Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაამთხვია ნათელაშვილმა აშშ-ში ჩასვლა ღარიბაშვილის ვიზიტს
რატომ დაამთხვია ნათელაშვილმა აშშ-ში ჩასვლა ღარიბაშვილის ვიზიტს

რო­გორც "ალი­ამ" შე­ი­ტყო, 21 თე­ბერ­ვალს, პა­რას­კევს, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა და ვი­ზი­ტი 3 მარ­ტამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ვის ხვდე­ბა და რა სა­ხის შეხ­ვედ­რე­ბია და­გეგ­მი­ლი ამე­რი­კა­ში? რა­ტომ და­ემ­თხვა მისი ვი­ზი­ტი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ვი­ზიტს და რა­ტომ ას­წრებს ერთი დღით ადრე ჩას­ვლას ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს?

დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად "ალია" შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, ვის ხვდე­ბით ამე­რი­კა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად რა საქ­მე­ზე მიბ­რძან­დე­ბით?

- 8 სა­მუ­შაო დღის მან­ძილ­ზე მექ­ნე­ბა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, თუმ­ცა არა­სა­მუ­შაო დღე­ებ­საც არ აქვს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მე სულ ვმუ­შა­ობ. შეხ­ვედ­რე­ბი მექ­ნე­ბა ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­ულ და ანა­ლი­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში, ეს შეხ­ვედ­რე­ბი უკვე და­გეგ­მი­ლი და გა­წე­რი­ლია. მათ შო­რის, შეხ­ვედ­რე­ბი მექ­ნე­ბა ვა­შინგტონ­შიც და ნიუ-იორკშიც. ასე­ვე შევ­ხვდე­ბი ამე­რი­კის მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებს და გვა­რებს რა­ტომ არ ამ­ბობთ, ვის ხვდე­ბით?

- მე რომ ჩა­მო­გით­ვა­ლოთ ახლა, ვის ვხვდე­ბი, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ საფრ­თხის წი­ნა­შე და­ვა­ყე­ნებ შეხ­ვედ­რას, შე­იძ­ლე­ბა ჩა­მი­შა­ლონ.

- ის მა­ინც მი­თხა­რით, რა რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბით?

- ჯერ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თქვას, რა რან­გის ხალ­ხს ხვდე­ბა. რა­ტომ არ გვე­უბ­ნე­ბი­ან? ჯერ მა­გან თქვას და მერე მე ვი­ტყვი. ყვე­ლა შეხ­ვედ­რის პუნ­ქტე­ბი გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეს. მე ვიცი, რომ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, ამ წე­სებს და ფორ­მატს მე ვერ და­ვარ­ღვევ, თუმ­ცა შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი და გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი პრე­სი­სა და მა­ს­მე­დი­ის მიერ. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­შუ­ქებ. შეხ­ვედ­რებ­ზე და­ვას­წრებ ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც და მა­ს­მე­დი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც, რომ­ლე­ბიც იქ მოღ­ვა­წე­ო­ბენ, მა­გა­ლი­თად, "ამე­რი­კის ხმას" და სხვებს. არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა, რად­გან არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო და და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მე არ მექ­ნე­ბა.

- რა სა­კი­თხებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას ძი­რი­თა­დად?

- მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა რე­გი­ონ­ში, შექ­მნი­ლი კრი­ზი­სი ქვე­ყა­ნა­ში და ამ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბი იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი სა­ლა­პა­რა­კო თემა ამე­რი­კა­ში.

- მიწ­ვე­ვით მი­დი­ხართ, თუ თქვენ გსურ­დათ წას­ვლა და გარ­კვე­ულ­მა ჯგუ­ფებ­მა მო­გიმ­ზა­დეს ეს შეხ­ვედ­რე­ბი?

- მაქვს ათე­უ­ლო­ბით მოწ­ვე­ვა ამე­რი­კი­დან. ვინ არი­ან მოწ­ვე­ვის ავ­ტო­რე­ბი, ამას გა­ი­გებთ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, რო­გორც კი მათ შევ­ხვდე­ბი და გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ ყვე­ლა დე­ტალს, ამ ეტაპ­ზე არ მინ­და, რა­ი­მე სა­ხის უხერ­ხუ­ლო­ბა გა­მო­ვიწ­ვიო.

- თქვენ და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერ­თსა და იმა­ვე დროს მი­დი­ხართ ამე­რი­კა­ში, ეს შემ­თხვე­ვი­თია, თუ გან­გებ და­ამ­თხვი­ეთ?

- უჩე­მოდ ვერ ძლე­ბენ და იქაც მომ­ყვე­ბი­ან. მე მივ­დი­ვარ და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მომ­ყვე­ბა, ასე გა­მო­ვი­და, რად­გან ჩემი ვი­ზი­ტი კარ­გა ხა­ნია, მზად­დე­ბო­და, ეს 1 და 2 დღე­ში არ გა­და­მი­წყვე­ტია.

- როცა ეს და­გეგ­მეთ, მა­შინ არ იცო­დით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც რომ მი­დი­ო­და?

- ძა­ლი­ან დე­ტა­ლებ­ში ნუ შე­ვალთ ახლა. ამ ეტაპ­ზე მე­ტის თქმის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ. სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­გა­გე­ბი­ნებთ ყვე­ლა­ფერს.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ დაამთხვია ნათელაშვილმა აშშ-ში ჩასვლა ღარიბაშვილის ვიზიტს

რატომ დაამთხვია ნათელაშვილმა აშშ-ში ჩასვლა ღარიბაშვილის ვიზიტს

როგორც "ალიამ" შეიტყო, 21 თებერვალს, პარასკევს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და ვიზიტი 3 მარტამდე გაგრძელდება.

ვის ხვდება და რა სახის შეხვედრებია დაგეგმილი ამერიკაში? რატომ დაემთხვა მისი ვიზიტი ღარიბაშვილის ვიზიტს და რატომ ასწრებს ერთი დღით ადრე ჩასვლას ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრს?

დეტალების დასაზუსტებლად "ალია" შალვა ნათელაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო შალვა, ვის ხვდებით ამერიკაში, კონკრეტულად რა საქმეზე მიბრძანდებით?

- 8 სამუშაო დღის მანძილზე მექნება გაუთავებელი შეხვედრები, თუმცა არასამუშაო დღეებსაც არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მე სულ ვმუშაობ. შეხვედრები მექნება ამერიკის სტრატეგიულ და ანალიტიკურ ცენტრებში, ეს შეხვედრები უკვე დაგეგმილი და გაწერილია. მათ შორის, შეხვედრები მექნება ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც. ასევე შევხვდები ამერიკის მასმედიის წარმომადგენლებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

- კონკრეტულ სახელებს და გვარებს რატომ არ ამბობთ, ვის ხვდებით?

- მე რომ ჩამოგითვალოთ ახლა, ვის ვხვდები, ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხის წინაშე დავაყენებ შეხვედრას, შეიძლება ჩამიშალონ.

- ის მაინც მითხარით, რა რანგის წარმომადგენლებს ხვდებით?

- ჯერ ღარიბაშვილმა თქვას, რა რანგის ხალხს ხვდება. რატომ არ გვეუბნებიან? ჯერ მაგან თქვას და მერე მე ვიტყვი. ყველა შეხვედრის პუნქტები გაასაიდუმლოეს. მე ვიცი, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს თავისი წესები აქვს, ამ წესებს და ფორმატს მე ვერ დავარღვევ, თუმცა შეხვედრის დეტალები მთლიანად იქნება გადმოცემული და გასაჯაროებული პრესისა და მასმედიის მიერ. მაქსიმალურად გავაშუქებ. შეხვედრებზე დავასწრებ ჩვენს ტელევიზიებსაც და მასმედიის სხვა საშუალებებსაც, რომლებიც იქ მოღვაწეობენ, მაგალითად, "ამერიკის ხმას" და სხვებს. არანაირი პრობლემა არ იქნება, რადგან არანაირი საიდუმლო და დახურული შეხვედრები მე არ მექნება.

- რა საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას ძირითადად?

- მდგომარეობა საქართველოში, გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში, შექმნილი კრიზისი ქვეყანაში და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზები იქნება ძირითადი სალაპარაკო თემა ამერიკაში.

- მიწვევით მიდიხართ, თუ თქვენ გსურდათ წასვლა და გარკვეულმა ჯგუფებმა მოგიმზადეს ეს შეხვედრები?

- მაქვს ათეულობით მოწვევა ამერიკიდან. ვინ არიან მოწვევის ავტორები, ამას გაიგებთ სულ რამდენიმე დღეში, როგორც კი მათ შევხვდები და გავასაჯაროებ ყველა დეტალს, ამ ეტაპზე არ მინდა, რაიმე სახის უხერხულობა გამოვიწვიო.

- თქვენ და ირაკლი ღარიბაშვილი ერთსა და იმავე დროს მიდიხართ ამერიკაში, ეს შემთხვევითია, თუ განგებ დაამთხვიეთ?

- უჩემოდ ვერ ძლებენ და იქაც მომყვებიან. მე მივდივარ და ღარიბაშვილი მომყვება, ასე გამოვიდა, რადგან ჩემი ვიზიტი კარგა ხანია, მზადდებოდა, ეს 1 და 2 დღეში არ გადამიწყვეტია.

- როცა ეს დაგეგმეთ, მაშინ არ იცოდით, ღარიბაშვილიც რომ მიდიოდა?

- ძალიან დეტალებში ნუ შევალთ ახლა. ამ ეტაპზე მეტის თქმის საჭიროებას ვერ ვხედავ. სულ რამდენიმე დღეში გაგაგებინებთ ყველაფერს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა