პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვები მამა გაბრიელის საფლავთან მისასვლელ გზებზე: შსს-ს სპეციალური განცხადება
შეზღუდვები მამა გაბრიელის საფლავთან მისასვლელ გზებზე: შსს-ს სპეციალური განცხადება

22 თე­ბერ­ვალს, მცხე­თა­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის გახ­სნის პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის მსურ­ველ­თა დიდი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და წეს­რი­გის და­სა­ცა­ვად გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა. შსს-ს გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

1. 22 თე­ბერ­ვლის 09:00 სა­ა­თი­დან 24 თე­ბერ­ვლის 12:00 სა­ა­თამ­დე:

ა) თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-13 კი­ლო­მეტ­რი­დან (გლ­და­ნის ხი­დე­ბი, ძვე­ლი ავტ. ბაზ­რო­ბის ჩა­სახ­ვე­ვი) და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რა­ვი ყვე­ლა სა­ხის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­სათ­ვის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა.

ბ) ასე­ვე გა­და­ი­კე­ტე­ბა ქა­ლაქ მცხე­თა­ში შე­სას­ვლე­ლი და გა­მო­სას­ვლე­ლი ყვე­ლა შე­მოვ­ლი­თი გზა;

გ) თბი­ლი­სი­დან და­სავ­ლეთ­ში მი­მა­ვა­ლი ყვე­ლა სა­ხის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ავ­ჭა­ლა-ზა­ჰე­სი-მცხე­თის შე­მოვ­ლი­თი გზით ისარ­გებ­ლებს (გლ­და­ნის ხი­დე­ბი- ძვე­ლი ავტ. ბაზ­რო­ბის ჩა­სახ­ვე­ვი­დან).

დ) და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ყვე­ლა სა­ხის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე შე­უ­ფერ­ხებ­ლად იმოძ­რა­ვებს.

2. შა­ბათ-კვი­რას, დი­ლის 06:00 სა­ა­თი­დან მცხე­თა­ში წამ­სვლელ­თათ­ვის თბი­ლი­სი­დან უფა­სო ავ­ტო­ბუ­სე­ბი გავ­ლენ - ვაგ­ზლის მო­ედ­ნის ("თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლის" წინ მდე­ბა­რე ავ­ტო­სად­გო­მი­დან), მეტ­რო­სად­გურ "დი­დუ­ბის" (ზედა გა­სას­ვლე­ლი) და ჰი­პერ­მარ­კეტ "გუდ­ვი­ლის" (დიდ დი­ღომ­ში) მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

3. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან მცხე­თა­ში ჩას­ვლის მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ თბი­ლის­ში, "გუდ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­ჩე­რონ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­ემ­გზავ­რონ მცხე­თა­ში;

4. ასე­ვე სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვებს რკი­ნიგ­ზა თბი­ლი­სი-მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

იმი­სათ­ვის, რომ არ მოხ­დეს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და პო­ლი­ცი­ამ შეძ­ლოს ხალ­ხის ნა­კა­დის მო­წეს­რი­გე­ბა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო საფ­ლა­ვის გახ­სნის პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს მო­უ­წო­დებს, და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, ხელი შე­უ­წყონ მათ წეს­რი­გის დაც­ვა­ში და პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შეზღუდვები მამა გაბრიელის საფლავთან მისასვლელ გზებზე: შსს-ს სპეციალური განცხადება

შეზღუდვები მამა გაბრიელის საფლავთან მისასვლელ გზებზე: შსს-ს სპეციალური განცხადება

22 თებერვალს, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველთა დიდი ნაკადის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად გარკვეული შეზღუდვები დააწესა. შსს-ს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

1. 22 თებერვლის 09:00 საათიდან 24 თებერვლის 12:00 საათამდე:

ა) თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრიდან (გლდანის ხიდები, ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევი) დასავლეთის მიმართულებით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალული იქნება.

ბ) ასევე გადაიკეტება ქალაქ მცხეთაში შესასვლელი და გამოსასვლელი ყველა შემოვლითი გზა;

გ) თბილისიდან დასავლეთში მიმავალი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ავჭალა-ზაჰესი-მცხეთის შემოვლითი გზით ისარგებლებს (გლდანის ხიდები- ძველი ავტ. ბაზრობის ჩასახვევიდან).

დ) დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება ცენტრალურ მაგისტრალზე შეუფერხებლად იმოძრავებს.

2. შაბათ-კვირას, დილის 06:00 საათიდან მცხეთაში წამსვლელთათვის თბილისიდან უფასო ავტობუსები გავლენ - ვაგზლის მოედნის ("თბილისი ცენტრალის" წინ მდებარე ავტოსადგომიდან), მეტროსადგურ "დიდუბის" (ზედა გასასვლელი) და ჰიპერმარკეტ "გუდვილის" (დიდ დიღომში) მიმდებარე ტერიტორიიდან.

3. დასავლეთ საქართველოდან მცხეთაში ჩასვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ საკუთარი ავტომობილები და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრონ მცხეთაში;

4. ასევე სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა თბილისი-მცხეთის მიმართულებით.

იმისათვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო საფლავის გახსნის პროცესზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია