მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანრი ჯოხაძეს პარტნიორი ქალბატონი, დალი ჩიტალაძე აქებს - რა ხდება კულისებში
ანრი ჯოხაძეს პარტნიორი ქალბატონი, დალი ჩიტალაძე აქებს - რა ხდება კულისებში

დალი ჩი­ტა­ლა­ძე თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. მას ზოგი მო­დის ექ­სპერტსაც უწო­დებს, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ წლე­ბის წინ ვერ­სა­ჩეს­თან მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა არც დღეს არის ამ საქ­მის­გან შორს. ერთ-ერთი მო­დუ­რი სა­ლო­ნის პიარ-მე­ნე­ჯე­რია და ბევ­რი ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მის­გან მა­გა­ლითს იღებს, რო­გორ ჩა­იც­ვას. ამას­თან, მუ­სი­კო­სია, მღე­რის და არა­ერ­თი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რია. ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ "ორი ვარ­სკვლა­ვის" პრო­დი­უ­სერს, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს ის პრო­ექ­ტში მი­ეწ­ვია.

- წი­ნა­და­დე­ბა რომ მი­ვი­ღე, ოჯა­ხის­თვის უნდა შე­მე­თან­ხმე­ბი­ნა, მა­შინ­ვე ვერ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ ნოეს ვთხო­ვე, დრო მო­მე­ცი, რომ მო­ვი­ფი­რო-მეთ­ქი. ეს თემა ოჯახ­ში გა­ვარ­ჩი­ეთ (მე­უღ­ლე, შვი­ლი, მშობ­ლე­ბი). სა­ერ­თოდ, ასე ვართ, ერ­თმა­ნეთს ამა თუ იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, აზრს ვე­კი­თხე­ბით, გა­და­წყვეტ­ლე­ბას მარ­ტო არა­სო­დეს ვი­ღებთ.

- მერე ოჯახ­ში მო­ე­წო­ნათ თქვე­ნი იდეა?

- არა­ვინ გა­გი­ჟე­ბუ­ლა, მაგ­რამ თუ ძა­ლი­ან გინ­და, კი ბა­ტო­ნო, იმ­ღე­რეო...

- მით უმე­ტეს, რომ მუ­სი­კო­სი ხართ...

- დიახ, კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ვამ­თავ­რე, ხან­და­ხან დუ­ე­ტებ­ში ვმღე­რო­დი. სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­საც ვას­რუ­ლებ­დი. მომ­ღერ­ლო­ბა­ზე არ მი­ფიქ­რია, არ მქვს ისე­თი ხმა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ფიქ­რა. ბავ­შვო­ბი­დან მუ­სი­კა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლი რამ არის. დედა-მამა კა­რა­გად მღე­რი­ან და სახ­ლში სულ მეს­მო­და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა, ქა­ლა­ქუ­რი მე­ლო­დი­ე­ბი, რა­ზეც გა­ვი­ზარ­დე კი­დეც. მა­მას სა­ოც­რად ლა­მა­ზი, მო­გუ­დუ­ლი კრი­ნი აქვს. თვი­თო­ნაც ბავ­შვო­ბი­დან მუ­სი­კას ვწერ­დი, სკო­ლა­ში რა­ღაც სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დი და მუ­სი­კა­ლუ­რად ვა­ფორ­მებ­დი ხოლ­მე. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი "ჩე­მია", უბ­რა­ლოდ, 90-იან წლებ­ში რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია რომ შე­იქ­მნა, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ჩემს შვილს მი­ე­ღო ნორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. მყავს ვაჟი ვახ­ტანგ სუ­თი­ძე, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით მწე­რა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა­ში 14 წლი­სა წა­ვიყ­ვა­ნე, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც აქ ჩა­მო­ვი­და, ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბით და­ვი­ღა­ლეო და წერა და­ი­წყო. ასე რომ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა შევ­წყვი­ტე.

- რას გვე­ტყვით თქვენს სა­კუ­თარ სიმ­ღერბზე, რომ­ლებ­საც ადრე მღე­რო­დით...

- 90-იან წლე­ბამ­დე ვმღე­რო­დი და "პირ­ვე­ლი არ­ხის" არ­ქივ­ში ახ­ლაც არის ის ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­ნა­ხუ­ლი. მაქვს დუ­ე­ტი მე­რაბ­თან. ახლა მინ­და, ის ნა­მუ­შევ­რე­ბი არ­ქი­ვი­დან ამო­ვი­ღო და ახ­ლე­ბუ­რად ავაჟ­ღე­რო. რე­მიქ­სე­ბი გა­ვა­კე­თო. რო­გორც ჩანს, მა­შინ მათი სა­თა­ნა­დო პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია არ მოხ­და. ერთი ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­ღე­რაა, რო­მელ­საც ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვილ­თან ერ­თად ვმღე­რო­დი. გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ ლექ­სი მო­მი­ძღვნა, რო­მელ­ზეც მერე მუ­სი­კა დავ­წე­რე. მა­შინ 20 წლის ვი­ყა­ვი...

- "ორი ვარ­სკვლა­ვის" რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე რა ხდე­ბა?

- და­ვი­წყეთ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და სე­რი­ო­ზუ­ლად ვმე­ცა­დი­ნე­ობ, რე­პერ­ტუ­ა­რი შერ­ჩე­უ­ლი მაქვს. რად­გან დავ­თან­ხმდი, მინ­და, რომ კარ­გად წარვდგე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. სა­ერ­თოდ, ყვე­ლაფ­რის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­კე­თე­ბა მიყ­ვარს.

- პარტნი­ორ­ზე, ანრი ჯო­ხა­ძე­ზე რას გვტყვით?

- სა­ო­ცა­რი მე­წყვი­ლე მყავს. მის­გან მა­გა­რი მუხ­ტი მო­დის, ისე­თი შე­მარ­თე­ბა აქვს, გა­მა­ო­ცა... ნოემ რომ მი­თხრა, ან­რის­თან იმ­ღე­რე­ბო, უკვე გა­მი­ხარ­და, და­დე­ბი­თი რე­აქ­ცია მქონ­და. ვგრძნობ, რომ ორი­გი­ნა­ლუ­რი დუ­ე­ტი გა­მოგ­ვი­ვა. ისე, ჩემი მაგ პრო­ექ­ტში ამ­ღე­რე­ბის ერთ-ერთი პი­რო­ბა ის იყო, რომ ან­რის­თან უნდა მემ­ღე­რა. მოკ­ლედ, ჩემს და­თან­ხმე­ბას, ხელი ამა­ნაც შე­უ­წყო. და­მი­ჯე­რეთ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი დუ­ე­ტი იქ­ნე­ბა.

- ან­რიმ იქ, მის სტილ­ში "რა­ღა­ცე­ბი" რომ მო­ახ­დი­ნოს, ამის­თვის მზად ხართ?

- (სი­ცი­ლით ამ­ბობს) გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს, კარ­გად მო­ი­ქე­ცი-მეთ­ქი... სხვა­თა შო­რის, მას რაც უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დი, მივ­ხვდი, რომ ზუს­ტად იცის, რო­დის, ვის­თან, რა უნდა თქვას. სად უნდა იყოს ეპა­ტა­ჟუ­რი და სად ღირ­სე­უ­ლი. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია.

- რე­პე­ტი­ცი­ებს რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს­თან გა­დი­ხართ?

- ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა. რომ გა­ვი­გე, ამ პრო­ექ­ტში რუსა მორ­ჩი­ლა­ძე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, გა­მი­ხარ­და. ის ჩემ­თვის "მა­ლა­მო" ადა­მი­ა­ნია, დიახ, სუ­ლის და გუ­ლის მა­ლა­მო. მისი ასე თავ­და­დე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მა­გი­ჟებს, ნამ­დვი­ლი ფუტ­კა­რია. ყვე­ლას თავს ევ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რის თხოვ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მო­გის­მენს, გა­ი­ზი­ა­რებს შენს წი­ნა­და­დე­ბას. ასე რომ, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლაფ­რით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც კარ­გად იქ­ნე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ანრი ჯოხაძეს პარტნიორი ქალბატონი, დალი ჩიტალაძე აქებს - რა ხდება კულისებში

ანრი ჯოხაძეს პარტნიორი ქალბატონი, დალი ჩიტალაძე აქებს - რა ხდება კულისებში

დალი ჩიტალაძე თბილისში ცნობილი ქალბატონია. მას ზოგი მოდის ექსპერტსაც უწოდებს, ალბათ, იმიტომ, რომ წლების წინ ვერსაჩესთან მუშაობდა, თუმცა არც დღეს არის ამ საქმისგან შორს. ერთ-ერთი მოდური სალონის პიარ-მენეჯერია და ბევრი ცნობილი ქალბატონი მისგან მაგალითს იღებს, როგორ ჩაიცვას. ამასთან, მუსიკოსია, მღერის და არაერთი სიმღერის ავტორია. ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "ორი ვარსკვლავის" პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს ის პროექტში მიეწვია.

- წინადადება რომ მივიღე, ოჯახისთვის უნდა შემეთანხმებინა, მაშინვე ვერ დავთანხმდებოდი, კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, ამიტომ ნოეს ვთხოვე, დრო მომეცი, რომ მოვიფირო-მეთქი. ეს თემა ოჯახში გავარჩიეთ (მეუღლე, შვილი, მშობლები). საერთოდ, ასე ვართ, ერთმანეთს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, აზრს ვეკითხებით, გადაწყვეტლებას მარტო არასოდეს ვიღებთ.

- მერე ოჯახში მოეწონათ თქვენი იდეა?

- არავინ გაგიჟებულა, მაგრამ თუ ძალიან გინდა, კი ბატონო, იმღერეო...

- მით უმეტეს, რომ მუსიკოსი ხართ...

- დიახ, კონსერვატორია დავამთავრე, ხანდახან დუეტებში ვმღეროდი. საკუთარ ნამუშევრებსაც ვასრულებდი. მომღერლობაზე არ მიფიქრია, არ მქვს ისეთი ხმა, რომ ამ მიმართულებით მეფიქრა. ბავშვობიდან მუსიკა ჩემთვის ძალიან ორგანული რამ არის. დედა-მამა კარაგად მღერიან და სახლში სულ მესმოდა ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მელოდიები, რაზეც გავიზარდე კიდეც. მამას საოცრად ლამაზი, მოგუდული კრინი აქვს. თვითონაც ბავშვობიდან მუსიკას ვწერდი, სკოლაში რაღაც სპექტაკლებს ვდგამდი და მუსიკალურად ვაფორმებდი ხოლმე. მოკლედ, ეს ყველაფერი "ჩემია", უბრალოდ, 90-იან წლებში რთული სიტუაცია რომ შეიქმნა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემს შვილს მიეღო ნორმალური განათლება. მყავს ვაჟი ვახტანგ სუთიძე, რომელიც დღესდღეობით მწერალია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში 14 წლისა წავიყვანე, საბოლოოდ მაინც აქ ჩამოვიდა, ემიგრაციაში ცხოვრებით დავიღალეო და წერა დაიწყო. ასე რომ, შემოქმედებითი საქმიანობა შევწყვიტე.

- რას გვეტყვით თქვენს საკუთარ სიმღერბზე, რომლებსაც ადრე მღეროდით...

- 90-იან წლებამდე ვმღეროდი და "პირველი არხის" არქივში ახლაც არის ის ჩანაწერები შენახული. მაქვს დუეტი მერაბთან. ახლა მინდა, ის ნამუშევრები არქივიდან ამოვიღო და ახლებურად ავაჟღერო. რემიქსები გავაკეთო. როგორც ჩანს, მაშინ მათი სათანადო პოპულარიზაცია არ მოხდა. ერთი ძალიან კარგი სიმღერაა, რომელსაც ირაკლი უჩანეიშვილთან ერთად ვმღეროდი. გიზო ნიშნიანიძემ ლექსი მომიძღვნა, რომელზეც მერე მუსიკა დავწერე. მაშინ 20 წლის ვიყავი...

- "ორი ვარსკვლავის" რეპეტიციებზე რა ხდება?

- დავიწყეთ რეპეტიციები და სერიოზულად ვმეცადინეობ, რეპერტუარი შერჩეული მაქვს. რადგან დავთანხმდი, მინდა, რომ კარგად წარვდგე საზოგადოების წინაშე. საერთოდ, ყველაფრის ხარისხიანი გაკეთება მიყვარს.

- პარტნიორზე, ანრი ჯოხაძეზე რას გვტყვით?

- საოცარი მეწყვილე მყავს. მისგან მაგარი მუხტი მოდის, ისეთი შემართება აქვს, გამაოცა... ნოემ რომ მითხრა, ანრისთან იმღერებო, უკვე გამიხარდა, დადებითი რეაქცია მქონდა. ვგრძნობ, რომ ორიგინალური დუეტი გამოგვივა. ისე, ჩემი მაგ პროექტში ამღერების ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ანრისთან უნდა მემღერა. მოკლედ, ჩემს დათანხმებას, ხელი ამანაც შეუწყო. დამიჯერეთ, განსხვავებული და ორიგინალური დუეტი იქნება.

- ანრიმ იქ, მის სტილში "რაღაცები" რომ მოახდინოს, ამისთვის მზად ხართ?

- (სიცილით ამბობს) გაფრთხილებული მყავს, კარგად მოიქეცი-მეთქი... სხვათა შორის, მას რაც უფრო დავუახლოვდი, მივხვდი, რომ ზუსტად იცის, როდის, ვისთან, რა უნდა თქვას. სად უნდა იყოს ეპატაჟური და სად ღირსეული. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია.

- რეპეტიციებს რუსა მორჩილაძესთან გადიხართ?

- ეს კიდევ ცალკე თემაა. რომ გავიგე, ამ პროექტში რუსა მორჩილაძე უნდა ყოფილიყო, გამიხარდა. ის ჩემთვის "მალამო" ადამიანია, დიახ, სულის და გულის მალამო. მისი ასე თავდადება, შრომისმოყვარეობა მაგიჟებს, ნამდვილი ფუტკარია. ყველას თავს ევლება, ნებისმიერის თხოვნას ითვალისწინებს. მოგისმენს, გაიზიარებს შენს წინადადებას. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფრით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, მომავალშიც კარგად იქნება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება