სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხდება ცხოველებისა და ადამიანების მუმიფიცირება თანამედროვე ეპოქაში?
როგორ ხდება ცხოველებისა და ადამიანების მუმიფიცირება თანამედროვე ეპოქაში?

თუ ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე გხიბ­ლავთ და არც მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის მი­მართ ხართ გულ­გრი­ლი, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ თქვე­ნი სხე­უ­ლის­გან მუ­მი­ის დამ­ზა­დე­ბა Summum-ის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის სერ­ვის­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

კომ­პა­ნია აშშ-ში, იუ­ტას შტატ­ში კლოდ ნო­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით 1975 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ის მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი დამ­კრძა­ლა­ვი კომ­პა­ნი­აა, სა­დაც მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა. სხე­უ­ლის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის­თვის თა­ნამ­შრომ­ლებს 90 დღე სჭირ­დე­ბათ. თავ­და­პირ­ვე­ლად ორ­გა­ნი­ზამს სის­ხლის­გან ცლი­ან, შემ­დეგ ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს აც­ლი­ან და ასუფ­თა­ვე­ბენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვა­მი მთე­ლი 70 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­მი­უ­რად და­მუ­შა­ვე­ბულ სა­ცავ­ში ჰიდ­რა­ტირ­დე­ბა. შემ­დეგ სხე­ულს ლა­ნო­ლინ­სა და ცვილ­ში ჟღენ­თა­ვენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბამ­ბის ქსო­ვი­ლით ფუ­თა­ვენ. ამის შემ­დეგ ბინ­ტით სხე­უ­ლის სა­სურ­ვე­ლი პოზა ფიქ­სირ­დე­ბა. რო­დე­საც მუ­მია მზად იქ­ნებ, ბრინ­ჯა­ოს, ან ფო­ლა­დის კუ­ბო­ში ათავ­სე­ბენ.

კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტით ბევ­რი ადა­მი­ა­ნია კმა­ყო­ფი­ლი - მათ 25 000 მო­თხოვ­ნა ჰქონ­დათ და სერ­ვი­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი 1500 ადა­მი­ა­ნი უკვე და­ა­რე­გის­ტრი­რეს. თუმ­ცა, მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებს არ უკეთ­დე­ბათ, კომ­პა­ნი­ა­ში მიჰ­ყავთ საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი.

"ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს უყ­ვარს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის შე­ნახ­ვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად, რაც გვი­ხა­რია არის ის, რომ ეს ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი ზუს­ტად ისე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, რო­გორც სიკ­ვდი­ლის დღეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იმ ცხო­ვე­ლებ­საც ვნა­ხუ­ლობთ, რომ­ლებ­საც მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა წლე­ბის წინ ჩა­ვუ­ტა­რეთ და ყვე­ლა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა", - ამ­ბო­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

ამას­თან, კომ­პა­ნი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ცო­ცხლე­ში­ვე რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან და კონ­ტრაქტს დე­ბენ. რო­გორც კონ­სულ­ტან­ტი რონ თემუ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­და 30-40 წლის ასაკ­ში და ისი­ნი ახლა 50-60 წლი­სე­ბი არი­ან. შე­კი­თხვა­ზე, რა­ტომ უნდა მო­უნ­დეს ადა­მი­ანს, მისი სხე­უ­ლი მუ­მი­ად აქ­ცი­ონ, კომ­პა­ნი­ა­ში ასე­თი პა­სუ­ხი აქვთ - "ამ არ­ჩე­ვანს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით აკე­თე­ბენ. ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ ამ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი უკე­თე­ბი­ათ და მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს. ბევ­რი კი ფიქ­რობს, რომ მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა სულს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა".

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მუ­მი­ი­დან დნმ-ის ამო­ღე­ბა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვი­რე­კავს და გვე­კი­თხე­ბა: "შე­მიძ­ლია ჩემი დნმ-ის შე­ნახ­ვა?". ხალ­ხს მოს­წონს აზრი, რომ კლო­ნი­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა, ეს სერ­ვი­სი იაფი არ გე­გო­ნოთ. მა­გა­ლი­თად, კა­ტის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა 6 000 დო­ლა­რი ჯდე­ბა, ძაღ­ლე­ბის 25 000 დო­ლა­რი. ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბის 40 000 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხის მი­უ­ხე­და­ვად, კლი­ენ­ტე­ბი სერ­ვი­სის მი­მართ ინ­ტე­რესს არ კარ­გა­ვენ.

"ხალ­ხი ხში­რად მე­კი­თხე­ბა. რო­დის აპი­რებს თქვე­ნი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბას, რომ შემ­დეგ ადა­მი­ან­ზე მუ­მი­ფი­ცი­რე­ბა ჩა­ა­ტა­როთ? ყვე­ლა ჩვე­ნი კლი­ენ­ტი ჯან­მრთე­ლია და არც კი ვიცი, რო­დეს­მე რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სიკ­ვდილს თუ აპი­რებს", - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

როგორ ხდება ცხოველებისა და ადამიანების მუმიფიცირება თანამედროვე ეპოქაში?

როგორ ხდება ცხოველებისა და ადამიანების მუმიფიცირება თანამედროვე ეპოქაში?

თუ ძველი ეგვიპტე გხიბლავთ და არც მუმიფიცირების მიმართ ხართ გულგრილი, სიკვდილის შემდეგ თქვენი სხეულისგან მუმიის დამზადება Summum-ის მუმიფიცირების სერვისშია შესაძლებელი.

კომპანია აშშ-ში, იუტას შტატში კლოდ ნოველის ხელმძღვანელობით 1975 წელს ჩამოყალიბდა. ის მსოფლიოში ერთადერთი დამკრძალავი კომპანიაა, სადაც მუმიფიცირება ხდება. სხეულის მუმიფიცირებისთვის თანამშრომლებს 90 დღე სჭირდებათ. თავდაპირველად ორგანიზამს სისხლისგან ცლიან, შემდეგ შინაგან ორგანოებს აცლიან და ასუფთავებენ. მოგვიანებით გვამი მთელი 70 დღის განმავლობაში ქიმიურად დამუშავებულ საცავში ჰიდრატირდება. შემდეგ სხეულს ლანოლინსა და ცვილში ჟღენთავენ, მოგვიანებით ბამბის ქსოვილით ფუთავენ. ამის შემდეგ ბინტით სხეულის სასურველი პოზა ფიქსირდება. როდესაც მუმია მზად იქნებ, ბრინჯაოს, ან ფოლადის კუბოში ათავსებენ.

კომპანიის მენეჯმენტით ბევრი ადამიანია კმაყოფილი - მათ 25 000 მოთხოვნა ჰქონდათ და სერვისით დაინტერესებული 1500 ადამიანი უკვე დაარეგისტრირეს. თუმცა, მუმიფიცირება მხოლოდ ადამიანებს არ უკეთდებათ, კომპანიაში მიჰყავთ საყვარელი ცხოველები და ფრინველები.

"ზოგიერთ ადამიანს უყვარს საკუთარ სახლებში მუმიფიცირებული ცხოველების შენახვა. ყველაზე მეტად, რაც გვიხარია არის ის, რომ ეს ცხოველები და ფრინველები ზუსტად ისევე გამოიყურებიან, როგორც სიკვდილის დღეს. დროთა განმავლობაში იმ ცხოველებსაც ვნახულობთ, რომლებსაც მუმიფიცირება წლების წინ ჩავუტარეთ და ყველა შესანიშნავად გამოიყურება", - ამბობენ კომპანიაში.

ამასთან, კომპანიაში ადამიანები სიცოცხლეშივე რეგისტრირდებიან და კონტრაქტს დებენ. როგორც კონსულტანტი რონ თემუ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ძალიან ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა 30-40 წლის ასაკში და ისინი ახლა 50-60 წლისები არიან. შეკითხვაზე, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს, მისი სხეული მუმიად აქციონ, კომპანიაში ასეთი პასუხი აქვთ - "ამ არჩევანს ადამიანები სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები უკეთებიათ და მუმიფიცირება დაიმსახურეს. ბევრი კი ფიქრობს, რომ მუმიფიცირება სულს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში ეხმარება".

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაძლებელია მუმიიდან დნმ-ის ამოღება. უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეკითხება: "შემიძლია ჩემი დნმ-ის შენახვა?". ხალხს მოსწონს აზრი, რომ კლონირებაა შესაძლებელი.

თუმცა, ეს სერვისი იაფი არ გეგონოთ. მაგალითად, კატის მუმიფიცირება 6 000 დოლარი ჯდება, ძაღლების 25 000 დოლარი. ხოლო ადამიანების 40 000 დოლარიდან იწყება. კოლოსალური თანხის მიუხედავად, კლიენტები სერვისის მიმართ ინტერესს არ კარგავენ.

"ხალხი ხშირად მეკითხება. როდის აპირებს თქვენი პირველი ადამიანი გარდაცვალებას, რომ შემდეგ ადამიანზე მუმიფიცირება ჩაატაროთ? ყველა ჩვენი კლიენტი ჯანმრთელია და არც კი ვიცი, როდესმე რომელიმე მათგანი სიკვდილს თუ აპირებს", - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს