"დინამო არენაზე" უკრაინაში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს

"დინამო არენაზე" უკრაინაში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს

საქართველო-რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. "დინამო არენაზე" უკრაინაში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. როგორც სტადიონზე გამოცხადდა, წუთიერი დუმილი საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრთა თხოვნა იყო.

მანამდე კი, დინამო არენაზე საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა.

რუსეთის ჰიმნმა გულშემატკივრების სტვენის ფონზე ჩაიარა.

ქართველ გულშემატკივრებს სტადიონზე უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, უკნაინის დროშები აქვთ გადმოფენილი.

მატჩს ესწრება რუსეთის ნაკრების გულშემატკივართა რამდენიმეკაციანი ჯგუფი. ქართველი გულშემატკივრები ბორჯღალოსნებს შეძახილებით ამხნევებენ. სტადიონის ტრიბუნებზე გამოფენილია ერთიანი საქართველოს რუკა და ბანერი წარწერით – "აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო".

ქართველი მორაგბეები, გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს გაინაღდებენ.

ამასთან, დღევანდელი თამაში ინგლისში 2015 წელს გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპიც არის.

აქამდე ქართველ და რუს მორაგბეებს შორის 17 მატჩი გაიმართა. ჩვენმა მორაგბეებმა 15 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია