სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანუკოვიჩი უკრაინის დატოვების სანაცვლოდ მესაზღვრეებს თანხას სთავაზობდა
იანუკოვიჩი უკრაინის დატოვების სანაცვლოდ მესაზღვრეებს თანხას სთავაზობდა

უკ­რა­ი­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა თვითმფრი­ნავს, რო­მელ­შიც ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი იმ­ყო­ფე­ბო­და, დო­ნეც­კის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ.

"დღეს დო­ნეც­კის აე­რო­პორ­ტი­დან იყო მცდე­ლო­ბა ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბი­სა, შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­ზღვრო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ ღა­მით, სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სერ­გეი ას­ტა­ხოვ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, როცა ად­გილ­ზე კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბი გა­მო­ცხად­ნენ და თვითმფრი­ნა­ვის გაფ­რე­ნის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ფორ­მე­ბა და­ა­პი­რეს, მათ შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი გა­და­ე­ღო­ბათ. მათ კონ­ტრო­ლი­ო­რებს თან­ხა შეს­თა­ვა­ზეს, სა­ნაც­ვლოდ კი თვითმფრი­ნა­ვის გაფ­რე­ნა გა­უ­ფორ­მებ­ლად მო­ი­თხო­ვეს.

მე­სა­ზღვრე­ე­ბის უა­რის შემ­დეგ თვიმფრი­ნავს ორი და­ჯავ­შნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­უ­ახ­ლოვ­და, ბორ­ტი­დან კი თა­ვად ია­ნუ­კო­ვი­ჩი ჩა­მო­ვი­და და ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

სად აპი­რებ­და გაფ­რე­ნას ია­ნუ­კო­ვი­ჩი, მე­სა­ზღვრე­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი დარ­ჩა, რად­გან რე­ი­სი გა­ფორ­მე­ბუ­ლი არ იყო.

უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­ნუ­კო­ვი­ჩი ქვეყ­ნის სხვა სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მე­სა­ზღვრე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი იმ­ყო­ფე­ბო­და. უფრო ადრე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა უკ­რა­ი­ნა და­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გაფ­რინ­და, თუმ­ცა ეს არ და­დას­ტურ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

იანუკოვიჩი უკრაინის დატოვების სანაცვლოდ მესაზღვრეებს თანხას სთავაზობდა

იანუკოვიჩი უკრაინის დატოვების სანაცვლოდ მესაზღვრეებს თანხას სთავაზობდა

უკრაინელმა მესაზღვრეებმა თვითმფრინავს, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა, დონეცკის დატოვების უფლება არ მისცეს, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ.

"დღეს დონეცკის აეროპორტიდან იყო მცდელობა ჩარტერული რეისის შესრულებისა, შესაბამისი სასაზღვრო პროცედურების გავლის გარეშე", - განაცხადა გუშინ ღამით, საზღვრის დაცვის სამსახური წარმომადგენელმა სერგეი ასტახოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, როცა ადგილზე კონტროლიორები გამოცხადნენ და თვითმფრინავის გაფრენისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება დააპირეს, მათ შეირაღებული ადამიანების ჯგუფი გადაეღობათ. მათ კონტროლიორებს თანხა შესთავაზეს, სანაცვლოდ კი თვითმფრინავის გაფრენა გაუფორმებლად მოითხოვეს.

მესაზღვრეების უარის შემდეგ თვიმფრინავს ორი დაჯავშნული ავტომანქანა მიუახლოვდა, ბორტიდან კი თავად იანუკოვიჩი ჩამოვიდა და ერთ-ერთი ავტომობილის საშუალებით აეროპორტის ტერიტორია დატოვა.

სად აპირებდა გაფრენას იანუკოვიჩი, მესაზღვრეებისთვის უცნობი დარჩა, რადგან რეისი გაფორმებული არ იყო.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, იანუკოვიჩი ქვეყნის სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე არ დაფიქსირებულა.

მესაზღვრეების ინფორმაციით, ბორტზე ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა. უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა და რუსეთში გაფრინდა, თუმცა ეს არ დადასტურდა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა