როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდა. მედიაში ტიმოშენკოს ფოტო გავრცელდა, რომელიც ხარკოვის მე-5 ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგაა გადაღებული.
უკრაინული მედიის ცნობით ტიმოშენკო აპირებს მაიდანზე მივიდეს და იქ განცხადება გააკეთოს. ამასთან, საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
იხილეთ ვიდეო