საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში, "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრის დავით ყიფიანის დაღუპვას ეხმაურება.
"კიევში დაიღუპა დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში? - უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირ ბიჭებს ქირაობენ. კიევში მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, შემრცხვა, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით კიევში ჩავიდნენ და მატერიალურად ძალიან უჭირდათ. დათო იყო "ნაციონალური მოძრობის" წევრი, მაგრამ იქ პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის არ ყოფილა. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში, უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში. დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი, უკრაინული პრესის ცნობით, საქართველოს დასაცავად აფხაზეთში იბძოდა. ყველას, ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ Грузины не сдаются და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს.
მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ე.ი. უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ე.ი. საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ე.ი. თავისუფლებისთვის! დათოს შვილს მამა, ალბათ, არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან განთავისუფლებული, თავისუფალი უკრაინისა და თავისუფალი საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დათოს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა დაუპირეს, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანი კიევში, გუშინ სნაიპერის ტყვიისგან გარდაცვლილი იპოვეს.