მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

წმინდა მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. საპატრიარქოს განცხადება პატრიარქის მდივანმა , დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა. განცხადების თანახმად, ღირსი მამის გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო დამატებით საზოგადოებას აცნობებს, რომ ნეშტის გამობრძანება მოხდება შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე. პატრიარქი ჩაბრძანდება სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში და თავად გადაიხდის პარაკლისს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათიდან (და არა ადრე გამოცხადებულ 18:00 საათზე) სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი დაიწყებს 19:00 საათზე. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე.

წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია