პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ყოფილი "გელფრენდი" საქმის გამომძიებელმა ცოლად შეირთო" - რეალური ამბები - ჯოჯოხეთიდან
"ჩემი ყოფილი "გელფრენდი" საქმის გამომძიებელმა ცოლად შეირთო" - რეალური ამბები - ჯოჯოხეთიდან

ალექ­სან­დრე ახალ­კა­ცი 18 წლის იყო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ და­ა­კა­ვეს. ამ­ჟა­მად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ამ­ბობს, - ბრა­ლი შე­მი­თი­თხნეს და 6 წელი მო­გო­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მო­მი­სა­ჯე­სო. ამას მოჰ­ყვა გი­სო­სებს მიღ­მა გა­ტა­რე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი 5 წე­ლი­წა­დი, ბევრ პრობ­ლე­მას­თან შებ­რძო­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა. ყვე­ლა გან­საც­დე­ლი ღირ­სე­უ­ლად გა­და­ი­ტა­ნა და ფარ-ხმა­ლი არ და­უყ­რია.

სა­პა­ტიმ­რო­შიც სულ წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და და როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწავ­ლის მსურ­ველ პა­ტიმ­რებს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შან­სი მის­ცა, ალე­კო­მაც სცა­და ბედი. რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარ­თან ერ­თად, ისიც ხელ­ზე ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი მი­იყ­ვა­ნეს გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, მერ­ხთან ჯდო­მა რომ არ შე­ეძ­ლო და უცხო­სა­ვით რომ აყო­ლებ­დნენ თვალს, მაგ­რამ ბად­რა­გე­ბის თან­ხლე­ბით გა­მოც­და მა­ინც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა.

თუმ­ცა მისი სი­ხა­რუ­ლი ნა­ად­რე­ვი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლა და სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ცი­ხის კა­რი არ გა­უ­ღო. ვი­ღა­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩა ორი ახალ­გაზ­რდა: გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე და ალექ­სან­დრე ახალ­კა­ცი. მა­შინ ამ ფაქტს დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, შე­დე­გი კი არ გა­მო­უ­ღია. ჰოდა, გულ­და­წყვე­ტი­ლი ბი­ჭე­ბიც ბედს შე­ე­გუვ­ნენ...

ალე­კო ცი­ხი­დან ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­ვი­და. გი­სო­სებს მიღ­მა დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის წე­რას მიჰ­ყო ხელი. თურ­მე, ბავ­შვო­ბი­დან წერ­და ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს და რა გა­საკ­ვი­რია, რომ წე­რის სურ­ვი­ლი ცი­ხე­ში მყოფს გა­უმ­ძაფ­რდა?! რამ­დე­ნი­მე სქელ­ტა­ნი­ა­ნი რვე­უ­ლი გა­ავ­სო და ისიც მო­ა­ხერ­ხა, რომ ფა­რუ­ლად ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­ე­ტა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო და ნა­წე­რე­ბის ნა­წი­ლი სა­კან­ში უპო­ვეს. ალე­კო ამ­ბობს: მა­შინ ტუბ­ზო­ნა­ში ვი­ჯე­ქი; დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს და ეს ფურ­ცლე­ბი, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, თავ­ზე გა­და­მა­ხი­ე­სო...

ახალ­კა­ცის ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ინ­ტე­რე­სოდ არის მო­თხრო­ბი­ლი ცი­ხის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა; ის, რაც ამ ახალ­გაზ­რდას თავს გა­დახ­და. ყო­ფილ­მა პა­ტი­მარ­მა ჩვენს რე­დაქ­ცი­ას სთხო­ვა: ძა­ლი­ან მინ­და, ეს რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი ხალ­ხმა წა­ი­კი­თხოს; თუ თქვე­ნი სურ­ვი­ლიც იქ­ნე­ბა, ხელ­ნა­წე­რებს გად­მოგ­ცემთ და გა­მო­აქ­ვეყ­ნე­თო. "გზის" მომ­დევ­ნო ნომ­რი­დან ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლი ამ სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­წე­რე­ბის წა­კი­თხვას შეძ­ლებს, მა­ნამ­დე კი გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ალექ­სან­დრე ახალ­კაც­თან.

- ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გავ­თა­ვი­სუფ­ლდი. სას­ჯე­ლის სრუ­ლად მოხ­დამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ცი­ხე­ში 5 წელ­ზე მეტი გა­ვა­ტა­რე. როცა და­მა­პა­ტიმ­რეს, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, 100%-იანი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით ვსწავ­ლობ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძვე­ლი რექ­ტო­რის­გან - ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის­გან მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლას მა­ინც ვაგ­რძე­ლებ. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - სა­ბუ­თე­ბი სხვა­გან გა­და­ი­ტა­ნეო, მაგ­რამ უარი ვთქვი. კა­ნო­ნიც ჩემს მხა­რეს იყო. მაგ­რამ ის მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს, რომ გრან­ტი შე­მი­წყვი­ტეს... ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ვა­არ­სე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის შექ­მნას და­პა­ტიმ­რე­ბამ­დეც ვა­პი­რებ­დი - "ახალ­გაზ­რდე­ბი, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და მო­მავ­ლის­თვის". ჩვენ ვმუ­შა­ობთ იმ თე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბას აწუ­ხებს. ის ასე­ვე, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ცაა.

- იქ­ნებ და­პა­ტიმ­რე­ბის დღე გა­იხ­სე­ნოთ...

- 19 წლის ცი­ხე­ში გავ­ხდი. მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა და­მა­კა­ვეს. სწავ­ლა იწყე­ბო­და და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საგ­ნის ასარ­ჩე­ვად მივ­დი­ო­დი. იქ მე­ლო­დე­ბო­და ჩემი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე. კარ­გად მახ­სოვს, პა­რას­კე­ვი იყო. ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან პო­ლი­ცი­ამ გა­მა­ჩე­რა და მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს. მი­თხრეს, - ყა­ჩა­ღო­ბა მოხ­და და რო­გორც მოწ­მე, უნდა დაგ­კი­თხო­თო. გზა­ში ჯი­ბი­დან ტე­ლე­ფო­ნი რომ ამო­მა­ცა­ლეს, მივ­ხვდი, საქ­მე ისე არ იყო, რო­გორც მე­გო­ნა. გა­მახ­სენ­და ის მუ­ქა­რე­ბიც, რო­მე­ლიც ამ ფაქტს უძღო­და წინ.

- ვინ გე­მუქ­რე­ბო­დათ?

- ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი. ხმა­მაღ­ლა ვლა­პა­რა­კობ­დი იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რაც ხდე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში. და­ვით კირ­კი­ტა­ძის დე­ი­დაშ­ვილ­თან, გი­ორ­გი ავა­ლი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გახ­და. ჩვენ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მა­შინ­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტის - ერთი მი­ლი­ო­ნი ლა­რის უკა­ნო­ნოდ ხარ­ჯვა იყო. ეს თან­ხე­ბი ავა­ლი­ა­ნი­სა და სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის "გას­ტრო­ლებ­ში" იფ­ლან­გე­ბო­და. ჩემი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, ტე­ლე­ფონ­ზე მუ­ქა­რის ზა­რე­ბი არ წყდე­ბო­და. ჰოდა, სა­ბო­ლო­ოდ ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით, 2007 წლის 23 სექ­ტემ­ბერს და­მა­პა­ტიმ­რეს. თით­ქოს მე­გო­ბარ­თან ერ­თად და­ვა­ყა­ჩა­ღე გო­გო­ნა და წა­ვარ­თვი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. ვი­თომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გოგო "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტი აღ­მოჩ­ნდა. მოკ­ლედ, ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვია, პრო­კუ­რო­რი მე­და­ვე­ბო­და: და­ნა­შა­უ­ლი და­კა­ვე­ბამ­დე 9 თვით ადრე, 2007 წლის 19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბას ჩა­ი­დი­ნე და ნა­ყა­ჩა­ღა­რი მო­ბი­ლუ­რი გა­ყი­დეო. რე­ა­ლუ­რად, აი, რა მოხ­და: 2006 წლის 26 დე­კემ­ბერს, დე­და­ჩემ­თან ერ­თად მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვი­ყა­ვი, სა­დაც ჩემი მო­თხრო­ბის გამო დიპ­ლო­მი და ფუ­ლა­დი თან­ხა კახა ლო­მა­ი­ამ გად­მომ­ცა. მინ­დო­და, უკე­თე­სი ტე­ლე­ფო­ნი მქო­ნო­და და და­ჯილ­დო­ე­ბის დღეს, 26 დე­კემ­ბერს ჩემი "სონი-ერიქ­სო­ნი" ვაგ­ზალ­ზე გავ­ყი­დე. თან მახ­ლდა მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი გოგ­ნა­ძე. აღე­ბულ თან­ხას ჩემი ჰო­ნო­რა­რი და­ვა­მა­ტე და ახა­ლი ტე­ლე­ფო­ნი შე­ვი­ძი­ნე. ბრალ­დე­ბა­ში კი ჩა­მი­წე­რეს, თით­ქოს 19 იან­ვარს და­ვა­ყა­ჩა­ღე გოგო და 19-შივე გავ­ყი­დე ტე­ლე­ფო­ნი. ისი­ნი ეძებ­დნენ და­სა­კავ­ში­რე­ბელ არ­გუ­მენტს და ჩემი ტე­ლე­ფო­ნის გა­ყიდ­ვა მი­ა­წე­რეს ამ საქ­მეს.

- გო­გო­ნა გამ­ხელ­დათ?

- მამ­ხელ­და! ამ­ბობ­და, თით­ქოს მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მას ტე­ლე­ფო­ნი წა­ვარ­თვით.

- რას ამ­ბობ­და, ყა­ჩა­ღო­ბა სად მოხ­დაო? სა­ინ­ტე­რე­სოა, იმ გო­გო­ნას მა­ნამ­დეც იც­ნობ­დით?

- ყა­ჩა­ღო­ბა ვი­თომ, ჩემს ბი­ნა­ში მოხ­და. ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბულს ნამ­დვი­ლად ვიც­ნობ­დი. გე­ტყვით, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი. უკვე გი­თხა­რით, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე მუ­ქა­რის ზა­რე­ბი არ წყდე­ბო­და. მა­გი­ნებ­დნენ უც­ნო­ბე­ბი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ და­მი­ჭერ­დნენ, რად­გან ასე თა­მა­მად ვლა­პა­რა­კობ­დი პრე­ზი­დენტზე. არა­და, ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი იმას, რომ დრო­შე­ბით "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი" სტუ­დენ­ტე­ბი ენ­გურ­ზე და სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ა­ზე დაჰ­ყავ­დათ, ამა­ში 10 ლარს უხ­დიდ­ნენ. ერთი სი­ტყვით, ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბა იყო, რის გა­მოც მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ღი­ზი­ან­და. მუ­ქა­რე­ბის გამო შევ­ცვა­ლე ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. ჩემი ახა­ლი ნო­მე­რი სულ 4-მა ადა­მი­ან­მა იცო­და, არა­და, უც­ნო­ბის­გან მე­სი­ჯი მი­ვი­ღე. სა­ღა­მო იყო, აგა­რა­ში, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი. ვი­ღაც მწერ­და: თქვე­ნი გაც­ნო­ბა თუ შე­იძ­ლე­ბაო? ამ ნო­მერ­ზე დავ­რე­კე. გო­გო­ნამ მი­პა­სუ­ხა და გა­ვა­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა. 18 წლის ვი­ყა­ვი, გა­მო­უც­დე­ლი და არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ იმით, თუ სა­ი­დან ჰქონ­და ჩემი ნო­მე­რი. თა­ნაც, თა­ვად მი­თხრა: სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ავ­კრი­ბე. ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, შეყ­ვა­რე­ბულს დავ­შორ­დი და მინ­დო­და, ვი­ღაც გა­მეც­ნოო. ჰოდა, მეც და­ვუ­ჯე­რე. ორი თვე ამ გო­გოს­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ის ჩემი "გელფ­რენ­დი" იყო და სახ­ლში დამ­ყავ­და ხოლ­მე. პო­ლი­ცი­ა­ში რომ მი­მიყ­ვა­ნეს, მკი­თხეს: წინ­წა­ლაშ­ვილს და გი­ორ­გი მინ­დო­რაშ­ვილს თუ იც­ნო­ბო? - გი­ორ­გი ჩემი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი მე­გო­ბა­რია, ეს გო­გოც მე­გო­ბა­რი გო­გოა-მეთ­ქი. - ჰოდა, შენ და გი­ორ­გიმ წინ­წა­ლაშ­ვი­ლი და­ა­ყა­ჩა­ღე­თო, - მი­თხრეს. ჩემ­თან ერ­თად გი­ორ­გიც და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ში ერ­თა­დერ­თი მოწ­მე ეს გოგო იყო. იცით, ვი­თომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჩემი ყო­ფი­ლი "გელფ­რენ­დი" ჩემი საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს გაჰ­ყვა ცო­ლად. მე კი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­მა­კა­ვეს და მო­მი­სა­ჯეს 6 წელი; იგი­ვე სას­ჯე­ლი გა­მო­უ­ტა­ნეს ჩემს მე­გო­ბარ­საც. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, როცა ორ­თა­ჭა­ლა­ში, მა­შინ­დელ ე.წ. გუ­ბერსკის ცი­ხე­ში მოვ­ხვდი.

- რა შეგ­რძნე­ბა და­გე­უფ­ლათ, როცა გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდით?

- იქ სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. პა­ტა­რა ოთახ­ში (20 კვმ იქ­ნე­ბო­და) 120 პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვით და ნორ­მა­ლუ­რად ვერ ვსუნ­თქავ­დით. ახ­ლაც მიკ­ვირს, რო­გორ შე­ვე­გუე იმ სი­ტუ­ა­ცი­ას. ჯო­ჯო­ხეთ­ში ვი­ყა­ვი. და­ი­წყო გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ტან­ჯვა. ორი თვე ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხ­ზე ვი­დე­ქით. ზოგს გული უწუხ­და და იქვე იკე­ცე­ბო­და - ეს სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო. ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა. შემ­დეგ გა­და­მიყ­ვა­ნეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში, სა­დაც არა­ნაკ­ლებ ჯო­ჯო­ხეთ­ში მოვ­ხვდი. იქ სამ­ჯერ მი­ვი­ღე ტვი­ნის შერ­ყე­ვა.

- ცე­მის­გან?

- მთა­ვა­რი ზონ­დერე­ბი გვის­წორ­დე­ბოდ­ნენ. ცხრა­თი­თას­თან ერ­თად მცემ­და მა­შინ­დე­ლი ცი­ხის დი­რექ­ტო­რის - მე­ლა­ძის აწ გარ­დაც­ვლი­ლი დის­შვი­ლი. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 90% სა­დის­ტი იყო. ახა­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში, როცა პირ­ვე­ლად იმის გამო მცე­მეს, რომ კა­რის გა­ღე­ბის ხმა უცებ ვერ გა­ვი­გე და თა­ნამ­შრომ­ლებს ფეხ­ზე არ დავ­ხვდი. ცხრა­თი­თამ ისე მო­მის­რო­ლა მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან (სა­დაც ვი­წე­ქი), რომ ძირს და­ვე­ნარ­ცხე და ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ვი­ღე. მა­შინ არც წა­მა­ლი მო­უ­ცია ვინ­მეს და არც ექი­მი შე­მო­სუ­ლა, პა­ტიმ­რე­ბი მივ­ლიდ­ნენ. მე­ო­რედ იმის გამო მცე­მეს, რომ გვერ­დით სა­კან­ში პა­ტიმ­რის სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბა ვერ ავი­ტა­ნე. მეს­მო­და მისი ღრი­ა­ლი. მა­ნამ­დე ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, კაცი ასეთ სა­ში­ნელ ხმებს თუ გა­მოს­ცემ­და. ეს არც კა­ცის ყვი­რილს ჰგავ­და, არც - ქა­ლი­სას, რა­ღაც არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ხმა ამოს­დი­ო­და. ჰოდა, ვერ მო­ვით­მი­ნე, კარ­ზე და­ვაბ­რა­ხუ­ნე და ცე­მის შე­წყვე­ტა მო­ვი­თხო­ვე. ამ პრო­ტეს­ტის გამო გა­მიყ­ვა­ნეს აბა­ნო­ში. თუ ადა­მი­ა­ნის ცემა უნ­დო­დათ, აბა­ნო­ში გაჰ­ყავ­დათ, იქ სის­ხლი ად­ვი­ლად ირე­ცხე­ბო­და... მე­სა­მე­დაც აბა­ნო­ში მცე­მეს. ცე­მი­სას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ბიჭო, ავა­ლი­ანს რომ და­უ­პი­რის­პირ­დი, ის ჩვე­ნი ძმა­აო. წე­ლი­წა­დი და 4 თვე გლ­და­ნის ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი, მერე რუს­თა­ვის მე­ო­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს.

- იქ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი დაგ­ხვდათ?

- ხში­რად მიც­ვლიდ­ნენ სა­კანს და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­ან პა­ტიმ­რებ­თან მამ­ყო­ფებ­დნენ. არც ვი­ცო­დი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი რა იყო. ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ტიმ­რებს ერი­დეო, მაგ­რამ ეს რო­გორ უნდა მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა? სა­კან­ში 4-ნი ვი­ყა­ვით; აქე­დან ორი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო. ჰოდა, და­ა­ვა­დე­ბა მეც გა­და­მე­დო, სი­ცხე­ე­ბი მქონ­და, თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი. ექთან­მა მი­თხრა, - არა­ფე­რი­აო. ერთ თვე­ში ხვე­ლა და­ვი­წყე. მუ­კალ­ტი­ნი მომ­ცეს. მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა გა­მირ­თულ­და. ბო­ლოს მი­თხრეს, - ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა გქო­ნი­აო. 300 ლა­რის წამ­ლე­ბი მო­ა­ტა­ნი­ნეს ჩე­მებს, მაგ­რამ არა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა. ერთხე­ლაც ვიგ­რძე­ნი, რომ გულ­მკერ­დი ძა­ლი­ან გა­მი­ცხელ­და. რომ წა­მოვ­დე­ქი, სის­ხლდე­ნა და­მე­წყო და ამის და­ნახ­ვა­ზე შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. გა­მოც­დილ­მა პა­ტიმ­რებ­მა მა­შინ­ვე მა­რილ­წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეს. მი­თხრეს, - ეს სის­ხლდე­ნას შე­ა­ჩე­რებ­სო. ამან მარ­თლაც, მიშ­ვე­ლა. ექიმს და­უ­ძა­ხეს. თქვა: არა­ფე­რი­აო და სის­ხლდე­ნის შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი ნემ­სი გა­მი­კე­თა. ასე ვიწ­ვა­ლე კარ­გა ხანს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემს გა­დაყ­ვა­ნას არ აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ მერე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. ამის გამო, ცოტა ხანი სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წილ­ში მამ­ყო­ფეს, მაგ­რამ ტუბ­ზო­ნა­ში არ გა­და­მიყ­ვა­ნეს მა­ნამ, ვიდ­რე მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად არ გა­მიმწვავ­და. იქ რომ მი­მიყ­ვა­ნეს, უკვე მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვი ბო­ლომ­დე დაშ­ლი­ლი მქონ­და, მარ­ცხე­ნაც იშ­ლე­ბო­და. ექიმ­მა მი­თხრა, - შენი გან­ძრე­ვაც კი არ შე­იძ­ლე­ბაო. არა­და, ასე­თი ავად­მყო­ფი თა­ნამ­შრო­მელ­მა - ლე­ვან პა­ჭ­კო­რი­ამ კარ­ცერ­ში ჩა­მიყ­ვა­ნა და მცე­მა.

- რა­ტომ?

- როცა ოთახ­ში შე­მო­ვი­და, ფეხ­ზე ვერ წა­მოვ­დე­ქი. პა­ტიმ­რებ­მა უთხრეს, - ცუ­დად არი­სო. - მა­შინ ვას­წავ­ლი, რო­გორ უნდა დამ­ხვდე­სო, - და კარ­ცერ­ში ჩა­მიყ­ვა­ნა. მაგ­რად მცე­მეს... ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­წე­რი­ლი მაქვს ჩემს ჩა­ნა­წე­რებ­ში. ღმერ­თის ნე­ბით, გა­დავ­რჩი. მეს­მო­და, მე­ო­რე თა­ნამ­შრო­მელს რო­გორ უთხრა, - რომ მოკ­ვდე­ბა, და­მი­რე­კე და მი­თხა­რი, რომ ახალ­კაც­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩოო. კარი მო­მი­ხუ­რეს. კარ­ცერ­ში მყოფს ისევ სის­ხლდე­ნა და­მე­წყო. ვნა­ხე, კუ­თხე­ში პუ­რის ნა­ფხვე­ნე­ბი და მა­რი­ლი ეყა­რა. ეტყო­ბა, იქ ჩე­მამ­დე სხვა პა­ტი­მა­რი ჰყავ­დათ. სა­ში­ნე­ლი სი­ბინ­ძუ­რე იყო. მა­რი­ლი მა­ინც შევ­ჭა­მე და სის­ხლდე­ნაც შე­მი­ჩერ­და. 3-4 სა­ა­თის შემ­დეგ შე­მო­ი­ხე­დეს და ჩა­ცუც­ქუ­ლი რომ და­მი­ნა­ხეს, გა­უკ­ვირ­დათ. მეს­მო­და, რო­გორ და­უ­რე­კა ერთ-ერ­თმა პა­ჭ­კო­რი­ას, ე.წ. ნინ­ძას, - ბიჭო, ცო­ცხა­ლი­აო... 8 თვე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ქსნის ტუბ­ზო­ნა­ში და მემ­კურ­ნა­ლა, მაგ­რამ 6 თვე­ში სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიკ­რეს თავი. იქ რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს, კა­მე­რა­ში პა­ტიმ­რე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლე: ავად­მყო­ფი ვარ და არ გა­და­გე­დოთ-მეთ­ქი. ბი­ჭებ­მა დიდი ხმა­უ­რი ატე­ხეს და ამის მერე იქვე, სამ­კურ­ნა­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, "სან­ჩას­ტში" გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ გახ­ლდით კი­დევ ერთი თვე, ვიდ­რე ისევ სის­ხლდე­ნა არ და­მე­წყო. მერე ისევ და­მაბ­რუ­ნეს ტუბ­ზო­ნა­ში. ისეთ წამ­ლებს გვი­წერ­დნენ, ბევ­რი პა­ტი­მა­რი ამის გამო ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ხვდე­ბო­და. ერთ მუჭა წა­მალს ვსვამ­დი, ამ დროს კი რა­ღა­ცე­ბი გე­ლან­დე­ბა, ცუ­დად ხარ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასეთ წამ­ლებს ვსვამ­დი მა­ში­ნაც, როცა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გა­ვე­დი.

- ასეთ უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში გა­მოც­დე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა რო­გორ შეძე­ლით? რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, უმაღ­ლეს­ში ხე­ლახ­ლა ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნათ?

- 2010 წელი იყო ანუ მე­ო­რე წელი, პა­ტიმ­რე­ბის გა­მოც­დებ­ზე გაყ­ვა­ნის. წინა წელს ვინც ჩა­ა­ბა­რა, ყვე­ლა გა­უშ­ვეს. ეს იყო ერ­თა­დერ­თი გა­დარ­ჩე­ნის გზა ჩემ­თვის. ის წამ­ლე­ბი, რო­მელ­საც გვაძ­ლევ­დნენ, მეხ­სი­ე­რე­ბას აქ­ვე­ი­თებს, ამი­ტომ სულ ვცდი­ლობ­დი, წიგ­ნე­ბი მე­კი­თხა. ვამ­ბობ­დი, - იქ­ნებ ამან გა­და­მარ­ჩი­ნოს-მეთ­ქი. გა­მოც­დებ­ზე გას­ვლის ნება დამ­რთეს, მაგ­რამ ქარ­თუ­ლის ჩა­სა­ბა­რებ­ლად არ გა­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრეს, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ არის და­ცუ­ლიო. შინ დავ­რე­კე და ოჯა­ხის წევ­რებს ეს ამ­ბა­ვი შე­ვა­ტყო­ბი­ნე. მალე პრე­სა­ში გაჩ­ნდა სტა­ტი­ე­ბი, გა­კეთ­და სი­უ­ჟე­ტე­ბი, რომ ტყუ­ი­ლად დამ­ბლო­კეს. ამ ხმა­უ­რის მერე, მე­ო­რე გა­მოც­და­ზე გა­მიყ­ვა­ნეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა ინ­ტრი­გა­ნი ყო­ფილ­ხა­რო. ჩა­ვა­ბა­რე უნა­რე­ბის გა­მოც­და და მა­ღა­ლი ქულა მი­ვი­ღე. მოკ­ლედ, გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ცი­ხი­დან არ გა­მო­მიშ­ვეს. მხო­ლოდ მე და გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე დაგვტო­ვეს. ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი იყო, მაგ­რამ მა­ინც ვიბ­რძო­დი. მერე გა­ვამ­ზა­დე სტრას­ბურ­გში გა­საგ­ზავ­ნი საქ­მე. ად­ვო­კა­ტე­ბი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს ატყუ­ებ­დნენ. მათ ზოგი ეუბ­ნე­ბო­და: სტრას­ბურ­გში საქ­მის გაგ­ზავ­ნას 7.000 სჭირ­დე­ბაო, ზოგი - 11 ათა­სიო. ვინ იცის, რამ­დე­ნი ად­ვო­კა­ტი გა­მო­ვიც­ვა­ლე. მათ შო­რის ერთ-ერთი გახ­ლდათ ვინ­მე ჯინ­ჭა­რა­ძე, რო­მე­ლიც თურ­მე, წინა მთავ­რო­ბას­თან იყო შეკ­რუ­ლი და მან ჩე­მებს 20 ათა­სი ლარი გა­მოს­ძა­ლა, ვი­თომ საპ­რო­ცე­სოს გა­გი­კე­თებ­თო. დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხეს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა. ის ად­ვო­კა­ტი ახლა ცი­ხე­შია... დე­და­ჩე­მი პე­და­გო­გი იყო. ჩემი და­ჭე­რის შემ­დეგ ის სკო­ლი­დან და­ი­თხო­ვეს.

- წერა ალ­ბათ, ყო­ველ­თვის გე­ხერ­ხე­ბო­დათ, არა?

- მარ­თლაც, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვწერ­დი ლექ­სებს, ჩა­ნა­ხა­ტებს. ჯერ ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოსი­ა­უ­რის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მერე - "ვე­კუ­ა­ში", მა­თე­მა­ტი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მო­ვე­წყვე. ჩემი მო­თხრო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში ქვეყ­ნდე­ბო­და და პრი­ზებ­საც ვი­ღებ­დი. 2009 წელს, თა­ვად შაშ­კინ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა წიგ­ნე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში - "ალუბ­ლო­ბა" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის გამო. ფუ­ლა­დი პრე­მია მა­შინ წიგ­ნე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს... ცი­ხე­ში კი დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის წერა და­ვი­წყე და მისი შე­ფა­სე­ბა თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლის­თვის მი­მინ­დვია. აღ­წე­რი­ლი მაქვს გა­მოც­და­ზე გაყ­ვა­ნის სცე­ნაც. სა­ში­ნე­ლე­ბაა, როცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხარ და ხელ­ზე ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი მიჰ­ყავ­ხართ გა­მოც­და­ზე. მახ­სოვს, 5-6 ბად­რა­გი თავ­ზე მად­გა. გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში ვი­ჯე­ქი და სხვა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სა­პირ­ფა­რე­შო­ში რომ მი­დი­ოდ­ნენ, უც­ნა­უ­რად მი­ყუ­რებ­დნენ. ყვე­ლა ხვდე­ბო­და, რომ პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი... ზო­გის­თვის პა­ტი­მა­რი ხარ, ზო­გის­თვის დამ­ნა­შა­ვე, ძა­ლი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნი... მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ბრძო­ლაა. დეპ­რე­სი­ა­შიც ბევ­რჯერ ჩავ­ვარ­დნილ­ვარ, თუნ­დაც მა­შინ, როცა პირ­ველ გა­მოც­და­ზე არ გა­მიყ­ვა­ნეს; დეპ­რე­სია მქონ­და პა­ტიმ­რო­ბის და­სა­წყის­შიც. რომ არ შეც­ვლი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს მო­მი­წევ­და იქ დარ­ჩე­ნა. თა­ნაც, გაგა მკურ­ნა­ლი­ძე ყვე­ლა სპე­ცე­ტაპს აცი­ლებ­და და პი­რა­დად სცემ­და პა­ტიმ­რებს. ერთხელ იმის გამო მცე­მეს, რომ წა­მა­ლი მო­ვი­თხო­ვე. ჰოდა, მა­შინ მი­თხრა მკურ­ნა­ლი­ძემ: ჯერ ვერ და­გა­ჩო­ქეთ, მაგ­რამ და­გა­ნახ­ვებთ, ბო­ლოს ვინ გა­ი­მარ­ჯვებს, ეს კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რე. 2013 წლის 26 სექ­ტემ­ბერს გიმ­თავ­რდე­ბა პა­ტიმ­რო­ბის ვადა. შენ ჩემს ცოლს-შვილს ასე უქე­ნი (შე­ი­გი­ნა), თუ შტირ­ზე და­მა­ტე­ბით, 6 წელი არ მო­გი­სა­ჯონ და ახალ პრო­ცეს­ზე არ მო­გიხ­დეს ყოფ­ნაო. ამის გამ­კე­თე­ბე­ლი იყო, მჯე­რა. ბო­ლოს და ბო­ლოს, აკ­რძა­ლულ ნივთს ჩა­მიგ­დებ­დნენ და სას­ჯე­ლი და­მე­მა­ტე­ბო­და. დე­და­ჩე­მი და­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. ერთხელ სახ­ლში მი­უც­ვივ­დნენ და სტრას­ბურ­გში გა­საგ­ზავ­ნი სა­ჩი­ვა­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ა­ხე­ვი­ნეს. როცა პარ­ლა­მენ­ტში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხს იხი­ლავ­დნენ, დე­დას ვთხო­ვე, - ჩემი საქ­მის მა­სა­ლე­ბი მი­ე­ტა­ნა, მაგ­რამ ვერ გა­ბე­და. ეში­ნო­და, უა­რე­სი არ მომ­ხდა­რი­ყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე შეც­ვლი­ლი იყო. თქვენ არ იცით, რა ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რეთ, ამის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. 5 წე­ლი­წა­დი დავ­კარ­გე, მაგ­რამ რას ვი­ზამთ... მა­შინ გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი; იმ­დე­ნი რომ მცოდ­ნო­და, რამ­დე­ნიც ახლა ვიცი, მერ­წმუ­ნეთ, ბევ­რად კარ­გად ვი­მოქ­მე­დებ­დი და იმ რე­ჟიმს უფრო მეტ დარ­ტყმას მი­ვა­ყე­ნებ­დი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემი ყოფილი "გელფრენდი" საქმის გამომძიებელმა ცოლად შეირთო" - რეალური ამბები - ჯოჯოხეთიდან

"ჩემი ყოფილი "გელფრენდი" საქმის გამომძიებელმა ცოლად შეირთო" - რეალური ამბები - ჯოჯოხეთიდან

ალექსანდრე ახალკაცი 18 წლის იყო, სამართალდამცველებმა მოულოდნელად რომ დააკავეს. ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამბობს, - ბრალი შემითითხნეს და 6 წელი მოგონილი დანაშაულისთვის მომისაჯესო. ამას მოჰყვა გისოსებს მიღმა გატარებული უმძიმესი 5 წელიწადი, ბევრ პრობლემასთან შებრძოლება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება. ყველა განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა და ფარ-ხმალი არ დაუყრია.

საპატიმროშიც სულ წიგნებს კითხულობდა და როცა ხელისუფლებამ სწავლის მსურველ პატიმრებს ეროვნული გამოცდების ჩაბარების შანსი მისცა, ალეკომაც სცადა ბედი. რამდენიმე პატიმართან ერთად, ისიც ხელზე ბორკილდადებული მიიყვანეს გამოცდების ჩასაბარებლად. ძალიან განიცდიდა, თანატოლების მსგავსად, მერხთან ჯდომა რომ არ შეეძლო და უცხოსავით რომ აყოლებდნენ თვალს, მაგრამ ბადრაგების თანხლებით გამოცდა მაინც წარმატებით ჩააბარა.

თუმცა მისი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ დადებული პირობა არ შეასრულა და სხვებისგან განსხვავებით, ციხის კა­რი არ გაუღო. ვიღაცის გადაწყვე­ტილებით, გამოცდის ჩაბარების მიუხე­დავად, ისევ პატიმრობაში დარჩა ორი ახალგაზრდა: გიორგი ზერეკიძე და ალექსანდრე ახალკაცი. მაშინ ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა, შედეგი კი არ გამოუღია. ჰოდა, გულდაწყვეტილი ბიჭებიც ბედს შეეგუვნენ...

ალეკო ციხიდან ამნისტიის შედეგად, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2013 წლის თებერვალში გამოვიდა. გისოსებს მიღმა დოკუმენტური პროზის წერას მიჰყო ხელი. თურმე, ბავშვობიდან წერდა ლექსებს, მოთხრობებს და რა გასაკვირია, რომ წერის სურვილი ციხეში მყოფს გაუმძაფრდა?! რამდენიმე სქელტანიანი რვეული გაავსო და ისიც მოახერხა, რომ ფარულად ჩანაწერები გამოეტანა. მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციამ ეს ამბავი შეიტყო და ნაწერების ნაწილი საკანში უპოვეს. ალეკო ამბობს: მაშინ ტუბზონაში ვიჯექი; დირექტორის კაბინეტში შემიყვანეს და ეს ფურცლები, პირდაპირი გაგებით, თავზე გადამახიესო...

ახალკაცის ჩანაწერებში საინტერესოდ არის მოთხრობილი ციხის რეალური მდგომარეობა; ის, რაც ამ ახალგაზრდას თავს გადახდა. ყოფილმა პატიმარმა ჩვენს რედაქციას სთხოვა: ძალიან მინდა, ეს რეალური ამბები ხალხმა წაიკითხოს; თუ თქვენი სურვილიც იქნება, ხელნაწერებს გადმოგცემთ და გამოაქვეყნეთო. "გზის" მომდევნო ნომრიდან ჩვენი ჟურნალის მკითხველი ამ საინტერესო ჩანაწერების წაკითხვას შეძლებს, მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ალექსანდრე ახალკაცთან.

- ამნისტიის შედეგად გავთავისუფლდი. სასჯელის სრულად მოხდამდე რამდენიმე თვე მქონდა დარჩენილი. ციხეში 5 წელზე მეტი გავატარე. როცა დამაპატიმრეს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ძველი რექტორისგან - ალექსანდრე კვიტაშვილისგან მთელი რიგი პრობლემები შემექმნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ ფაკულტეტზე სწავლას მაინც ვაგრძელებ. მეუბნებოდნენ, - საბუთები სხვაგან გადაიტანეო, მაგრამ უარი ვთქვი. კანონიც ჩემს მხარეს იყო. მაგრამ ის მაინც მოახერხეს, რომ გრანტი შემიწყვიტეს... ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შექმნას დაპატიმრებამდეც ვაპირებდი - "ახალგაზრდები, ახალგაზრდობისა და მომავლისთვის". ჩვენ ვმუშაობთ იმ თემებზე, რომელიც ახალგაზრდობას აწუხებს. ის ასევე, უფლებადამცველი ორგანიზაციაცაა.

- იქნებ დაპატიმრების დღე გაიხსენოთ...

- 19 წლის ციხეში გავხდი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დამაკავეს. სწავლა იწყებოდა და უნივერსიტეტში საგნის ასარჩევად მივდიოდი. იქ მელოდებოდა ჩემი მეგობარი გიორგი ფრუიძე. კარგად მახსოვს, პარასკევი იყო. ფილარმონიასთან პოლიციამ გამაჩერა და მანქანაში ჩამსვეს. მითხრეს, - ყაჩაღობა მოხდა და როგორც მოწმე, უნდა დაგკითხოთო. გზაში ჯიბიდან ტელეფონი რომ ამომაცალეს, მივხვდი, საქმე ისე არ იყო, როგორც მეგონა. გამახსენდა ის მუქარებიც, რომელიც ამ ფაქტს უძღოდა წინ.

- ვინ გემუქრებოდათ?

- ინგა გრიგოლიას გადაცემების ხშირი სტუმარი ვიყავი. ხმამაღლა ვლაპარაკობდი იმ პრობლემებზე, რაც ხდებოდა უნივერსიტეტში და ზოგადად, ქვეყანაში. დავით კირკიტაძის დეიდაშვილთან, გიორგი ავალიანთან დაპირისპირებული ვიყავი. მოგეხსენებათ, ის მოგვიანებით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. ჩვენ შორის დაპირისპირების მიზეზი უნივერსიტეტის თვითმმართველობის მაშინდელი ბიუჯეტის - ერთი მილიონი ლარის უკანონოდ ხარჯვა იყო. ეს თანხები ავა­ლიანისა და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების "გასტროლებში" იფ­ლანგებოდა. ჩემი ხმაურიანი განცხადებების გამო, ტელეფონზე მუქარის ზარები არ წყდებოდა. ჰოდა, საბოლოოდ ყაჩაღობის მუხლით, 2007 წლის 23 სექ­ტემბერს დამაპატიმრეს. თითქოს მეგობართან ერთად დავაყაჩაღე გოგონა და წავართვი მობილური ტელეფონი. ვითომ დაზარალებული გოგო "ნაცმოძრაობის" აქტივისტი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩახლართული ამბავია, პროკურორი მედავებოდა: დანაშაული დაკავებამდე 9 თვით ადრე, 2007 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას ჩაიდინე და ნაყაჩაღარი მობილური გაყიდეო. რეალურად, აი, რა მოხდა: 2006 წლის 26 დეკემბერს, დედაჩემთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, სადაც ჩემი მოთხრობის გამო დიპლომი და ფულადი თანხა კახა ლომაიამ გადმომცა. მინდოდა, უკეთესი ტელეფონი მქონოდა და დაჯილდოების დღეს, 26 დეკემბერს ჩემი "სონი-ერიქსონი" ვაგზალზე გავყიდე. თან მახლდა მეგობარი გიორგი გოგნაძე. აღებულ თანხას ჩემი ჰონორარი დავამატე და ახალი ტელეფონი შევიძინე. ბრალდებაში კი ჩამიწერეს, თითქოს 19 იანვარს დავაყაჩაღე გოგო და 19-შივე გავყიდე ტელეფონი. ისინი ეძებდნენ დასაკავშირებელ არგუმენტს და ჩემი ტელეფონის გაყიდვა მიაწერეს ამ საქმეს.

- გოგონა გამხელდათ?

- მამხელდა! ამბობდა, თითქოს მე და ჩემმა მეგობარმა მას ტელეფონი წავართვით.

- რას ამბობდა, ყაჩაღობა სად მოხდაო? საინტერესოა, იმ გოგონას მანამდეც იცნობდით?

- ყაჩაღობა ვითომ, ჩემს ბინაში მოხდა. ე.წ. დაზარალებულს ნამდვილად ვიცნობდი. გეტყვით, როგორ გავიცანი. უკვე გითხარით, რომ იმ პერიოდში ჩემს ტელეფონზე მუქარის ზარები არ წყდებოდა. მაგინებდნენ უცნობები და მეუბნებოდნენ, რომ დამიჭერდნენ, რადგან ასე თამამად ვლაპარაკობდი პრეზიდენტზე. არადა, ვაპროტესტებდი იმას, რომ დროშებით "შეიარაღებული" სტუდენტები ენგურზე და სხვადასხვა აქციაზე დაჰყავდათ, ამაში 10 ლარს უხდიდნენ. ერთი სიტყვით, ბევრი გარემოება იყო, რის გამოც მაშინდელი ხელისუფლება გაღიზიანდა. მუქარების გამო შევცვალე ტელეფონის ნომერი. ჩემი ახალი ნომერი სულ 4-მა ადამიანმა იცოდა, არადა, უცნობისგან მესიჯი მივიღე. საღამო იყო, აგარაში, ბებიასთან ვიყავი. ვიღაც მწერდა: თქვენი გაცნობა თუ შეიძლებაო? ამ ნომერზე დავრეკე. გოგონამ მიპასუხა და გავაბით ურთიერთობა. 18 წლის ვიყავი, გამოუცდელი და არ დავინტერესებულვარ იმით, თუ საიდან ჰქონდა ჩემი ნომერი. თანაც, თავად მითხრა: სრულიად შემთხვევით ავკრიბე. ცუდ ხასიათზე ვიყავი, შეყვარებულს დავშორდი და მინდოდა, ვიღაც გამეცნოო. ჰოდა, მეც დავუჯერე. ორი თვე ამ გოგოსთან ერთად ვიყავი. ის ჩემი "გელფრენდი" იყო და სახლში დამყავდა ხოლმე. პოლიციაში რომ მიმიყვანეს, მკითხეს: წინწალაშვილს და გიორგი მინდორაშვილს თუ იცნობო? - გიორგი ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარია, ეს გოგოც მეგობარი გოგოა-მეთქი. - ჰოდა, შენ და გიორგიმ წინწალაშვილი დააყაჩაღეთო, - მითხრეს. ჩემთან ერთად გიორგიც დააკავეს. საქმეში ერთადერთი მოწმე ეს გოგო იყო. იცით, ვითომ დაზარალებული ჩემი ყოფილი "გელფრენდი" ჩემი საქმის გამომძიებელს გაჰყვა ცოლად. მე კი ყაჩაღობის ბრალდებით დამაკავეს და მომისაჯეს 6 წელი; იგივე სასჯელი გამოუტანეს ჩემს მეგობარსაც. საშინელება იყო, როცა ორთაჭალაში, მაშინდელ ე.წ. გუბერსკის ციხეში მოვხვდი.

- რა შეგრძნება დაგეუფლათ, როცა გისოსებს მიღმა აღმოჩნდით?

- იქ საშინელი სიტუაცია იყო. პატარა ოთახში (20 კვმ იქნებოდა) 120 პატიმარი ვიყავით და ნორმალურად ვერ ვსუნთქავდით. ახლაც მიკვირს, როგორ შევეგუე იმ სიტუაციას. ჯოჯოხეთში ვიყავი. დაიწყო გაუთავებელი ტანჯვა. ორი თვე ფაქტობრივად, ფეხზე ვიდექით. ზოგს გული უწუხდა და იქვე იკეცებოდა - ეს საშინელი სანახავი იყო. ალბათ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. შემდეგ გადამიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც არანაკლებ ჯოჯოხეთში მოვხვდი. იქ სამჯერ მივიღე ტვინის შერყევა.

- ცემისგან?

- მთავარი ზონდერები გვისწორდებოდნენ. ცხრათითასთან ერთად მცემდა მაშინდელი ციხის დირექტორის - მელაძის აწ გარდაცვლილი დისშვილი. თანამშრომლების 90% სადისტი იყო. ახალი გადაყვანილი ვიყავი ციხეში, როცა პირველად იმის გამო მცემეს, რომ კარის გაღების ხმა უცებ ვერ გავიგე და თანამშრომლებს ფეხზე არ დავხვდი. ცხრათითამ ისე მომისროლა მეორე სართულიდან (სადაც ვიწექი), რომ ძირს დავენარცხე და ტვინის შერყევა მივიღე. მაშინ არც წამალი მოუცია ვინმეს და არც ექიმი შემოსულა, პატიმრები მივლიდნენ. მეორედ იმის გამო მცემეს, რომ გვერდით საკანში პატიმრის საშინელი წამება ვერ ავიტანე. მესმოდა მისი ღრიალი. მანამდე ვერ წარმომედგინა, კაცი ასეთ საშინელ ხმებს თუ გამოსცემდა. ეს არც კაცის ყვირილს ჰგავდა, არც - ქალისას, რაღაც არაადამიანური ხმა ამოსდიოდა. ჰოდა, ვერ მოვითმინე, კარზე დავაბრახუნე და ცემის შეწყვეტა მოვითხოვე. ამ პროტესტის გამო გამიყვანეს აბანოში. თუ ადამიანის ცემა უნდოდათ, აბანოში გაჰყავდათ, იქ სისხლი ადვილად ირეცხებოდა... მესამედაც აბანოში მცემეს. ცემისას მეუბნებოდნენ, - ბიჭო, ავალიანს რომ დაუპირისპირდი, ის ჩვენი ძმააო. წელიწადი და 4 თვე გლდანის ციხეში ვიყავი, მერე რუსთავის მეორე დაწესებულებაში გადამიყვანეს.

- იქ უკეთესი პირობები დაგხვდათ?

- ხშირად მიცვლიდნენ საკანს და ტუბერკულოზიან პატიმრებთან მამყოფებდნენ. არც ვიცოდი, ტუბერკულოზი რა იყო. ბიჭები მეუბნებოდნენ, - ამ დაავადების მქონე პატიმრებს ერიდეო, მაგრამ ეს როგორ უნდა მომეხერხებინა? საკანში 4-ნი ვიყავით; აქედან ორი დაავადებული იყო. ჰოდა, დაავადება მეც გადამედო, სიცხეები მქონდა, თავს ცუდად ვგრძნობდი. ექთანმა მითხრა, - არაფერიაო. ერთ თვეში ხველა დავიწყე. მუკალტინი მომცეს. მდგომარეობა ნელ-ნელა გამირთულდა. ბოლოს მითხრეს, - ფილტვების ანთება გქონიაო. 300 ლარის წამლები მოატანინეს ჩემებს, მაგრამ არაფერმა მიშველა. ერთხელაც ვიგრძენი, რომ გულმკერდი ძალიან გამიცხელდა. რომ წამოვდექი, სისხლდენა დამეწყო და ამის დანახვაზე შოკში ჩავვარდი. გამოცდილმა პატიმრებმა მაშინვე მარილწყალი დამალევინეს. მითხრეს, - ეს სისხლდენას შეაჩერებსო. ამან მართლაც, მიშველა. ექიმს დაუძახეს. თქვა: არაფერიაო და სისხლდენის შესაჩერებელი ნემსი გამიკეთა. ასე ვიწვალე კარგა ხანს, საავადმყოფოში ჩემს გადაყვანას არ აპირებდნენ, მაგრამ მერე ჩემმა მეგობარმა შიმშილობა დაიწყო. ამის გამო, ცოტა ხანი სამედიცინო ნაწილში მამყოფეს, მაგრამ ტუბზონაში არ გადამიყვანეს მანამ, ვიდრე მდგომარეობა უკიდურესად არ გამიმწვავდა. იქ რომ მიმიყვანეს, უკვე მარჯვენა ფილტვი ბოლომდე დაშლილი მქონდა, მარცხენაც იშლებოდა. ექიმმა მითხრა, - შენი განძრევაც კი არ შეიძლებაო. არადა, ასეთი ავადმყოფი თანამშრომელმა - ლევან პაჭკორიამ კარცერში ჩამიყვანა და მცემა.

- რატომ?

- როცა ოთახში შემოვიდა, ფეხზე ვერ წამოვდექი. პატიმრებმა უთხრეს, - ცუდად არისო. - მაშინ ვასწავლი, როგორ უნდა დამხვდესო, - და კარცერში ჩამიყვანა. მაგრად მცემეს... ეს ყველაფერი აღწერილი მაქვს ჩემს ჩანაწერებში. ღმერთის ნებით, გადავრჩი. მესმოდა, მეორე თანამშრომელს როგორ უთხრა, - რომ მოკვდება, დამირეკე და მითხარი, რომ ახალკაცმა თავი ჩამოიხრჩოო. კარი მომიხურეს. კარცერში მყოფს ისევ სისხლდენა დამეწყო. ვნახე, კუთხეში პურის ნაფხვენები და მარილი ეყარა. ეტყობა, იქ ჩემამდე სხვა პატიმარი ჰყავდათ. საშინელი სიბინძურე იყო. მარილი მაინც შევჭამე და სისხლდენაც შემიჩერდა. 3-4 საათის შემდეგ შემოიხედეს და ჩაცუცქული რომ დამინახეს, გაუკვირდათ. მესმოდა, როგორ დაურეკა ერთ-ერთმა პაჭკორიას, ე.წ. ნინძას, - ბიჭო, ცოცხალიაო... 8 თვე უნდა ვყოფილიყავი ქსნის ტუბზონაში და მემკურნალა, მაგრამ 6 თვეში სხვა დაწესებულებაში მიკრეს თავი. იქ რომ გადამიყვანეს, კამერაში პატიმრები გავაფრთხილე: ავადმყოფი ვარ და არ გადაგედოთ-მეთქი. ბიჭებმა დიდი ხმაური ატეხეს და ამის მერე იქვე, სამკურნალო განყოფილებაში, "სანჩასტში" გადამიყვანეს. იქ გახლდით კიდევ ერთი თვე, ვიდრე ისევ სისხლდენა არ დამეწყო. მერე ისევ დამაბრუნეს ტუბზონაში. ისეთ წამლებს გვიწერდნენ, ბევრი პატიმარი ამის გამო ფსიქიატრიულში ხვდებოდა. ერთ მუჭა წამალს ვსვამდი, ამ დროს კი რაღაცები გელანდება, ცუდად ხარ. წარმოიდგინეთ, ასეთ წამლებს ვსვამდი მაშინაც, როცა ეროვნულ გამოცდებზე გავედი.

- ასეთ უმძიმეს პირობებში გამოცდებისთვის მომზადება როგორ შეძე­ლით? რატომ გადაწყვიტეთ, უმაღლესში ხელახლა ჩაგებარებინათ?

- 2010 წელი იყო ანუ მეორე წელი, პატიმრების გამოცდებზე გაყვანის. წინა წელს ვინც ჩააბარა, ყველა გაუშვეს. ეს იყო ერთადერთი გადარჩენის გზა ჩემთვის. ის წამლები, რომელსაც გვაძლევდნენ, მეხსიერებას აქვეითებს, ამიტომ სულ ვცდილობდი, წიგნები მეკითხა. ვამბობდი, - იქნებ ამან გადამარჩინოს-მეთქი. გამოცდებზე გასვლის ნება დამრთეს, მაგრამ ქართულის ჩასაბარებლად არ გამიყვანეს. მითხრეს, უსაფრთხოების ზომები არ არის დაცულიო. შინ დავრეკე და ოჯახის წევრებს ეს ამბავი შევატყობინე. მალე პრესაში გაჩნდა სტატიები, გაკეთდა სიუჟეტები, რომ ტყუილად დამბლოკეს. ამ ხმაურის მერე, მეორე გამოცდაზე გამიყვანეს. მეუბნებოდნენ, - რა ინტრიგანი ყოფილხარო. ჩავაბარე უნარების გამოცდა და მაღალი ქულა მივიღე. მოკლედ, გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ციხიდან არ გამომიშვეს. მხოლოდ მე და გიორგი ზერეკიძე დაგვტოვეს. ისედაც ვიცოდი, რომ ჩემი გათავისუფლების ძალიან მცირე შანსი იყო, მაგრამ მაინც ვიბრძოდი. მერე გავამზადე სტრასბურგში გასაგზავნი საქმე. ადვოკატები ჩემი ოჯახის წევრებს ატყუებდნენ. მათ ზოგი ეუბნებოდა: სტრასბურგში საქმის გაგზავნას 7.000 სჭირდებაო, ზოგი - 11 ათასიო. ვინ იცის, რამდენი ადვოკატი გამოვიცვალე. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ ვინმე ჯინჭარაძე, რომელიც თურმე, წინა მთავრობასთან იყო შეკრული და მან ჩემებს 20 ათასი ლარი გამოსძალა, ვითომ საპროცესოს გაგიკეთებთო. დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხეს თანხის დაბრუნება. ის ადვოკატი ახლა ციხეშია... დედაჩემი პედაგოგი იყო. ჩემი დაჭერის შემდეგ ის სკოლიდან დაითხოვეს.

- წერა ალბათ, ყოველთვის გეხერხებოდათ, არა?

- მართლაც, ადრეული ასაკიდან ვწერდი ლექსებს, ჩანახა­ტებს. ჯერ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის სკოლაში ვსწავლობდი, მერე - "ვეკუაში", მათემატიკურზე ჩავაბარე, შემდეგ უნივერსიტეტშიც მოვეწყვე. ჩემი მოთხრობები სხვადასხვა გამოცემაში ქვეყნდებოდა და პრიზებსაც ვიღებდი. 2009 წელს, თავად შაშკინმა გამომიგზავნა წიგნები ლიტერატურულ კონკურსში - "ალუბლობა" მონაწილეობისა და გამარჯვების გამო. ფულადი პრემია მაშინ წიგნებით ჩაანაცვლეს... ციხეში კი დოკუმენტური პროზის წერა დავიწყე და მისი შეფასება თქვენი ჟურნალის მკითხველისთვის მიმინდვია. აღწერილი მაქვს გამოცდაზე გაყვანის სცენაც. საშინელებაა, როცა აბიტურიენტი ხარ და ხელზე ბორკილდადებული მიჰყავხართ გამოცდაზე. მახსოვს, 5-6 ბადრაგი თავზე მადგა. გამოყოფილ სივრცეში ვიჯექი და სხვა აბიტურიენტები საპირფარეშოში რომ მიდიოდნენ, უცნაურად მიყურებდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ პატიმარი ვიყავი... ზოგისთვის პატიმარი ხარ, ზოგისთვის დამნაშავე, ძალიან ცუდი ადამიანი... მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა. დეპრესიაშიც ბევრჯერ ჩავვარდნილვარ, თუნდაც მაშინ, როცა პირველ გამოცდაზე არ გამიყვანეს; დეპრესია მქონდა პატიმრობის დასაწყისშიც. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევდა იქ დარჩენა. თანაც, გაგა მკურნალიძე ყველა სპეცეტაპს აცილებდა და პირადად სცემდა პატიმრებს. ერთხელ იმის გამო მცემეს, რომ წამალი მოვითხოვე. ჰოდა, მაშინ მითხრა მკურნალიძემ: ჯერ ვერ დაგაჩოქეთ, მაგრამ დაგანახვებთ, ბოლოს ვინ გაიმარჯვებს, ეს კარგად დაიმახსოვრე. 2013 წლის 26 სექტემბერს გიმთავრდება პატიმრობის ვადა. შენ ჩემს ცოლს-შვილს ასე უქენი (შეიგინა), თუ შტირზე დამატებით, 6 წელი არ მოგისაჯონ და ახალ პროცესზე არ მოგიხდეს ყოფნაო. ამის გამკეთებელი იყო, მჯერა. ბოლოს და ბოლოს, აკრძალულ ნივთს ჩამიგდებდნენ და სასჯელი დამემატებოდა. დედაჩემი დაშინებული ჰყავდათ. ერთხელ სახლში მიუცვივდნენ და სტრასბურგში გასაგზავნი საჩივარი საკუთარი ხელით დაახევინეს. როცა პარლამენტში პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭების საკითხს იხილავდნენ, დედას ვთხოვე, - ჩემი საქმის მასალები მიეტანა, მაგრამ ვერ გაბედა. ეშინოდა, უარესი არ მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო. თქვენ არ იცით, რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. 5 წელიწადი დავკარგე, მაგრამ რას ვიზამთ... მაშინ გამოუცდელი ვიყავი; იმდენი რომ მცოდნოდა, რამდენიც ახლა ვიცი, მერწმუნეთ, ბევრად კარგად ვიმოქმედებდი და იმ რეჟიმს უფრო მეტ დარტყმას მივაყენებდი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)