სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის შს მინისტრმა ძალოვანებს საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მისცა
უკრაინის შს მინისტრმა ძალოვანებს საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მისცა

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვი­ტა­ლი ზა­ხარ­ჩენ­კომ ძა­ლო­ვა­ნე­ბის­თვის საბ­რძო­ლო ია­რა­ღის გა­ცე­მის ბრძა­ნე­ბას ხელი მო­ა­წე­რა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ზა­ხარ­ჩენ­კოს გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი, ძა­ლო­ვა­ნე­ბი ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, რათა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავ­დას­ხმე­ბის­გან და­იც­ვან და ტყვე­ე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ასე­ვე, უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, საბ­რძო­ლო ია­რაღს ძა­ლო­ვა­ნე­ბი და­ცულ ობი­ექ­ტებ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ნო­ბე­ბის თავ­დას­ხმე­ბის­გან და­სა­ცა­ვად და ძა­ლო­ვან­თა და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

"მი­ლი­ცია ეს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნოა და კა­ნო­ნი გვაძ­ლევს ძა­ლის, სპეც­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბას", - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში დღეს 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და სამდღი­ა­ნი ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 50-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ამას­თან, CNN-ი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას 100 და­ღუ­პუ­ლი­სა და 500-ზე მეტი დაჭ­რი­ლის თა­ო­ბა­ზე.

ამ დრო­ის­თვის ევ­რო­მა­ი­დან­ზე შე­და­რე­ბით მშვი­დი ვი­თა­რე­ბაა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­მა­იდ­ნის აქ­ტი­ვის­ტებ­მა ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა და­ი­წყეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

უკრაინის შს მინისტრმა ძალოვანებს საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მისცა

უკრაინის შს მინისტრმა ძალოვანებს საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მისცა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ ძალოვანებისთვის საბრძოლო იარაღის გაცემის ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ზახარჩენკოს განცხადებაში აღნიშნული, ძალოვანები იარაღს გამოიყენებენ, რათა მოქალაქეები თავდასხმებისგან დაიცვან და ტყვეები გაათავისუფლონ. ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საბრძოლო იარაღს ძალოვანები დაცულ ობიექტებზე, საცხოვრებელ სახლებზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი შენობების თავდასხმებისგან დასაცავად და ძალოვანთა დაკავების მცდელობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

"მილიცია ეს აღმასრულებელი ხელისუფლების შეიარაღებული ორგანოა და კანონი გვაძლევს ძალის, სპეცსაშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებას", - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციით, უკრაინაში დღეს 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სამდღიანი ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამასთან, CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას 100 დაღუპულისა და 500-ზე მეტი დაჭრილის თაობაზე.

ამ დროისთვის ევრომაიდანზე შედარებით მშვიდი ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ევრომაიდნის აქტივისტებმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა