გვიან ღამით თბილისში, კიევში დაღუპული დავით ყიფიანი ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს ოჯახის წევრები, ახლობლები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგელები დახვდნენ.
ოჯახის წევრების თქმით, ყიფიანის სოცოცხლე სნაიპერის ორმა ტყვიამ შეიწირა. დავით ყიფიანი კიევში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ ზონას" წარმოადგენდა.