რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა ანდრეი ტკაჩოვმა უკრაინელი მომიტინგეები შეაჩვენა:
"რევოლუცია სიგიჟეა და იგი ლოცვით უნდა გავდევნოთ. მე ვლოცულობ, რომ ღმერთმა ძალა და გამბედაობა მისცეს უკრაინის ხელისუფლებას, რომ იყოს ძლიერი და ჭკვიანი. მე იმაზეც ვლოცულობ, რომ ღმერთმა მეამბოხეების გულსა და ძვლებში შიში ჩანერგოს; ღმერთმა მათ გაუგზავნოს ავადმყოფობა სახლსა და ქუჩაში, რომ სიმშვიდე ვერ ჰპოვონ და ერთმანეთი დაჭამონ. ისინი არ დამენანება. ისინი საშიში მტრები არიან ჩვენი მომავლისა და ჩვენი დღევანდელობისა. არ მეცოდებიან და მე მათთვის არ ვლოცულობ", - ამბობს ქადაგებაში დეკანოზი.მიმართვაში მამა ანდრეიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი "სრულიად შეიშალა", რადგან ჯოჯოხეთად აქცია ისეთი მშვენიერი ქალაქი, როგორიც კიევია.