მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება "ხულიგანკა" ხატია სიჭინავა ჭკვიანი მძღოლი
როდის ხდება "ხულიგანკა" ხატია სიჭინავა ჭკვიანი მძღოლი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა უკვე წლე­ბია, ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავს. რო­გორც თა­ვად მი­თხრა, - ცოტა არ იყოს, ხუ­ლი­გა­ნი მძღო­ლია და სა­ჭეს­თან მჯდო­მი პა­რა­ლე­ლუ­რად, უამ­რავ რა­მეს აკე­თებს.

- რო­გორ ფიქ­რობ, კარ­გი მძღო­ლი ხარ?

- ცოტა ხუ­ლი­გა­ნი, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში, კარ­გი მძღო­ლი ვარ. მიყ­ვარს მა­ნევ­რი­რე­ბა და სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი. თუმ­ცა, როცა მან­ქა­ნა­ში ბავ­შვე­ბი მყვა­ნან, ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ვხდე­ბი, სიჩ­ქა­რე­საც არ ვუ­მა­ტებ.

- ფეხ­მძი­მედ ხარ, მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბი. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ალ­ბათ, იშ­ვი­ა­თად და­დი­ხარ სწრა­ფად, არა?

- უნდა გი­თხრა, რომ ფეხ­მძი­მო­ბა სუ­ლაც არ მიშ­ლის ხელს იმა­ში, რომ სურ­ვი­ლე­ბი და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლო. ახ­ლაც დავ­ქრი­ვარ, მაგ­რამ ცხა­დია, უფრო მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ... ერთხელ მე და ჩემი და­ქა­ლი მან­ქა­ნით ბა­თუმ­ში წა­ვე­დით. მთე­ლი გზა შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. გული უს­კდე­ბო­და, - ასე სწრა­ფად ნუ მი­დი­ხარ, შე­ა­ნე­ლეო. ბა­თუმ­ში რომ ჩა­ვე­დით, უკვე წნე­ვა აღარ ესინ­ჯე­ბო­და.

- პირ­ვე­ლად სა­ჭეს რომ მი­უ­ჯე­ქი, რამ­დე­ნი წლის იყა­ვი?

- 25-ის. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მან­ქა­ნის მარ­თვა მცოდ­ნო­და, მაგ­რამ ეს 25 წლამ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე. პირ­ვე­ლი კვი­რა ავ­ტო­მო­ბილ­ში არა­ვის ვის­ვამ­დი, რად­გან არ მინ­დო­და, ვინ­მე და­მე­ლე­წა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დო­ბია­ნად ჩა­ი­ა­რა... მინ­და გი­თხრათ, რომ სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ჭეს პირ­ვე­ლად რომ მი­ვუ­ჯე­ქი, სულ არ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. უბ­რა­ლოდ, წინ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას მივ­დევ­დი უკან და სა­დაც ის მი­დი­ო­და, მეც იქ ამოვ­ყოფ­დი ხოლ­მე თავს (იცი­ნის). მარ­თვის მოწ­მო­ბა მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­დან ერთი თვის შემ­დეგ ავი­ღე.

- ალ­ბათ შენი პირ­ვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ძა­ლი­ან მოგ­წონ­და, არა?

- შავი "ჯეტა" მყავ­და, ნომ­რე­ბით - XAT-008. მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბი­სას პატ­რუ­ლი რუ­პორ­ში ყო­ველ­თვის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­და: "ხა­ტია, ნელა იარე"; "ხა­ტია, მო­უჩ­ქა­რე!" "ხა­ტია, მან­ქა­ნა გა­და­ა­ყე­ნე" და ასე შემ­დეგ. "ჯე­ტას" შემ­დეგ ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ახლა "კია სპორ­ტა­ჟი" მყავს.

- ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­სას პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რა­დღე­ბას რას აქ­ცევ?

- მან­ქა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩემი ერ­თა­დერ­თი კაპ­რი­ზი ის გახ­ლავთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად, ჯიპი უნდა იყოს. სხვა დე­ტა­ლებს არ ვუღ­რმავ­დე­ბი. მას მერე, რაც გავ­თხოვ­დი, მან­ქა­ნას რა­მა­ზი მირ­ჩევს. მას უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა.

- ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის დროს რა გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- "მძი­ნა­რე" მძღო­ლე­ბი და დიდ­ხანს ან­თე­ბუ­ლი წი­თე­ლი შუქ­ნი­შა­ნი მა­ღი­ზი­ა­ნებს. როცა ჩემ წინ მან­ქა­ნა ზო­ზი­ნით მი­დის, ნერ­ვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ მას უკან ვდიო და ხან­და­ხან, ამის გამო მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­საც ვარ­ღვევ. ასე­ვე ვერ ვი­ტან მან­ქა­ნა­ში ზედ­მეტ საგ­ნებს და სი­ბინ­ძუ­რეს. მიყ­ვარს, როცა ავ­ტო­მო­ბილ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სუნი და სი­სუფ­თა­ვეა, როცა მძღოლს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა აქვს ჩარ­თუ­ლი. თუ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვმგზავ­რობ, მის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რას ვრთავ, ხოლო როცა შვი­ლებ­თან ერ­თად ვარ, "ბას­ტი-ბუ­ბუს" ვუს­მენთ.

- კა­ცე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ქალი სა­ჭეს­თან - ეს უკვე საფრ­თხეა...

- მარ­თლაც, ზო­გი­ერ­თი ქალი ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას ხში­რად ქმნის, მაგ­რამ მათ ამ მხრივ, არც კა­ცე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. ასე რომ, ცუდი მძღო­ლი შე­იძ­ლე­ბა, ქა­ლიც იყოს და მა­მა­კა­ციც.

- სა­ჭეს­თან მჯდო­მი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით თუ ლა­პა­რა­კობ ხოლ­მე?

- მო­ბი­ლუ­რი სულ ხელ­ში მაქვს, რად­გან სულ ვი­ღაც მი­რე­კავს ან მე მაქვს ახ­ლობ­ლის­თვის რა­ღაც სათ­ქმე­ლი. ასე­ვე ხშირ-ხში­რად ვი­ხე­დე­ბი სარ­კე­ში, გა­საპ­რან­ჭად და ში­გა­და­შიგ ყა­ვა­საც ვსვამ ხოლ­მე (იცი­ნის). მოკ­ლედ, აუ­ტა­ნე­ლი მძღო­ლი ვარ.

- ასეთ დროს მე­უღ­ლე შე­ნიშ­ვნებს არ გაძ­ლევს?

- რა­მაზ­თან ერ­თად ხში­რად მი­წევს მგზავ­რო­ბა. მას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. იცის, რო­გო­რი მძღო­ლიც ვარ და სულ ეში­ნია, რომ მან­ქა­ნა სწრა­ფად არ ვა­ტა­რო ან ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ შევ­ქმნა. ისე, როცა გვერ­დით მე­უღ­ლე მი­ზის, ჭკვი­ა­ნი მძღო­ლი ვხდე­ბი და სა­შიშს არა­ფერს ვა­კე­თებ (იღი­მის).

- მან­ქა­ნა რომ გა­გი­ფუჭ­დეს, მის შე­კე­თე­ბას შეძ­ლებ?

- არაფ­რის შე­კე­თე­ბა არ მე­ხერ­ხე­ბა. როცა მან­ქა­ნას რა­ი­მე უფუჭ­დე­ბა, დახ­მა­რე­ბას ხე­ლოს­ნებს ვთხოვ ხოლ­მე; ერთ-ერთ ცენ­ტრში ვრე­კავ და ისი­ნიც და­სახ­მა­რებ­ლად სწრა­ფად მო­დი­ან.

- ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა თუ გქო­ნია?

- ვიდ­რე სა­კუ­თარს შე­ვი­ძენ­დი, მე­გობ­რის მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ­დი. ჰოდა, აღ­დგო­მა ღა­მეს ავა­რია მოგ­ვი­ვიდა: სა­ჭეს­თან ჩა­მე­ძი­ნა და სიკ­ვდილს ორი­ვე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვურ­ჩით.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, "ხუ­ლი­გან­კა" მძღოლს პატ­რულ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს? ხში­რად გა­ჯა­რი­მე­ბენ?

- რა თქმა უნდა, როცა წე­სებს და­ვარ­ღვევ, ჯა­რი­მებს მი­წე­რენ. როცა ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბა, წე­სებს ძი­რი­თა­დად, მა­შინ ვარ­ღვევ. ისე, არ­სე­ბო­ბენ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­პო­რის წყა­ლო­ბით უბ­რა­ლოდ, გვე­სალ­მე­ბი­ან და ისი­ნი ძა­ლი­ან დიდ სიმ­პა­თი­ას იწ­ვე­ვენ ჩემ­ში.

- ამ­ბო­ბენ, საჭე ქალ­საც კი ცუდი სი­ტყვე­ბის თქმას აჩ­ვევ­სო...

- დიახ, ეს ნამ­დვი­ლად ასეა (იცი­ნის). მაგ­რამ როცა ბავ­შვებ­თან ერ­თად ვმგზავ­რობ, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვო თავი.

- ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლეს გზას თუ უთ­მობ ხოლ­მე?

- ის კომ­ფორ­ტიც მყოფ­ნის, რაც მან­ქა­ნა­ში მაქვს, ამი­ტომ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლეს გზას ყო­ველ­თვის ვუთ­მობ. ჩემ გამო დის­კომ­ფორ­ტს არ შე­ვუქ­მნი. რაც შე­ე­ხე­ბა რა­მაზს: მას შუა ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნა ბევ­რჯერ გა­უ­ჩე­რე­ბია იმის­თვის, რომ მო­ხუ­ცი გზა­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა.

- ვინ­მემ რომ გთხო­ვოს, შენი ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­თხო­ვეო, რას უპა­სუ­ხებ?

- ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მან­ქა­ნას ვა­თხო­ვებ, ჩემი მე­უღ­ლეა. თუმ­ცა, რა­მაზ­მაც იცის, რომ ეს ამ­ბა­ვი არ მსი­ა­მოვ­ნებს, ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია, არ მთხო­ვოს. ასეთ დროს ის ავ­ტო­მო­ბილს "მპა­რავს", უკი­თხა­ვად მიჰ­ყავს. სამა­გი­ე­როდ, თა­ვის მან­ქა­ნას მი­ტო­ვებს ხოლ­მე. ზოგ­ჯერ, ამის გამო ვბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ ამას დი­დად არ გა­ნიც­დის: იცის, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­ლე­ვე შე­ვუ­რიგ­დე­ბი.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როდის ხდება "ხულიგანკა" ხატია სიჭინავა ჭკვიანი მძღოლი

როდის ხდება "ხულიგანკა" ხატია სიჭინავა ჭკვიანი მძღოლი

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა უკვე წლებია, ავტომობილს მართავს. როგორც თავად მითხრა, - ცოტა არ იყოს, ხულიგანი მძღოლია და საჭესთან მჯდომი პარალელურად, უამრავ რამეს აკეთებს.

- როგორ ფიქრობ, კარგი მძღოლი ხარ?

- ცოტა ხულიგანი, მაგრამ მთლიანობაში, კარგი მძღოლი ვარ. მიყვარს მანევრირება და სწრაფი სიარული. თუმცა, როცა მანქანაში ბავშვები მყვანან, ძალიან ფრთხილი ვხდები, სიჩქარესაც არ ვუმატებ.

- ფეხმძიმედ ხარ, მესამე შვილს ელოდები. ამ მდგომარეობაში ალბათ, იშვიათად დადიხარ სწრაფად, არა?

- უნდა გითხრა, რომ ფეხმძიმობა სულაც არ მიშლის ხელს იმაში, რომ სურვილები დავიკმაყოფილო. ახლაც დავქრივარ, მაგრამ ცხადია, უფრო მეტად მობილიზებული ვარ... ერთხელ მე და ჩემი დაქალი მანქანით ბათუმში წავედით. მთელი გზა შეშინებული მიყურებდა. გული უსკდებოდა, - ასე სწრაფად ნუ მიდიხარ, შეანელეო. ბათუმში რომ ჩავედით, უკვე წნევა აღარ ესინჯებოდა.

- პირველად საჭეს რომ მიუჯექი, რამდენი წლის იყავი?

- 25-ის. ყოველთვის მინდოდა, მანქანის მართვა მცოდნოდა, მაგრამ ეს 25 წლამდე ვერ მოვახერხე. პირველი კვირა ავტომობილში არავის ვისვამდი, რადგან არ მინდოდა, ვინმე დამელეწა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობია­ნად ჩაიარა... მინდა გითხრათ, რომ სხვებისგან გან­სხვავებით, საჭეს პირველად რომ მივუჯექი, სულ არ ვნერვიულობდი. უბრალოდ, წინ მიმავალ მანქანას მივდევდი უკან და სადაც ის მიდიოდა, მეც იქ ამოვყოფდი ხოლმე თავს (იცინის). მართვის მოწმობა მანქანის შეძენიდან ერთი თვის შემდეგ ავიღე.

- ალბათ შენი პირველი ავტომანქანა ძალიან მოგწონდა, არა?

- შავი "ჯეტა" მყავდა, ნომრებით - XAT-008. მახსოვს, ქუჩაში მოძრაობისას პატრული რუპორში ყოველთვის სახელით მომმართავდა: "ხატია, ნელა იარე"; "ხატია, მოუჩქარე!" "ხატია, მანქანა გადააყენე" და ასე შემდეგ. "ჯეტას" შემდეგ ორი ავტომობილი გამოვიცვალე. ახლა "კია სპორტაჟი" მყავს.

- ავტომანქანის შეძენისას პირველ რიგში, ყურადღებას რას აქცევ?

- მანქანასთან დაკავშირებული ჩემი ერთადერთი კაპრიზი ის გახლავთ, რომ ავტომობილი აუცილებლად, ჯიპი უნდა იყოს. სხვა დეტალებს არ ვუღრმავდები. მას მერე, რაც გავთხოვდი, მანქანას რამაზი მირჩევს. მას უყვარს სიურპრიზების მოწყობა.

- ავტომანქანის მართვის დროს რა გაღიზიანებს?

- "მძინარე" მძღოლები და დიდხანს ანთებული წითელი შუქნიშანი მაღიზიანებს. როცა ჩემ წინ მანქანა ზოზინით მიდის, ნერვები არ მყოფნის, რომ მას უკან ვდიო და ხანდახან, ამის გამო მოძრაობის წესებსაც ვარღვევ. ასევე ვერ ვიტან მანქანაში ზედმეტ საგნებს და სიბინძურეს. მიყვარს, როცა ავტომობილში სასიამოვნო სუნი და სისუფთავეა, როცა მძღოლს გემოვნებიანი მუსიკა აქვს ჩართული. თუ მეუღლესთან ერთად ვმგზავრობ, მის საყვარელ სიმღერას ვრთავ, ხოლო როცა შვილებთან ერთად ვარ, "ბასტი-ბუბუს" ვუსმენთ.

- კაცები ხშირად ამბობენ, რომ ქალი საჭესთან - ეს უკვე საფრთხეა...

- მართლაც, ზოგიერთი ქალი ავარიულ სიტუაციას ხშირად ქმნის, მაგრამ მათ ამ მხრივ, არც კაცები ჩამორჩებიან. ასე რომ, ცუდი მძღოლი შეიძლება, ქალიც იყოს და მამაკაციც.

- საჭესთან მჯდომი, მობილური ტელეფონით თუ ლაპარაკობ ხოლმე?

- მობილური სულ ხელში მაქვს, რადგან სულ ვიღაც მირეკავს ან მე მაქვს ახლობლისთვის რაღაც სათქმელი. ასევე ხშირ-ხშირად ვიხედები სარკეში, გასაპრანჭად და შიგადაშიგ ყავასაც ვსვამ ხოლმე (იცინის). მოკლედ, აუტანელი მძღოლი ვარ.

- ასეთ დროს მეუღლე შენიშვნებს არ გაძლევს?

- რამაზთან ერთად ხშირად მიწევს მგზავრობა. მას ძალიან ვუყვარვარ. იცის, როგორი მძღოლიც ვარ და სულ ეშინია, რომ მანქანა სწრაფად არ ვატარო ან ავარიული სიტუაცია არ შევქმნა. ისე, როცა გვერდით მეუღლე მიზის, ჭკვიანი მძღოლი ვხდები და საშიშს არაფერს ვაკეთებ (იღიმის).

- მანქანა რომ გაგიფუჭდეს, მის შეკეთებას შეძლებ?

- არაფრის შეკეთება არ მეხერხება. როცა მანქანას რაიმე უფუჭდება, დახმარებას ხელოსნებს ვთხოვ ხოლმე; ერთ-ერთ ცენტრში ვრეკავ და ისინიც დასახმა­რებლად სწრაფად მოდიან.

- ავტოსაგზაო შემთხვევა თუ გქონია?

- ვიდრე საკუთარს შევიძენდი, მეგობრის მანქანით ვმოძრაობდი. ჰოდა, აღდგომა ღამეს ავარია მოგვი­ვიდა: საჭესთან ჩამეძინა და სიკვდილს ორივე სასწაულებრივად გადავურჩით.

- საინტერესოა, "ხულიგანკა" მძღოლს პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? ხშირად გაჯარიმებენ?

- რა თქმა უნდა, როცა წესებს დავარღვევ, ჯარიმებს მიწერენ. როცა ძალიან მეჩქარება, წესებს ძირითადად, მაშინ ვარღვევ. ისე, არსებობენ პატრულის თანამშრომლები, რომლებიც რუპორის წყალობით უბრალოდ, გვესალმებიან და ისინი ძალიან დიდ სიმპათიას იწვევენ ჩემში.

- ამბობენ, საჭე ქალსაც კი ცუდი სიტყვების თქმას აჩვევსო...

- დიახ, ეს ნამდვილად ასეა (იცინის). მაგრამ როცა ბავშვებთან ერთად ვმგზავრობ, ვცდილობ, მაქსიმალურად შევიკავო თავი.

- ფეხით მოსიარულეს გზას თუ უთმობ ხოლმე?

- ის კომფორტიც მყოფნის, რაც მანქანაში მაქვს, ამიტომ ფეხით მოსიარულეს გზას ყოველთვის ვუთმობ. ჩემ გამო დისკომფორტს არ შევუქმნი. რაც შეეხება რამაზს: მას შუა ქუჩაში მანქანა ბევრჯერ გაუჩერებია იმისთვის, რომ მოხუცი გზაზე გადაეყვანა.

- ვინმემ რომ გთხოვოს, შენი ავტომობილი მათხოვეო, რას უპასუხებ?

- ერთადერთი ადამიანი, ვისაც მანქანას ვათხოვებ, ჩემი მეუღლეა. თუმცა, რამაზმაც იცის, რომ ეს ამბავი არ მსიამოვნებს, ამიტომ ურჩევნია, არ მთხოვოს. ასეთ დროს ის ავტომობილს "მპარავს", უკითხავად მიჰყავს. სამა­გიეროდ, თავის მანქანას მიტოვებს ხოლმე. ზოგჯერ, ამის გამო ვბრაზდები, მაგრამ ამას დიდად არ განიცდის: იცის, რომ ძალიან მიყვარს და მალევე შევურიგდები.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება