საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდელი თიკო ნატროშვილი მამა გაბრიელის საფლავზე: "სასწაული მოხდა, მადლიანი და ემოციური დღეა!"
მოდელი თიკო ნატროშვილი მამა გაბრიელის საფლავზე: "სასწაული მოხდა, მადლიანი და ემოციური დღეა!"

მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მცხე­თა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­ვი­და, მაგ­რამ სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის უფ­ლე­ბა ყვე­ლას როდი ჰქონ­და. მო­დელ თიკო ნატ­როშ­ვილს ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­თლა - მას მცხე­თა­ში შე­სას­ვლე­ლი საშ­ვიც ჰქონ­და და მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც.

- დი­ლას ადრე მე და ჩემი პა­ტა­რა ვაჟი, კახი ხა­ბუ­ლი­ა­ნი თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში გა­ვე­მარ­თეთ. 8 სა­ა­თის­თვის უკვე იქ ვი­ყა­ვით. და­ვეს­წა­რით უშუ­ა­ლოდ საფ­ლა­ვის გახ­სნას. თუმ­ცა იმ ყვე­ლაფ­რის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ იყო გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­ი­და­ნაც ამის ხილ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ. მამა გაბ­რი­ე­ლი საფ­ლა­ვი­დან ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე ამო­აბ­რძა­ნეს, რო­გორც იყო დათ­ქმუ­ლი. ამ დრო­ის­თვის სამ­რეკ­ლო­ზე ავე­დი, რომ უკე­თე­სად და­მე­ნა­ხა ყვე­ლა­ფე­რი. საფ­ლავ­თან მხო­ლოდ შავი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა იყო, დე­დებ­საც არ ჰქონ­დათ მი­ახ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- რა და­ი­ნა­ხე სამ­რეკოდან?

- საფ­ლა­ვი რომ გა­იხ­სნა, თვა­ლი მოვ­კა­რი ფეხ­საც­მელს, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ მი­წა­ში ყოფ­ნით არ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლა, არც ის ჭი­ლო­ფი, რა­შიც გახ­ვე­უ­ლი იყო ბერი (მისი ან­დერ­ძის თა­ნახ­მად), შე­უ­ლა­ხა­ვი იყო ასე­ვე ხის ნარი, რა­ზეც იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი მამა გაბ­რი­ე­ლი. ბერი მი­წა­ში წლე­ბის წინ ხომ სა­სახ­ლის გა­რე­შე დაკ­რძა­ლეს. მო­ვუს­მი­ნე ასე­ვე დედა პა­რას­კე­ვას ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს ნეშ­ტის უხრწნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის­ცა: აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ძღვრის ფე­ხე­ბი უნა­ხავს და ის მო­ყა­ვის­ფრო შე­ფე­რი­ლო­ბის იყოო...

შემ­დეგ უკვე სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში გა­და­აბ­რძა­ნეს. იქ აღევ­ლი­ნა ლოც­ვა, რა­საც და­ვეს­წა­რით, მაგ­რამ ნეშტს ვერ მი­ვე­ახ­ლეთ. მერე ნა­კა­დი სვე­ტი­ცხოვ­ლის­კენ და­იძ­რა, პრო­ცე­სი­ას გავ­ყე­ვით და მე და ჩემი შვი­ლი კორ­დო­ნის შუ­ა­გულ­ში აღ­მოვ­ჩნდით. ისე, რომ ვერც კი გა­ვი­გე, სვე­ტი­ცხო­ველ­ში რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი. ტა­ძარ­ში რომ შე­ვე­დით, იქ ხალ­ხი ჯერ არ იყო შე­მოშ­ვე­ბუ­ლი, იყ­ვნენ მხო­ლოდ სტი­ქა­როს­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მო­ძღვრე­ბი და მე და კახი. სას­წა­უ­ლი მოხ­და. მად­ლი­ა­ნი და ემო­ცი­უ­რი დღეა!

- მის სა­სახ­ლეს­თან მი­ახ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ბევ­რს არ მის­ცე­მია. შენ ეს შე­ძე­ლი...

- სა­ო­ცა­რია, ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი იქ, წე­სით ისე­თი დაც­ვა იყო, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ მორ­წმუ­ნეს და მრევ­ლის წევ­რს, ეს ვერ უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა. მოკ­ლედ, მამა გაბ­რი­ე­ლის ხა­ტის უკან რა­ნა­ი­რად მოვ­ხვდით, ახ­ლაც არ ვიცი. უბ­რა­ლოდ ხალ­ხის ნა­კად­ში ვი­ყა­ვით და მახ­სოვს, არ გვიშ­ვებ­დნენ. უბ­რა­ლოდ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მივ­დი­ო­დი, რომ შევ­ხე­ბო­დი მის სა­სახ­ლეს, რო­მელ­შიც ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო მამა გაბ­რი­ე­ლი.

- სამ­თავ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შენ­ნა­ი­რი რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო?

- მაქ­სი­მუმ 100 კაცი ყო­ფი­ლი­ყო... შემ­ხვდა მიწა, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ე­ლის ნა­რის მი­და­მო­დან აი­ღეს და იქი­დან ცოტა მი­წი­ლა­დეს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მოდელი თიკო ნატროშვილი მამა გაბრიელის საფლავზე: "სასწაული მოხდა, მადლიანი და ემოციური დღეა!"

მოდელი თიკო ნატროშვილი მამა გაბრიელის საფლავზე: "სასწაული მოხდა, მადლიანი და ემოციური დღეა!"

მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, მცხეთაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩავიდა, მაგრამ სამთავროს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ყველას როდი ჰქონდა. მოდელ თიკო ნატროშვილს ნამდვილად გაუმართლა - მას მცხეთაში შესასვლელი საშვიც ჰქონდა და მონასტრის ტერიტორიაზეც.

- დილას ადრე მე და ჩემი პატარა ვაჟი, კახი ხაბულიანი თბილისიდან მცხეთაში გავემართეთ. 8 საათისთვის უკვე იქ ვიყავით. დავესწარით უშუალოდ საფლავის გახსნას. თუმცა იმ ყველაფრისთვის თვალყურის დევნება ადვილი არ იყო, მაგრამ იყო გარკვეული ადგილები, საიდანაც ამის ხილვა შესაძლებელი გახლდათ. მამა გაბრიელი საფლავიდან ზუსტად 12 საათზე ამოაბრძანეს, როგორც იყო დათქმული. ამ დროისთვის სამრეკლოზე ავედი, რომ უკეთესად დამენახა ყველაფერი. საფლავთან მხოლოდ შავი სამღვდელოება იყო, დედებსაც არ ჰქონდათ მიახლების საშუალება.

- რა დაინახე სამრეკოდან?

- საფლავი რომ გაიხსნა, თვალი მოვკარი ფეხსაცმელს, რომელიც, ფაქტობრივად, ამდენი წლის შემდეგ მიწაში ყოფნით არ გაფუჭებულა, არც ის ჭილოფი, რაშიც გახვეული იყო ბერი (მისი ანდერძის თანახმად), შეულახავი იყო ასევე ხის ნარი, რაზეც იყო დასვენებული მამა გაბრიელი. ბერი მიწაში წლების წინ ხომ სასახლის გარეშე დაკრძალეს. მოვუსმინე ასევე დედა პარასკევას ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტებს ნეშტის უხრწნელობასთან დაკავშირებით მისცა: აღნიშნა, რომ მოძღვრის ფეხები უნახავს და ის მოყავისფრო შეფერილობის იყოო...

შემდეგ უკვე სამთავროს მონასტერში გადააბრძანეს. იქ აღევლინა ლოცვა, რასაც დავესწარით, მაგრამ ნეშტს ვერ მივეახლეთ. მერე ნაკადი სვეტიცხოვლისკენ დაიძრა, პროცესიას გავყევით და მე და ჩემი შვილი კორდონის შუაგულში აღმოვჩნდით. ისე, რომ ვერც კი გავიგე, სვეტიცხოველში როგორ აღმოვჩნდი. ტაძარში რომ შევედით, იქ ხალხი ჯერ არ იყო შემოშვებული, იყვნენ მხოლოდ სტიქაროსნები, ჟურნალისტები, მოძღვრები და მე და კახი. სასწაული მოხდა. მადლიანი და ემოციური დღეა!

- მის სასახლესთან მიახლების საშუალება ბევრს არ მისცემია. შენ ეს შეძელი...

- საოცარია, ისე მოულოდნელად აღმოვჩნდი იქ, წესით ისეთი დაცვა იყო, რომ ჩვეულებრივ მორწმუნეს და მრევლის წევრს, ეს ვერ უნდა მოეხერხებინა. მოკლედ, მამა გაბრიელის ხატის უკან რანაირად მოვხვდით, ახლაც არ ვიცი. უბრალოდ ხალხის ნაკადში ვიყავით და მახსოვს, არ გვიშვებდნენ. უბრალოდ მიზანმიმართულად მივდიოდი, რომ შევხებოდი მის სასახლეს, რომელშიც ჩაბრძანებული იყო მამა გაბრიელი.

- სამთავროს ტერიტორიაზე შენნაირი რამდენი ადამიანი იყო?

- მაქსიმუმ 100 კაცი ყოფილიყო... შემხვდა მიწა, რომელიც მამა გაბრიელის ნარის მიდამოდან აიღეს და იქიდან ცოტა მიწილადეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება