კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენედიქტ კამბერბეჩი: "მიკვირს, ქალები ჩემს გამო სისულელეებს რატომ აკეთებენ"
ბენედიქტ კამბერბეჩი: "მიკვირს, ქალები ჩემს გამო სისულელეებს რატომ აკეთებენ"

სე­რი­ალ "შერ­ლო­კის" 37 წლის ვარ­სკვლა­ვი ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბე­ჩი ჰო­ლი­ვუ­დის სექს-სიმ­ბო­ლო მა­მა­კა­ცე­ბის სტან­დარ­ტებ­ში ვერ ჯდე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლია. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მო­კი­თხვა­ში, თუ ვის­თან ერ­თად ისურ­ვებ­დით ვა­ლენ­ტი­ნო­ბის სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბას, ბე­ნე­დიქტმა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ბე­ნე­დიქ­ტი ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლია ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში და ჟურ­ნალ The Mirror-თან სა­უ­ბარ­ში ჩვე­ულ­მა იუ­მორ­მა არ უღა­ლა­ტა.

"მიკ­ვირს, ჩემს გამო ქა­ლე­ბი სი­სუ­ლე­ლე­ებს რა­ტომ სჩა­დი­ან. სექს-სიმ­ბო­ლოს ტი­ტუ­ლი ახა­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ტი­ტუ­ლით ცხოვ­რე­ბას შევ­ძლებ. თუმ­ცა, ამ მო­მენ­ტის­თვის, ეს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია. მომ­წონს თუ არა, რომ ვინ­მე მიმ­ზიდ­ვე­ლად მთვლის? ვფიქ­რობ, ვერ ნა­ხავთ დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არ მოს­წონ­დეს, რომ მის გა­რეგ­ნო­ბას აქე­ბენ. თუმ­ცა, გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებ. ჩემს სხე­ულ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩემი თა­ვის ფორ­მა და ზომა არ მომ­წონს", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ბე­ნე­დიქ­ტი ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მდი­და­რი მშობ­ლე­ბი არას­დროს ჰყო­ლია, მათ ბევ­რი იშ­რო­მეს იმის­თვის, რომ ვაჟს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. მსა­ხი­ობს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ად­ვო­კა­ტო­ბა სურ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა.

"ჩემი მშობ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ, რო­გორც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ასე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ისი­ნი ბევ­რს მუ­შა­ობ­დნენ და მთე­ლი ბავ­შვო­ბა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რო­დე­საც მშობ­ლებს ვუ­თხა­რი, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მსურ­და და მათი კვა­ლის გა­ყო­ლას ვა­პი­რებ­დი, ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი დარ­ჩნენ. თუმ­ცა, მშობ­ლებ­მა ჩემს არ­ჩე­ვანს პა­ტი­ვი სცეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში და­მიდ­გნენ", - გა­ნა­ცხა­და ბე­ნე­დიქტმა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბე­ჩი სერ­გეი ბოდ­რო­ვის ფილმში გა­მოჩ­ნდე­ბა

რა უნ­დო­და თა­ნა­მედ­რო­ვე შერ­ლოკს ტი­ბეტ­ში

ვის­თან ერ­თად გა­ა­ტა­რებ­დით ვა­ლენ­ტი­ნო­ბას - ქა­ლებ­მა სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი აირ­ჩი­ეს

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Mirror-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბენედიქტ კამბერბეჩი: "მიკვირს, ქალები ჩემს გამო სისულელეებს რატომ აკეთებენ"

ბენედიქტ კამბერბეჩი: "მიკვირს, ქალები ჩემს გამო სისულელეებს რატომ აკეთებენ"

სერიალ "შერლოკის" 37 წლის ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ჰოლივუდის სექს-სიმბოლო მამაკაცების სტანდარტებში ვერ ჯდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ქალების გულთამპყრობელია. რამდენიმე კვირის წინ გამოკითხვაში, თუ ვისთან ერთად ისურვებდით ვალენტინობის საღამოს გატარებას, ბენედიქტმა პირველი ადგილი დაიკავა.

ბენედიქტი ყოველთვის გულახდილია ინტერვიუებში და ჟურნალ The Mirror-თან საუბარში ჩვეულმა იუმორმა არ უღალატა.

"მიკვირს, ჩემს გამო ქალები სისულელეებს რატომ სჩადიან. სექს-სიმბოლოს ტიტული ახალია. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ამ ტიტულით ცხოვრებას შევძლებ. თუმცა, ამ მომენტისთვის, ეს ძალიან უცნაურია. მომწონს თუ არა, რომ ვინმე მიმზიდველად მთვლის? ვფიქრობ, ვერ ნახავთ დედამიწაზე ადამიანს, რომელსაც არ მოსწონდეს, რომ მის გარეგნობას აქებენ. თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, ამ ყველაფერს იუმორით ვუყურებ. ჩემს სხეულში ყველაზე მეტად ჩემი თავის ფორმა და ზომა არ მომწონს", - განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.

როგორც ბენედიქტი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი მშობლები არასდროს ჰყოლია, მათ ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ვაჟს სრულფასოვანი განათლება მიეღო. მსახიობს ახალგაზრდობაში ადვოკატობა სურდა, თუმცა მოგვიანებით რადიკალურად განსხვავებული არჩევანი გააკეთა.

"ჩემი მშობლები წარმატებული მსახიობები იყვნენ, როგორც გადასაღებ მოედანზე, ასევე ტელევიზიაში. ისინი ბევრს მუშაობდნენ და მთელი ბავშვობა განებივრებული ვიყავი. მახსოვს, როდესაც მშობლებს ვუთხარი, რომ მსახიობობა მსურდა და მათი კვალის გაყოლას ვაპირებდი, ისინი უკმაყოფილოები დარჩნენ. თუმცა, მშობლებმა ჩემს არჩევანს პატივი სცეს და მაქსიმალურად გვერდში დამიდგნენ", - განაცხადა ბენედიქტმა.

ასევე იხილეთ:

ბენედიქტ კამბერბეჩი სერგეი ბოდროვის ფილმში გამოჩნდება

რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

ვისთან ერთად გაატარებდით ვალენტინობას - ქალებმა სასურველი მამაკაცი აირჩიეს

მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება