სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერსი სულხანიშვილი: "სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს"
მერსი სულხანიშვილი: "სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს"

21 წლის მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი მო­დის ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რია. მას პას­პორ­ტში სა­ხე­ლი მერ­ცია უწე­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­ხე­ლით იც­ნობს, მაგ­რამ თა­ვად ურ­ჩევ­ნია, რომ მერ­სი და­უ­ძა­ხონ.

სწავ­ლობს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ლონ­დონ­ში აპი­რებს. მო­დის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ხრით. სექ­ტემ­ბრი­დან ერთ-ერთ არხზე გა­და­ცე­მა "ფე­შენ თა­ი­მი" მიჰ­ყავს. მო­დე­ლის ამ­პლუ­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლობს უცხო­ურ ბრენ­დებ­თან. მო­დის კვი­რე­ულ­ზე გამჭვირ­ვა­ლე სა­მო­სი­თა და მე­ლი­ის ბეწ­ვით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი, რა­საც ცხო­ველ­თა დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. შემ­დე­გი სკან­და­ლი მისი ერთ-ერთი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­და­ცე­მა იყო, სა­დაც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გუ­ლახ­დი­ლი სა­მო­სით მარ­კუს მეტ­რე­ველს მას­პინ­ძლობ­და. მომ­ღე­რალ­მა აღი­ა­რა, დაბ­ნე­უ­ლი ვარ, ლა­პა­რა­კიც კი მი­ჭირ­სო. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჩვე­ნი სტუ­მა­რია და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვას პა­სუ­ხობს.

- მერ­სი შენი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია?

- კი. მერ­ცია ინ­გლი­სუ­რი სა­ხე­ლია, ცოტა ფრან­გუ­ლიც. მერ­ცია არის აგ­რეთ­ვე ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის "ამ­ბრნი, უმბრნი და არაბ­ნის" ერთ-ერთი გმი­რი. თუმ­ცა, ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გავ­ლე­ნით არ და­ურ­ქმე­ვი­ათ. ამ სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა ბე­ბი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თა­მა­მი იმი­ჯი გაქვს, ასე კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ თავს თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის­თვის გჭირ­დე­ბა?

- ამ სფე­რო­ში წლე­ბია ვმუ­შა­ობ, ტე­ლე­ვი­ზი­აა ჩემ­თვის სი­ახ­ლე, თო­რემ მა­ნამ­დე ვწერ­დი "ბო­მონდში" მო­და­ზე, ვარ მო­დის ბლო­გე­რი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო იმიჯს მარ­თლაც მოჰ­ყვა აჟი­ო­ტა­ჟი. დღე­საც უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მაგ­რამ და­მერ­წმუ­ნეთ, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ აღა­რა­ვის მოხ­ვდე­ბა თვალ­ში ჩემი თა­მა­მი ჩაც­მის სტი­ლი. არ ვფიქ­რობ, რომ რაც მო­დუ­რია, ის უნდა ჩა­იც­ვა, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გიხ­დე­ბო­დეს. თუ გაქვს სრულ­ყო­ფი­ლი სხე­უ­ლი, არ გაქვს ცე­ლუ­ლი­ტი, რა­ტო­მაც არა, იარე ჩახ­სნი­ლი კა­ბი­თა თუ პი­ჯა­კით.

- ანუ ასე არ იც­ვამ იმი­ტომ, რომ მო­და­შია, უბ­რა­ლოდ, მი­იჩ­ნევ, რომ გიხ­დე­ბა?

- რა თქმა უნდა... ყვე­ლა­ფე­რი, რაც მო­და­შია, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­იც­ვა. ზოგ­ჯერ მო­და­ში შე­მო­დის ის, რაც უნდა ამო­ი­ყი­დოს. დი­ზა­ი­ნე­რი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მას ურ­ჩევს სტი­ლის­ტი, ბა­ი­ე­რი. ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია.

- ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე რა აზ­რის ხარ?

- გულ­წრფე­ლი ვიქ­ნე­ბი და ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. გული მწყდე­ბა, რომ მათ უცხო­ეთ­ში უფრო იც­ნო­ბენ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სა­მო­სია ჩემს გარ­დე­რობ­ში. კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის და­ვა­სა­ხე­ლებ, მე­ში­ნია, ვინ­მე არ გა­მომ­რჩეს.

- ახ­ლა­ხან მარ­კუს მერ­ტე­ვე­ლი გყავ­და გა­და­ცე­მა­ში, არ მე­გო­ნა, მას თუ ვინ­მე დაჩ­რდი­ლავ­და ჩაც­მის მხრივ... გამჭვირ­ვა­ლე, სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­მო­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს თუ ეს ეთე­რის­თვის გჭირ­დე­ბა?

- სი­ტყვა სექ­სუ­ა­ლუ­რი ჩემ­თვის კომ­პლი­მენ­ტია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რა კარ­გი მკერ­დი მაქვს, რო­გო­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ვარ, თუმ­ცა ასე ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად არ ვიც­ვამ. მერ­წმუ­ნეთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩაც­მუ­ლიც რომ გა­ვი­დე ქუ­ჩა­ში, მა­ინც მი­ვიქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, ვარ­ცხნი­ლო­ბით ან ფე­რა­დი წინ­დით, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ უცხოა. არა­ფე­რი რომ არ მი­ჩან­დეს, მა­ინც მო­მაშ­ტერ­დე­ბი­ან. ასე რომ, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მაც­ვია...

- კარ­გი ახლა, მოდი შევ­თან­ხმდეთ, რომ ასე ჩაც­მუ­ლი არ და­დის თუნ­დაც თბი­ლის­ში ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა.

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ თუ შე­იძ­ლე­ბა, "კა­ვა­ლის" ჩახ­სნი­ლი პი­ჯა­კი თეთ­რე­ულ­ზე ეც­ვას მო­დელ შა­ნელ იმანს, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ტე­ლე­წამ­ყვანს, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მას უძღვე­ბა მო­და­ზე, ეც­ვას თა­მა­მად. სხვა­თა შო­რის, ეს პი­ჯა­კი, რო­მელ­მაც ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ნინო ბა­ბუ­ხა­დი­ას შექ­მნი­ლია და ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ამით. ეს კო­ლექ­ცია სულ ცოტა ხნის წინ ჰქონ­და პა­რიზ­ში... მცი­რე ხნის წინ ძველ თბი­ლის­ში ფო­ტო­სე­სია მქონ­და ბარ­სე­ლო­ნის­თვის, ისე­თი თა­მა­მი ვი­ზუ­ა­ლით ვი­ყა­ვი, პატ­რუ­ლი მი­ცავ­და (იღი­მის). რო­დე­საც ეს ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა, გა­მაკ­რი­ტი­კეს. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უცხო­აო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ვერ ვხვდე­ბი, თუ რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ან ინ­გლი­სე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის წინ ვპო­ზი­რებ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვია და თუ ამას ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გა­ა­კე­თებს, უჩ­ვე­უ­ლოა?! ეს არის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა, როცა ჩვენ­სას ნაკ­ლე­ბად ვა­ფა­სებთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მერსი სულხანიშვილი: "სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს"

მერსი სულხანიშვილი: "სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს"

21 წლის მერსი სულხანიშვილი მოდის ჟურნალისტი და ბლოგერია. მას პასპორტში სახელი მერცია უწერია, საზოგადოება ამ სახელით იცნობს, მაგრამ თავად ურჩევნია, რომ მერსი დაუძახონ.

სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სწავლის გაგრძელებას ლონდონში აპირებს. მოდის ჟურნალისტიკის განხრით. სექტემბრიდან ერთ-ერთ არხზე გადაცემა "ფეშენ თაიმი" მიჰყავს. მოდელის ამპლუაში თანამშრომლობს უცხოურ ბრენდებთან. მოდის კვირეულზე გამჭვირვალე სამოსითა და მელიის ბეწვით დაგვამახსოვრა თავი, რასაც ცხოველთა დაცვის საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგი სკანდალი მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გადაცემა იყო, სადაც ტელეწამყვანი გულახდილი სამოსით მარკუს მეტრეველს მასპინძლობდა. მომღერალმა აღიარა, დაბნეული ვარ, ლაპარაკიც კი მიჭირსო. ტელეწამყვანი ჩვენი სტუმარია და ბევრ საინტერესო შეკითხვას პასუხობს.

- მერსი შენი ნამდვილი სახელია?

- კი. მერცია ინგლისური სახელია, ცოტა ფრანგულიც. მერცია არის აგრეთვე ნაირა გელაშვილის ცნობილი ნაწარმოების "ამბრნი, უმბრნი და არაბნის" ერთ-ერთი გმირი. თუმცა, ამ ნაწარმოების გავლენით არ დაურქმევიათ. ამ სახელის დარქმევა ბებიას ინიციატივა იყო.

- განსაკუთრებულად თამამი იმიჯი გაქვს, ასე კომფორტულად გრძნობ თავს თუ სატელევიზიო ეთერისთვის გჭირდება?

- ამ სფეროში წლებია ვმუშაობ, ტელევიზიაა ჩემთვის სიახლე, თორემ მანამდე ვწერდი "ბომონდში" მოდაზე, ვარ მოდის ბლოგერი. სატელევიზიო იმიჯს მართლაც მოჰყვა აჟიოტაჟი. დღესაც უჩვეულოდ გამოვიყურები ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, რამდენიმე წლის შემდეგ აღარავის მოხვდება თვალში ჩემი თამამი ჩაცმის სტილი. არ ვფიქრობ, რომ რაც მოდურია, ის უნდა ჩაიცვა, პირველ რიგში, უნდა გიხდებოდეს. თუ გაქვს სრულყოფილი სხეული, არ გაქვს ცელულიტი, რატომაც არა, იარე ჩახსნილი კაბითა თუ პიჯაკით.

- ანუ ასე არ იცვამ იმიტომ, რომ მოდაშია, უბრალოდ, მიიჩნევ, რომ გიხდება?

- რა თქმა უნდა... ყველაფერი, რაც მოდაშია, არ შეიძლება ჩაიცვა. ზოგჯერ მოდაში შემოდის ის, რაც უნდა ამოიყიდოს. დიზაინერი ხშირ შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი, მას ურჩევს სტილისტი, ბაიერი. ეს ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია.

- ქართველ დიზაინერებზე რა აზრის ხარ?

- გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერები არიან. გული მწყდება, რომ მათ უცხოეთში უფრო იცნობენ, ვიდრე საქართველოში. თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის სამოსია ჩემს გარდერობში. კონკრეტულად არავის დავასახელებ, მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს.

- ახლახან მარკუს მერტეველი გყავდა გადაცემაში, არ მეგონა, მას თუ ვინმე დაჩრდილავდა ჩაცმის მხრივ... გამჭვირვალე, სექსუალური სამოსი სიამოვნებას განიჭებს თუ ეს ეთერისთვის გჭირდება?

- სიტყვა სექსუალური ჩემთვის კომპლიმენტია. სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, რა კარგი მკერდი მაქვს, როგორი სექსუალური ვარ, თუმცა ასე ყურადღების მისაქცევად არ ვიცვამ. მერწმუნეთ, ჩვეულებრივად ჩაცმულიც რომ გავიდე ქუჩაში, მაინც მივიქცევ ყურადღებას, ვარცხნილობით ან ფერადი წინდით, რომელიც თბილისისთვის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უცხოა. არაფერი რომ არ მიჩანდეს, მაინც მომაშტერდებიან. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული არ მაცვია...

- კარგი ახლა, მოდი შევთანხმდეთ, რომ ასე ჩაცმული არ დადის თუნდაც თბილისში ქალების უმეტესობა.

- გასაგებია, მაგრამ თუ შეიძლება, "კავალის" ჩახსნილი პიჯაკი თეთრეულზე ეცვას მოდელ შანელ იმანს, რატომ არ შეიძლება, ტელეწამყვანს, რომელიც გადაცემას უძღვება მოდაზე, ეცვას თამამად. სხვათა შორის, ეს პიჯაკი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ქართველი დიზაინერის ნინო ბაბუხადიას შექმნილია და ძალიან ვამაყობ ამით. ეს კოლექცია სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა პარიზში... მცირე ხნის წინ ძველ თბილისში ფოტოსესია მქონდა ბარსელონისთვის, ისეთი თამამი ვიზუალით ვიყავი, პატრული მიცავდა (იღიმის). როდესაც ეს ფოტოები გამოიფინა, გამაკრიტიკეს. ქართველი საზოგადოებისთვის უცხოაო, მეუბნებოდნენ. ვერ ვხვდები, თუ რომელიმე ცნობილი ამერიკელი ან ინგლისელი ფოტოგრაფის წინ ვპოზირებ, ჩვეულებრივია და თუ ამას ქართველი ფოტოგრაფი გააკეთებს, უჩვეულოა?! ეს არის ჩვენი პრობლემა, როცა ჩვენსას ნაკლებად ვაფასებთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება