კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა არაბიძის "გაფურჩქნის" ასაკი და "შრომითი სემესტრები"
ნიკა არაბიძის "გაფურჩქნის" ასაკი და "შრომითი სემესტრები"

ენერ­გი­უ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი იუ­მო­რის­ტის - ნიკა არა­ბი­ძის ცხოვ­რე­ბის სტი­ლით და­ვინ­ტე­რეს­დით, მან კი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­და­წყვი­ტა, რომ ვარ­ცხნი­ლო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს და ვარ­ჯი­შიც და­ი­წყოს. ვიდ­რე ბა­ტო­ნი ნი­კო­ლო­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ახა­ლი იმი­ჯით წარ­დგე­ბა და წო­ნა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რამს და­იკ­ლებს, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ სტილ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა "გა­ფურ­ჩქნის" ასაკ­ში, სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ვი­წყე. ინ­სტი­ტუ­ტში 1992 წელს ჩა­ვა­ბა­რე. ეს "გა­და­სა­რე­ვი" ცხოვ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი იყო: თა­ვის მოვ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, კარ­გად ნა­ჭა­მი თუ იყა­ვი (იცი­ნის). ვხუმ­რობ, მაგ­რამ ამა­ში სი­მარ­თლეც არის... რომ გი­თხრათ, სა­ხის კა­ნის მო­სავ­ლე­ლად კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ­დი-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ზა­ფხუ­ლო­ბით ვმუ­შა­ობ­დი, სექ­ტემ­ბერ­ში კი სას­წავ­ლე­ბელ­ში ახა­ლი ტან­საც­მლით მივ­დი­ო­დი და ეს მსი­ა­მოვ­ნებ­და.

- ზა­ფხუ­ლო­ბით სად მუ­შა­ობ­დით?

- რუ­სეთ­ში დავ­დი­ო­დი. ასე რომ, "შრო­მი­თი სე­მესტრე­ბი" მქონ­და: ვი­მუ­შა­ვებ­დი, ცოტა რა­ღა­ცას ვი­შო­ვი­დი, ჩა­მო­ვი­დო­დი და ვხარ­ჯავ­დი. ათას რა­ღა­ცას ვა­კე­თებ­დი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუშა გახ­ლდით, აბა, მი­ნის­ტრად ვინ დამ­ნიშ­ნავ­და? მოკ­ლედ, სა­კუ­თარ თავს ასე ვარ­ჩენ­დი.

გრი­მი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- პრო­ფე­სი­ის გამო რა­ღა­ცე­ბი მა­ო­ცებს: გრი­მის გა­კე­თე­ბა ხში­რად მი­წევს და ჩემ­თვის ეს მერ­ვე სა­ოც­რე­ბაა! ხომ არ­სე­ბო­ბენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მა­კი­ა­ჟით და­დი­ან? ჰოდა, მიკ­ვირს, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხე­ზე სა­ღე­ბავს რო­გორ იტა­ნენ?! გრი­მი 2-3 სა­ა­თი "მა­დევს" და მა­ში­ნაც ცრემ­ლე­ბი მომ­დის ხოლ­მე. მისი მო­შო­რე­ბის შემ­დეგ სა­ხეს კოს­მე­ტი­კუ­რი რძით ვიწ­მენდ, რომ კანი არ გა­მი­ღი­ზი­ან­დეს, არ გა­მი­ფუჭ­დეს... რჩე­ვე­ბი ჩვენ­მა გრი­მი­ო­რებ­მა მომ­ცეს.

- გრი­მის გა­კე­თე­ბა­ში უკვე თქვენც ხომ არ და­ხე­ლოვ­ნდით?

- და­მო­უ­კი­დებ­ლად არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ ე.წ. "ბა­ზას" (პირ­ვე­ლად ფე­ნას) წა­ვის­ვამ. რომ გი­თხრათ, - კოს­მე­ტო­ლო­გად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ვერ­კვე­ვი. სა­ხის კა­ნის მოვ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კუ­რი რძით ვიწ­მენდ, ხე­ლებ­ზე კი ზამ­თარ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქა­რი­ან ამინ­დში კრემს ვის­ვამ.

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს, ხე­დავთ - თმის ფე­რიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მაქვს (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ასე­თი ფე­რის თმა ბევრ ქალ­ბა­ტონს მოს­წონს: ჩემი მე­გობ­რე­ბი სა­ლო­ნებ­ში "და­მათ­რევ­დნენ" და სტი­ლის­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - იქ­ნებ თმა ასეთ ფერ­ზე "დაგ­ვაჯ­დე­სო". ახლა ცოტა ჭა­ღა­რა შე­მო­მე­რია. მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე კი არა, ზო­გა­დად, ყვე­ლა­ფერ­ზე ვფიქ­რობ, ვნერ­ვი­უ­ლობ და ალ­ბათ ამი­ტო­მაც გავ­ჭა­ღა­რავ­დი, მაგ­რამ - არა უშავს.

- თმას რო­გორ უვ­ლით?

- დი­ლით ლო­გი­ნი­დან რომ ვდგე­ბი, ვი­ვარ­ცხნი, 2 კვი­რა­ში ერთხელ ვიკ­რეჭ, 2 დღე­ში ერთხელ ვი­ბან. ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლებს რჩე­ვა­საც მივ­ცემ: თმის ყო­ველ­დღე შამ­პუ­ნით და­ბა­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის.

- ოდეს­მე გრძე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა თუ გქო­ნი­ათ?

- არა, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ თმას მო­ვუშ­ვებ.

- რა­ტომ?

- ახლა რომ მე­სა­უბ­რე­ბი, და­ვინ­ტე­რეს­დი, - გრძელ ვარ­ცხნი­ლო­ბა­ში რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი... ვაი, შენი ბრა­ლი, რომ არ მო­მე­წო­ნოს!..

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი დი­ე­ტა­ზე არ უნდა "დად­გეს", რად­გან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მერე კვე­ბის იმა­ვე რე­ჟი­მის დაც­ვა მო­უ­წევს. ბოლო დროს და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 კილო მო­ვი­კე­ლი, მაგ­რამ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლებ­მა ცო­ტა­თი "გამ­ჭე­და". გა­ზა­ფხულ­ზე კი­დევ და­ვიკ­ლებ. ჩემი აზ­რით, ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სწო­რი კვე­ბაა. მა­გა­ლი­თად, წო­ნა­ში მა­შინ ვიკ­ლებ, როცა ღა­მით არ ვჭამ და კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ცო­მე­ულს ვამ­ცი­რებ. მარ­თა­ლია, ეს წო­ნა­ში კლე­ბის უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია, მაგ­რამ ასე მირ­ჩევ­ნია: ვი­ღაც თუ თვე­ში 10 კი­ლოს იკ­ლებს, მე - 5-ს. სა­მა­გი­ე­როდ, შემ­დეგ წო­ნა­ში ნელა ვი­მა­ტებ.

- ვარ­ჯი­შობთ?

- ამ­ჟა­მად არ ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ ციტა ხან­ში და­ვი­წყებ - ამა­საც გპირ­დე­ბით. ახლა ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე... წი­ნათ ვვარ­ჯი­შობ­დი. ცურ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ხომ იცით, წყლის

პრო­ცე­დუ­რე­ბი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლოა - გა­ცო­ცხლებს, გა­ფხიზ­ლებს... დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის გამო, ცურ­ვა­ზე დი­ლით ადრე დავ­დი­ო­დი და 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვჭყუმ­პა­ლა­ობ­დი, დავ­რბო­დი კი­დეც... მერე ხელი იმან შე­მი­შა­ლა, რომ გადა­ღე­ბი­სას ფეხი გა­და­მიბ­რუნ­და.

- მახ­სოვს, ყა­ვარ­ჯნე­ბით და­დი­ო­დით. ისე­თი რა მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბა გა­ა­კე­თეთ, რომ ყა­ვარ­ჯნე­ბი დაგ­ჭირ­დათ?

- კი, ცოტა ხნით "4 ფე­ხით" დავ­დი­ო­დი. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ლახ­ტზე ვხტუ­ნავ­დი და ფეხი გა­და­მიბ­რუნ­და. ცხა­დია, ის სკეტ­ჩი ვე­ღარ გა­და­ვი­ღეთ. თუ გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, იქ­ნებ მერე გა­და­ვი­ღოთ (იცი­ნის). სე­რი­ო­ზუ­ლად არ დავ­შა­ვე­ბულ­ვარ, მაგ­რამ ცოტა ხნით ჩემი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ახლა წო­ნა­შიც ვიკ­ლებ და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზეც გა­და­ვალ.

- წლე­ბის წინ მიშა ან­დღუ­ლა­ძე სკეტ­ჩებ­ში "ნა­ხევ­რად მსუ­ქანს" გი­წო­დებ­დათ. ოდეს­მე ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ან მსუ­ქა­ნი ყო­ფილ­ხართ?

- ამა­ზე "დიდი" არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი - კი. წო­ნა­ში 30 წლის მერე მო­ვი­მა­ტე, თო­რემ მა­ნამ­დე "ჩხინ­კი­ვით" ვი­ყა­ვი.

- სი­გამ­ხდრე მოგ­წონ­დათ?

- მი­მაჩ­ნია, რომ ჩემ­თვის "ფრან­გუ­ლი" წონა ოპ­ტი­მა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბა, რად­გან როცა ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვარ, დიდი თავი მი­ჩანს. ჰოდა, წო­ნა­ში ბევ­რი არ უნდა და­ვიკ­ლო, ზო­მი­ე­რად ფერ­ხორ­ცი­ა­ნი უნდა ვიყო, რათა გზა­ში ქარ­მა არ წა­მაქ­ცი­ოს და ჯი­ბით რი­ყის ქვე­ბის ტა­რე­ბა არ მო­მიხ­დეს.

სა­მო­სი

- შო­პინ­გი ჩემ­თვის ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სია: მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს. შო­პინ­გით ზოგი დეპ­რე­სი­ას ებ­რძვის, მე კი ვიღ­ლე­ბი...

- ალ­ბათ სა­მოსს რთუ­ლად არ­ჩევთ...

- თუკი მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე, ბევ­რი უნდა ვი­ა­რო.

- მარ­ტო "შო­პინ­გობთ"?

- სხვა­თა შო­რის, მე­უღ­ლე სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩემ­თვის კარგ რა­ღა­ცებს ყი­დუ­ლობს. თავ­და­პირ­ვე­ლად შო­პინგზე ერ­თად დავ­დი­ო­დით, ახლა ნელ-ნელა ვაჩ­ვევ, რომ რა­ღა­ცე­ბი თა­ვად მი­ყი­დოს (იცი­ნის). მის მიერ შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სი მომ­წონს.

- თქვენს გარ­დე­რობ­ში რო­გო­რი სტი­ლი­სა თუ ფე­რის ტან­საც­მე­ლი ჭარ­ბობს?

- რო­გორც ქუ­თა­ი­სელს, შავი ფერი მიყ­ვარს. ალ­ბათ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კუ­ლად იც­ვა­მენ. არ შე­მიძ­ლია, სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­დღე კოს­ტი­უ­მი­თა და ჰალ­სტუ­ხით "გა­მო­ჭი­მულ­მა" ვი­ა­რო. ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი და ად­გი­ლე­ბი არ­სე­ბობს. მირ­ჩევ­ნია, სამ­სა­ხურ­ში სპორ­ტუ­ლად, თა­ვი­სუფ­ლად მეც­ვას.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- რო­გორც ხე­დავთ, სა­ყუ­რეს არ ვა­ტა­რებ - ყუ­რის გახ­ვრე­ტის მე­ში­ნია (იცი­ნის). ზო­გა­დად, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მიყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, სა­ა­თი. ხან­და­ხან სა­ათს ბა­ნა­ო­ბის დრო­საც არ ვიხ­სნი, ხან კი გა­კე­თე­ბა მა­ვი­წყდე­ბა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი სამ­კა­უ­ლი თუ გაქვთ?

- ჯვარს სულ ვა­ტა­რებ. ისე­თი სამ­კა­უ­ლი თუ აქ­სე­სუ­ა­რი არ მაქვს, რომ ვი­ფიქ­რო, - ჯი­ბე­ში თუ არ მი­დევს, "კა­ტო­კი" და­მე­ჯა­ხე­ბა და გა­მაბრტყე­ლებს-მეთ­ქი.

საქ­მე

- ალ­ბათ იცით, სა­დაც ვსაქ­მი­ა­ნობ - "ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში" "ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე" გახ­ლა­ვართ. დღის უმე­ტეს ნა­წილს სამ­სა­ხურ­ში ვატა­რებთ. ჩვე­ნი საქ­მე გვიყ­ვარს. "კო­მე­დი ჯგუ­ფი" ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა...

- სე­რი­ალ­საც ახ­მო­ვა­ნებთ. ამ საქ­მეს თავს რო­გორ არ­თმევთ?

- დიახ, "კო­მე­დი არხზე" სე­რი­ალ "სამ­ზა­რე­უ­ლოს" ვახ­მო­ვა­ნებ. სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა, მით უმე­ტეს, რომ სე­რი­ა­ლი თა­ვა­დაც მომ­წონს. ჩემი გმი­რი - ბა­რი­ნო­ვი ფრან­გუ­ლი რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი გახ­ლავთ.

- ის თა­ნამ­შრომ­ლებს ასე მი­მარ­თავს - "ხე­იბ­რე­ბო", "ინ­ვა­ლი­დე­ბო", "იდი­ო­ტე­ბო", მაგ­რამ ხელ­ქვე­ი­თებს მა­ინც უყ­ვართ. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ?

- კარ­გი გუ­ლის ადა­მი­ა­ნია. აკ­ვა­რი­უ­მის პა­ტა­რა ნი­ან­გთან - არ­კა­დის­თან "ძმა­კა­ცობს". არ­კა­დი­უ­შა მისი მე­სა­ი­დუმ­ლეა. სხვა­თა შო­რის, კარ­გია, როცა ისე­თი მე­სა­ი­დუმ­ლე გყავს, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცის, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ამ­ბობს (იცი­ნის). პი­რა­დად მე, ჩემი გმი­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტერ­მი­ნე­ბით არა­ვის მივ­მარ­თავ.

- მსგავ­სი ტერ­მი­ნე­ბით თქვენ­თვის თუ მო­უ­მარ­თავთ?

- ალ­ბათ მო­უ­მარ­თავთ. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცამ გამ­ლან­ძღოს? ამას წი­ნათ მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დი. გზა­ზე ქალ­ბა­ტო­ნი გა­და­დი­ო­და. არა­და, არ მე­გო­ნა, თუ გა­დას­ვლას აპი­რებ­და. ჩემ­კენ არც გა­მო­უ­ხე­დავს, ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. როცა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, სვლა შე­ვა­ნე­ლე. არ ვე­ჯა­ხე­ბო­დი, მაგ­რამ გონს რომ მო­ვი­და, მა­ინც შე­ე­შინ­და და მო­მა­წყევ­ლა: ნელა ვერ ივლი? შენ გა­გიხ­მა თა­ვიო (იცი­ნის)! შე­სა­ბა­მი­სად, მეც სამ­სა­ხურ­ში "გამ­ხმა­რი თა­ვით" წა­მო­ვე­დი. ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­საძ­ლოა, შევ­პა­სუ­ხე­ბო­დი.

ოჯა­ხი

- მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი მყავს. რო­გორც გი­თხა­რით, სამ­სა­ხურ­ში დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ვა­ტა­რებ და ამის გამო ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს პრე­ტენ­ზია აქვთ. მა­გა­ლი­თად, მე­უღ­ლე რომ და­მი­რე­კავს და მო­მი­კი­თხავს, ბავ­შვის ხმა მეს­მის: - რაო მა­მამ, მაგ­ვი­ან­დე­ბაო? იცის, რომ სახ­ლში მის­ვლა ყო­ველ­თვის მაგ­ვი­ან­დე­ბა. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა მო­უც­ლე­ლო­ბაა.

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა?! ახლა - სუ!.. სუ, თო­რემ მთელ სამ­სა­ხურს თავ­ზე და­გახ­ვევ! სად მცა­ლია და­სას­ვე­ნებ­ლად და გა­სარ­თო­ბად?!. და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლი­წა­დია, ზა­ფხულ­შიც არ და­მის­ვე­ნია. ეს თემა ჩემ­თვის ცო­ტა­თი მტკივ­ნე­უ­ლია.

- აბა, სა­მუ­შა­ოდ ენერ­გი­ას სა­ი­დან იღებთ?

- ღა­მის კლუ­ბებ­ში ნაკ­ლე­ბად დავ­დი­ვარ: ამი­სათ­ვის არც დრო მაქვს და სი­მარ­თლე გი­თხრა - არც სურ­ვი­ლი. ჩემი დას­ვე­ნე­ბა ძი­რი­თა­დად, ოჯა­ხის წევ­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რა­საც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­ხერ­ხებ. მათ­თან ყოფ­ნით და­დე­ბი­თად ვი­მუხ­ტე­ბი. ღმერ­თმა ყვე­ლა კარ­გად მიმ­ყო­ფოს. დას­ვე­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, იმე­დია, ამ ზა­ფხულს მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებ თა­ვის დაძ­ვრე­ნას.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ნიკა არაბიძის "გაფურჩქნის" ასაკი და "შრომითი სემესტრები"

ნიკა არაბიძის "გაფურჩქნის" ასაკი და "შრომითი სემესტრები"

ენერგიული და ხალისიანი იუმორისტის - ნიკა არაბიძის ცხოვრების სტილით დავინტერესდით, მან კი ჩვენთან საუბრისას გადაწყვიტა, რომ ვარცხნილობა უნდა შეიცვალოს და ვარჯიშიც დაიწყოს. ვიდრე ბატონი ნიკოლოზი საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარდგება და წონაში კიდევ რამდენიმე კილოგრამს დაიკლებს, საკუთარი ცხოვრების ამჟამინდელ სტილზე გვესაუბრება.

- გარეგნობაზე ზრუნვა "გაფურჩქნის" ასაკში, სტუდენტობისას დავიწყე. ინსტიტუტში 1992 წელს ჩავაბარე. ეს "გადასარევი" ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდი იყო: თავის მოვლად მიიჩნეოდა, კარგად ნაჭამი თუ იყავი (იცინის). ვხუმრობ, მაგრამ ამაში სიმართლეც არის... რომ გითხრათ, სახის კანის მოსავლელად კოსმეტიკურ საშუალებებს ვიყენებდი-მეთქი, მოგატყუებთ. ზაფხულობით ვმუშაობდი, სექტემბერში კი სასწავლებელში ახალი ტანსაცმლით მივდიოდი და ეს მსიამოვნებდა.

- ზაფხულობით სად მუშაობდით?

- რუსეთში დავდიოდი. ასე რომ, "შრომითი სემესტრები" მქონდა: ვიმუშავებდი, ცოტა რაღაცას ვიშოვიდი, ჩამოვიდოდი და ვხარჯავდი. ათას რაღაცას ვაკეთებდი. ჩვეულებრივი მუშა გახლდით, აბა, მინისტრად ვინ დამნიშნავდა? მოკლედ, საკუთარ თავს ასე ვარჩენდი.

გრიმი და სახის კანის მოვლა

- პროფესიის გამო რაღაცები მაოცებს: გრიმის გაკეთება ხშირად მიწევს და ჩემთვის ეს მერვე საოცრებაა! ხომ არსებობენ ქალბატონები, რომლებიც დილიდან საღამომდე მაკიაჟით დადიან? ჰოდა, მიკვირს, ამდენი ხნის განმავლობაში სახეზე საღებავს როგორ იტანენ?! გრიმი 2-3 საათი "მადევს" და მაშინაც ცრემლები მომდის ხოლმე. მისი მოშორების შემდეგ სახეს კოსმეტიკური რძით ვიწმენდ, რომ კანი არ გამიღიზიანდეს, არ გამიფუჭდეს... რჩევები ჩვენმა გრიმიორებმა მომცეს.

- გრიმის გაკეთებაში უკვე თქვენც ხომ არ დახელოვნდით?

- დამოუკიდებლად არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ე.წ. "ბაზას" (პირველად ფენას) წავისვამ. რომ გითხრათ, - კოსმეტოლოგად ჩამოვყალიბდი-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ რაღაცებში მეტ-ნაკლებად ვერკვევი. სახის კანის მოვლას რაც შეეხება, მხო­ლოდ კოსმეტიკური რძით ვიწმენდ, ხელებზე კი ზამთარში, განსაკუთრებით - ქარიან ამინდში კრემს ვისვამ.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- როგორც განსაკუთრებულ ადამიანს, ხედავთ - თმის ფერიც განსაკუთრებული მაქვს (იცინის). სხვათა შორის, ასეთი ფერის თმა ბევრ ქალბატონს მოსწონს: ჩემი მეგობრები სალონებში "დამათრევდნენ" და სტილისტებს ეუბნებოდნენ, - იქნებ თმა ასეთ ფერზე "დაგვაჯდესო". ახლა ცოტა ჭაღარა შემომერია. მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, ზოგადად, ყველაფერზე ვფიქრობ, ვნერვიულობ და ალბათ ამიტომაც გავჭაღარავდი, მაგრამ - არა უშავს.

- თმას როგორ უვლით?

- დილით ლოგინიდან რომ ვდგები, ვივარცხნი, 2 კვირაში ერთხელ ვიკრეჭ, 2 დღეში ერთხელ ვიბან. ჟურნალის მკითხველებს რჩევასაც მივცემ: თმის ყოველდღე შამპუნით დაბანა რეკომენდებული არ არის.

- ოდესმე გრძელი ვარცხნილობა თუ გქონიათ?

- არა, მაგრამ გპირდებით, რომ თმას მოვუშვებ.

- რატომ?

- ახლა რომ მესაუბრები, დავინტერესდი, - გრძელ ვარცხნილობაში როგორი ვიქნები... ვაი, შენი ბრალი, რომ არ მომეწონოს!..

ვარჯიში და დიეტა

- მიმაჩნია, რომ ადამიანი დიეტაზე არ უნდა "დადგეს", რადგან გარკვეული დროის მერე კვების იმავე რეჟიმის დაცვა მოუწევს. ბოლო დროს დაახლოებით 6-7 კილო მოვიკელი, მაგრამ ახალი წლის დღესასწაულებმა ცოტათი "გამჭედა". გაზაფხულზე კიდევ დავიკლებ. ჩემი აზრით, ფორმაში ყოფნისთვის საუკეთესო საშუალება სწორი კვებაა. მაგალითად, წონაში მაშინ ვიკლებ, როცა ღამით არ ვჭამ და კვების რაციონში ცომეულს ვამცირებ. მართალია, ეს წონაში კლების უფრო გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ასე მირჩევნია: ვიღაც თუ თვეში 10 კილოს იკლებს, მე - 5-ს. სამაგიეროდ, შემდეგ წონაში ნელა ვიმატებ.

- ვარჯიშობთ?

- ამჟამად არ ვვარჯიშობ, მაგ­რამ ციტა ხანში დავიწყებ - ამასაც გპირდებით. ახლა ყველაფერი ერთად გადავწყვიტე... წინათ ვვარჯიშობდი. ცურვა ძალიან მიყვარს. ხომ იცით, წყლის

პროცედურები ორგანიზმისთვის სასარგებლოა - გაცოცხლებს, გაფხიზლებს... დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ცურვაზე დილით ადრე დავდიოდი და 1 საათის განმავლობაში ვჭყუმპა­ლაობდი, დავრბოდი კიდეც... მერე ხელი იმან შემიშალა, რომ გადა­ღებისას ფეხი გადამიბრუნდა.

- მახსოვს, ყავარჯნებით დადიოდით. ისეთი რა მკვეთრი მოძრაობა გააკეთეთ, რომ ყავარჯნები დაგჭირდათ?

- კი, ცოტა ხნით "4 ფეხით" დავდიოდი. რეპეტიციაზე ლახტზე ვხტუნავდი და ფეხი გადამიბრუნდა. ცხადია, ის სკეტჩი ვეღარ გადავიღეთ. თუ გამოვჯანმრთელდი, იქნებ მერე გადავიღოთ (იცინის). სერიოზულად არ დავშავებულვარ, მაგრამ ცოტა ხნით ჩემი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა. ახლა წონაშიც ვიკლებ და ჯანსაღი ცხოვრების წესზეც გადავალ.

- წლების წინ მიშა ანდღულაძე სკეტჩებში "ნახევრად მსუქანს" გიწოდებდათ. ოდესმე ძალიან გამხდარი ან მსუქანი ყოფილხართ?

- ამაზე "დიდი" არასოდეს ვყოფილვარ, ძალიან გამხდარი - კი. წონაში 30 წლის მერე მოვიმატე, თორემ მანამდე "ჩხინკივით" ვიყავი.

- სიგამხდრე მოგწონდათ?

- მიმაჩნია, რომ ჩემთვის "ფრანგული" წონა ოპტიმალური არ იქნება, რადგან როცა ძალიან გამხდარი ვარ, დიდი თავი მიჩანს. ჰოდა, წონაში ბევრი არ უნდა დავიკლო, ზომიერად ფერხორციანი უნდა ვიყო, რათა გზაში ქარმა არ წამაქციოს და ჯიბით რიყის ქვების ტარება არ მომიხდეს.

სამოსი

- შოპინგი ჩემთვის ურთულესი პროცესია: მაღაზიებში სიარული არ მიყვარს. შოპინგით ზოგი დეპრესიას ებრძვის, მე კი ვიღლები...

- ალბათ სამოსს რთულად არჩევთ...

- თუკი მაღაზიებში სიარული დავიწყე, ბევრი უნდა ვიარო.

- მარტო "შოპინგობთ"?

- სხვათა შორის, მეუღლე საკუთარი ინიციატივით, ჩემთვის კარგ რაღაცებს ყიდულობს. თავდაპირველად შოპინგზე ერთად დავდიოდით, ახლა ნელ-ნელა ვაჩვევ, რომ რაღაცები თავად მიყიდოს (იცინის). მის მიერ შერჩეული სამოსი მომწონს.

- თქვენს გარდერობში როგორი სტილისა თუ ფერის ტანსაცმელი ჭარბობს?

- როგორც ქუთაისელს, შავი ფერი მიყვარს. ალბათ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც პრაქტიკულად იცვამენ. არ შემიძლია, სამსახურში ყოველდღე კოსტიუმითა და ჰალსტუხით "გამოჭიმულმა" ვიარო. ამისთვის განსაკუთრებული დღეები და ადგილები არსებობს. მირჩევნია, სამსახურში სპორტულად, თავისუფლად მეცვას.

სამკაული და აქსესუარები

- როგორც ხედავთ, სა­ყურეს არ ვატარებ - ყურის გახვრეტის მეშინია (იცინის). ზოგადად, აქსესუარები მიყვარს. მაგალითად, საათი. ხანდახან საათს ბანაობის დროსაც არ ვიხსნი, ხან კი გაკეთება მავიწყდება.

- განსაკუთრებულად საყვარელი სამკაული თუ გაქვთ?

- ჯვარს სულ ვატარებ. ისეთი სამკაული თუ აქსესუარი არ მაქვს, რომ ვიფიქრო, - ჯიბეში თუ არ მიდევს, "კატოკი" დამეჯახება და გამაბრტყელებს-მეთქი.

საქმე

- ალბათ იცით, სადაც ვსაქმიანობ - "ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში" "ლაბორატორიის გამგე" გახლავართ. დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატა­რებთ. ჩვენი საქმე გვიყვარს. "კომედი ჯგუფი" ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა...

- სერიალსაც ახმოვანებთ. ამ საქმეს თავს როგორ ართმევთ?

- დიახ, "კომედი არხზე" სერიალ "სამზარეულოს" ვახმოვანებ. საინტერესო საქმეა, მით უმეტეს, რომ სერიალი თავადაც მომწონს. ჩემი გმირი - ბარინოვი ფრანგული რესტორნის შეფ-მზარეული გახლავთ.

- ის თანამშრომლებს ასე მიმართავს - "ხეიბრებო", "ინვალიდებო", "იდიოტებო", მაგრამ ხელქვეითებს მაინც უყვართ. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- კარგი გულის ადამიანია. აკვარიუმის პატარა ნიანგთან - არკადისთან "ძმაკაცობს". არკადიუშა მისი მესაიდუმლეა. სხვათა შორის, კარგია, როცა ისეთი მესაიდუმლე გყავს, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ ვერაფერს ამბობს (იცინის). პირადად მე, ჩემი გმირისთვის დამახასიათებელი ტერმინებით არავის მივმართავ.

- მსგავსი ტერმინებით თქვენთვის თუ მოუმართავთ?

- ალბათ მოუმართავთ. ხომ შეიძლება, ვიღაცამ გამლანძღოს? ამას წინათ მანქანით მივდიოდი. გზაზე ქალბატონი გადადიოდა. არადა, არ მეგონა, თუ გადასვლას აპირებდა. ჩემკენ არც გამოუხედავს, ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა მივუახლოვდი, სვლა შევანელე. არ ვეჯახებოდი, მაგრამ გონს რომ მოვიდა, მაინც შეეშინდა და მომაწყევლა: ნელა ვერ ივლი? შენ გაგიხმა თავიო (იცინის)! შესაბამისად, მეც სამსახურში "გამხმარი თავით" წამოვედი. ნერვებმოშლილი რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, შევპასუხებოდი.

ოჯახი

- მეუღლე და ერთი შვილი მყავს. როგორც გითხარით, სამსახურში დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ და ამის გამო ჩემი ოჯახის წევრებს პრეტენზია აქვთ. მაგალითად, მეუღლე რომ დამირეკავს და მომიკითხავს, ბავშვის ხმა მესმის: - რაო მამამ, მაგვიანდებაო? იცის, რომ სახლში მისვლა ყოველთვის მაგვიანდება. ჩვენი ძირითადი პრობლემა მოუცლელობაა.

დასვენება და გართობა

- დასვენება და გართობა?! ახლა - სუ!.. სუ, თორემ მთელ სამსახურს თავზე დაგახვევ! სად მცალია დასასვენებლად და გასართობად?!. დაახლოებით 2 წელიწადია, ზაფხულშიც არ დამისვენია. ეს თემა ჩემთვის ცოტათი მტკივნეულია.

- აბა, სამუშაოდ ენერგიას საიდან იღებთ?

- ღამის კლუბებში ნაკლებად დავდივარ: ამისათვის არც დრო მაქვს და სიმართლე გითხრა - არც სურვილი. ჩემი დასვენება ძირითადად, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერ­თობით შემოიფარგლება, რასაც შეძ­ლებისდაგვარად ვახერხებ. მათთან ყოფნით დადებითად ვიმუხტები. ღმერთმა ყველა კარგად მიმყოფოს. დასვენებას რაც შეეხება, იმედია, ამ ზაფხულს მაინც მოვახერხებ თავის დაძვრენას.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები