მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ქარელის გულახდილი ინტერვიუ
მიხეილ ქარელის გულახდილი ინტერვიუ

ცოტა ხნის წინ, შიდა ქარ­თლის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, მი­ხე­ილ ქა­რელ­მა მის მო­ბი­ლურ­ზე მი­სუ­ლი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ყო­ფი­ლი ჩი­ნო­სა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ შე­ტყო­ბი­ნე­ბა რუ­სე­თი­დან არის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. ტექ­სტის ში­ნა­არ­სი კი ასე­თია: "კარ­გად წა­ი­კი­თხე და და­ფიქ­რდი, რა­საც გწერთ. 1. თუ ოდეს­მე იკა­ზე ხმას ამო­ი­ღებ ან გა­ზე­თით, ან ტე­ლე­ვი­ზი­ით, შენს ოჯახს მთლი­ა­ნად გა­ვა­ნად­გუ­რებთ. 2. თბი­ლი­სის ოფი­სის წი­ლე­ბი შენ და კე­კე­ლიშ­ვილ­მა გად­მო­ა­ფორ­მეთ შე­ნი­ვე და­ქალ თე­ო­ზე. თუ სამ დღე­ში და­დე­ბი­თად არ გა­და­წყვეტთ რა­საც გწერთ, შენს სახლ-კარს ცე­ცხლს მივ­ცემთ დე­და­შენ-მა­მა­შე­ნი­ა­ნად, და­ნარ­ჩენს გას­ვე­ნე­ბა­ში რო ჩა­მოხ­ვალ, აქ აგიხ­სნით. კარ­გად და­ფიქ­რდი და 31 იან­ვრამ­დე და­აბ­რუ­ნე პა­სუ­ხი თეოს მეშ­ვე­ო­ბით. არ გე­მუქ­რე­ბით, რე­ა­ლო­ბას გიხ­სნით. მა­გა­საც ხომ და­ვუწ­ვით სახ­ლი, ჰოდა, ნუ აჰ­ყვე­ბი იმ ვოლკს, თო­რემ 1-ში ცე­ცხლით გა­გათ­ბობთ, თუ არას­წო­რად იფიქ­რებ. არც მანდ არაა შენი პოვ­ნა ძნე­ლი".

მი­ხე­ილ ქა­რე­ლი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის­კენ, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­კენ იშ­ვერს ხელს და მუ­ქა­რა­ში მას ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ჩანს, ძველ მე­გობ­რებს შო­რის დიდი ხა­ნია, ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლია და ამან უკვე პრე­სის ფურ­ცლებ­ზეც გად­მო­ი­ნაც­ვლა. არა­და, იყო პე­რი­ო­დი, როცა ქა­რე­ლის კა­რი­ე­რულ წინსვლას სწო­რედ ოქ­რუ­აშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბას უკავ­ში­რებ­დნენ. რა ვერ გა­იყ­ვეს მე­გობ­რებ­მა და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ბრალ­დე­ბებ­ზე პო­ზი­ცი­ას არ აფიქ­სი­რებს თა­ვად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. ის პა­სუ­ხის გა­ცე­მას არ ჩქა­რობს.

უფრო მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს საფ­რან­გეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­გე­მუქ­რათ. იქ­ნებ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად გვი­ამ­ბოთ, რა და­ვაა თქვენ შო­რის?

- მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ქო­ნებ­რი­ვი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დავა მას­თან არ მაქვს. ჩვე­ნი უთან­ხმო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც ოქ­რუ­აშ­ვი­ლის უღირ­სი ქმე­დე­ბე­ბი იყო. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მე­გობ­რე­ბის, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის მი­მართ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ამ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია რე­ა­ლო­ბის აღ­ქმა. ყო­ველ­თვის მზად იყო, პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ სამ­შობ­ლოც კი გა­ე­ყი­და. ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სრუ­ლი იგ­ნო­რი გა­უ­კე­თა იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­საც თა­ვად ეყ­რდნო­ბო­და, რად­გან არ სურ­და, ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ე­თა­ვი­სე­ბი­ნა, რაც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­იშ­ვა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სი­ბე­ცით ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იქცა დევ­ნი­ლად და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა ცი­ხე­ში, რომ­ლე­ბიც არც იქ მო­უ­კი­თხავს და ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვიდ­ნენ, მა­ში­ნაც არ და­უ­რე­კავს. აღარ არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ის ცი­ხის კარ­თან უნდა დახ­ვედ­რო­და ამ ბი­ჭებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს და მათ­თვის ბო­დი­ში და მად­ლო­ბა მა­ინც უნდა ეთ­ქვა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­წა­მე­ბი არი­ან, მათ დენ­ზე აერ­თებ­დნენ, ჯან­მრთე­ლო­ბა შერ­ყე­უ­ლი აქვთ და სა­ჭი­რო­ე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას. ეს ბი­ჭე­ბი ცდი­ლობ­დნენ ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბას, მაგ­რამ ის თავს არი­დებს. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ოქ­რუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 40 ოჯახს ინა­ხავ­და, რაც სრუ­ლი სიც­რუ­ეა. და­ა­სა­ხე­ლოს ერთი ოჯა­ხი მა­ინც, ვი­საც ის ინა­ხავ­და, გარ­და მის გარ­შე­მო მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­დი­სა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­კუ­თა­რი ბინ­ძუ­რი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ახ­დენ­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯის შექ­მნას. სი­ნამ­დვი­ლე­ში მის­თვის მე­გობ­რო­ბა არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მის­თვის მე­გო­ბა­რი უბ­რა­ლო ნივ­თია. ეს "ნივ­თი" თუკი ოდეს­მე და­ზი­ან­და მისი უგუ­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლით და თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, მის­თვის ღი­რე­ბუ­ლი აღა­რაა და მო­შო­რე­ბა­ზე ფიქ­რობს. მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის 99%-ს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ასე მო­ექ­ცა. ის ერთი პრო­ცენ­ტი კი არის მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, იო­სებ გი­გუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი და­ა­ტა­რებს, ბინ­ძუ­რი საქ­მე­ე­ბის­თვის იყე­ნებს და რო­მე­ლიც ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ ბან­დას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

- ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბია. გაქვთ სამ­ხი­ლი?

- რა­საც ვამ­ბობ, სრუ­ლი სი­მართ­ლეა.

- რა ბიზ­ნე­სი გქონ­დათ ერ­თად და რის გა­და­ფორ­მე­ბას ითხოვ­და?

- სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებ­მა ისე გა­ი­გეს, თით­ქოს ჩვენ შო­რის დავა ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სი­დან წარ­მო­იშ­ვა. ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი არა­სო­დეს მქო­ნია, მით უფრო, ოქ­რუ­აშ­ვილ­თან ერ­თად. საქ­მე ეხე­ბა "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ათო­ნე­ლის 27-ში შე­ძე­ნილ სა­ო­ფი­სე ფარ­თობს. ეს იყო პარ­ტი­ის ოფი­სი, რო­მე­ლიც 2007 წელს 11-მა კაც­მა შე­ვი­ძი­ნეთ. არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს, რომ მქონ­და ჩემი წილი და ვი­ყა­ვი თა­ნა­მე­სა­კუთ­რე, რაც 2007 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც აღ­ვნიშ­ნე. 2009 წელს ეს ოფი­სი უკა­ნო­ნოდ ჩა­მოგ­ვარ­თვეს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, 2013 წლის 12 დე­კემ­ბერს, სა­სა­მარ­თლომ ეს ქო­ნე­ბა რე­ა­ლურ მფლო­ბე­ლებს დაგ­ვიბ­რუ­ნა. ამის შემ­დეგ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ამ ქო­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მო­ინ­დო­მა და და­ი­წყო მის­თვის ჩვე­უ­ლი წე­სით, და­ნარ­ჩენ მფლო­ბე­ლებ­ზე ზე­წო­ლა. რო­დე­საც დარ­წმუნ­და, რომ არ ვა­პი­რებ­დი მის­თვის ჩემი კუთ­ვნი­ლი წი­ლის გა­და­ფორ­მე­ბას, ამის შემ­დეგ და­ი­წყო მუ­ქა­რა.

- ამ მუ­ქა­რას რა კონ­ფლიქ­ტი უძღვო­და წინ?

- 5 წე­ლია, საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ. აქე­დან 4 წე­ლია, რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი არ მი­ნა­ხავს. შე­სა­ბა­მი­სად, არც ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნია მას­თან და არც ამის სურ­ვი­ლი. რო­გორც გი­თხა­რით, ჩვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი­სად­მი გულ­გრი­ლო­ბა და მათი პი­რა­დი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბაა, რის გა­მოც ჩვენ შო­რის წარ­მო­იშ­ვა კონ­ფლიქ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა მის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბას, ამის მა­გა­ლი­თი ძალ­ზე ბევ­რია და მო­ყო­ლა რომ და­ვი­წყო, ერთი ინ­ტერ­ვიუ არ ეყო­ფა.

- სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბას უყე­ნებთ ოქ­რუ­აშ­ვილს. რო­გორ დარ­წმუნ­დით, რომ მე­სი­ჯი ნამ­დვი­ლად მან გა­მო­გიგ­ზავ­ნათ?

- კარ­გი კი­თხვაა. ასე­თი მე­თო­დე­ბის­თვის ოქ­რუ­აშ­ვილს ხში­რად მი­უ­მარ­თავს, ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას. ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ემუქ­რე­ბო­და ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, სახ­ლის დაწ­ვი­თა და გა­ნად­გუ­რე­ბით. რო­გორც წესი, იგი ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ასეთ ფორ­მას ირ­ჩევ­და. ია­სონ ჩიხ­ლა­ძე არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბა ის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მის სურ­ვილს შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. ია­სონ ჩიხ­ლა­ძეს მან სახ­ლი და­უწ­ვა, რაც ჩემ­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ მე­სი­ჯში აღი­ა­რა კი­დეც. ჩემ­თვის მთა­ვა­რი ის არაა, ვისი ნომ­რით გა­მოგ­ზავ­ნა მე­სი­ჯი და ვინ და­ა­ჭი­რა ღი­ლაკს ხელი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ ამ მე­სი­ჯის ავ­ტო­რი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც ბევ­რჯერ მო­ი­თხო­ვა, რომ გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი. ახლა რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში უნდა ჩა­ერ­თოს, ის თვლის, რომ მე მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს წარ­მო­ვად­გენ.

- სხვა მტე­რი არ გყავთ? იქ­ნებ სხვა და­გე­მუქ­რათ?

- მტე­რი ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია. მტე­რი ნამ­დვი­ლად არ მყავს.

- ვინ არის თეო, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რია მე­სი­ჯში, მას იც­ნობთ?

- რა თქმა უნდა, ვიც­ნობ. სა­უ­ბა­რია თეო ტლა­შა­ძე­ზე. სწო­რედ თეო ტლა­შა­ძე გახ­ლდათ ამ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი. ალ­ბათ მკი­თხავთ, ამას რო­გორ ვა­დას­ტუ­რებ და გე­ტყვით, რომ ტლა­შა­ძის ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დას­ტურ­დე­ბა იმი­თაც, რომ მას ჰქონ­და მი­მო­წე­რა ერთ-ერთ მე­სა­კუთ­რეს­თან, და­ვით კე­კე­ლიშ­ვილ­თან. სთხოვ­და მას, დაჰ­კავ­ში­რე­ბო­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს. ეს მი­მო­წე­რა გა­მოქ­ვეყ­ნდა ერთ-ერთ ქარ­თულ გა­მო­ცე­მა­ში. ასე რომ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გზავ­ნილ­ში ნახ­სე­ნე­ბი ვინ­მე თეო არის თეო ტლა­შა­ძე. რო­გორც გა­ვი­გე, ტლა­შა­ძე არ ადას­ტუ­რებს ამ გზავ­ნილ­თან ოქ­რუ­აშ­ვი­ლის კავ­შირს და ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია, ისე­დაც დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლია.

- რა გა­რან­ტია არ­სე­ბობს, რომ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მუ­ქა­რა სის­რუ­ლე­ში არ მო­იყ­ვა­ნოს?

- უშუ­ა­ლოდ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამას ვერ შეძ­ლებს, რად­გან ლა­ჩა­რია. ამის­თვის მას შე­უძ­ლია, თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­და გა­მო­ი­ყე­ნოს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ია­სონ ჩიხ­ლა­ძის სახ­ლი რო­გორ და­იწ­ვა, ასე­ვე ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნის 60 ჰექ­ტარ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი, უკვე ასა­ღე­ბად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ხორ­ბა­ლი, რა თქმა უნდა, გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მან 2013 წელს ჩა­ი­დი­ნა. მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, იო­სებ გი­გუ­აშ­ვი­ლი ურე­კავ­და ადა­მი­ა­ნებს და მათ­გან ქო­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბას ითხოვ­და. ტექ­სტი იყო ასე­თი: - ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ ფული აკე­თეთ, ჩვენ კი ძა­ლი­ან გვი­ჭირ­დაო. აი, ამ ფორ­მით ცდი­ლობ­დნენ ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვას. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ვი­ღა­ცებს წა­არ­თვეს კი­დეც ქო­ნე­ბა. ისი­ნი სამ­წუ­ხა­როდ, გა­ჩუ­მე­ბას არ­ჩე­ვენ დღემ­დე, რად­გან მათ ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ერთ-ერთ ადა­მი­ანს 200 ათა­სი მოს­თხო­ვა, ვი­ღა­ცას - 150 ათა­სი და ა.შ. ვი­საც მისი მუ­ქა­რის არ შე­ე­შინ­და, იმათ სახლ-კარი და­უწ­ვა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ლა­ჩა­რია, ამ­ბობ­და, - მოვა დრო, სა­ა­კაშ­ვილს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­და­ვო, მაგ­რამ მან ეს ვერ შეძ­ლო. მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ერთი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბაც კი ვერ გა­ბე­და. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ უმა­დურ­მა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა კი მად­ლი­ე­რე­ბის ნაც­ვლად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი მი­ე­ცა, ირო­ნია არ და­ი­შუ­რა.

- ყვე­ლამ იცის, რო­გო­რი კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო თქვენ შო­რის. თქვენს კა­რი­ე­რულ წინსვლას ოქ­რუ­აშ­ვილ­თან თქვენს მე­გობ­რო­ბას უკავ­ში­რებ­დნენ, ხომ ასე იყო რე­ა­ლუ­რად?

- ჩემი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი არის მე­გობ­რო­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა და ღირ­სე­ბა. ეს ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია ჩემ­თვის. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლად ფა­რი­სევ­ლობ­და, რომ ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გეთ­ში შე­ვი­ტყვე. ოქ­რუ­აშ­ვილს არა­თუ გორ­ში, არა­მედ ტყვი­ავ­შიც არ იც­ნობ­დნენ ნორ­მა­ლუ­რად. იშ­ვი­ა­თად, ზა­ფხუ­ლო­ბით თუ ჩა­მო­ვი­დო­და ტყვი­ავ­ში. ჩემ­ზე და ჩემი მე­გობ­რე­ბის მხრებ­ზე გა­და­ვი­და მისი გა­დე­პუ­ტა­ტე­ბა, რო­დე­საც 2003 წელს გო­რის მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­და. სხვა­თა შო­რის, თა­ვად თეო ტლა­შა­ძეც კი ჩემი მოყ­ვა­ნი­ლია. ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ჩვენ მიერ იქნა მო­ძი­ე­ბუ­ლი, რა­მაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტი გა­ხა­და. არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შტა­ბის წევ­რებ­მა იცოდ­ნენ, რომ საფ­რან­გეთ­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მთხო­ვა, არ მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვად და­მი­რე­კა, - გუ­ბერ­ნა­ტო­რად დაგ­ნიშ­ნა­ვო. ეს გახ­და ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნის მი­ზე­ზი. ვთვლი, რომ ეს იყო უდი­დე­სი შეც­დო­მა. ახლა დას­კვნა მკი­თხველ­მა გა­ა­კე­თოს, რა წვლი­ლი აქვს მას ჩემს კა­რი­ე­რა­ში. იქ­ნებ პი­რი­ქით მოხ­და და მე მის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში შე­ვას­რუ­ლე დიდი როლი?

- საფ­რან­გეთ­ში რას საქ­მი­ა­ნობთ? რო­გო­რია თქვე­ნი ერთი დღე?

- ვცხოვ­რობ პა­რიზ­ში, ამ­ჟა­მად ვსწავ­ლობ. ვცხოვ­რობ ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც სხვა ემიგ­რან­ტე­ბი. სა­კუ­თა­რი შრო­მით ვირ­ჩენ თავს. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ პა­რიზ­ში ფუ­ფუ­ნე­ბით ვცხოვ­რობ, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მო­მი­ნა­ხუ­ლა და ნა­ხეს, რომ ჩემი დღე­ვან­დე­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შორ­საა ფუ­ფუ­ნე­ბის­გან. სამ­წუ­ხა­როდ, მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი არ მაქვს.

- აპი­რებთ თუ არა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- რა თქმა უნდა. სა­ქარ­თვე­ლო, მით უმე­ტეს ჩემი კუ­თხე, ჩემი მო­სახ­ლე­ო­ბა, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. არის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­ხერ­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას.

- თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას გუ­ლის­ხმობთ? რას იტყვით ამ ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ? ხომ არ მი­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის გა­და­სინ­ჯვის მო­თხოვ­ნით?

- პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­დაგ­ზავ­ნა საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო დუმს, ისე­ვე რო­გორც სხვა საქ­მე­ებ­ზე.

- რას შეც­ვლი­დით თქვენს წარ­სულ­ში, დღეს რაზე გწყდე­ბათ გული?

- გული მწყდე­ბა, რომ ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლი­სა და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის რე­ჟიმს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბას­თან, უკა­ნო­ნო­ბას­თან, ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­სა და კო­რუფ­ცი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მიხეილ ქარელის გულახდილი ინტერვიუ

მიხეილ ქარელის გულახდილი ინტერვიუ

ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ ქარელმა მის მობილურზე მისული მუქარის შემცველი მესიჯი გაასაჯაროვა. ყოფილი ჩინოსანი ირწმუნება, რომ შეტყობინება რუსეთიდან არის გამოგზავნილი. ტექსტის შინაარსი კი ასეთია: "კარგად წაიკითხე და დაფიქრდი, რასაც გწერთ. 1. თუ ოდესმე იკა­ზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით, ან ტელევიზიით, შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ, შენს სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ, აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი, ჰოდა, ნუ აჰყვები იმ ვოლკს, თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ, თუ არასწორად იფიქრებ. არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი".

მიხეილ ქარელი ყოფილი მინისტრისკენ, ირაკლი ოქრუაშვილისკენ იშვერს ხელს და მუქარაში მას ადანაშაულებს. როგორც ჩანს, ძველ მეგობრებს შორის დიდი ხანია, ურთიერთობა დაძაბულია და ამან უკვე პრესის ფურცლებზეც გადმოინაცვლა. არადა, იყო პერიოდი, როცა ქარელის კარიერულ წინსვლას სწორედ ოქრუაშვილთან მეგობრობას უკავშირებდნენ. რა ვერ გაიყვეს მეგობრებმა და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მომავალში გახდება ცნობილი. ბრალდებებზე პოზიციას არ აფიქსირებს თავად ირაკლი ოქრუაშვილი. ის პასუხის გაცემას არ ჩქარობს.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად ყოფილ გუბერნატორს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- ბატონო მიხეილ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაგემუქრათ. იქნებ უფრო კონკრეტულად გვიამბოთ, რა დავაა თქვენ შორის?

- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქონებრივი და მატერიალური დავა მასთან არ მაქვს. ჩვენი უთანხმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რისი საფუძველიც ოქრუაშვილის უღირსი ქმედებები იყო. ეს გამოიხატებოდა მეგობრების, თანამებრძოლების მიმართ მის დამოკიდებულებაში. ამ ადამიანს არ შეუძლია რეალობის აღქმა. ყოველთვის მზად იყო, პირადი ინტერესების სანაცვლოდ სამშობლოც კი გაეყიდა. ოქრუაშვილმა სრული იგნორი გაუკეთა იმ ადამიანებს, რომელსაც თავად ეყრდნობოდა, რადგან არ სურდა, ის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები გაეთავისებინა, რაც ამ ადამიანების მიმართ წლების განმავლობაში წარმოიშვა. ოქრუაშვილის სიბეცით ათეულობით ადამიანი იქცა დევნილად და ათეულობით ადამიანი მოხვდა ციხეში, რომლებიც არც იქ მოუკითხავს და ციხიდან რომ გამოვიდნენ, მაშინაც არ დაურეკავს. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის ციხის კართან უნდა დახვედროდა ამ ბიჭებს გათავისუფლების დღეს და მათთვის ბოდიში და მადლობა მაინც უნდა ეთქვა. ეს ადამიანები ნაწამები არიან, მათ დენზე აერთებდნენ, ჯანმრთელობა შერყეული აქვთ და საჭიროებენ მკურნალობას. ეს ბიჭები ცდილობდნენ ოქრუაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ის თავს არიდებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ 40 ოჯახს ინახავდა, რაც სრული სიცრუეა. დაასახელოს ერთი ოჯახი მაინც, ვისაც ის ინახავდა, გარდა მის გარშემო მყოფი კრიმინალური ბანდისა, რომლის გამოყენებით საკუთარი ბინძური მიზნების რეალიზებას ახდენდა. ოქრუაშვილის განცხადება ემსახურება მზრუნველი ადამიანის იმიჯის შექმნას. სინამდვილეში მისთვის მეგობრობა არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მეგობარი უბრალო ნივთია. ეს "ნივთი" თუკი ოდესმე დაზიანდა მისი უგუნური საქციელით და თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, მისთვის ღირებული აღარაა და მოშორებაზე ფიქრობს. მეგობრებისა და თანამებრძოლების 99%-ს ირაკლი ოქრუაშვილი ასე მოექცა. ის ერთი პროცენტი კი არის მისი ბიძაშვილი, იოსებ გიგუაშვილი, რომელსაც ხელჩაკიდებული დაატარებს, ბინძური საქმეებისთვის იყენებს და რომელიც ზემოთ ხსენებულ კრიმინალურ ბანდას ხელმძღვანელობს.

- ეს სერიოზული ბრალდებებია. გაქვთ სამხილი?

- რასაც ვამბობ, სრული სიმართ­ლეა.

- რა ბიზნესი გქონდათ ერთად და რის გადაფორმებას ითხოვდა?

- სამწუხაროდ, ადამიანებმა ისე გაიგეს, თითქოს ჩვენ შორის დავა ბიზნესინტერესიდან წარმოიშვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი ბიზნესი არასოდეს მქონია, მით უფრო, ოქრუაშვილთან ერთად. საქმე ეხება "ერთიანი საქართველოსთვის" ათონელის 27-ში შეძენილ საოფისე ფართობს. ეს იყო პარტიის ოფისი, რომელიც 2007 წელს 11-მა კაცმა შევიძინეთ. არასოდეს დამიმალავს, რომ მქონდა ჩემი წილი და ვიყავი თანამესაკუთრე, რაც 2007 წლის დეკლარაციაშიც აღვნიშნე. 2009 წელს ეს ოფისი უკანონოდ ჩამოგვართვეს, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის 12 დეკემბერს, სასამართლომ ეს ქონება რეალურ მფლობელებს დაგვიბრუნა. ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ქონების ხელში ჩაგდება ერთპიროვნულად მოინდომა და დაიწყო მისთვის ჩვეული წესით, დანარჩენ მფლობელებზე ზეწოლა. როდესაც დარწმუნდა, რომ არ ვაპირებდი მისთვის ჩემი კუთვნილი წილის გადაფორმებას, ამის შემდეგ დაიწყო მუქარა.

- ამ მუქარას რა კონფლიქტი უძღვოდა წინ?

- 5 წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ. აქედან 4 წელია, რაც ოქრუაშვილი არ მინახავს. შესაბამისად, არც ურთიერთობა მქონია მასთან და არც ამის სურვილი. როგორც გითხარით, ჩვენი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი თანამებრძოლებისადმი გულგრილობა და მათი პირადი მიზნებისათვის გამოყენებაა, რის გამოც ჩვენ შორის წარმოიშვა კონფლიქტი. რაც შეეხება მის არაადეკვატურობას, ამის მაგალითი ძალზე ბევრია და მოყოლა რომ დავიწყო, ერთი ინტერვიუ არ ეყოფა.

- სერიოზულ ბრალდებას უყენებთ ოქრუაშვილს. როგორ დარწმუნდით, რომ მესიჯი ნამდვილად მან გამოგიგზავნათ?

- კარგი კითხვაა. ასეთი მეთოდებისთვის ოქრუაშვილს ხშირად მიუმართავს, ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას. ძალიან ბევრ ადამიანს ემუქრებოდა ანგარიშსწორებით, სახლის დაწვითა და განადგურებით. როგორც წესი, იგი ადამიანებთან ურთიერთობის ასეთ ფორმას ირჩევდა. იასონ ჩიხლაძე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უსწორდება ის ადამიანებს, რომლებიც მის სურვილს შეეწინააღმდეგებიან. იასონ ჩიხლაძეს მან სახლი დაუწვა, რაც ჩემთვის გამოგზავნილ მესიჯში აღიარა კიდეც. ჩემთვის მთავარი ის არაა, ვისი ნომრით გამოგზავნა მესიჯი და ვინ დააჭირა ღილაკს ხელი. ჩემთვის მთავარია, რომ ამ მესიჯის ავტორი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელმაც ბევრჯერ მოითხოვა, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა რადგან პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს, ის თვლის, რომ მე მისი პოლიტიკური მიზნებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოვადგენ.

- სხვა მტერი არ გყავთ? იქნებ სხვა დაგემუქრათ?

- მტერი ხმამაღალი ნათქვამია. მტერი ნამდვილად არ მყავს.

- ვინ არის თეო, რომელზეც საუბარია მესიჯში, მას იცნობთ?

- რა თქმა უნდა, ვიცნობ. საუბარია თეო ტლაშაძეზე. სწორედ თეო ტლაშაძე გახლდათ ამ პროცესებში აქტიურად ჩართული. ალბათ მკითხავთ, ამას როგორ ვადასტურებ და გეტყვით, რომ ტლაშაძის ამ პროცესში მონაწილეობა დასტურდება იმითაც, რომ მას ჰქონდა მიმოწერა ერთ-ერთ მესაკუთრესთან, დავით კეკელიშვილთან. სთხოვდა მას, დაჰკავშირებოდა ირაკლი ოქრუაშვილს. ეს მიმოწერა გამოქვეყნდა ერთ-ერთ ქართულ გამოცემაში. ასე რომ, ოქრუაშვილის გზავნილში ნახსენები ვინმე თეო არის თეო ტლაშაძე. როგორც გავიგე, ტლაშაძე არ ადასტურებს ამ გზავნილთან ოქრუაშვილის კავშირს და ამბობს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ოქრუაშვილის დისკრედიტაციას. ოქრუაშვილი დიდი ხანია, ისედაც დისკრედიტირებულია.

- რა გარანტია არსებობს, რომ ოქრუაშვილმა მუქარა სისრულეში არ მოიყვანოს?

- უშუალოდ ოქრუაშვილი ამას ვერ შეძლებს, რადგან ლაჩარია. ამისთვის მას შეუძლია, თავისი კრიმინალური ბანდა გამოიყენოს. თუ გავითვალისწინებთ, იასონ ჩიხლაძის სახლი როგორ დაიწვა, ასევე ერთ-ერთი ადამიანის 60 ჰექტარზე მოყვანილი, უკვე ასაღებად გამზადებული ხორბალი, რა თქმა უნდა, გარანტია არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მან 2013 წელს ჩაიდინა. მისი ბიძაშვილი, იოსებ გიგუაშვილი ურეკავდა ადამიანებს და მათგან ქონების გადაფორმებას ითხოვდა. ტექსტი იყო ასეთი: - ამდენი წლის განმავლობაში თქვენ ფული აკეთეთ, ჩვენ კი ძალიან გვიჭირდაო. აი, ამ ფორმით ცდილობდნენ ქონების წართმევას. რამდენადაც ვიცი, ვიღაცებს წაართვეს კიდეც ქონება. ისინი სამწუხაროდ, გაჩუმებას არჩევენ დღემდე, რადგან მათ ოჯახის განადგურებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთ ადამიანს 200 ათასი მოსთხოვა, ვიღაცას - 150 ათასი და ა.შ. ვისაც მისი მუქარის არ შეეშინდა, იმათ სახლ-კარი დაუწვა. ოქრუაშვილი ლაჩარია, ამბობდა, - მოვა დრო, სააკაშვილს თვალებში ჩავხედავო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მეტიც, საქართველოში დაბრუნებულმა ოქრუაშვილმა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი განცხადების გაკეთებაც კი ვერ გაბედა. ახალი ხელისუფლების მიმართ უმადურმა ოქრუაშვილმა კი მადლიერების ნაცვლად, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცა, ირონია არ დაიშურა.

- ყველამ იცის, როგორი კარგი ურთიერთობა იყო თქვენ შორის. თქვენს კარიერულ წინსვლას ოქრუაშვილთან თქვენს მეგობრობას უკავშირებდნენ, ხომ ასე იყო რეალურად?

- ჩემი მთავარი პრინციპი არის მეგობრობა, ერთგულება და ღირსება. ეს ძალიან ღირებულია ჩემთვის. ოქრუაშვილი იმდენად დახვეწილად ფარისევლობდა, რომ ამის შესახებ საფრანგეთში შევიტყვე. ოქრუაშვილს არათუ გორში, არამედ ტყვიავშიც არ იცნობდნენ ნორმალურად. იშვიათად, ზაფხულობით თუ ჩამოვიდოდა ტყვიავში. ჩემზე და ჩემი მეგობრების მხრებზე გადავიდა მისი გადეპუტატება, როდესაც 2003 წელს გორის მაჟორიტარი გახდა. სხვათა შორის, თავად თეო ტლაშაძეც კი ჩემი მოყვანილია. ადამიანური რესურსი ჩვენ მიერ იქნა მოძიებული, რამაც ოქრუაშვილი დეპუტატი გახადა. არჩევნების დამთავრების შემდეგ შტაბის წევრებმა იცოდნენ, რომ საფრანგეთში ვაპირებდი წასვლას სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ რევოლუცია მოხდა, ოქრუაშვილმა მთხოვა, არ მიმეტოვებინა. სააკაშვილმა თავად დამირეკა, - გუბერნატორად დაგნიშნავო. ეს გახდა ჩემი საქართველოში დარჩენის მიზეზი. ვთვლი, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ახლა დასკვნა მკითხველმა გააკეთოს, რა წვლილი აქვს მას ჩემს კარიერაში. იქნებ პირიქით მოხდა და მე მის კარიერულ წინსვლაში შევასრულე დიდი როლი?

- საფრანგეთში რას საქმიანობთ? როგორია თქვენი ერთი დღე?

- ვცხოვრობ პარიზში, ამჟამად ვსწავლობ. ვცხოვრობ ზუსტად ისევე, როგორც სხვა ემიგრანტები. საკუთარი შრომით ვირჩენ თავს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარიზში ფუფუნებით ვცხოვრობ, ძალიან ცდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომინახულა და ნახეს, რომ ჩემი დღევანდელი მატერიალური მდგომარეობა შორსაა ფუფუნებისგან. სამწუხაროდ, მუდმივი სამსახური არ მაქვს.

- აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?

- რა თქმა უნდა. საქართველო, მით უმეტეს ჩემი კუთხე, ჩემი მოსახლეობა, მეგობრები, ოჯახი ძალიან მენატრება. არის ობიექტური მიზეზები, რის გამოც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას.

- თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გულისხმობთ? რას იტყვით ამ ბრალდებების შესახებ? ხომ არ მიმართეთ პროკურატურას საქმის გადასინჯვის მოთხოვნით?

- პროკურატურამ გადაგზავნა საქმე სასამართლოში, მაგრამ სასამართლო დუმს, ისევე როგორც სხვა საქმეებზე.

- რას შეცვლიდით თქვენს წარსულში, დღეს რაზე გწყდებათ გული?

- გული მწყდება, რომ ჩემი პოლიტიკური კარიერა სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ოქრუაშვილის რეჟიმს უკავშირდება, რომელიც მკვლელობასთან, უკანონობასთან, ქონების ჩამორთმევასა და კორუფციასთან ასოცირდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა