Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქმრის ერ­თი სა­ა­თით და­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი და გა-შავ-ებუ­ლი "ფე­ის­ბუკ"-პოს­ტე­ბი
ქმრის ერ­თი სა­ა­თით და­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი და გა-შავ-ებუ­ლი "ფე­ის­ბუკ"-პოს­ტე­ბი

ის-ის იყო, სახ­ლის­კენ ავუხ­ვიე, რომ სა­დარ­ბა­ზოს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი შევ­ნიშ­ნე უც­ნა­უ­რი წარ­წე­რით: "ქმა­რი ერ­თი სა­ა­თით". სა­ნამ გა­ვარ­კ­ვევ­დი, თუ რა­ში იყო საქ­მე, თავ­ში ათა­სი აზ­რი და­მიტ­რი­ალ­და. რა არ ვი­ფიქ­რე?! გავ­ბ­რაზ­დი კი­დე­ვაც ქარ­თ­ვე­ლე­ბის ასეთ სი­თა­მა­მე­სა და ამო­რა­ლუ­რო­ბა­ზე, რად­გა­ნაც ნა­ნა­ხი პირ­და­პი­რი გა­გე­ბით მი­ვი­ღე. მე­რე დიდ­ხანს ვიმ­ტ­ვ­რევ­დი თავს, ნე­ტავ, ვის უნ­და გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა ჩვენს 4-ოჯა­ხი­ან (მათ შო­რის ერთ-ერ­თი ჩვენ ვართ) სა­დარ­ბა­ზო­ში ერ­თი სა­ა­თით მა­მა­კა­ცი-მეთ­ქი?.. გა­უ­გებ­რო­ბის­გან "ფე­ის­ბუკ­მა" მიხ­ს­ნა. თურ­მე "ქმა­რი გა­მო­ძა­ხე­ბით" - სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის ოს­ტა­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი შპს-ა, რომ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­გი­კე­თე­ბენ ონ­კანს, გა­და­გა­წე­ვი­ნე­ბენ კა­რა­დას და და­გი­მონ­ტა­ჟე­ბენ ნა­თუ­რას.

ერ­თა­დერ­თი არ ვყო­ფილ­ვარ, ვინც წარ­წე­რა - "ქმა­რი გა­მო­ძა­ხე­ბით" პირ­და­პირ გა­ი­გო. მთე­ლი "ფე­ის­ბუ­კი" იმა­ზე ბჭობ­და, თუ ვინ გა­ბე­და ასე ღი­ად და მო­უ­რი­დებ­ლად სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მომ­სა­ხუ­რე­ბის აფი­ში­რე­ბა!

რა­ტომ და­არ­ქ­ვით თქვენს სამ­სა­ხურს ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა? ასე ხომ მომ­ხ­მა­რე­ბელს კარ­გავთ, მით უმე­ტეს, თუ ოჯახ­ში მა­მა­კა­ცია? - ეკი­თხე­ბა კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბე­სო მჭედ­ლი­ძეს გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" კო­რეს­პონ­დენ­ტი. დას­მულ კითხ­ვა­ზე ამ უკა­ნას­კ­ნელს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი აქვს. ის სუ­ლაც არ წუხს იმა­ზე, რომ მი­სი ბიზ­ნე­სი არ­ც­თუ ისე კარ­გად ვი­თარ­დე­ბა. დღე­ში სულ რა­ღაც ორი-სა­მი გა­მო­ძა­ხე­ბა აქვთ. ზოგ­ჯერ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მარ­თ­ლა სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე მა­მა­კა­ცის გა­მო­სა­ძა­ხებ­ლად ურე­კა­ვენ ბა­ტონ ბე­სოს. ჰო­და, მა­ნაც ლა­მი­საა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­უც­ვა­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუმ­ცა სა­ნამ ეს მოხ­დე­ბა, ქა­ლაქ­ში ნახ­სე­ნე­ბი წარ­წე­რით 3 მან­ქა­ნა და­დის და გამ­ვ­ლელ-გა­მომ­ვ­ლე­ლიც სი­ცი­ლით კვდე­ბა.

ადა­მი­ან­თა უმეც­რე­ბა­სა და შეშ­ლი­ლო­ბას საზღ­ვა­რი არა აქ­ვ­სო, - ნათ­ქ­ვა­მია. ჰო­და, ამე­რი­კე­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რად­გა­ნაც ადა­მი და ევა სა­მო­თხი­დან გა­მოგ­დე­ბამ­დე შიშ­ვ­ლე­ბი და­ი­ა­რე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ ახ­ლაც, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ზე დე­დი­შო­ბი­ლა გა­მო­ცხა­დე­ბაც მი­სა­ღე­ბიაო. ამ­გ­ვა­რად, ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში, კა­თო­ლი­კე მღვდელ­მა მრევლს ნე­ბა დარ­თო, ქა­და­გე­ბას შიშ­ვ­ლე­ბი დას­წ­რე­ბოდ­ნენ და თა­ვა­დაც შიშ­ვე­ლი წარ­დ­გა მათ წი­ნა­შე.

პას­ტორ­მა ალან პარ­კერ­მა The Daily Mail-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, - ადა­მი­ა­ნე­ბი ზედ­მე­ტად დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ სა­მოსს, მე კი მათ მა­ტე­რი­ა­ლიზ­მის­კენ მის­წ­რა­ფე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ზი­ა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბიო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას აკე­თებს ვა­ტი­კა­ნი, სა­ნამ პას­ტორ ალანს დე­დი­შო­ბი­ლა აღ­მ­სა­რე­ბელ­თა დი­დი რი­გი უდ­გას. ჰო­და, გა­გიკ­ვირ­დეს ამის შემ­დეგ, რო­მე­ლი­მე ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ ბან­კ­ში ან სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით რომ შე­ი­სე­ირ­ნოს.

კი­დევ ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ჩემს კა­რის მე­ზო­ბელს შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში დი­ლა­ო­ბით პი­ჟა­მა­ზე მოც­მუ­ლი პალ­ტო­თი მიჰ­ყავს. რა აზ­რი აქვს ტან­ზე გა­მოც­ვ­ლას, თუ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისევ უნ­და და­ვი­ძი­ნოო? - ფიქ­რობს თა­ვის­თ­ვის ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი და მო­მა­ვალ­ში ასე გა­მო­წყო­ბი­ლი უფ­რო ფარ­თო არე­ალ­ზე გას­ვ­ლას გეგ­მავს.

აი, ეს პოს­ტი კი სა­მუ­და­მოდ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლად მაქ­ცევს. თურ­მე შა­ვი ქათ­მე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. მარ­ტო ბუმ­ბუ­ლით კი არა, არა­მედ - კა­ნი­ან, ხორ­ცი­ან, ძვლი­ა­ნად. რა თქმა უნ­და, ჩი­ნეთ­ში და მათ "ჩი­ნურ აბ­რე­შუ­მებს" ეძა­ხი­ან. ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს მიღ­მა ისი­ნი დე­კო­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის გა­მოჰ­ყავთ, მაგ­რამ ჩი­ნეთ­ში მი­სი ხორ­ცი დე­ლი­კა­ტე­სად მი­იჩ­ნე­ვა და საკ­მა­ოდ დე­ფი­ცი­ტუ­რიც არის.

ეს სა­ხე­ო­ბა ცნო­ბი­ლი გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის მო­რი­გი ოინი არ გე­გო­ნოთ. ეს ჯი­ში მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნი­დან მო­დის და ით­ვ­ლე­ბა, რომ მი­სი ჭა­მა ადა­მი­ანს ჯან-ღო­ნით ავ­სებს და დღეგ­რ­ძელს ხდის. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­ლი ქა­ლი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად "აბ­რე­შუ­მას" ხორცს მი­ირ­თ­მევს. ამ ხორ­ცის­გან უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, წვნი­ანს ამ­ზა­დე­ბენ და არას­დ­როს წვა­ვენ. 2011 წელს გე­ნე­ტი­კო­სებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ამ ქათ­მე­ბის უც­ნა­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა გე­ნის - ენ­დო­ტე­ლინ 3-ის მუ­ტა­ცი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც იმ უჯ­რე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც შე­ფე­რი­ლო­ბის პიგ­მენ­ტებს წარ­მოქ­მ­ნის; ჰო­და, ამ პიგ­მენ­ტის ჭარ­ბ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია ქათ­მის არა მხო­ლოდ კა­ნი­სა და ხორ­ცის, არა­მედ ძვლი­სა და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­შა­ვე­ბაც.

კვი­რის გა-შავ-ებუ­ლი პოს­ტე­ბის სე­რი­ას ჭეშ­მა­რი­ტად შა­ვი შე­ფე­რი­ლო­ბის ვარ­დი ამ­შ­ვე­ნებს. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა ვარ­დი თეთ­რი ფე­რის იყო, მაგ­რამ ერ­თხელ ოლიმ­პოს მთა­ზე ზევ­ს­მა დი­დი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თა და კუ­პი­დო­ნი ნექ­ტა­რის მო­სა­ტა­ნად გაგ­ზავ­ნა. უკან დაბ­რუ­ნე­ბულ კუ­პი­დონს გზად სიჩ­ქა­რე­ში, ნექ­ტ­რი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და ვარ­დე­ბის ბაღ­ში ჩა­უ­ვარ­და, სა­დაც ღვთა­ებ­რი­ვად თეთ­რი ვარ­დე­ბი ხა­რობ­დ­ნენ. ჯა­დოს­ნუ­რი სი­თხე მათ კვირ­ტებს შე­ე­ხო და წით­ლად შე­ბღა­ლა მა­თი უბი­წო­ე­ბა.

შა­ვი ვარ­დე­ბის ხილ­ვა კი მხო­ლოდ პა­ტა­რა თურ­ქულ ქა­ლაქ - ხალ­ფეტ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისი­ნი მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში იშ­ლე­ბი­ან და თა­ვი­ანთ უნი­კა­ლურ შე­ფე­რი­ლო­ბას მშობ­ლი­უ­რი მი­წის უნი­კა­ლუ­რო­ბას უნ­და უმად­ლოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი მათ მი­მართ. ერ­თ­ნი მათ ვნე­ბის სიმ­ბო­ლოდ თვლი­ან, მე­ო­რე­ნი - სიკ­ვ­დი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როდ, ვარ­დის ეს სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის ზღვარ­ზეა, რად­გა­ნაც 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქა­ლა­ქი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის მკვეთ­რი გა­დი­ნე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა მდი­ნა­რე ევ­ფ­რა­ტის ადი­დე­ბის გა­მო.

დიდ­ხანს იმ­ტ­ვ­რევ­დ­ნენ თავს "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბი", თუ რას ნიშ­ნავ­და - და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვა? ეს აბ­რა თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი კა­ფეს წინ გაჩ­ნ­და და უმალ და­ი­პოს­ტა "ფე­ის­ბუკ­ში". ვი­ღა­ცამ, - ჭერ­ზე და­კი­დე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ხარ­შუ­ლიო, ვი­ღა­ცამ - მი­ჯირ­ყ­­ნი­ლიო, მე კი­დევ, უამ­რა­ვი პოს­ტი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ამ თე­მა­ზე და, რო­გორც იქ­ნა, და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვის ზუს­ტი შე­სატყ­ვი­სი ვი­პო­ვე. მაშ, ასე, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ თქვენც ჩე­მებრ სად­მე ასეთ აბ­რას გა­და­ეყ­რე­ბით. და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვა არის - ასე­ვე და­სავ­ლეთ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, რო­დე­საც კა­ფე­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ზედ­მე­ტად ერ­თი ფინ­ჯა­ნი ყა­ვის ფულს იხ­დის, რო­მელ­საც მე­რე უპო­ვართ ას­მე­ვენ (ეს, რა თქმა უნ­და, - ევ­რო­პა­ში, თო­რემ ჩვენ­ში უპოვ­რე­ბის­თ­ვის ყა­ვის და­ლე­ვა - ნუ­რას უკაც­რა­ვად: მათ კა­ფეს წი­ნაც არ აჭა­ჭა­ნე­ბენ...).

მო­მა­ვალ Facebook მო­ნი­ტო­რამ­დე

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქმრის ერ­თი სა­ა­თით და­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი და გა-შავ-ებუ­ლი "ფე­ის­ბუკ"-პოს­ტე­ბი

ქმრის ერ­თი სა­ა­თით და­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი და გა-შავ-ებუ­ლი "ფე­ის­ბუკ"-პოს­ტე­ბი

ის-ის იყო, სახ­ლის­კენ ავუხ­ვიე, რომ სა­დარ­ბა­ზოს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი შევ­ნიშ­ნე უც­ნა­უ­რი წარ­წე­რით: "ქმა­რი ერ­თი სა­ა­თით". სა­ნამ გა­ვარ­კ­ვევ­დი, თუ რა­ში იყო საქ­მე, თავ­ში ათა­სი აზ­რი და­მიტ­რი­ალ­და. რა არ ვი­ფიქ­რე?! გავ­ბ­რაზ­დი კი­დე­ვაც ქარ­თ­ვე­ლე­ბის ასეთ სი­თა­მა­მე­სა და ამო­რა­ლუ­რო­ბა­ზე, რად­გა­ნაც ნა­ნა­ხი პირ­და­პი­რი გა­გე­ბით მი­ვი­ღე. მე­რე დიდ­ხანს ვიმ­ტ­ვ­რევ­დი თავს, ნე­ტავ, ვის უნ­და გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა ჩვენს 4-ოჯა­ხი­ან (მათ შო­რის ერთ-ერ­თი ჩვენ ვართ) სა­დარ­ბა­ზო­ში ერ­თი სა­ა­თით მა­მა­კა­ცი-მეთ­ქი?.. გაუგებრობისგან "ფე­ის­ბუკ­მა" მიხ­ს­ნა. თურ­მე "ქმა­რი გა­მო­ძა­ხე­ბით" - სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის ოს­ტა­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი შპს-ა, რომ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­გი­კე­თე­ბენ ონ­კანს, გა­და­გა­წე­ვი­ნე­ბენ კა­რა­დას და და­გი­მონ­ტა­ჟე­ბენ ნა­თუ­რას.

ერ­თა­დერ­თი არ ვყო­ფილ­ვარ, ვინც წარ­წე­რა - "ქმა­რი გა­მო­ძა­ხე­ბით" პირ­და­პირ გა­ი­გო. მთე­ლი "ფე­ის­ბუ­კი" იმა­ზე ბჭობ­და, თუ ვინ გა­ბე­და ასე ღი­ად და მო­უ­რი­დებ­ლად სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მომ­სა­ხუ­რე­ბის აფი­ში­რე­ბა!

რა­ტომ და­არ­ქ­ვით თქვენს სამ­სა­ხურს ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა? ასე ხომ მომ­ხ­მა­რე­ბელს კარ­გავთ, მით უმე­ტეს, თუ ოჯახ­ში მა­მა­კა­ცია? - ეკითხე­ბა კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბე­სო მჭედ­ლი­ძეს გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლის" კო­რეს­პონ­დენ­ტი. დას­მულ კითხ­ვა­ზე ამ უკა­ნას­კ­ნელს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი აქვს. ის სუ­ლაც არ წუხს იმა­ზე, რომ მი­სი ბიზ­ნე­სი არ­ც­თუ ისე კარ­გად ვი­თარ­დე­ბა. დღე­ში სულ რა­ღაც ორი-სა­მი გა­მო­ძა­ხე­ბა აქვთ. ზოგ­ჯერ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მარ­თ­ლა სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე მა­მა­კა­ცის გა­მო­სა­ძა­ხებ­ლად ურე­კა­ვენ ბა­ტონ ბე­სოს. ჰო­და, მა­ნაც ლა­მი­საა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­უც­ვა­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, თუმ­ცა სა­ნამ ეს მოხ­დე­ბა, ქა­ლაქ­ში ნახ­სე­ნე­ბი წარ­წე­რით 3 მან­ქა­ნა და­დის და გამ­ვ­ლელ-გა­მომ­ვ­ლე­ლიც სი­ცი­ლით კვდე­ბა.

ადა­მი­ან­თა უმეც­რე­ბა­სა და შეშ­ლი­ლო­ბას საზღ­ვა­რი არა აქ­ვ­სო, - ნათ­ქ­ვა­მია. ჰო­და, ამე­რი­კე­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, რად­გა­ნაც ადა­მი და ევა სა­მოთხი­დან გა­მოგ­დე­ბამ­დე შიშ­ვ­ლე­ბი და­ი­ა­რე­ბოდ­ნენ, ამი­ტომ ახ­ლაც, სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ზე დე­დი­შო­ბი­ლა გა­მოცხა­დე­ბაც მი­სა­ღე­ბიაო. ამ­გ­ვა­რად, ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში, კა­თო­ლი­კე მღვდელ­მა მრევლს ნე­ბა დარ­თო, ქა­და­გე­ბას შიშ­ვ­ლე­ბი დას­წ­რე­ბოდ­ნენ და თა­ვა­დაც შიშ­ვე­ლი წარ­დ­გა მათ წი­ნა­შე.

პას­ტორ­მა ალან პარ­კერ­მა The Daily Mail-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, - ადა­მი­ა­ნე­ბი ზედ­მე­ტად დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ სა­მოსს, მე კი მათ მა­ტე­რი­ა­ლიზ­მის­კენ მის­წ­რა­ფე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ზი­ა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბიო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას აკე­თებს ვა­ტი­კა­ნი, სა­ნამ პას­ტორ ალანს დე­დი­შო­ბი­ლა აღ­მ­სა­რე­ბელ­თა დი­დი რი­გი უდ­გას. ჰო­და, გა­გიკ­ვირ­დეს ამის შემ­დეგ, რო­მე­ლი­მე ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ ბან­კ­ში ან სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით რომ შე­ი­სე­ირ­ნოს.

კი­დევ ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ჩემს კა­რის მე­ზო­ბელს შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში დი­ლა­ო­ბით პი­ჟა­მა­ზე მოც­მუ­ლი პალ­ტო­თი მიჰ­ყავს. რა აზ­რი აქვს ტან­ზე გა­მოც­ვ­ლას, თუ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისევ უნ­და და­ვი­ძი­ნოო? - ფიქ­რობს თა­ვის­თ­ვის ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი და მო­მა­ვალ­ში ასე გა­მოწყო­ბი­ლი უფ­რო ფარ­თო არე­ალ­ზე გას­ვ­ლას გეგ­მავს.

აი, ეს პოს­ტი კი სა­მუ­და­მოდ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლად მაქ­ცევს. თურ­მე შა­ვი ქათ­მე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. მარტო ბუმ­ბუ­ლით კი არა, არა­მედ - კა­ნი­ან, ხორ­ცი­ან, ძვლი­ა­ნად. რა თქმა უნ­და, ჩი­ნეთ­ში და მათ "ჩი­ნურ აბ­რე­შუ­მებს" ეძა­ხი­ან. ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს მიღ­მა ისი­ნი დე­კო­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის გა­მოჰ­ყავთ, მაგ­რამ ჩი­ნეთ­ში მი­სი ხორ­ცი დე­ლი­კა­ტე­სად მი­იჩ­ნე­ვა და საკ­მა­ოდ დე­ფი­ცი­ტუ­რიც არის.

ეს სა­ხე­ო­ბა ცნო­ბი­ლი გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის მო­რი­გი ოინი არ გე­გო­ნოთ. ეს ჯი­ში მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნი­დან მო­დის და ით­ვ­ლე­ბა, რომ მი­სი ჭა­მა ადა­მი­ანს ჯან-ღო­ნით ავ­სებს და დღეგ­რ­ძელს ხდის. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­ლი ქა­ლი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად "აბ­რე­შუ­მას" ხორცს მი­ირ­თ­მევს. ამ ხორ­ცის­გან უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, წვნი­ანს ამ­ზა­დე­ბენ და არას­დ­როს წვა­ვენ. 2011 წელს გე­ნე­ტი­კო­სებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ამ ქათ­მე­ბის უც­ნა­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა გე­ნის - ენ­დო­ტე­ლინ 3-ის მუ­ტა­ცი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც იმ უჯ­რე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც შე­ფე­რი­ლო­ბის პიგ­მენ­ტებს წარ­მოქ­მ­ნის; ჰო­და, ამ პიგ­მენ­ტის ჭარ­ბ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია ქათ­მის არა მხო­ლოდ კა­ნი­სა და ხორ­ცის, არა­მედ ძვლი­სა და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­შა­ვე­ბაც.

კვი­რის გა-შავ-ებუ­ლი პოს­ტე­ბის სე­რი­ას ჭეშ­მა­რი­ტად შა­ვი შე­ფე­რი­ლო­ბის ვარ­დი ამ­შ­ვე­ნებს. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა ვარ­დი თეთ­რი ფე­რის იყო, მაგ­რამ ერ­თხელ ოლიმ­პოს მთა­ზე ზევ­ს­მა დი­დი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თა და კუ­პი­დო­ნი ნექ­ტა­რის მო­სა­ტა­ნად გაგ­ზავ­ნა. უკან დაბ­რუ­ნე­ბულ კუ­პი­დონს გზად სიჩ­ქა­რე­ში, ნექ­ტ­რი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და ვარ­დე­ბის ბაღ­ში ჩა­უ­ვარ­და, სა­დაც ღვთა­ებ­რი­ვად თეთ­რი ვარ­დე­ბი ხა­რობ­დ­ნენ. ჯა­დოს­ნუ­რი სითხე მათ კვირ­ტებს შე­ე­ხო და წით­ლად შებღა­ლა მა­თი უბი­წო­ე­ბა.

შა­ვი ვარ­დე­ბის ხილ­ვა კი მხო­ლოდ პა­ტა­რა თურ­ქულ ქა­ლაქ - ხალ­ფეტ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისი­ნი მხო­ლოდ ზაფხულ­ში იშ­ლე­ბი­ან და თა­ვი­ანთ უნი­კა­ლურ შე­ფე­რი­ლო­ბას მშობ­ლი­უ­რი მი­წის უნი­კა­ლუ­რო­ბას უნ­და უმად­ლოდ­ნენ. ადგილობრივები სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი მათ მი­მართ. ერ­თ­ნი მათ ვნე­ბის სიმ­ბო­ლოდ თვლი­ან, მე­ო­რე­ნი - სიკ­ვ­დი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბი­სა. სამ­წუ­ხა­როდ, ვარ­დის ეს სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის ზღვარ­ზეა, რად­გა­ნაც 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქა­ლა­ქი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის მკვეთ­რი გა­დი­ნე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა მდი­ნა­რე ევ­ფ­რა­ტის ადი­დე­ბის გა­მო.

დიდ­ხანს იმ­ტ­ვ­რევ­დ­ნენ თავს "ფე­ის­ბუ­კე­ლე­ბი", თუ რას ნიშ­ნავ­და - და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვა? ეს აბ­რა თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი კა­ფეს წინ გაჩ­ნ­და და უმალ და­ი­პოს­ტა "ფე­ის­ბუკ­ში". ვი­ღა­ცამ, - ჭერ­ზე და­კი­დე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ხარ­შუ­ლიო, ვი­ღა­ცამ - მი­ჯირ­ყ­­ნი­ლიო, მე კი­დევ, უამ­რა­ვი პოს­ტი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ამ თე­მა­ზე და, რო­გორც იქ­ნა, და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვის ზუს­ტი შე­სატყ­ვი­სი ვი­პო­ვე. მაშ, ასე, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ თქვენც ჩე­მებრ სად­მე ასეთ აბ­რას გა­და­ეყ­რე­ბით. და­კი­დე­ბუ­ლი ყა­ვა არის - ასე­ვე და­სავ­ლეთ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, რო­დე­საც კა­ფე­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ზედ­მე­ტად ერ­თი ფინ­ჯა­ნი ყა­ვის ფულს იხ­დის, რო­მელ­საც მე­რე უპო­ვართ ას­მე­ვენ (ეს, რა თქმა უნ­და, - ევ­რო­პა­ში, თო­რემ ჩვენ­ში უპოვ­რე­ბის­თ­ვის ყა­ვის და­ლე­ვა - ნუ­რას უკაც­რა­ვად: მათ კა­ფეს წი­ნაც არ აჭა­ჭა­ნე­ბენ...).

მო­მა­ვალ Facebook მო­ნი­ტო­რამ­დე

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია