გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის აღმაფრთოვანებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია

გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის აღმაფრთოვანებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია

ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას ეხება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე თავისი პირველი ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.

"თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესია ჩვენნაირი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყნისთვის. იმის შეგრძნება, რომ ყველანი ერთად ვმართავთ და ვანვითარებთ ჩვენს ქვეყანას, არის ის, როგორ შეიძლება აყვავდეს ჩვენი ქვეყანა. ასე ქმნიდა გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოს ჩვენი ყველაზე დიდი მეფე დავით აღმაშენებელი. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში თანაარსებობდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები. ეს ხორციელდებოდა ქრისტიანულ ქვეყანაში. დიახ, შემწყნარებლობა უპირველესად სწორედ ქრისტიანული ფასეულობა და ტრადიციაა. მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს როლი ყვავის და ვითარდება სწორედ ქართული ტრადიციების და ქართული ტოლერანტობის პირობებში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის აღმაფრთოვანებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ ან რელიგიურ ჩაგვრას", - განაცხადა მარგველაშვილმა და პატრიარქის მიერ მუსლიმ მოქალაქეებთან დაკავშირებული სიტყვები გაიხსენა, როდესაც მისმა უწმინდესობამ მუსლიმებს პრობლემების შექმნის შემთხვევაში საპატრიარქოში მისვლა და მუსლიმანური წესით ლოცვის იქ აღვლენა შესთავაზა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა