სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეფეების სამოსი - ქართული ეროვნული ტანსაცმლის შექმნის ისტორია
ქართველი მეფეების სამოსი - ქართული ეროვნული ტანსაცმლის შექმნის ისტორია

ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მლის შე­სა­ხებ ბევ­რი და­წე­რი­ლა და ალ­ბათ ბევ­რი და­ი­წე­რე­ბა, მაგ­რამ დღეს ჩვენს მკი­თხველს გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე ფრაგ­მენ­ტი იმ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სა­მო­სის შექ­მნის ის­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, კერ­ძოდ ის, თუ რო­გორ იქ­მნე­ბო­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე და რო­გორ გა­ნიც­დი­და ცვლი­ლე­ბას.

ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მლის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვე­პო­ვე­ბა, თუმ­ცა რო­გო­რი იყო ქარ­თუ­ლი სა­მო­სი, ალ­ბათ ის მა­სა­ლე­ბიც კმა­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე შე­მოგ­ვრჩა, კერ­ძოდ, ეკ­ლე­სი­ებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი მხატ­ვრო­ბა, ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი და მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი. ასე­ვე გვი­ა­ნი პე­რი­ო­დის ქარ­თველ ავ­ტორ­თა: ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის, იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის, პა­ა­ტა ორ­ბე­ლი­ა­ნის ნაშ­რო­მე­ბი და მზით­ვის წიგ­ნე­ბი.

არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს ვხვდე­ბით უცხო­ელ მოგ­ზა­ურ­თა ჩა­ნა­წე­რებ­შიც, რომ­ლებც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ქარ­თუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სის გამო. და ასე­ვე ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მლის კვლე­ვის ფუ­ძემ­დე­ბე­ლის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ნაშ­რო­მე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სის სტი­ლის, სა­ხე­ო­ბა­თა, სამ­კა­უ­ლე­ბის, თმის და­ყე­ნე­ბის წესს და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტერ­მინ­თა ანა­ლიზს.

რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ტან­საც­მლის აღმნიშ­ვნელ ტერ­მინ­თა უმე­ტე­სო­ბა არა­ქარ­თუ­ლია და მათი დიდი ნა­წი­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ილე­ქე­ბო­და ქარ­თულ ენა­ში. ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მლის ცვა­ლე­ბა­დო­ბა კი უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც ბუ­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას, ისე მე­ზო­ბელ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ჩანს სა­მე­ფო და დიდ­გვა­რო­ვან­თა ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა სპარ­სუ­ლი და ბი­ზან­ტი­უ­რი ელე­მენ­ტი.

თვი­თონ ტერ­მი­ნი ტანი - სპარ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, მა­ნამ­დე მის ნაც­ვლად იხ­მა­რე­ბო­და გვა­მი. მე-10-მე-11 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შიდა ჩა­საც­მელს ერ­ქვა საც­ვა­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ კულ­ტუ­რულ ერებს ჰქონ­დათ.ზედა საც­ვალს ერ­ქვა კუ­არ­თი, რო­მე­ლიც მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში სპარ­სულ­მა პე­რან­გმა შეც­ვა­ლა. ქვე­და ჩა­საც­მელს ერ­ქვა საწ­მერ­თუ­ლი, რაც ცხე­ნით მგზავ­რო­ბის დროს ჩა­საც­მე­ლი სა­მო­სი იყო.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი - კა­ბაც ახა­ლი სპარ­სუ­ლი­და­ნაა შე­მო­სუ­ლი და ქარ­თულ­ში მე-13 სა­უ­კუ­ნი­დან იხ­მა­რე­ბა. კა­ბას იც­ვამ­დნენ რო­გორც ქა­ლე­ბი ისე მა­მა­კა­ცე­ბი, იგი სხვა­დას­ხვა ქსო­ვი­ლი­დან იკე­რე­ბო­და და ძვირ­ფა­სად იყო მორ­თუ­ლი. მე-15 სა­უ­კუ­ნი­დან ვრცელ­დე­ბა ირა­ნუ­ლი და ოს­მა­ლურ-თურ­ქუ­ლი ჩაც­მის ელე­მენ­ტი. მე-18 სა­უ­კუ­ნი­დან ჩნდე­ბა ტერ­მი­ნი ჩოხა-ახა­ლუ­ხი, ჩოხა თურ­ქუ­ლად მა­ტყლის ქსო­ვილს ნიშ­ნავს.

ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სა­მო­სი

მე-10-მე-13 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო ჩა­საც­მე­ლი, ძი­რი­თა­დად ბი­ზან­ტი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა და მკვლე­ვარ­თა აზ­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­თა და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. სა­მე­ფო სა­მო­სე­ლი შედ­გე­ბო­და "კუ­არ­თის" - ბი­სო­ნის და დი­ა­დე­მის­გან.

ქარ­თველ მე­ფე­თა ბი­სო­ნი ბი­ზან­ტი­უ­რის­გან ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ის შე­და­რე­ბით ფარ­თო და მოკ­ლე იყო, არ ჰქონ­და სარ­ტყე­ლი და გან­სა­ზღვრუ­ლი არ იყო მისი ფერი. მა­გა­ლი­თად, ღია მწვა­ნეს იც­ვამ­და ბაგ­რატ მე-4; მო­ყა­ვის­ფრო-წი­თელს ბაგ­რატ მე-3, გი­ორ­გი მე-3 და თა­მარ მეფე; იის­ფერს დე­მეტ­რე მე-2.

ბი­სო­ნი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მძი­მე ოქ­რო­ს­ქ­სო­ვი­ლის და მსუ­ბუ­ქიც. ძვირ­ფა­სად მორ­თუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია თა­მარ მე­ფის ბი­სო­ნი, ვარ­ძი­ა­ში გა­მო­სა­ხუ­ლი იის­ფე­რი პურ­პუ­რი და­სე­რი­ლია შავი, მარ­გა­ლი­ტით გა­წყო­ბი­ლი ზო­ლე­ბით, რო­მელ­თა კვე­თი­თაც რომ­ბე­ბია მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო რომ­ბებ­ში იის­ფე­რი გუ­ლე­ბია ჩას­მუ­ლი.

დი­ა­დე­მა იკე­რე­ბო­და სა­ხი­ა­ნი ქსო­ვი­ლის ნაჭ­რი­დან. დი­ა­დე­მის ვიწ­რო ნა­წი­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რად იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, ხოლო ფარ­თო - მარ­ცხე­ნა მკლავ­ზე გა­და­ფე­ნი­ლი. დი­ა­დე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სად ირ­თვე­ბო­და მარ­გა­ლი­ტე­ბით და ძვირ­ფა­სი ქვე­ბით. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მო­სი ეც­ვათ გი­ორ­გი მე-2, დე­მეტ­რე პირ­ველს და ლაშა-გი­ორ­გის. მათ წელ­ში და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი, ქვე­მოთ გა­გა­ნი­ე­რე­ბუ­ლი, ნა­კე­ცე­ბად დაშ­ვე­ბუ­ლი და მუხლს ქვე­მოთ ჩახ­სნი­ლი სა­მო­სე­ლი ეც­ვათ, რო­მელ­საც შე­მოვ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და წვრი­ლი სარ­ტყე­ლი.

სა­მო­სის ეს სტი­ლი სამ­ხედ­რო იყო და მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში აღ­მო­სავ­ლეთ­ში, კერ­ძოდ, არა­ბეთ­სა და სპარ­სეთ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლის, ძვირ­ფა­სი თვლე­ბით და მარ­გა­ლი­ტე­ბით მორ­თუ­ლი მო­სარ­თა­ვი სა­ყე­ლო - მა­ნი­ა­კი

იგი სა­მე­ფო და დიდ­გვა­რო­ვან­თა სა­მო­სის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. მა­ნი­ა­კი ეგ­ვიპ­ტე­სა და არა­ბეთ­ში გაჩ­ნდა, შემ­დეგ ბი­ზან­ტი­ე­ლებ­მა სპარ­სე­ლე­ბის­გან გა­და­ი­ღეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა გან­მას­ხვა­ვე­ბელ ნიშ­ნად. ჰქონ­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნი­აკს თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ცნო­ბე­ბი ამის შე­სა­ხებ არ მო­ი­პო­ვე­ბა.

