­ბი. ხში­რად სი­ჯი­უ­ტე და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა უშ­ლის ხელს იმა­ში, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვა უკონ­ფლიქ­ტოდ შეძ­ლოს. ფულ­სა და დი­დე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, დი­დე­ბას აირ­ჩევს. მას შე­უძ­ლია იყოს ულ­მო­ბე­ლი, სას­ტი­კი, ძლი­ე­რი, - ყვე­ლა­ფე­რი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მო­რი­ელს, ეს კი მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ვიდ­რე შენს ას­ტრო-პორ­ტრეტ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, იქ­ნებ იმ პრო­ექ­ტზე მი­თხრა რამე, რო­მელ­შიც პარტნი­ო­რო­ბას მსა­ხი­ო­ბი გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე გა­გი­წევს.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე­თი პარტნი­ო­რი მყავს. წლე­ბია, გო­გო­ლას ვიც­ნობ და მას­თან ვმე­გობ­რობ. ის ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. არა მხო­ლოდ კარ­გი მსა­ხი­ო­ბია, სა­ოც­რად მუ­სი­კა­ლუ­რია, კარ­გი სმე­ნა აქვს. გო­გო­ლა პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, რაც საქ­მის კე­თე­ბის დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მას­თან მუ­შა­ო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია. პრო­ექ­ტში სულ 12 წყვი­ლია - მომ­ღერ­ლებ­თან და­წყვი­ლე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს სიმ­ღე­რა­ში შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან. გო­გო­ლას წარ­მა­ტე­ბას გუ­ლით ვუ­სურ­ვებ!

- ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გყავთ?

- მუ­შა­ო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი გვაქვს და შან­სებ­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია.

- ას­ტრო­ლო­გი­ის რამ­დე­ნად გჯე­რა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ამით ვცხოვ­რობ და მუდ­მი­ვად ვინ­ტე­რეს­დე­ბი, თუ რას მი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ ვარ­სკვლა­ვე­ბი. როცა პირ­ვე­ლად მო­რი­ე­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­ვი­კი­თხე, ჩემი თავი "ვი­ცა­ნი".

- ამ­ბო­ბენ, - ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამა­ყე­ბი და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლე­ბი არი­ა­ნო. მარ­თლია?

- კი. ყვე­ლა ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­მი­ლა­ხავს. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი არ მთრგუ­ნავს, ბრძო­ლა მაძ­ლი­ე­რებს.

- "ვე­ფხვი ვერ იტანს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნას".

- ვერ ვი­ტან და ვერ ვუ­რიგ­დე­ბი მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა ადა­მი­ანს, რო­გორც მო­ნას, ისე ეპყრო­ბი­ან. თუ სად­მე მი­მუ­შა­ვია და ისე­თი უფ­რო­სი მყო­ლია, რომ­ლის მარ­თვის მე­ქა­ნიზ­მი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მომ­წო­ნე­ბია, ის გა­რე­მო და­მი­ტო­ვე­ბია.

- მი­ზე­ზი გით­ქვამს?

- რა თქმა უნდა! პა­პუ­ა­სე­ბი ხომ არ ვართ?! მგო­ნია, რომ ლა­პა­რა­კით ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა შე­იძ­ლე­ბა. თა­ვა­დაც არ მიყ­ვარს სხვა­ზე უფ­რო­სო­ბა და არც ის, როცა ვინ­მე მე­უფ­რო­სე­ბა.

- ბევ­რჯერ გა­გი­რის­კავს?

- საკ­მა­ოდ ხში­რად ვრის­კავ. ზოგ­ჯერ და­უ­ფიქ­რებ­ლად, ბრმა­დაც გა­მი­რის­კავს. ში­ნა­გა­ნად ვგრძნობ, რო­მე­ლი ნა­ბი­ჯი რო­დის უნდა გა­დავ­დგა. ზო­გა­დად, რის­კის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ.

- "მას უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს - ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი".

- აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­მარ­თლეა.

- ლი­დე­რად სხვე­ბი თუ გა­ღი­ა­რე­ბენ?

- კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში, როცა რა­ღაც საქ­მეს სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ, იცი­ან, რომ სწო­რად ვიქ­ცე­ვი და მა­ღი­ა­რე­ბენ.

- "მას შეს­წევს ძალა, საყ­ვა­რელ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­უ­ძღვნას თავი, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯოს".

- შე­მიძ­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა დავ­თმო, მაგ­რამ სცე­ნას, სიმ­ღე­რას ვე­რას­დროს მი­ვა­ტო­ვებ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, გარ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ როცა სა­მუ­შაო მაქვს, ამ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზეც უარს ვამ­ბობ. მე­გობ­რე­ბის ნა­წი­ლი ამას გა­გე­ბით ეკი­დე­ბა, ნა­წი­ლი - აპ­რო­ტეს­ტებს, მსაყ­ვე­დუ­რობს. ამის გამო მათ­თან ბევ­რჯერ მი­კა­მა­თია.

- ვინ­მეს უთ­ქვამს, - პო­პუ­ლა­რო­ბა თავ­ში აგი­ვარ­დაო?

- რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრეს, - შენ­ზე ამ­ბობ­დნენ, ამ­ბი­ცი­უ­რი ხარო. ჩემი აზ­რით, რო­გო­რი მა­გა­რიც უნდა იყო, ეს თავ­ში არ უნდა აგი­ვარ­დეს...

- ადა­მი­ა­ნებს ხში­რად უჭირთ გა­მიჯ­ნონ, სად გა­დის ზღვა­რი ჯან­საღ და არა­ჯან­საღ ამ­ბი­ცი­ას შო­რის.

- მე მაქვს ამ­ბი­ცია, რომ კარ­გი მომ­ღე­რა­ლი ვარ. ჰოდა, ზოგ­ჯერ ამა თუ იმ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმაც მი­წევს.

- ეს რა დროს ხდე­ბა?

- ასე ხდე­ბა მა­შინ, როცა არ მომ­წონს ორ­გა­ნი­ზე­ბა და ჰო­ნო­რა­რი, რო­მელ­საც მთა­ვა­ზო­ბენ. სხვა­თა შო­რის, ამას ყო­ველ­თვის ვა­კონ­ტრო­ლებ და თუ ვინ­მე ზედ­მეტ ამ­ბი­ცი­ად ჩა­მით­ვლის, დაე, ასე იფიქ­როს.

- კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ზე ნო­დი­კოს მიწ­ვე­ვა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა?

- ამა­ში ისეთ ჰო­ნო­რარს ვი­ღებ, რომ თავი სრულ­ყო­ფილ მომ­ღერ­ლად ვიგ­რძნო. ყო­ველ­თვის "ცო­ცხლად" ვმღე­რი, ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი და ასე­თი მიწ­ვე­ვა საკ­მა­ოდ ხში­რად მაქვს.

- "ხში­რად სი­ჯი­უ­ტე და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა უშ­ლის ხელს იმა­ში, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვა უკონ­ფლიქ­ტოდ შეძ­ლოს".

- დე­და­ჩე­მის­თვის რომ და­გე­რე­კა და ჩემს სი­ჯი­უ­ტე­ზე გე­კი­თხა, სა­ო­ცარ ამ­ბებს მო­გიყ­ვე­ბო­და. ვა­ღი­ა­რებ, სახ­ლშიც და გა­რე­თაც ჯი­უ­ტი ვარ. მაქვს პრინ­ცი­პე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც არას­დროს ვცვლი. კა­მა­თიც მიყ­ვარს.

- "მას ეზი­ზღე­ბა ჩარ­ჩო­ე­ბი, შე­ზღუ­დ­ვები, აკ­რძალ­ვე­ბი".

- ყვე­ლა­ფერ­ში რომ გე­თან­ხმე­ბი, ატყობ?!

- ას­ტრო­ლო­გე­ბი გირ­ჩე­ვენ, - კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კომ­პრო­მი­სის ხე­ლოვ­ნე­ბას ის­წავ­ლიო.

- უკვე ნას­წავ­ლი მაქვს.

- "ფულ­სა და დი­დე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, დი­დე­ბას აირ­ჩევს".

- ასეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლო­ვა­ნებს აღი­ა­რე­ბა უფრო მე­ტად გვაქვს, ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

- "ექ­სტრი­მით სავ­სე, დრა­მა­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს".

- მგო­ნი, ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­შია ექ­სტრი­მი და დრა­მა­ტიზ­მი.

- ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ლა­ღია.

- ნა­წი­ლობ­რივ გე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბას დრა­მა­ტიზ­მიც თან სდევს, მით უმე­ტეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჩვენ გვერ­დით უამ­რა­ვი შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რობს. დღე­ში ალ­ბათ, 5 ადა­მი­ა­ნი მა­ინც მი­რე­კავს და მთხოვს, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე ვიმ­ღე­რო. თუ თბი­ლის­ში ვარ, ამა­ზე უარს არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ვამ­ბობ, რად­გან ვიცი, რომ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბი­ან. თვე­ში 10 საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე მა­ინც გა­მოვ­დი­ვარ. ბევ­რი ფული არ მაქვს, რომ ვინ­მეს თან­ხით და­ვეხ­მა­რო და სიმ­ღე­რით მდგო­მა­რე­ო­ბას ოდ­ნავ მა­ინც თუ შე­ვუმ­სუ­ბუ­ქებ, უარი რა­ტომ უნდა ვთქვა? მი­ხა­რია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში მცი­რე წვლი­ლის შე­ტა­ნას მა­ინც ვა­ხერ­ხებ. ქუ­ჩა­ში ფე­ხით სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარს. გზად უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მხვდე­ბა. ზოგ­ჯერ არის შემ­თხვე­ვა, როცა, თან­ხა ბა­რათ­ზე მაქვს და "ქე­შად" - არა. ჰოდა, მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, - რა მოხ­და, ასე რო­გორ გა­გი­ჭირ­და, რომ ვერ გვეხ­მა­რე­ბიო? ახ­სნა ძნე­ლია, ყვე­ლას ბო­დიშს ვუხ­დი.

- "მას შე­უძ­ლია იყოს ულ­მო­ბე­ლი, სას­ტი­კი, ძლი­ე­რი - ყვე­ლა­ფე­რი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი".

- ასეა, არ უნდა გა­მამ­წა­რო.

- რომ გა­გამ­წა­რო, რას იზამ?

- არ ვიცი, ძა­ლი­ან გატ­კენ. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ვარ, მო­ძღვა­რი მყავს, აღ­სა­რე­ბას ვამ­ბობ და ვიცი, რომ მსგავ­სი რამ თავ­ში აზ­რა­დაც არ უნდა გა­ვივ­ლო, მაგ­რამ თუ ჩემს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ცუ­დად შე­ე­ხე­ბი, მერე ოოო!!!

- "მო­რი­ე­ლის თვა­ლებს ჰიპ­ნო­ზი­რე­ბის უნა­რი აქვს. მის მზე­რას ხალ­ხი თავს არი­დებს".

- ეს არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ. იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ყო­ლი­ე­ბის უნა­რი მაქვს.

- "მო­რი­ელს მტე­რი და მოყ­ვა­რე თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავს. მას მტე­რიც პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა".

- ისეთ სფე­რო­ში მი­წევს საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­დაც ბევ­რი გი­ღი­მის, მაგ­რამ ზურგს უკან შენ­ზე სა­ში­ნე­ლე­ბას ლა­პა­რა­კობს.

- შო­უ­ბიზ­ნეს­ში ინ­ტრი­გა ხში­რია...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) და არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც, მაგ­რამ ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვას ვცდი­ლობ.

- "მო­რი­ე­ლი არა მხო­ლოდ სხვე­ბის­თვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. თუ გარ­შე­მო და­სა­გეს­ლი ობი­ექ­ტი არ ჰყავს, შე­უძ­ლია, მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ნეს­ტა­რი სა­კუ­თარ თავ­ზე სცა­დოს".

- იმ­დე­ნად თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, ხში­რად სა­კუ­თარ თავ­საც ვთრგუ­ნავ, ვგეს­ლავ. ვხვდე­ბი, სად რა შეც­დო­მა და­ვუშ­ვი და რა რო­გორ გა­ვა­კე­თე, ეს კი პრო­ფე­სი­ულ და პი­როვ­ნულ ზრდა­ში მეხ­მა­რე­ბა.

- "მო­რი­ელს არას­დროს ავი­წყდე­ბა გა­წე­უ­ლი სი­კე­თე, შე­უ­რა­ცხყო­ფა..."

- მარ­თა­ლია. შე­უ­რა­ცხყო­ფას როცა მა­ყე­ნე­ბენ, სა­მა­გი­ე­როს მეც იმ წუთ­ში­ვე ვუხ­დი.

- "გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, რო­გორ იყა­როს ჯავ­რი მტერ­ზე და ისეთ დარ­ტყმას აყე­ნებს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს სა­ბო­ლო­ოდ უკარ­გავს მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს".

- თუ იცი, რომ ადა­მი­ა­ნი შენი მტე­რია, მას­ზე ჯავ­რი უნდა იყა­რო, აბა, რა უნდა ქნა?

- სა­კუ­თა­რი თა­ვის ერთი სი­ტყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ გთხო­ვო, რო­მელ სი­ტყვას მე­ტყვი?

- მხო­ლოდ ერთი სი­ტყვა? (ფიქ­რობს) "გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი".

- ას­ტრო­ლო­გე­ბი "უძ­ლე­ველს" გი­წო­დე­ბენ.

- მარ­თლა? ეს რომ მეთ­ქვა, უხერ­ხუ­ლი ხომ იქ­ნე­ბო­და? უსა­მარ­თლო­ბას ვერ ვი­ტან. პა­ტივს ვცემ ადა­მი­ა­ნებს და თბი­ლი ვარ, მაგ­რამ როცა ვინ­მე ცუ­დად მე­ხე­ბა, მე­ო­მა­რი და შე­უ­რა­ცხა­დი ვხდე­ბი. ჩხუ­ბი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ვი­ჩხუ­ბებ.

- ბო­ლოს რო­დის იჩხუ­ბე?

- და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ მე­გობ­რის გამო ისე­თი მუშ­ტი-კრი­ვი მქონ­და, რომ რაც ეცვა, ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე და­ვა­ხიე.

- ფულ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- 14 წლი­დან მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ. ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ოჯახს, მე­გობ­რებს ხმარ­დე­ბა. ფულს არ ვხარ­ჯავ კლუ­ბებ­ში, სას­მელ­ში და ა.შ.

- "მო­რი­ე­ლი ნა­წი­ლობ­რივ ჯა­დო­ქა­რია (მე­ექ­ვსე გრძნო­ბის წყა­ლო­ბით) და გუ­ლის სწორს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ცნობს".

- ჰო, ჩემ­ში რა­ღა­ცე­ბი იწყე­ბა ხოლ­მე. მი­ჭირს, ეს "რა­ღაც" სი­ტყვე­ბით რო­გორ აგიხ­სნა.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. ერთ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მაქვს.

- ამ ურ­თი­ერ­თო­ბას რა ჰქვია?

- (პა­უ­ზის შემ­დეგ) სიყ­ვა­რუ­ლი. თავს კარ­გად ვგრძნობთ. იმ­დე­ნად სუფ­თა და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაა, ჯერ არ მინ­და, ვი­ლა­პა­რა­კო. მას ად­რეც ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ერთ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ თურ­მე, ისე კარ­გად არ ვიც­ნობ­დი, რო­გორც მე­გო­ნა.

- მის ხსე­ნე­ბა­ზე თვა­ლე­ბი გიბრ­წყი­ნავს...

- ბედ­ნი­ე­რი ვარ!

- "გა­რეგ­ნუ­ლად მარ­მა­რი­ლო­სა­ვით ცი­ვია, მაგ­რამ უჩ­ვე­უ­ლოდ ვნე­ბი­ა­ნი".

- უთ­ქვამთ, - ეკ­რა­ნი­დან ძა­ლი­ან ცივი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ, რე­ა­ლუ­რად კი სხვა­ნა­ი­რი ყო­ფილ­ხა­რო. უცხო ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც ისე ვლა­პა­რა­კობ, რო­გორც ახლა - შენ­თან. ჰოდა, მკი­თხველ­მა გან­სა­ჯოს, რო­გო­რი ვარ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნოდიკო ტატიშვილი კონკურენტებზე, ასტროლოგიასა და გამხელილ სიყვარულზე - ვინ არის მომღერლის პარტნიორი

ნოდიკო ტატიშვილი კონკურენტებზე, ასტროლოგიასა და გამხელილ სიყვარულზე - ვინ არის მომღერლის პარტნიორი

"ის ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან. უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს - ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი. ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები. ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს. ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს. მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი, - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვიდრე შენს ასტრო-პორტრეტზე ვილაპარაკებთ, იქნებ იმ პროექტზე მითხრა რამე, რომელშიც პარტნიორობას მსახიობი გოგოლა კალანდაძე გაგიწევს.

- ძალიან მიხარია, რომ ასეთი პარტნიორი მყავს. წლებია, გოგოლას ვიცნობ და მასთან ვმეგობრობ. ის ნიჭიერი ადამიანია. არა მხოლოდ კარგი მსახიობია, საოცრად მუსიკალურია, კარგი სმენა აქვს. გოგოლა პუნქტუალური და მოწესრიგებულია, რაც საქმის კეთების დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან მუშაობა კომფორტულია. პროექტში სულ 12 წყვილია - მომღერლებთან დაწყვილებული ცნობილი ადამიანები ერთმანეთს სიმღერაში შეეჯიბრებიან. გოგოლას წარმატებას გულით ვუსურვებ!

- ძლიერი კონკურენტები გყავთ?

- მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს და შანსებზე ლაპარაკი ნაადრევია.

- ასტროლოგიის რამდენად გჯერა?

- ვერ ვიტყვი, რომ ამით ვცხოვრობ და მუდმივად ვინტერესდები, თუ რას მიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები. როცა პირველად მორიელის დახასიათება წავიკითხე, ჩემი თავი "ვიცანი".

- ამბობენ, - ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები არიანო. მართლია?

- კი. ყველა ბარიერი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია, დამოუკიდებლად გადამილახავს. წინააღმდეგობები არ მთრგუნავს, ბრძოლა მაძლიერებს.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას".

- ვერ ვიტან და ვერ ვურიგდები მდგომარეობას, როცა ადამიანს, როგორც მონას, ისე ეპყრობიან. თუ სადმე მიმუშავია და ისეთი უფროსი მყოლია, რომლის მართვის მექანიზმი, თანამშრომლებისადმი დამოკიდებულება არ მომწონებია, ის გარემო დამიტოვებია.

- მიზეზი გითქვამს?

- რა თქმა უნდა! პაპუასები ხომ არ ვართ?! მგონია, რომ ლაპარაკით ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება. თავადაც არ მიყვარს სხვაზე უფროსობა და არც ის, როცა ვინმე მეუფროსება.

- ბევრჯერ გაგირისკავს?

- საკმაოდ ხშირად ვრისკავ. ზოგჯერ დაუფიქრებლად, ბრმადაც გამირისკავს. შინაგანად ვგრძნობ, რომელი ნაბიჯი როდის უნდა გადავდგა. ზოგადად, რისკის მოყვარული ადამიანი არ ვარ.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს - ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- აბსოლუტური სიმართლეა.

- ლიდერად სხვები თუ გაღიარებენ?

- კონკრეტულ მომენტში, როცა რაღაც საქმეს საკუთარ თავზე ვიღებ, იციან, რომ სწორად ვიქცევი და მაღიარებენ.

- "მას შესწევს ძალა, საყვარელ საქმეს ბოლომდე მიუძღვნას თავი, მაქსიმალურად დაიხარჯოს".

- შემიძლია, ყველანაირი სიამოვნება დავთმო, მაგრამ სცენას, სიმღერას ვერასდროს მივატოვებ. მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა სამუშაო მაქვს, ამ სიამოვნებაზეც უარს ვამბობ. მეგობრების ნაწილი ამას გაგებით ეკიდება, ნაწილი - აპროტესტებს, მსაყვედურობს. ამის გამო მათთან ბევრჯერ მიკამათია.

- ვინმეს უთქვამს, - პოპულარობა თავში აგივარდაო?

- რამდენჯერმე მითხრეს, - შენზე ამბობდნენ, ამბიციური ხარო. ჩემი აზრით, როგორი მაგარიც უნდა იყო, ეს თავში არ უნდა აგივარდეს...

- ადამიანებს ხშირად უჭირთ გამიჯნონ, სად გადის ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ამბიციას შორის.

- მე მაქვს ამბიცია, რომ კარგი მომღერალი ვარ. ჰოდა, ზოგჯერ ამა თუ იმ კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმაც მიწევს.

- ეს რა დროს ხდება?

- ასე ხდება მაშინ, როცა არ მომწონს ორგანიზება და ჰონორარი, რომელსაც მთავაზობენ. სხვათა შორის, ამას ყოველთვის ვაკონტროლებ და თუ ვინმე ზედმეტ ამბიციად ჩამითვლის, დაე, ასე იფიქროს.

- კორპორაციულ საღამოზე ნოდიკოს მიწვევა ძვირად ღირებული სიამოვნებაა?

- ამაში ისეთ ჰონორარს ვიღებ, რომ თავი სრულყოფილ მომღერლად ვიგრძნო. ყოველთვის "ცოცხლად" ვმღე­რი, ბოლომდე ვიხარჯები და ასეთი მიწვევა საკმაოდ ხშირად მაქვს.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- დედაჩემისთვის რომ დაგერეკა და ჩემს სიჯიუტეზე გეკითხა, საოცარ ამბებს მოგიყვებოდა. ვაღიარებ, სახლშიც და გარეთაც ჯიუტი ვარ. მაქვს პრინციპები, მოსაზრებები, შეხედულებები, რომლებსაც არასდროს ვცვლი. კამათიც მიყვარს.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუ­დ­ვები, აკრძალვები".

- ყველაფერში რომ გეთანხმები, ატყობ?!

- ასტროლოგები გირჩევენ, - კარგი იქნება, თუ კომპრომისის ხელოვნებას ისწავლიო.

- უკვე ნასწავლი მაქვს.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- ასეა. საქართველოში ხელოვანებს აღიარება უფრო მეტად გვაქვს, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფა.

- "ექსტრიმით სავსე, დრამატული ცხოვრება აქვს".

- მგონი, ყველას ცხოვრებაშია ექსტრიმი და დრამატიზმი.

- ზოგიერთის ცხოვრება ძალიან ლაღია.

- ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ცხოვრებას დრამატიზმიც თან სდევს, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც ჩვენ გვერდით უამრავი შეჭირვებული ცხოვრობს. დღეში ალბათ, 5 ადამიანი მაინც მირეკავს და მთხოვს, საქველმოქმედო კონცერტზე ვიმღერო. თუ თბილისში ვარ, ამაზე უარს არც ერთ შემთხვევაში არ ვამბობ, რადგან ვიცი, რომ შეგროვებული თანხით მძიმე დაავადების მქონე ადამიანს დაეხმარებიან. თვეში 10 საქველმოქმედო კონცერტზე მაინც გამოვდივარ. ბევრი ფული არ მაქვს, რომ ვინმეს თანხით დავეხმარო და სიმღერით მდგომარეობას ოდნავ მაინც თუ შევუმსუბუქებ, უარი რატომ უნდა ვთქვა? მიხარია, რომ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მცირე წვლილის შეტანას მაინც ვახერხებ. ქუჩაში ფეხით სიარული მიყვარს. გზად უამრავი გაჭირვებული ადამიანი მხვდება. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა, თანხა ბარათზე მაქვს და "ქეშად" - არა. ჰოდა, მსაყვედურობენ, - რა მოხდა, ასე როგორ გაგიჭირდა, რომ ვერ გვეხმარებიო? ახსნა ძნელია, ყველას ბოდიშს ვუხდი.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- ასეა, არ უნდა გამამწარო.

- რომ გაგამწარო, რას იზამ?

- არ ვიცი, ძალიან გატკენ. მართლმადიდებელი ვარ, მოძღვარი მყავს, აღსარებას ვამბობ და ვიცი, რომ მსგავსი რამ თავში აზრადაც არ უნდა გავივლო, მაგრამ თუ ჩემს თავმოყვარეობას ცუდად შეეხები, მერე ოოო!!!

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მის მზერას ხალხი თავს არიდებს".

- ეს არაერთხელ უთქვამთ. იმასაც აღნიშნავენ, რომ ადამიანების დაყოლიების უნარი მაქვს.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც პატივისცემით ეპყრობა".

- ისეთ სფეროში მიწევს საქმიანობა, სადაც ბევრი გიღიმის, მაგრამ ზურგს უკან შენზე საშინელებას ლაპარაკობს.

- შოუბიზნესში ინტრიგა ხშირია...

- (მაწყვეტინებს) და არაჯანსაღი დამოკიდებულებაც, მაგრამ ეს ყველას არ ეხება. უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობის გარკვევას ვცდილობ.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- იმდენად თვითკრიტიკული ვარ, ხშირად საკუთარ თავსაც ვთრგუნავ, ვგესლავ. ვხვდები, სად რა შეცდომა დავუშვი და რა როგორ გავაკეთე, ეს კი პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში მეხმარება.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, შეურაცხყოფა..."

- მართალია. შეურაცხყოფას როცა მაყენებენ, სამაგიეროს მეც იმ წუთშივე ვუხდი.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე და ისეთ დარტყმას აყენებს, მოწინააღმდეგეს საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- თუ იცი, რომ ადამიანი შენი მტერია, მასზე ჯავრი უნდა იყარო, აბა, რა უნდა ქნა?

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას მეტყვი?

- მხოლოდ ერთი სიტყვა? (ფიქრობს) "გაწონასწორებული".

- ასტროლოგები "უძლეველს" გიწოდებენ.

- მართლა? ეს რომ მეთქვა, უხერხული ხომ იქნებოდა? უსამართლობას ვერ ვიტან. პატივს ვცემ ადამიანებს და თბილი ვარ, მაგრამ როცა ვინმე ცუდად მეხება, მეომარი და შეურაცხადი ვხდები. ჩხუბი არ მიყვარს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ვიჩხუბებ.

- ბოლოს როდის იჩხუბე?

- დაახლოებით 5 წლის წინ მეგობრის გამო ისეთი მუშტი-კრივი მქონდა, რომ რაც ეცვა, ყველაფერი თავზე დავახიე.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- 14 წლიდან მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ. ჩემი შემოსავალი ოჯახს, მეგობრებს ხმარდება. ფულს არ ვხარჯავ კლუბებში, სასმელში და ა.შ.

- "მორიელი ნაწილობრივ ჯადოქარია (მეექვსე გრძნობის წყალობით) და გულის სწორს დანახვისთანავე ცნობს".

- ჰო, ჩემში რაღაცები იწყება ხოლმე. მიჭირს, ეს "რაღაც" სიტყვებით როგორ აგიხსნა.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ყველაფერი კარგადაა. ერთ ადამიანთან ურთიერთობა ახალი დაწყებული მაქვს.

- ამ ურთიერთობას რა ჰქვია?

- (პაუზის შემდეგ) სიყვარული. თავს კარგად ვგრძნობთ. იმდენად სუფთა და კარგი ურთიერთობაა, ჯერ არ მინდა, ვილაპარაკო. მას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე, ისე კარგად არ ვიცნობდი, როგორც მეგონა.

- მის ხსენებაზე თვალები გიბრ­წყინავს...

- ბედნიერი ვარ!

- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი".

- უთქვამთ, - ეკრანიდან ძალიან ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, რეალურად კი სხვანაირი ყოფილხარო. უცხო ადამიანებთანაც ისე ვლაპარაკობ, როგორც ახლა - შენთან. ჰოდა, მკითხველმა განსაჯოს, როგორი ვარ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება