მარგველაშვილი - ხელისუფლების ცენტრალური საკითხი და ღირებულება ადამიანი გახდა

მარგველაშვილი - ხელისუფლების ცენტრალური საკითხი და ღირებულება ადამიანი გახდა

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან, ხელისუფლების ცენტრალური საკითხი და ღირებულება ადამიანი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის მთავარი ღირებულება, რომელზეც ნებისმიერი სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დამყარდეს, ხოლო ინდივიდს, ადამიანს ყველაზე მეტად თავისუფლება ესაჭიროება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ხელისუფლების ცენტრალური საკითხი, ცენტრალური ღირებულება გახდა ადამიანი, ინდივიდი. იმის დანერგვას რაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, გაერთიანებული ერების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ევროპის სოციალურ ქარტიაში და სხვა ფუძემდებლურ დოკუმენტებში, ამ დოკუმენტების სულისკვეთების ცხოვრებაში გატარება ჩვენი ხელიუსუფლების, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიზანი უნდა იყოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე აზრით, ამ მხრივ 2013 წელი წარმატებული იყო, რადგან გასულ წელს წარმატებით მოხდა ადმინისტრაციული სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, თვისობრივად შეიცვალა დამოკიდებულება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ, მათი უფლებების და მათი ღირსების მიმართ, შეიცვალა დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების დამოკიდებულება უმცირესობებისადმი მართლაც ევროპულ ყაიდაზეა ორიენტირებული.

"და რაც მთავარია 2013 წელს ჩვენ ჩავატარეთ რეალურად თავისუფალი, ევროპული სტანდარტების არჩევნები. მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ რამე არის მიღწეული და ახლა ჩვენ დავმშვიდდეთ. ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არასდროს არ შეიძლება ვიყოთ მშვიდად და ვთქვათ, რომ ნიშნული უკვე მიღწეულია", - მიაჩნია პრეზიდენტს.

მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ისევე როგორ ნებისმიერი მოქალაქე მოწოდებული უნდა იყოს იმისკენ, რომ იდგეს ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე და დაიცვას არა მარტო თავისი, არამედ სხვათა უფლებები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა