უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა შეწყვიტა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატალეფონო საუბრის მიზნით. ინფორმაციას სააგენტო Unian-ი ავრცელებს.
"იანუკოვიჩი ამ წუთებში პუტინთან რეკავს. საგარეო საქმეთა მინისტრები ცდილობენ დაითანხმონ იანუკოვიჩი, რომ საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წლის ბოლომდე შეამციროს", - ციტირებს სააგენტოს წყაროს ინფორმაციას.
უკრაინის პრეზიდენტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის შეხვედრა სამ საათზე მეტხანია, რაც გრძელდება.