პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს
საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს

სა­ქარ­თვე­ლო მზად არის უკ­რა­ი­ნას სა­მე­დი­ცი­ნო-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და. სერ­გე­ენ­კომ უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა და მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ეხ­მა­როს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ქვე­ყა­ნას კრი­ზი­სი აქვს.

"მან მად­ლო­ბა გა­მოთ­ქვა მხარ­და­ჭე­რის­თვის და შევ­თან­ხმდით სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით რა­ი­მე კრი­ზი­სუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მხრივ არ იკ­ვე­თე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სა, მან გა­მოთ­ქვა იმე­დი, რომ დღე­ი­დან მოხ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცია, რად­გან უკვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა იყოს უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მა­თაც გა­მოკ­ვე­თონ კრი­ზი­სუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, იგი მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად უკვე შეხ­ვდა ექიმ­თა ჯგუფს და დახ­მა­რე­ბის­თვის ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა ამის სა­ჭი­რო­ე­ბას გა­მოთ­ქვამს, ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად არის. "რო­დე­საც და­ზუს­ტდე­ბა ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც უკ­რა­ი­ნა დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ჩვენ მყი­სი­ე­რად მზად ვართ ამის­თვის, მათ შო­რის პა­ცი­ენ­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მხრივ. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცია მალე მოხ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ლო­გი­კით მი­უ­ღე­ბე­ლია. ამას­თან, და­ვით სერ­გე­ენ­კომ უკ­რა­ი­ნა­ში შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს

საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს

საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. სერგეენკომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს დახმარება შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს იმ მიმართულებით, სადაც ქვეყანას კრიზისი აქვს.

"მან მადლობა გამოთქვა მხარდაჭერისთვის და შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რაიმე კრიზისული მიმართულება მედიკამენტების ან ადამიანური რესურსების მხრივ არ იკვეთება. მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, მან გამოთქვა იმედი, რომ დღეიდან მოხდება სიტუაციის დეესკალაცია, რადგან უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული ვადამდელ არჩევნებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარულ-სამედიცინო დახმარება იყოს უფრო ორგანიზებული და მათაც გამოკვეთონ კრიზისული წერტილები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგი მოადგილესთან ერთად უკვე შეხვდა ექიმთა ჯგუფს და დახმარებისთვის ნებისმიერ მომენტში, როდესაც უკრაინა ამის საჭიროებას გამოთქვამს, ქართული მხარე მზად არის. "როდესაც დაზუსტდება ის მიმართულება, სადაც უკრაინა დახმარებას საჭიროებს, ჩვენ მყისიერად მზად ვართ ამისთვის, მათ შორის პაციენტების ტრანსპორტირების, მედიკამენტებისა თუ ადამიანური რესურსის მხრივ. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მალე მოხდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის შეფასებით, რაც უკრაინაში ხდება, ნებისმიერი ლოგიკით მიუღებელია. ამასთან, დავით სერგეენკომ უკრაინაში შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა