უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ რიბაკი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, რადას ვიცე-სპიკერის რუსლან კოშულინსკის განცხადებით, რიბაკმა გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა უმაღლესი რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა იგორ კალეტნიკმაც.

ამ წუთებში უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატები სხდომას მართავენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა