უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავდაცვის" მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაადასტურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, უწყების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამ დილით უცნობმა სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მათ შედარებით უსაფრთხო პოზიციებზე გადაინაცვლეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს სამი დაღუპული მილიციელისა და 30 დაჭრილის შესახებ.