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მა­ნი­ა­კი­სა მე-11 სა­უ­კუ­ნეს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მე-11-მე-15 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თულ ფრეს­კებ­სა და ორ­ქმჭედ­ლო­ბის ნი­მუ­შებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მა­ნი­ა­კე­ბი პი­რო­ბი­თად ორ ჯგუ­ფად იყო­ფა, სა­მე­ფო დი­ა­დე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ნი­ა­კი და სამ­ხედ­რო და სა­ე­რო პირ­თა სა­მო­სელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მა­ნი­ა­კე­ბი.

სარ­ტყე­ლი

დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს სარ­ტყელს, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ორ­ნა­მენ­ტის მქო­ნე სარ­ტყლე­ბი, სხვა­დას­ხვა ფორ­მის ბალ­თე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­თა ის­ტო­რი­აც ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან იწყე­ბა.

მე-6-მე-7 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გვხვდე­ბა ტყა­ვის და ქსო­ვი­ლის ბრტყე­ლი სარ­ტყე­ლი, რო­მელ­საც გვერ­დზე ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი აქვს თას­მა. სვა­ნურ მხატ­ვრო­ბა­ში კი გვხვდე­ბა მარ­გა­ლი­ტე­ბით მორ­თუ­ლი თას­მის სარ­ტყე­ლი.

ღი­ლე­ბი

სა­მო­სის შე­საკ­რა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ღი­ლე­ბი, რო­მელ­მაც შემ­დგომ ტა­ნი­სა­მო­სის მო­სარ­თა­ვის ფუნ­ქცი­აც შე­ი­თავ­სა. ღი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მა­სა­ლი­სა და ფორ­მის იყო: ლი­თო­ნის, ძვირ­ფა­სი ქვე­ბის, მარ­გა­ლი­ტის და ოქ­როს. ძი­რი­თა­დად მრგვა­ლი ან ოთხკუ­თხა ფორ­მის. მო­სას­ხა­მე­ბის შე­საკ­რა­ვად კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და პე­პე­ლას­მაგ­ვა­რი ან რომ­ბი­სე­ბუ­რი ფორ­მის ღი­ლე­ბი.

ქსო­ვი­ლე­ბი

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ქსო­ვი­ლის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნი­მუ­შია ჩვე­ნამ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი. ესაა სვა­ნე­თის ეკ­ლე­სი­ებ­ში და­ცუ­ლი ხა­ტე­ბის ზურ­გზე და რამ­დე­ნი­მე სა­ხა­რე­ბის ყდა­ზე გა­დაკ­რუ­ლი ქსო­ვი­ლი. ეს ქსო­ვი­ლე­ბი სა­ხი­თაც და მა­სა­ლი­თაც იმ დროს ბი­ზან­ტი­ი­სა და სა­ერ­თოდ აღ­მო­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლის მაგ­ვა­რი იყო. ქსო­ვი­ლებს ძი­რი­თა­დად სპარ­სუ­ლი, ბერ­ძნუ­ლი ან არა­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი ერ­ქვა: ხა­ვერ­დი, სტავ­რა, საკ­რა­მან­გი, ზარ­ქა­ში, ოქ­სი­ნო, ლარი, ხარა და ა.შ.

ჯერ კი­დევ კოლ­ხე­თის სა­მე­ფო იყო გან­თქმუ­ლი სე­ლის წარ­მო­ე­ბით, რო­მე­ლიც დიდი ოდე­ნო­ბით გა­დი­ო­და სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­სა­ყი­დად. სე­ლის გარ­და მზად­დე­ბო­და ოქ­რო­ქ­სო­ვი­ლი რომ­ლის ექ­სპორ­ტიც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. ტან­საც­მლის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ქსო­ვი­ლი ორი სა­ხის იყო - სა­ხი­ა­ნი და უსა­ხო.

მას­ზე სხვა­დას­ხვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და აპ­ლი­კა­ცია კეთ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო რომ­ბე­ბის ბადე, ქსო­ვი­ლე­ბი ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო წრე­ე­ბით, პა­რა­ლე­ლე­ბით, ჭად­რა­კუ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ფი­გუ­რით, სამ­ყუ­რა ფოთ­ლე­ბით, ვარ­დუ­ლე­ბით. სხვა­დას­ხვა ცხო­ველ­თა და ფრინ­ველ­თა სა­ხე­ე­ბით - ლო­მე­ბი, ფას­კუნ­ჯე­ბი, არ­წი­ვე­ბი.

ტა­ნი­სა­მო­სის მო­სარ­თა­ვად მე-9 სა­უ­კუ­ნი­დან შე­მო­დის ბეწ­ვი და ტყა­ვი, ის ძი­რი­თა­დად ტა­ნი­სა­მო­სის სა­ყე­ლო­ზე და ქუდ­ზე შე­მო­სავ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. მზით­ვის წიგ­ნი­დან ჩანს, რომ მე-17-მე-18 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სი­ა­სა­მუ­რის და კურ­დღლის ბეწ­ვის მო­სას­ხა­მე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

სამ­კა­უ­ლი

რა თქმა უნდა, ძვირ­ფას სა­მოსს სამ­კა­უ­ლი მო­უხ­დე­ბო­და. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გახთ­რე­ბი ცხად­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კა­უ­ლი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ყო­ფი­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პა­ლე­ო­ლი­თის­დრო­ინ­დე­ლი ყელ­სა­ბა­მის ფრაგ­მენ­ტე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

შუა ბრინ­ჯა­ოს ხა­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ოქ­რო­სა და ძვირ­ფა­სი თვლე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი უამ­რა­ვი სამ­კა­უ­ლი გვხვდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რი­სა და შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ქარ­თლის (იბე­რი­ის) სა­მე­ფოს დრო­ინ­დე­ლი "შე­სამ­კობ­ლე­ბი". სამ­კა­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სა­ყუ­რე და ბე­ჭე­დი.

ამ თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­მა­რის ფრეს­კე­ბი იძ­ლე­ვა. მას ყელ­ზე უკე­თია შავი, ბრტყე­ლი სალ­ტე, მსხვი­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბით და ოვა­ლუ­რი წი­თე­ლი ქვე­ბით შემ­კუ­ლი. ამა­ვე ფრეს­კა­ზე თა­მარს ოქ­როს ბრტყე­ლი, ორ­მა­გი რგო­ლი, მარ­გა­ლი­ტე­ბით შე­მოვ­ლე­ბუ­ლი წი­თელ­თვლი­ა­ნი სა­ყუ­რე უკე­თია. სხვა ფრეს­კებ­ზე კი მსხლის მოყ­ვა­ნი­ლო­ბის სა­ყუ­რე ამ­შვე­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ჭედს, თა­მარს ბეჭ­დე­ბი ნეკა თით­სა და არა­თით­ზე აქვს მორ­გე­ბუ­ლი, ასე­ვე აქვს მორ­გე­ბუ­ლი ბე­ჭე­დი ლაშა-გი­ორ­გის.

ფეხ­საც­მე­ლი

მა­ღალ­ყე­ლი­ან ფეხ­საც­მელს, რო­მელ­საც სულ­ხან-სა­ბას გან­მარ­ტე­ბით მოგ­ვი ერ­ქვა, ატა­რებ­დნენ მე­ფე­ე­ბი და დიდ­გვა­რო­ვა­ნი აზ­ნა­უ­რე­ბი,ძი­რი­თა­დად წი­თელს, მწვა­ნეს და აგუ­რის­ფერს. ფეხ­საც­მლის უძ­ვე­ლეს ტერ­მი­ნად მიჩ­ნე­უ­ლია ხამ­ლი, ქა­ლა­მა­ნი, ტყა­ვის­გან შე­კე­რი­ლი სან­და­ლი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ჩა­საც­მე­ლი იყო.

მოკ­ლედ, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და მე­ფე­ე­ბის სა­მო­სი, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე დავ­ტო­ვოთ სა­მო­სი, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა - ხევ­სუ­რუ­ლი "ტა­ლა­ვა­რი". მკვლე­ვა­რე­ბი ამ სა­მოსს თა­ვი­დან არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სად თვლიდ­ნენ, რად­გან ტან­საც­მლის მორ­თუ­ლო­ბა­ში ჯვრის ფორ­მის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბის გამო ხევ­სუ­რებს ჯვა­როს­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ, თუმ­ცა შემ­დგომ­ში დამ­ტკიც­და, რომ ხევ­სუ­რუ­ლი "ტა­ლა­ვა­რი" ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სის ფორ­მა იყო. მას ატა­რებ­დენ თუ­შე­ბი და ფშა­ვე­ბიც.

მა­მა­კა­ცის "ტა­ლა­ვა­რი", ანუ ზედა საც­ვა­ლი იყო მოკ­ლე, ხოლო ხევ­სუ­რი ქა­ლის ტა­ლა­ვა­რის ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტი იყო კაბა, იგი ან ლურ­ჯი ან შავი ფე­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მუხ­ლებ­ზე შე­მო­კე­რი­ლი ჰქონ­და "ქო­ქო­მო­ნი", რო­მე­ლიც ფე­რა­დი ძა­ფე­ბით იყო ნაქ­სო­ვი. კა­ბის გუ­ლის­პი­რი (ფარ­გა) აპ­ლი­კა­ცი­ე­ბით იყო მორ­თუ­ლი და ამის­თვის ფე­რად ძა­ფებს, ვერ­ცხლის ფირ­ფი­ტებს და ხში­რად ვერ­ცხლის ფულს იყე­ნებ­დნენ.

გა­რე­თა ჩა­საც­მე­ლი ორ­მა­გი იყო - ფა­ფა­ნა­გი და ქოქ­ლო. ფა­ფა­ნაგს სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ იც­მევ­დნენ, ქოქ­ლოს ყო­ველ­დღი­უ­რად. ქა­ლის სა­ბუ­რავს ერ­ქვა სა­თა­უ­რა და მან­დი­ლი. სა­თა­უ­რა იყო ბამ­ბის ან შა­ლის ქსო­ვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მძი­ვე­ბი­თა და სამ­კა­უ­ლე­ბით შემ­კო­ბი­ლი. მან­დი­ლი იყო ფო­ჩე­ბი­ა­ნი და ინ­დი­გოს ფერ­ზე შე­ღე­ბი­ლი.

მოკ­ლედ, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­სი შე­სა­ბა­მი­სი მორ­თუ­ლო­ბით. შე­იძ­ლე­ბა მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი სრუ­ლად ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ ამ მოკ­ლე მო­ნა­თხრო­ბით, რა­ზე­დაც წი­ნას­წარ ვუხ­დით ბო­დიშს, თუმ­ცა იმა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვე­თან­ხმე­ბი­ან, რომ ქარ­თუ­ლი სა­მო­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ამავდრო­უ­ლად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლიც იყო.

ია აგუ­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ქართველი მეფეების სამოსი - ქართული ეროვნული ტანსაცმლის შექმნის ისტორია

ქართველი მეფეების სამოსი - ქართული ეროვნული ტანსაცმლის შექმნის ისტორია

ქართული ეროვნული ტანსაცმლის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ ბევრი დაიწერება, მაგრამ დღეს ჩვენს მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ფრაგმენტი იმ ისტორიული წყაროებიდან, რომელიც ქართული სამოსის შექმნის ისტორიას უკავშირდება, კერძოდ ის, თუ როგორ იქმნებოდა საუკუნეების მანძილზე და როგორ განიცდიდა ცვლილებას.

ქართული ეროვნული ტანსაცმლის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, თუმცა როგორი იყო ქართული სამოსი, ალბათ ის მასალებიც კმარა, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, კერძოდ, ეკლესიებში შემორჩენილი მხატვრობა, ბარელიეფები და მინიატურები. ასევე გვიანი პერიოდის ქართველ ავტორთა: ვახუშტი ბატონიშვილის, იოანე ბატონიშვილის, პაატა ორბელიანის ნაშრომები და მზითვის წიგნები.

არანაკლებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებშიც, რომლებც აღფრთოვანებას ვერ მალავენ ქართული ტანისამოსის გამო. და ასევე ქართული ეროვნული ტანსაცმლის კვლევის ფუძემდებელის, ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები, რომელიც ეხება ტრადიციული სამოსის სტილის, სახეობათა, სამკაულების, თმის დაყენების წესს და მათთან დაკავშირებულ ტერმინთა ანალიზს.

როგორც მკვლევარები ამბობენ, დღემდე შემორჩენილი ტანსაცმლის აღმნიშვნელ ტერმინთა უმეტესობა არაქართულია და მათი დიდი ნაწილი საუკუნეების მანძილზე ილექებოდა ქართულ ენაში. ქართული ეროვნული ტანსაცმლის ცვალებადობა კი უკავშირდება როგორც ბუნებრივ განვითარებას, ისე მეზობელ ხალხთან ურთიერთობას. ეს განსაკუთრებით ჩანს სამეფო და დიდგვაროვანთა ჩაცმულობაში, სადაც ძირითადად გვხვდება სპარსული და ბიზანტიური ელემენტი.

თვითონ ტერმინი ტანი - სპარსული წარმოშობისაა, მანამდე მის ნაცვლად იხმარებოდა გვამი. მე-10-მე-11 საუკუნეებში შიდა ჩასაცმელს ერქვა საცვალი, რომელიც მხოლოდ კულტურულ ერებს ჰქონდათ.ზედა საცვალს ერქვა კუართი, რომელიც მე-11 საუკუნეში სპარსულმა პერანგმა შეცვალა. ქვედა ჩასაცმელს ერქვა საწმერთული, რაც ცხენით მგზავრობის დროს ჩასაცმელი სამოსი იყო.

თანამედროვე ქართულში გავრცელებული ტერმინი - კაბაც ახალი სპარსულიდანაა შემოსული და ქართულში მე-13 საუკუნიდან იხმარება. კაბას იცვამდნენ როგორც ქალები ისე მამაკაცები, იგი სხვადასხვა ქსოვილიდან იკერებოდა და ძვირფასად იყო მორთული. მე-15 საუკუნიდან ვრცელდება ირანული და ოსმალურ-თურქული ჩაცმის ელემენტი. მე-18 საუკუნიდან ჩნდება ტერმინი ჩოხა-ახალუხი, ჩოხა თურქულად მატყლის ქსოვილს ნიშნავს.

ქართული სამეფო სამოსი

მე-10-მე-13 საუკუნეების ქართული სამეფო ჩასაცმელი, ძირითადად ბიზანტიური წარმომავლობისაა და მკვლევართა აზრით, პოლიტიკური ვითარებითა და კულტურული კავშირებით იყო განპირობებული. სამეფო სამოსელი შედგებოდა "კუართის" - ბისონის და დიადემისგან.

ქართველ მეფეთა ბისონი ბიზანტიურისგან ოდნავ განსხვავებულია, ის შედარებით ფართო და მოკლე იყო, არ ჰქონდა სარტყელი და განსაზღვრული არ იყო მისი ფერი. მაგალითად, ღია მწვანეს იცვამდა ბაგრატ მე-4; მოყავისფრო-წითელს ბაგრატ მე-3, გიორგი მე-3 და თამარ მეფე; იისფერს დემეტრე მე-2.

ბისონი შეიძლება ყოფილიყო მძიმე ოქროსქსოვილის და მსუბუქიც. ძვირფასად მორთული. განსაკუთრებით ძვირფასია თამარ მეფის ბისონი, ვარძიაში გამოსახული იისფერი პურპური დასერილია შავი, მარგალიტით გაწყობილი ზოლებით, რომელთა კვეთითაც რომბებია მიღებული, ხოლო რომბებში იისფერი გულებია ჩასმული.

დიადემა იკერებოდა სახიანი ქსოვილის ნაჭრიდან. დიადემის ვიწრო ნაწილი ვერტიკალურად იყო დაშვებული, ხოლო ფართო - მარცხენა მკლავზე გადაფენილი. დიადემა განსაკუთრებით ძვირფასად ირთვებოდა მარგალიტებით და ძვირფასი ქვებით. განსხვავებული სამოსი ეცვათ გიორგი მე-2, დემეტრე პირველს და ლაშა-გიორგის. მათ წელში დავიწროებული, ქვემოთ გაგანიერებული, ნაკეცებად დაშვებული და მუხლს ქვემოთ ჩახსნილი სამოსელი ეცვათ, რომელსაც შემოვლებული ჰქონდა წვრილი სარტყელი.

სამოსის ეს სტილი სამხედრო იყო და მე-11 საუკუნეში აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბეთსა და სპარსეთში იყო გავრცელებული.

ძვირფასი ქსოვილის, ძვირფასი თვლებით და მარგალიტებით მორთული მოსართავი საყელო - მანიაკი

იგი სამეფო და დიდგვაროვანთა სამოსის მოსართავად გამოიყენებოდა. მანიაკი ეგვიპტესა და არაბეთში გაჩნდა, შემდეგ ბიზანტიელებმა სპარსელებისგან გადაიღეს თანამდებობის პირთა განმასხვავებელ ნიშნად. ჰქონდა თუ არა საქართველოში მანიაკს თანამდებობრივი დანიშნულება, ცნობები ამის შესახებ არ მოიპოვება.

პირველი ქართული გამოსახულება მანიაკისა მე-11 საუკუნეს მიეკუთვნება. მე-11-მე-15 საუკუნეების ქართულ ფრესკებსა და ორქმჭედლობის ნიმუშებზე გამოსახული მანიაკები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა, სამეფო დიადემებთან დაკავშირებული მანიაკი და სამხედრო და საერო პირთა სამოსელზე გამოსახული მანიაკები.

სარტყელი

დიდი ხნის ისტორია აქვს სარტყელს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულია განსაკუთრებული ორნამენტის მქონე სარტყლები, სხვადასხვა ფორმის ბალთებით გაფორმებული, რომელთა ისტორიაც ბრინჯაოს ხანიდან იწყება.

მე-6-მე-7 საუკუნეებში გვხვდება ტყავის და ქსოვილის ბრტყელი სარტყელი, რომელსაც გვერდზე ჩამოშვებული აქვს თასმა. სვანურ მხატვრობაში კი გვხვდება მარგალიტებით მორთული თასმის სარტყელი.

ღილები

სამოსის შესაკრავად გამოიყენებოდა ღილები, რომელმაც შემდგომ ტანისამოსის მოსართავის ფუნქციაც შეითავსა. ღილები სხვადასხვა მასალისა და ფორმის იყო: ლითონის, ძვირფასი ქვების, მარგალიტის და ოქროს. ძირითადად მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის. მოსასხამების შესაკრავად კი გამოიყენებოდა პეპელასმაგვარი ან რომბისებური ფორმის ღილები.

ქსოვილები

შუა საუკუნეების ქართული ქსოვილის მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია ჩვენამდე შემონახული. ესაა სვანეთის ეკლესიებში დაცული ხატების ზურგზე და რამდენიმე სახარების ყდაზე გადაკრული ქსოვილი. ეს ქსოვილები სახითაც და მასალითაც იმ დროს ბიზანტიისა და საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებული ქსოვილის მაგვარი იყო. ქსოვილებს ძირითადად სპარსული, ბერძნული ან არაბული სახელები ერქვა: ხავერდი, სტავრა, საკრამანგი, ზარქაში, ოქსინო, ლარი, ხარა და ა.შ.

ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფო იყო განთქმული სელის წარმოებით, რომელიც დიდი ოდენობით გადიოდა სხვა ქვეყნებში გასაყიდად. სელის გარდა მზადდებოდა ოქროქსოვილი რომლის ექსპორტიც ხდებოდა საქართველოდან. ტანსაცმლის გამოსაყენებელი ქსოვილი ორი სახის იყო - სახიანი და უსახო.

მასზე სხვადასხვა გამოსახულება და აპლიკაცია კეთდებოდა. ყველაზე გავრცელებული იყო რომბების ბადე, ქსოვილები ასევე გაფორმებული იყო წრეებით, პარალელებით, ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფიგურით, სამყურა ფოთლებით, ვარდულებით. სხვადასხვა ცხოველთა და ფრინველთა სახეებით - ლომები, ფასკუნჯები, არწივები.

ტანისამოსის მოსართავად მე-9 საუკუნიდან შემოდის ბეწვი და ტყავი, ის ძირითადად ტანისამოსის საყელოზე და ქუდზე შემოსავლებად გამოიყენებოდა. მზითვის წიგნიდან ჩანს, რომ მე-17-მე-18 საუკუნეებში სიასამურის და კურდღლის ბეწვის მოსასხამებიც გამოიყენებოდა.

სამკაული

რა თქმა უნდა, ძვირფას სამოსს სამკაული მოუხდებოდა. არქეოლოგიური გახთრები ცხადყოფს, რომ საქართველოში სამკაული უძველესი დროიდან ყოფილა გავრცელებული. საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითისდროინდელი ყელსაბამის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

შუა ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ოქროსა და ძვირფასი თვლებით დამზადებული უამრავი სამკაული გვხვდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური კულტურისა და შემდგომი პერიოდის ქართლის (იბერიის) სამეფოს დროინდელი "შესამკობლები". სამკაულად გამოიყენებოდა საყურე და ბეჭედი.

ამ თვალსაზრისით ყველაზე სრულ ინფორმაციას თამარის ფრესკები იძლევა. მას ყელზე უკეთია შავი, ბრტყელი სალტე, მსხვილი მარგალიტებით და ოვალური წითელი ქვებით შემკული. ამავე ფრესკაზე თამარს ოქროს ბრტყელი, ორმაგი რგოლი, მარგალიტებით შემოვლებული წითელთვლიანი საყურე უკეთია. სხვა ფრესკებზე კი მსხლის მოყვანილობის საყურე ამშვენებს.

რაც შეეხება ბეჭედს, თამარს ბეჭდები ნეკა თითსა და არათითზე აქვს მორგებული, ასევე აქვს მორგებული ბეჭედი ლაშა-გიორგის.

ფეხსაცმელი

მაღალყელიან ფეხსაცმელს, რომელსაც სულხან-საბას განმარტებით მოგვი ერქვა, ატარებდნენ მეფეები და დიდგვაროვანი აზნაურები,ძირითადად წითელს, მწვანეს და აგურისფერს. ფეხსაცმლის უძველეს ტერმინად მიჩნეულია ხამლი, ქალამანი, ტყავისგან შეკერილი სანდალი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლების ჩასაცმელი იყო.

მოკლედ, ასე გამოიყურებოდა მეფეების სამოსი, მაგრამ არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ სამოსი, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება - ხევსურული "ტალავარი". მკვლევარები ამ სამოსს თავიდან არაქართული წარმომადგენლობისად თვლიდნენ, რადგან ტანსაცმლის მორთულობაში ჯვრის ფორმის ხშირი გამოყენების გამო ხევსურებს ჯვაროსნების შთამომავლებად მიიჩნევდნენ, თუმცა შემდგომში დამტკიცდა, რომ ხევსურული "ტალავარი" ძველი ქართული ტანისამოსის ფორმა იყო. მას ატარებდენ თუშები და ფშავებიც.

მამაკაცის "ტალავარი", ანუ ზედა საცვალი იყო მოკლე, ხოლო ხევსური ქალის ტალავარის ძირითადი ელემენტი იყო კაბა, იგი ან ლურჯი ან შავი ფერის უნდა ყოფილიყო. მუხლებზე შემოკერილი ჰქონდა "ქოქომონი", რომელიც ფერადი ძაფებით იყო ნაქსოვი. კაბის გულისპირი (ფარგა) აპლიკაციებით იყო მორთული და ამისთვის ფერად ძაფებს, ვერცხლის ფირფიტებს და ხშირად ვერცხლის ფულს იყენებდნენ.

გარეთა ჩასაცმელი ორმაგი იყო - ფაფანაგი და ქოქლო. ფაფანაგს სადღესასწაულოდ იცმევდნენ, ქოქლოს ყოველდღიურად. ქალის საბურავს ერქვა სათაურა და მანდილი. სათაურა იყო ბამბის ან შალის ქსოვილისგან დამზადებული, მძივებითა და სამკაულებით შემკობილი. მანდილი იყო ფოჩებიანი და ინდიგოს ფერზე შეღებილი.

მოკლედ, ასე გამოიყურებოდა ტრადიციული ქართული სამოსი შესაბამისი მორთულობით. შეიძლება მკითხველის ინტერესი სრულად ვერ დავაკმაყოფილეთ ამ მოკლე მონათხრობით, რაზედაც წინასწარ ვუხდით ბოდიშს, თუმცა იმაში აუცილებლად დაგვეთანხმებიან, რომ ქართული სამოსი მრავალფეროვანი და ამავდროულად კონსერვატიულიც იყო.

ია აგულაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია