სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომღერლებიდან თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ნატო გელაშვილი რჩება
მომღერლებიდან თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ნატო გელაშვილი რჩება

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2010-2011 წლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სამი ხე­ლო­ვა­ნი­დან, უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლად მხო­ლოდ მომ­ღე­რა­ლი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი რჩე­ბა. მომ­ღე­რა­ლი გიო ხუ­ციშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ბესო ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში აღარ მუ­შა­ო­ბენ.

"გუ­რია ნი­უ­სის" მიერ მო­პო­ვე­ბუი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, გე­ლაშ­ვი­ლი სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­მეც­ნე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, გა­ურ­კვე­ვე­ლია. მომ­ღერ­ლის ხელ­ფა­სი 2013 წლის იან­ვარ­ში 1340 ლარს შე­ად­გენ­და, ხოლო სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის სა­ხით 67 ლარს იღებ­და. მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში გე­ლაშ­ვი­ლის ხელ­ფა­სი 1608 ლარი გახ­და, 80 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და მისი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნატო გე­ლაშ­ვილ­მა ხელ­ფას­თან ერ­თად და­ნა­მა­ტის სა­ხით 160 ლა­რიც აიღო.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გე­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზე უარს ამ­ბობს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 44-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, არ გა­ახ­მა­უ­როს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი თვით ამ პი­რის თან­ხმო­ბის ან კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში - სა­სა­მარ­თლოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გარ­და. ასე­ვე, "პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-5 მუხ­ლის, "ა" ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და­საშ­ვე­ბია, თუ არ­სე­ბობს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სუ­ბი­ექ­ტის თან­ხმო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ნა­ი­დან თქვენს მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ცავს სხვა პი­რის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სუ­ბი­ექ­ტის თან­ხმო­ბა, მოკ­ლე­ბუ­ლი ვართ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, პა­სუ­ხი გავ­ცეთ თქვენ შე­კი­თხვას ნატო გე­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა და მისი ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "გუ­რია ნი­უ­სის­თვის" მი­წე­რილ პა­სუხ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნატო გე­ლაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს ვებგ­ვერ­დზეც არ იძებ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მომღერლებიდან თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ნატო გელაშვილი რჩება

მომღერლებიდან თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ნატო გელაშვილი რჩება

თავდაცვის სამინისტროში 2010-2011 წლებში დასაქმებული სამი ხელოვანიდან, უწყების თანამშრომლად მხოლოდ მომღერალი ნატო გელაშვილი რჩება. მომღერალი გიო ხუციშვილი და მსახიობი ბესო ვერულაშვილი სამინისტროში აღარ მუშაობენ.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებუი დოკუმენტის მიხედვით, გელაშვილი სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრს ხელმძღვანელობს, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციას ასრულებს, გაურკვეველია. მომღერლის ხელფასი 2013 წლის იანვარში 1340 ლარს შეადგენდა, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 67 ლარს იღებდა. მომდევნო თვეებში გელაშვილის ხელფასი 1608 ლარი გახდა, 80 ლარამდე გაიზარდა მისი სახელფასო დანამატი. რამდენიმე თვის განმავლობაში ნატო გელაშვილმა ხელფასთან ერთად დანამატის სახით 160 ლარიც აიღო.

თავდაცვის სამინისტრო გელაშვილის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გარდა. ასევე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, პასუხი გავცეთ თქვენ შეკითხვას ნატო გელაშვილის თანამდებობისა და მისი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს "გურია ნიუსისთვის" მიწერილ პასუხში.

აღსანიშნავია, რომ ნატო გელაშვილის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეც არ იძებნება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია