მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას" - მეცნიერების მტკიცებით დიდი შანსია, ასაკოვანი მამები "მუტანტ სპერმას" ატარებდნენ
 "ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას" - მეცნიერების მტკიცებით დიდი შანსია, ასაკოვანი მამები "მუტანტ სპერმას" ატარებდნენ

"ძა­ლი­ან ნუ და­აგ­ვი­ა­ნებთ შვი­ლის ყო­ლას", - აფრ­თხი­ლე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი იმ მა­მა­კა­ცებს, რო­მელ­თაც 40 წლის შემ­დეგ ახ­სენ­დე­ბათ, რომ ოჯა­ხი და შვი­ლი უნ­დათ.

კვლე­ვა­ში ბი­ო­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Decode Genetics-ის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ასა­კო­ვა­ნი მა­მე­ბი ზრდი­ან რისკს, რომ შვი­ლი ავად­მყო­ფი და­ი­ბა­დე­ბა - ყვე­ლა­ზე დიდი რის­კფაქ­ტო­რი აუ­ტიზ­მი და ში­ზოფ­რე­ნი­აა. კა­ცის ასა­კი სპერ­მის ხა­რისხზეც აი­სა­ხე­ბა.

რო­გორც ჟურ­ნალ Nature-ში და­ბეჭ­დილ სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ა­ში წე­რია, 40 წლის მა­მა­კა­ცი 20 წლის ახალ­გაზ­რდას­თან შე­და­რე­ბით, 2-ჯერ ზრდის შანსს, რომ მისი შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით გაჩ­ნდეს.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცე­ბის­თვი­საც იმა­ვე დო­ზით წი­კწი­კებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ა­თი, რო­გორც ქა­ლე­ბის­თვის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ნე­კო­ლო­გე­ბი იკ­ვლევ­დნენ კავ­შირს ასა­კო­ვან მა­მებ­სა და დე­ფექ­ტით და­ბა­დე­ბულ ჩვი­ლებს შო­რის. მეც­ნი­ე­რებ­მა 78 ის­ლან­დი­ე­ლი მშობ­ლი­სა და მათი შვი­ლე­ბის დნმ გა­მო­იკ­ვლი­ეს. დე­დის ასაკს რისკთან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და - შვი­ლის დნმ-ში არ­სე­ბუ­ლი მუ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის მი­ზე­ზი მამა იყო.

"ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აჩ­ნია, რომ დე­დის ასა­კია მთა­ვა­რი. თუმ­ცა, ში­ზოფ­რე­ნი­ი­სა და აუ­ტიზ­მის პრო­ვო­ცი­რე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო მა­მის ასა­კია და არა დე­დის", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვი­თი კომ­პა­ნი­ის Decode Genetics-ის მეც­ნი­ერ­მა, ექიმ­მა კერი სტე­ფან­სონ­მა.

კა­ცე­ბის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სფე­როს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტის, ექიმ ალან პე­ი­სის თქმით, "დროა გა­მო­ვიღ­ვი­ძოთ და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ის საფრ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბულ მა­მო­ბას მოჰ­ყვე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, თუ რა­ტომ ცდი­ლო­ბენ ახალ­გაზ­რდა წყვი­ლე­ბი შვი­ლი გვი­ან გა­ა­ჩი­ნონ, მაგ­რამ ეს ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ბი­ო­ლო­გი­ა­ზე. კა­ცებს ვურ­ჩევ, რაც შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ჰყავ­დეთ შვი­ლე­ბი და ნუ და­ე­ლო­დე­ბი­ან 50 წელს. ეს თქვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უკე­თე­სია".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Nature-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას" - მეცნიერების მტკიცებით დიდი შანსია, ასაკოვანი მამები "მუტანტ სპერმას" ატარებდნენ

 "ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას" - მეცნიერების მტკიცებით დიდი შანსია, ასაკოვანი მამები "მუტანტ სპერმას" ატარებდნენ

"ძალიან ნუ დააგვიანებთ შვილის ყოლას", - აფრთხილებენ მეცნიერები იმ მამაკაცებს, რომელთაც 40 წლის შემდეგ ახსენდებათ, რომ ოჯახი და შვილი უნდათ.

კვლევაში ბიოფარმაცევტული კომპანია Decode Genetics-ის მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობდა. მეცნიერების თქმით, ასაკოვანი მამები ზრდიან რისკს, რომ შვილი ავადმყოფი დაიბადება - ყველაზე დიდი რისკფაქტორი აუტიზმი და შიზოფრენიაა. კაცის ასაკი სპერმის ხარისხზეც აისახება.

როგორც ჟურნალ Nature-ში დაბეჭდილ სამეცნიერო სტატიაში წერია, 40 წლის მამაკაცი 20 წლის ახალგაზრდასთან შედარებით, 2-ჯერ ზრდის შანსს, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებით გაჩნდეს.

მეცნიერების თქმით, მამაკაცებისთვისაც იმავე დოზით წიკწიკებს ბიოლოგიური საათი, როგორც ქალებისთვის. წლების განმავლობაში გინეკოლოგები იკვლევდნენ კავშირს ასაკოვან მამებსა და დეფექტით დაბადებულ ჩვილებს შორის. მეცნიერებმა 78 ისლანდიელი მშობლისა და მათი შვილების დნმ გამოიკვლიეს. დედის ასაკს რისკთან ურთიერთობა არ ჰქონდა - შვილის დნმ-ში არსებული მუტაციის შემთხვევების მიზეზი მამა იყო.

"ტრადიციულად საზოგადოებას მიაჩნია, რომ დედის ასაკია მთავარი. თუმცა, შიზოფრენიისა და აუტიზმის პროვოცირების მთავარი წყარო მამის ასაკია და არა დედის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გენეტიკური კვლევითი კომპანიის Decode Genetics-ის მეცნიერმა, ექიმმა კერი სტეფანსონმა.

კაცების ნაყოფიერების სფეროს წამყვანი სპეციალისტის, ექიმ ალან პეისის თქმით, "დროა გამოვიღვიძოთ და გავაცნობიეროთ ის საფრთხეები, რომელიც დაგვიანებულ მამობას მოჰყვება. ძალიან კარგად მესმის, თუ რატომ ცდილობენ ახალგაზრდა წყვილები შვილი გვიან გააჩინონ, მაგრამ ეს ცუდად აისახება ბიოლოგიაზე. კაცებს ვურჩევ, რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკში ჰყავდეთ შვილები და ნუ დაელოდებიან 50 წელს. ეს თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის უკეთესია".

მომზადებულია Nature-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს