უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობია შინაგანი ჯარის 70-მდე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა, რომლებიც ექსტრემისტებმა დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "კორესპონდენტ.ნეტ"-ი ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, კოლეგების გასათავისუფლებლად სამართალდამცველ ორგანოებს უფლება აქვთ გამოიყენონ ყველა საშუალება, რომლის გამოყენების უფლებასაც მათ შესაბამისი კანონმდებლობა ანიჭებთ, მათ შორის იარაღის.
სამინისტროს ინფორმაციით, შინაგანი ჯარის 70-მდე მოსამსახურე რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად მძევლად არის აყვანილი.