სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაბუ: "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"
კაბუ: "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"

პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტი არ გვთან­ხმდე­ბა. მით უმე­ტეს, თუ ის ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­და­ნაა და თა­ვად არაა ჩარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში. თუმ­ცა, ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კოს­ზე უკე­თაც კი ერ­კვე­ო­დეს ამა თუ იმ სა­კი­თხში და არც თა­ვი­სი აზ­რის ხმა­მაღ­ლა და­ფიქ­სი­რე­ბას მო­ე­რი­დოს. რო­დე­საც მსა­ხი­ობ­სა და რე­პერს, კა­ბუს, იმა­ვე კახა აბუ­აშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი და ჩვე­ნი სა­უბ­რის თემა გა­ვა­ცა­ნი, აღ­შფოთ­და და მი­თხრა:

- პო­ლი­ტი­კა­ზე უნდა მე­სა­უბ­რო? რო­მელ პო­ლი­ტი­კა­ზე, და­ი­კო, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს?

- შენი აზ­რით, აპო­ლი­ტი­კუ­რი ქვე­ყა­ნა ვართ?

- ჩვენ­თან არც პო­ლი­ტი­კა, არც დე­მოკ­რა­ტია, არც ეთი­კა და სა­ერ­თოდ, მთავ­რო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. ჩვენ­თან არც სიყ­ვა­რუ­ლი და არც ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა არის. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, ხალ­ხი ავად რომ არის და თან - კრი­მი­ნა­ლია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძაღ­ლის უფ­ლე­ბე­ბი მე­ტა­დაა და­ცუ­ლი, ვიდ­რე - ადა­მი­ა­ნე­ბის. რა რუ­სე­თი, რა ოლიმ­პი­ა­და, ხალხნო? ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, რომ ვერც ეს მთავ­რო­ბა და­ა­ლა­გებს და ვერც წინა მთავ­რო­ბამ და­ა­ლა­გა, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად "ავად" იყო ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი. ახლა კი, ვინ არის ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, არც ვიცი. მოკ­ლედ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობ­და, არ არ­სე­ბობს და ვერც ვხე­დავ იმის შანსს, რომ ოდეს­მე იარ­სე­ბებს. ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. არ ვიცი, ვის ვუ­თხრა ეს ყვე­ლა­ფე­რი, სად გა­მო­ვი­დე, რა ვქნა? არ შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბის წევ­რს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო უყ­ვარ­დეს? პა­ტივს არ უნდა სცემ­დნენ იმ მი­წას, რო­მელ­ზეც და­დი­ან? რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი? რა მა­ნი­ა­კა­ლიზ­მია? ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ფა­რით და მახ­ვი­ლით" მო­ვარ­და, გა­ვი­მარ­ჯვე­თო, კი­ოდ­ნენ და პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი­ვე მოწ­ვე­ვა­ზე პრე­ზერ­ვა­ტი­ვის "ფო­ჩე­ბის" "ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა" გა­ნი­ხი­ლეს. საათ-ნა­ხე­ვა­რი ცხელ ხაზ­ზე ვრე­კავ­დი და ვკი­თხუ­ლობ­დი, პირ­ვე­ლი აპ­რი­ლია-მეთ­ქი? მე­გო­ნა, ხუმ­რობ­დნენ, რად­გან რო­მე­ლი პრე­ზერ­ვა­ტი­ვის "ფოჩი" მა­დარ­დებს, როცა ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა?

- შენ ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­დარ­დებს?

- ჩემი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ბედი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე იჭე­რენ და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით აშარ­დვი­ნე­ბენ, რომ მათი ნარ­კო­ტი­კი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრონ. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი რა­ღაც­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მა­წუ­ხებს. კი­დევ გა­მო­დი­ან და უტიფ­რად აცხა­დე­ბენ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ვარ­თო. ჯერ სა­ერ­თოდ ის არის გა­სარ­კვე­ვი, ვართ თუ არა ქვე­ყა­ნა, რად­გან ყო­ველ საათ-ნა­ხე­ვარ­ში რუსი სა­ზღვარს წინ გვი­წევს, რა­ზეც მთავ­რო­ბა გვე­უბ­ნე­ბა, არა უშავს, უკან გა­დას­წე­ვე­ნო. ამის შემ­დეგ, რო­მელ პო­ლი­ტი­კა­ზე უნდა გე­სა­უბ­როთ? კაცი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია და სა­კუ­თარ თავ­საც კი არ უს­მენს, არა­თუ - ოპო­ნენტს. ამ ყვე­ლაფ­რის გამო, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ან სომ­ხე­თის, ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ან სხვა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გავ­ხდე, რად­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლად მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღო და ავ­ტო­მო­ბი­ლით ვი­ა­რო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა რთუ­ლია?

- მქონ­და მარ­თვის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ჩა­მო­მარ­თვეს, რად­გან მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მას გავ­დი­ვარ. მთავ­რო­ბას კი მი­აჩ­ნია, რომ რად­გან ადა­მი­ა­ნი მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მას გა­დის, ის ადა­მი­ა­ნი აღარ არის და ნუ­ლია მისი ფასი. მთვრალ მძღო­ლებს კი მხო­ლოდ 150 ლარს უწე­რენ ჯა­რი­მას. ეს რა კა­ნო­ნე­ბია? "ვაფ­შე" სადა ვართ? რა დე­მოკ­რა­ტია, რა კაც­თმოყ­ვა­რე ერი? ამ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ვინ უყ­ვართ, ხალხნო...

- წინა მთავ­რო­ბის დროს უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო?

- მა­შინ სა­ერ­თოდ გა­რეთ გას­ვლის მე­ში­ნო­და. თუმ­ცა ამი­სი ახ­ლაც მე­ში­ნია. ჩვენს ქვე­ყა­ნას 9 წელი "ავად­მყო­ფი" კაცი მარ­თავ­და და ჩვენ ვის­ხე­დით და გვჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. ამის თქმის გამო, გინ­და, და­მი­ჭირ­­ონ ახლა და გინ­და - ყუ­რე­ბით დამ­კი­დონ. ვთვლი, რომ რა­ღაც უნდა შე­იც­ვა­ლოს, რად­გან სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩუ­მად იქ­ნე­ბა, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. რა ოლიმ­პი­ა­და აუ­ტყდათ, როცა ორ ნა­ბი­ჯში ვი­ღა­ცე­ბი დგა­ნან და სა­ზღვარს თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით ავ­ლე­ბენ?! არ ვარ ამ ოლიმ­პი­ა­დის მომ­ხრე. უპ­რინ­ცი­პო მთავ­რო­ბა და უპ­რინ­ცი­პო ერი ვართ. ამი­ტომ მგო­ნია, რომ თა­მარ მეფე და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი მო­გო­ნი­ლია და ისი­ნი რე­ა­ლუ­რად არც არ­სე­ბობ­დნენ...

- გა­მო­სა­ვალს ხე­დავ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან?

- ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ის არის, რომ ჩვენც და ჩვე­ნი მთავ­რო­ბაც გონს უნდა მო­ვე­გოთ. გა­ვიღ­ვი­ძოთ და ვნა­ხოთ, რა ხდე­ბა. სკო­ლის მოს­წავ­ლე ბი­ჭებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, მოს­წავ­ლე გო­გო­ნებ­მა და­ი­წყეს წამ­ლის გა­კე­თე­ბა. ამის ფონ­ზე კი დგას ამ­ხე­ლა კაცი და მსჯე­ლობს, პრე­ზერ­ვა­ტივს "ფოჩი" უნდა ჰქონ­დეს თუ - არა. რა დროს ეს არის? იმა­ზე იმ­სჯე­ლონ, რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლის გა­ყიდ­ვა აკ­რძა­ლონ, მაგ­რამ ვის აძ­ლევს ეს ხელს? აქაც დიდი ფული კეთ­დე­ბა. დგა­ნან და ამ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი წამ­ლით გაბ­რუ­ე­ბულ ახალ­გაზ­რდებს ჯა­რი­მას კი აღარ ახ­დე­ვი­ნე­ბენ, პირ­და­პირ იჭე­რენ და სის­ხლის სა­მარ­თლის მუხ­ლით ასა­მარ­თლე­ბენ. ასე არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ხდე­ბა. ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რას, ამ წამ­ლე­ბის შე­მომ­ტა­ნი და გამ­ყიდ­ვე­ლი და­ი­ჭი­რონ, აჯო­ბებს.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კაბუ: "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"

კაბუ: "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"

პოლიტიკაზე სასაუბროდ ყველა რესპონდენტი არ გვთანხმდება. მით უმეტეს, თუ ის ხელოვნების სფეროდანაა და თავად არაა ჩართული მიმდინარე პროცესებში. თუმცა, ბევრი ხელოვანი შესაძლოა, ზოგიერთ პოლიტიკოსზე უკეთაც კი ერკვეოდეს ამა თუ იმ საკითხში და არც თავისი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას მოერიდოს. როდესაც მსახიობსა და რეპერს, კაბუს, იმავე კახა აბუაშვილს დავუკავშირდი და ჩვენი საუბრის თემა გავაცანი, აღშფოთდა და მითხრა:

- პოლიტიკაზე უნდა მესაუბრო? რომელ პოლიტიკაზე, დაიკო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს?

- შენი აზრით, აპოლიტიკური ქვეყანა ვართ?

- ჩვენთან არც პოლიტიკა, არც დემოკრატია, არც ეთიკა და საერთოდ, მთავრობის მოსახლეობისადმი დამოკიდებულება არ არსებობს. ჩვენთან არც სიყვარული და არც ელემენტარული პატივისცემა არის. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ხალხი ავად რომ არის და თან - კრიმინალია. ჩვენს ქვეყანაში ძაღლის უფლებები მეტადაა დაცული, ვიდრე - ადამიანების. რა რუსეთი, რა ოლიმპიადა, ხალხნო? ისეთი პრობლემები გვაქვს, რომ ვერც ეს მთავრობა დაალაგებს და ვერც წინა მთავრობამ დაალაგა, რადგან ჩვეულებრივად "ავად" იყო ჩვენი პრეზიდენტი. ახლა კი, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი, არც ვიცი. მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა არ არსებობდა, არ არსებობს და ვერც ვხედავ იმის შანსს, რომ ოდესმე იარსებებს. ეს ძალიან მაწუხებს. არ ვიცი, ვის ვუთხრა ეს ყველაფერი, სად გამოვიდე, რა ვქნა? არ შეიძლება, რომელიმე მთავრობის წევრს თავისი სამშობლო უყვარდეს? პატივს არ უნდა სცემდნენ იმ მიწას, რომელზეც დადიან? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა მანიაკალიზმია? ახალი ხელისუფლება "ფარით და მახვილით" მოვარდა, გავიმარჯვეთო, კიოდნენ და პარლამენტის პირველივე მოწვევაზე პრეზერვატივის "ფოჩების" "ყოფნა-არყოფნა" განიხილეს. საათ-ნახევარი ცხელ ხაზზე ვრეკავდი და ვკითხულობდი, პირველი აპრილია-მეთქი? მეგონა, ხუმრობდნენ, რადგან რომელი პრეზერვატივის "ფოჩი" მადარდებს, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?

- შენ ყველაზე მეტად რა გადარდებს?

- ჩემი ქვეყნისა და ხალხის ბედი, რომელსაც ყოველდღე იჭერენ და ძალის გამოყენებით აშარდვინებენ, რომ მათი ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება განსაზღვრონ. პოლიციელების ადამიანებისადმი რაღაცნაირი დამოკიდებულებაც მაწუხებს. კიდევ გამოდიან და უტიფრად აცხადებენ, დემოკრატიული ქვეყანა ვართო. ჯერ საერთოდ ის არის გასარკვევი, ვართ თუ არა ქვეყანა, რადგან ყოველ საათ-ნახევარში რუსი საზღვარს წინ გვიწევს, რაზეც მთავრობა გვეუბნება, არა უშავს, უკან გადასწევენო. ამის შემდეგ, რომელ პოლიტიკაზე უნდა გესაუბროთ? კაცი პრემიერ-მინისტრია და საკუთარ თავსაც კი არ უსმენს, არათუ - ოპონენტს. ამ ყველაფრის გამო, ძალიან მინდა, რომ ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე გავხდე, რადგან ელემენტარულად მართვის მოწმობა ავიღო და ავტომობილით ვიარო.

- საქართველოში მართვის მოწმობის აღება რთულია?

- მქონდა მართვის უფლება, მაგრამ ჩამომართვეს, რადგან მეტადონის პროგრამას გავდივარ. მთავრობას კი მიაჩნია, რომ რადგან ადამიანი მე­ტადონის პროგრამას გადის, ის ადამიანი აღარ არის და ნულია მისი ფასი. მთვრალ მძღოლებს კი მხოლოდ 150 ლარს უწერენ ჯარიმას. ეს რა კანონებია? "ვაფშე" სადა ვართ? რა დემოკრატია, რა კაცთმოყვარე ერი? ამ მთავრობის წარმომადგენლებს არავინ უყვართ, ხალხნო...

- წინა მთავრობის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო?

- მაშინ საერთოდ გარეთ გასვლის მეშინოდა. თუმცა ამისი ახლაც მეშინია. ჩვენს ქვეყანას 9 წელი "ავადმყოფი" კაცი მართავდა და ჩვენ ვისხედით და გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ამის თქმის გამო, გინდა, და­მი­ჭირ­­ონ ახლა და გინდა - ყურებით დამკიდონ. ვთვლი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან სა­ნამ საზოგადოება ჩუმად იქნება, არაფერი გვეშველება. რა ოლიმპიადა აუტყდათ, როცა ორ ნაბიჯში ვიღაცები დგანან და საზღვარს თავიანთი სურვილის მი­ხედვით ავლებენ?! არ ვარ ამ ოლიმპიადის მომხრე. უპრინციპო მთავრობა და უპრინციპო ერი ვართ. ამიტომ მგონია, რომ თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი მოგონილია და ისინი რეალურად არც არსებობდნენ...

- გამოსავალს ხედავ ამ მდგომარეობიდან?

- ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ჩვენც და ჩვენი მთავრობაც გონს უნდა მოვეგოთ. გავიღვიძოთ და ვნახოთ, რა ხდება. სკოლის მოსწავლე ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, მოსწავლე გოგონებმა დაიწყეს წამლის გაკეთება. ამის ფონზე კი დგას ამხელა კაცი და მსჯე­ლობს, პრეზერვატივს "ფოჩი" უნდა ჰქონდეს თუ - არა. რა დროს ეს არის? იმაზე იმსჯელონ, რომ ფსიქოტროპული წამლის გაყიდვა აკრძალონ, მაგრამ ვის აძლევს ეს ხელს? აქაც დიდი ფული კეთდება. დგანან და ამ იაფფასიანი წამლით გაბრუებულ ახალგაზრდებს ჯარიმას კი აღარ ახდევინებენ, პირდაპირ იჭერენ და სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ავადმყოფი ადამიანის დაჭერას, ამ წამლების შემომტანი და გამყიდველი დაიჭირონ, აჯობებს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება